ოზურგეთის მერიისთვის "ძალიან რთულად მოსაგები საქმის" განხილვა დაიწყო _ საქმეში ჯაფარიძეც ჩართეს

gurianews.com

მთავარი თემა

ოზურგეთის მერიისთვის "ძალიან რთულად მოსაგები საქმის" განხილვა დაიწყო _ საქმეში ჯაფარიძეც ჩართეს

2018 ივნ 8 10:11:55

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ოზურგეთის მერიის „აქილევსის ქუსლად“ წოდებული საქმე, რომელიც ნატალია ხომერიკის უკანონოდ და კურიოზული ბრძანებებით სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება, უკვე სასამართლო განხილვაშია.

პირველი პროცესი გუშინ შედგა და იმ მოტივით გადაიდო, რომ  საქმეში ახალი უფლებადამცველი _ მარიამ ლევიძე ჩაერთო.

ადვოკატმა, რომლის ბალანსზე ბევრი მოგებული საქმეა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მოსამართლე გიორგი ზვიადაძეს საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობისთვის  ვადა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

მოსამართლემ, ამავე სხდომაზე დააკმაყოფილა მერიის იურისტების შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის _ მარინა ჯაფარიძის ჩართვის თაობაზე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური უფროსის თანამდებობას იკავებს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის შესახებ მარინა ჯაფარიძეს ინფორმაცია არ ჰქონდა:

_  მე ნატალია ხომერიკთან არასოდეს არანაირი პრობლემა არ მქონია და არც მაქვს. დღეს, 12 საათიდან ქორეოგრაფიული ანსამბლების დათვალიერებაზე ვარ გასული. და არ ვიცი არაფერი. მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს რა ხდებოდა მერიაში საქმის კურსში არა ვარ, ვინაიდან სამსახურებრივი საქმის გამო ადგილზე არ ვიყავი. შესაბამისად, დღევანდელი მოვლენების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მითუმეტეს, კომენტარს ვერაფერზე გავაკეთებ, _ აღნიშნა ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას.

_ ქალბატონო მარინა, ახლა, როცა ჩვენგან გაიგეთ, რომ მერიის შუამდგომლობით საქმეში მესამე პირად ხართ ჩართული, აპირებთ ნატალია ხომერიკის წინააღმდეგ ბრძოლას?

_  მე სახელმწიფო საჯარო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ დაშვებული კონკურსი გავიარე და უმაღლესი ქულებით დავინიშნე თანამდებობაზე.  ეს თანამდებობა სადაოდ არასოდეს გამიხდია. უბრალოდ, როგორც ამას საჯარო მოხელისათვის განსაზღვრული კანონმდებლობა ითვალისწინებდა, მეც შესაბამისად საკანონმდებლო ჩარჩოში ვმოქმედებდი. სხვა ჩემი საქმე არ არის. ყველას თავისი არჩევანი აქვს.

_ ხომერიკის საქმეზე რას ფიქრობთ. მისი გათავისუფლება და შემდეგ ამ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება სწორად მიგაჩნიათ?

_ მე გითხარით, რომ კომენტარს არ ვაკეთებ.

_ თქვენ საჯარო მოხელე ხართ და გვაინტერესებთ აპირებთ თუ არა თანამდებობისთვის ბრძოლას...

_ მე ამ თემაზე ნატალიასთან  მქონდა საუბარი, ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ერთმანეთის პატივისცემას ვინარჩუნებთ. ძალიან არაკორექტული შეკითხვებია და ამიტომ, ჯობს დავასრულოთ ეს საუბარი.

_ ქალბატონო მარინა, რა არის არაკორექტული? მხარედ ჩაგრთეს და გვაინტერესებს აპირებთ თუ არა თანამდებობის შენარჩუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას?_ ამ შეკითხვაზე მარინა ჯაფარიძეს ჩვენთვის პასუხი არ გაუცია.

ჩვენთან საუბრისას სიტყვაუხვობით არც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე იყო გამორჩეული, თუმცა კითხვაზე _ როგორ აფასებს მერიის შანსებს საზოგადოებისთვის ერთ-ერთ საინტერესო საქმეზე, პასუხი გაგვცა და გვიპასუხა, რომ ეს მათთვის „ძალიან რთულად მოსაგები საქმეა“.

