ოზურგეთის მერის მიერ პირად ანგარიშზე ჩარიცხული 41 473 ლარი _ "გურია ნიუსმა" სასამართლოს მიმართა

მთავარი თემა

ოზურგეთის მერის მიერ პირად ანგარიშზე ჩარიცხული 41 473 ლარი _ "გურია ნიუსმა" სასამართლოს მიმართა

2018 ნოე 2 10:45:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის სარეზერვო ფონდიდან, შარაშენიძის ბრძანებით, პირად ანგარიშზე 41 473 ლარია ჩარიცხული _ ამის შესახებ აღნიშნულია ბეჭდით და ხელმოწერით დადასტურებულ იმ წერილში, რომელიც „გურია ნიუსმა“ მერიისგან 30 ოქტომბერს მიიღო.

წერილი „გურია ნიუსის“ მიერ 8 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, კონსტანტინე შარაშენიძესთვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხია.

უფრო კონკრეტულად კი ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა წარმომადგენლობითი ხარჯისთვის განკუთვნილი თანხები 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე; წარმომადგენლობითი ხარჯისთვის განკუთვნილი თანხების დახარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები); სარეზერვო ფონდიდან თანხების დახარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) და ინფორმაცის პრემიის/დანამატის გაცემის საფუძვლების შესახებ, კერძოდ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით გაიცა სახელფასო დანამატი და ვისზე; ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) ასლებს.

ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე, მერიიდან პასუხი კანონის მიერ დადგენილი ვადების დარღვევით, 30 ოქტომბერს, მას შემდეგ მივიღეთ, რაც დავინტერესდით, რატომ არ გვაძლევდნენ სრულად საჯარო ინფორმაციას.

წერილი, რომელიც ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ, 26 ოქტომბრით არის დათარიღებული და მასში არასრულყოფილი ინფორმაციაა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის მიერ მოწოდებული წერილის თანახმად მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გამოყოფილი იყო 30 ათასი ლარი, რომლიდანაც 23.108 ათასი ლარი უკვე დახარჯული (ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ჩამონათვალი მერიამ არ მოგვაწოდა).

წერილში, ასევე, წერია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდში მიმდინარე წელს 350 ათასი ლარია გამოყოფილი და აქედან 286 733 ათასი ლარი უკვე დახარჯულია.

თანდართული ცხრილის მიხედვით ირკვევა, რომ სარეზერვო ფონდიდან 300 ლარი დახარჯულია ოზურგეთის დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობის იური ჯიჯიეშვილის სახელის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფის გამოსაკრავად მის საცხოვრებელ სახლზე; 22 756 ლარი _ დაბა ნარუჯაში სტიქიის შედეგად დაზიანებული #5 ქუჩაზე #10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად; 406 ლარი _ სოციალურად შეჭირვებული ოჯახის ელექტროენერგიის დავალიანების გადასახდელად; 41 515 ლარი _ სააფთიაქო დაწესებულებებში გაცემული მედიკამენტებისთვის;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან 41 463 ლარია ჩარიცხული პირად ანგარიშზე.

ოფიციალურად მოწოდებულ დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ აღნიშნული თანხა პირად ანგარიშზეა ჩარიცხული და არა რამდენიმე პირის ანგარიშზე. ასევე, გაურკვეველია, ვის რატომ და რისთვის ჩაურიცხეს 41 473 ლარი.

ამავე წერილის თანახმად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებითვის, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილისთვის დახარჯულია 156 881 ლარი; სარიტუალო ხარჯებისთვის 14 570 ლარი (ამ შემთხვევაშიც გაურკვეველი ეს თანხა ერთი პირის სარიტუალო ხარჯს შეადგენს თუ რამდენიმეს); უმაღლეს სასწავლებელში სწავლის თანადაფინანსებისთვის ოზურგეთის მერის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულია 5 875 ლარი; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვეტერან ქალთა დაჯილდოებისთვის _ 800 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის ბილეთების შეძენისთვის „ბლექსი არენაზე“ _ 2 157 ლარი.

მიღებული ოფიცალური წერილით ირკვევა, რომ ოზურგეთის მერიამ 2018 წლის ივნისში, აგვისტოსა და სექტემბერში 9 270 ლარის დანამატი გასცა.

მოწოდებული ცხრილი იმდენად უცნაურადაა გაკეთებული, რომ რთულია, გაარკვიო, რომელ სამსახურში და ვისზე გაიცა დანამატები. მერიამ არამარტო სახელები, არამედ თანამდებობები დაშტრიხა და სამსახურის დასახელების მოწერით თავი არ შეუწუხებია.