ეს საქმე კი, 2017 წლის 12 დეკემბერს დაიწყო. ამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონტანტინე შარაშენიძემ დაწერა  #40 ბრძანება და ნატალია ხომერიკს ს ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად დანიშნა.

14 დეკემბერს მერი წერს ახალ ბრძანებას ნომრით 42 და 12 დეკემბრის #40 ბრძანებას ძალადაკარგულად აცხადებს ისე, რომ მიზეზს დოკუმენტში არ განმარტავს, თუმცა, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ნატალია ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს (?!).

"არა, სამსახურის უფროსად ის არ დამინიშნავს, შეიძლება რაღაც ტექნიკური გაუგებრობა იყო სამსახურის დასათაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ჩემგან, არც სხვისგან ნატოს არ გაუგია, რომ მას ვნიშნავდი სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე ხომერიკს განვიხილავთ კულტურის განყოფილების უფროსად და მერე ვნახოთ," _ ამბობდა შარაშენიძე 13 დეკემბერს ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ამ კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე საათში, შარაშენიძე კიდევ ერთ ბრძანებას წერს (#43) და ხომერიკს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს, თან მასთან შეუთანხმებლად. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ეს თემა "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად გაახმოვანა. ჩვენ მიერ ასევე გასაჯაროვდა დანიშვნის დოკუმენტიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობის გამო 14 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზევე მოსთხოვეს.

თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის შარაშენიძის მიერ 12 დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:

ჟურნალისტს, რომელმაც ეს ბრძანება გამოაქვეყნა, მოთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კიღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, რასაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.

 საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე შარაშენიძესთან საუბარი ჰქონდა:

"ვინაიდან საკითხმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, მქონდა საუბარი მერთან, ბატონ კოტე შარაშენიძესთან შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალბატონ ნატალია ხომერიკს უკავშირდება.

მივესალმები, თუ ამ ეტაპზე, ქალაქის მერი სწორედ ნატალია ხომერიკთან შეხვედრისა და შეთანხმების შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას», _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ «გურია ნიუსთან» საუბრისას 15 დეკემბერს.

თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადყო, თალაკვაძის საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო _ 20 დეკემბერს შარაშენიძემ ახალი, #94 ბრძანება გამოსცა, რომელშიც წერია: "ბათილად იქნას ცნობილი ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის #42 და ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებები".

შარაშენიძეს ამ ბრძანებაში ბათილობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იმავე დღეს კიდევ ერთი _ #95 ბრძანება გამოსცა, რომელიც #40 ბრძანების ბათილად ცნობას ეხება და რომელშიც აღნიშნულია, რომ ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანებისას გამოყენებული იქნება ელექტრონული სისტემა, სადაც "დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა"

ეს "არსებითი შეცდომა" შარაშენიძეს არც ამ დოკუმენტში განუმარტავს. ამ ყველაფრის ახსნა მერიის იურისტებმა შესაგებელში სცადეს.

ის, რომ ნატალია ხომერიკი დანიშნული იქნა თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა შეცდომას, რომლის თაობაზეც მოსარჩელეს იმთავითვე განემარტა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანება შეცდომით იქნა ატვირთული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (edocument.ge) გამოყენებისას. კერძოდ _ მომზადებული ბრძანების პროექტის "უარყოფის" ნაცვლად გამოყენებული იქნა "ხელმოწერის" ღილაკი. ხსენებულიდან გამომდინარე, ნატალია ხომერიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური უფროსი, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ ყოფილა", _ წერია ოზურგეთის მერიის იურისტის ლაშა თავაძის მიერ მომზადებულ შესაგებელში.

ერთი სიტყვით,  მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ სასამართლოს"აუხსნა", რომ "მომზადებული ბრძანების პროექტის "უარყოფის" ნაცვლად გამოყენებული იქნა "ხელმოწერის" ღილაკი".

ამ თემაზე რამდენიმე სტატია უკვე მომზადდა და კიდევ ერთხელ რომ არ განვმეორდეთ მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (edocument.ge) დოკუმენტი რამდენი პროცედურას გადის და საქმე მხოლოდ ღილაკების დაჭერა/არ დაჭერაზე არაა.