ამ უცნაური ცხრილში, გრაფაში _ სახელი და გვარი, სახელის და გვარის ნაცვლად წერია პირველ ეტაპზე განათლება. ამ განათლებისთვის კი ივნისში 1 400 ლარის ერთი, 550 ლარის მეორე და 500 ლარის მესამე დანამატია გაცემული.

სახელი და გვარით საფინანსო აგვისტოს თვეში დანამატი გაცემულია სამჯერ _ თითოეული 1 400 ლარის ოდენობით;

სახელი და გვარი _ „იურისტები“ _ მათზე აგვისტოში ორჯერ არის დანამატი გაცემული. ერთი _ 420, მეორე _ 330; ზუსტად იგივე ოდენობის თანხები იურისტებს სექტემბერშიც აქვთ მიღებული;

სახელით და გვარი _ „შიდა აუდიტი“ _ დანამატი გაცემულია სექტემბერში 700 ლარის ოდენობით;

სახელი და გვარი _ „სოციალური სამსახური“ _ სექტემბერში გაცემულია დანამატი 420 ლარის ოდენობით.

ის, რომ ინფორმაცია არასრულყოფილია და მოწოდებული ინფორმაციაშიც ბევრი გაურკვევლობაა, ადვილი შესამჩნევია და ამისთვის იურიდიული განათლება სულაც არაა საჭირო. იმის გარკვევას, თუ რატომ არ მოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია და არ მოგვაწოდეს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით.

როდესაც სიტუაციის გარკვევა მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურთან ეკატერინე მგელაძესთან ვცადეთ, გვიპასუხა, რომ ეს საკითხი არ ეხებოდა და მზია გაგუასთან გადაგვამისამართა, რომელიც ოზურგეთის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია.

გაგუამ თავდაპირველად გვითხრა, ეს საკითხი არც მას არ ეხებოდა და გამოგვიგზავნა ის, რაც მოგვაწოდეს.

შემდგომში კი აღნიშნა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით არ მოგვაწოდეს, რომ მსგავსი რამ მერიას პრაქტიკაში არ ჰქონია (?!) (გაგუასთან და მგელაძესთან გახორციელებული ზარების ჩანაწერები რედაქციაში ინახება).

არადა, 2018 წლის იანვარში, ოზურგეთის მერიიდან ჩვენ ხელშეკრულებებიც მივიღეთ და მიღება-ჩაბარების დოკუმენტებიც. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ოზურგეთის მერს თანამდებობაზე მოსვლიდან რამდენიმე დღეში სიძისთვის 30 000 ლარი ჰქონდა ჩარიცხული; აპრილში, მერიის მიწერ მოწოდებული დოკუმენტებით გავარკვიეთ, რომ შარაშენიძემ ის სტუდენტები დააფინანსა, რომლებსაც კანონით დაფინანსება არ ეკუთვნოდათ და უფრო მეტიც _ ერთ-ერთ დაფინანსებულ სტუდენტს საერთოდ არასდროს უცხოვრია ოზურგეთში.

ჩვენ ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძესაც დავუკავშირდით და ვკითხეთ რატომ არ გვაწვდიდა სრულყოფილ საჯარო ინფორმაციას. თუმცა, მერმა კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გაგვითიშა, შემდეგ კი ზარებს აღარ უპასუხა. შესაბამისად, იმის გარკვევაც ვერ შევძელით, ვის და რატომ ჩაურიცხა პირად ანგარიშზე სარეზერვო ფონდიდან 41 473 ლარი.

ამ ყველაფრის შესაბამისად გაჩნდა ეჭვი, რომ ოზურგეთის მერიაში რაღაცას მალავენ _ წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციას და რატომ არ პასუხობს კითხვებზე მერი.

ის, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა მოგვეღო და მერიამ კანონი დაარღვია, იურისტებმაც დაგვიდასტურეს.

შესაბამისად, სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის მიერ მომზადებული განცხადებით მერიას ხელახლა, 1 ნოემბერს მივმართეთ და სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ.

მერიამ ამ კანონიერ მოთხოვნაზეც უარი გვითხრა და მოტივად პერსონალური მონაცემები დაასახელა(?!). არადა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში გარკვევით გვითხრეს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, უნდა მიგვეღო და მერიას მხოლოდ პერსონალური მონაცემები უნდა დაეშტრიხა; ასევე, მათ ჰქონდათ ვალდებულება, მოეწოდებინათ იმ სამსახურის უფროსების სახელები და გვარები, რომლებმაც დანამატები მიიღეს.

რას გვიმალავენ ოზურგეთის მერიაში, ამის გარკვევას „გურია ნიუსი“ სასამართლოს მეშვეობით შეეცდება _ ჩვენ მერიის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ.

გამოცემის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის"მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია.  რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში. მერის აზრით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის. 18 იანვარს კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმარება მოჰყვა.   „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...