ამ კონკრეტული შემთხვევაში დანიშვნის ბრძანების დოკუმენტი მომზადდა იურიდიული სამსახურის მიერ და, როგორც ცნობილია, ბრძანების ტექსტი მერთან შეთანხმების გარეშე არ იწერება. სწორედ ეს შეთანხმებული დოკუმენტი (სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანება) ამის შემდეგ სისტემაში ატვირთა ლაშა თავაძემ და ხელმოსაწერად გაუგზავნა კონსტანტინე შარაშენიძეს.

სისტემის რამდენიმე ღილაკი მთავარ პანელზეა და მისი წაკითხვა საკმაოდ იოლია. ასევე, უარყოფის და თანხმობის ღილაკები სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც _ როდესაც მერი დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობას იძლევა, შესაბამის გრაფაში დასტურის შესახებ სიტყვიერ ჩანაწერსაც აკეთებს. ერთი სიტყვით, იმის თქმა, რომ ბრძანების დაწერისას შარაშენიძეს ღილაკები აერია და შეეშალა (რომელიც მერს ბრძანების დაწერიდან 8 დღის შემდეგ გაახსენდა), იურისტების შეფასებით უფრო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

ნატალია ხომერიკის უფლებადამცველი მარიამ ლევიძე ამბობს, რომ საქმეში კიდევ ბევრი საინტერესო დეტალია, რომელზეც საუბარი სასამართლომდე არ სურს:

_ ახლა ჩავერთე საქმეში და დოკუმენტაციას სრულყოფილად არ  გავცნობივარ. თუმცა, რასაც გავეცანი, მაძლევს იმის საფუძველს, რომ გითხრათ _ საქმეში ბევრი კანონდარღვევაა და ეს მხოლოდ დანიშვნის და გათავისუფლების ბრძანებების წერას არ ეხება, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მარიამ ლევიძემ.

ხომერიკის სასამართლო პროცესი, რომელზეც მას მერიასთან ერთად, ამჯერად მარინა ჯაფარიძეც უნდა დაუპირისპირდეს, 21 ივნისს, 15 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე: "კონსტანტინე შარაშენიძეს ღილაკები აერია" _ სასამართლო სკანდალური საქმის განხილვას იწყებს

ლევან ალაფიშვილი ხომერიკის საქმეზე: "მერის აღიარება, შესაძლოა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს"

ქართველი ხელოვანები ნატალია ხომერიკის მხარდასაჭერად მიმართვას ავრცელებენ (ვიდეო)

ოზურგეთის მერმა მის მიერ ხელმოწერილი ბრძანების შინაარსი არ იცის _ "არ დამინიშნავს"

საია ხომერიკის საქმეზე: "თუ მოხელის თანხმობა არ იყო, დარღვეულია კანონი"

მერის მრჩეველი დეპუტატებს: "მოსთხოვეთ ჟურნალისტს ბრძანების ავთენტურობის დადგენა" (ვიდეო)

ნატალია ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა _ რა მოხდა ოზურგეთის მერიაში


ნახვა: 908


 ახალი ამბები
  • პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა იგეგმება (R)საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა ინერგება, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესის წარმართვას ე.წ. ვიდეო კონფერენციის საშუალებით ითვალისწინებს, ისე რომ, მსჯავრდებულის/ბრალდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლა საჭირო არ იქნება.აღნიშნული სიახლის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ამისთვის შესაბამისი აღჭურვილობით დარბაზი უკვე მოწყობილია.როგორც მინისტრმა კომიტეტების სხდომაზე განმარტა, გაზრდილია, როგორც სასამართლოში გამსვლელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გამსვლელ პატიმართა რაოდენობა, თუმცა არ გაზრდილა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის და სასჯელაღსრულების სისტემას ხშირად არჩევანის წინაშე აყენებს.„ჩვენ მივეცით საშუალება მსჯავრდებულებს, გაასაჩივრონ დირექტორის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადაწყვეტილებები, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა,თუ დასჯა, რომელიც კანონით არის დადგენილი, შესაძლებელია, გასაჩივრდეს. ამან განაპირობა სასამართლო პროცესების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ამავდროულად, ბადრაგირებისსამსახურის რაოდენობა არ გაზრდილა. შესაბამისად, დავდექით რთული ამოცანის წინაშე, რადგან ასევე გაიზარდა სამოქალაქო კლინიკებში ბრალდებულების და მსჯავრდებულებისგადაყვანა, რაც ასევე ბადრაგირებას მოითხოვს. უკვე ძალიან დიდია სასამართლოში გამსვლელ პატიმართა რაოდენობაც.შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ჩვენ უკვე ვნერგავთ ვიდეო სასამართლო სისტემას. რამდენიმე დაწესებულება უკვე აღვჭურვეთ, რომელშიც დარბაზია გაკეთებული ციხეში. მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეებზე იქნება შესაძლებელი ვიდეო კონფერენციით სასამართლო პროცესის ჩატარება“ , – განმარტა კახა კახიშვილმა.მისი თქმით, ამით მნიშვნელოვნად დაიზოგება რესურსი და  სისტემა არ დადგება არჩევანის წინაშე – პატიმარი სასამართლოზე გაიყვანოს თუ ... ...
  • შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის 5 თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მიმართვის საფუძველზე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის 5 თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ და ზაზა სარალიძემ, რომელიც არის დაზარალებული თბილისში 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობების საქმეზე, შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილო დარბაზში განვითარებული მოვლენების თაობაზე. 2018 წლის 11 ივნისს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვი­ად კუპ­რა­ვა, მოსამართლის მიერ გამოცხადებული შესვენებისას, სასამართლო დარბაზიდან გამოვიდა და ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად სასამართლოს სა­სა­დი­ლო­ში ჩავიდა. სადილობისას მას­თან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და დარ­ბაზ­ში ას­ვლა მოს­თხო­ვეს. კუპ­რა­ვამ პო­ლი­ცი­ე­ლებს უთხრა, რომ და­ას­რუ­ლებ­და სა­დი­ლო­ბას და სასამართლოს სხდომის  განახლებამდე ავი­დო­და დარბაზში. ამ დროს პოლიციელებმა მასზე ძალა გამოიყენეს და სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში ძალით აიყ­ვა­ნეს. მცი­რე შეხ­ლა-შე­მოხ­ლის გამო, სა­სა­მარ­თლოს სა­სა­დი­ლოს ინ­ვენ­ტა­რი და­იმ­ტვრა. შსს სამინისტროს გენერალურ  ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს-ს ხუთი მოსამსახურის მხრიდან  გამოიკვეთა  დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ: სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა  და  სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის ოთხ მოსამსახურეს გამოეცხადა საყვედური, ხოლო ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური.             ... ...
  • „მოდით გონს და აღიარეთ შეცდომა“_პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციააამ წუთებში პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე  სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. აქციაზე ასევე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. „მთავრობა გადადგა.  მთავრობა დროებით ქვეყანას არ ჰყავს და ერთადერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შეუძლია გამოეხმაუროს და გაიზიაროს ის ტკივილი, რაც ჩვენ გვაქვს და იმედია გაიზიარებს.  მხოლოდ და მხოლოდ ვითხოვთ, რომ ამ უდანაშაულო მოკლული ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა გამოძიებული იქნას“, _აცხადებენ აქციაზე. როგორც აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განცხადა, თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქცია პანკისის ხეობიდან თბილისში გადმოინაცვლებს. „მოდით გონს და აღიარეთ შეცდომა, მაგრამ ეს ჩემთვის შეცდომა არ არის. ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც პანკისში, ქისტების ტერიტორიაზე ჩაიდინეთ“,_განაცხადა ... ...
  • პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი მოემატება, – ამის შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი, ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • თეა წულუკიანი: "ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ" ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ“- ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ტრიბუნიდან მხარდაჭერა გამოუცხადა. თეა წულუკიანმა ირაკლი შოთაძის დამსახურებაზე ისაუბრა. „მისი დამსახურებაც იყო, რომ 2016 წლის ივნისში შევძელით, ცვლილებები შეგვეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს და ზოგიერთი მათგანის მხარდამჭერის დროს, რომლებიც ახლა რაღაცით არიან უკმაყოფილო, შევძელით, რომ თვითნებურად და უკანონოდ გამტყუნებული პირებისთვის შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები და პროკურატურას შეძლებოდა, ხალი გარემოებით სასამართლოში შუამდგომლობა შესულიყო. ზუსტად 2 წლის თავზე 58 საქმეზე დასრულებულია გამოძიება, 40 საქმეზე ისინი, ვისაც აქ ყვირილის სურვილი აქვს, ამ კითხვაზე სჯობს, პასუხი გასცენ, გამოცემულია გამამართლებელი განაჩენი,“- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...

საინტერესო ფაქტები ქალებზე

თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...