ოზურგეთში ახალი სასტუმრო შენდება _ "ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქს" (R)

gurianews.com

მთავარი თემა

ოზურგეთში ახალი სასტუმრო შენდება _ "ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქს" (R)

2018 ივლ 30 14:44:04

ოზურგეთში ახალი სასტუმროს _ „ნიკალას“ მშენებლობა იწყება. ოთხვარსკვლავიან ობიექტს ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის მეუღლე ბიზნესმენი ლელა თოიძე აშენებს.

ამ ინტერვიუდან გაიგებთ, როგორ მართავს ბიზნესს, უშლიდა თუ არა ხელს მეუღლის მერობა და სად და როგორ აშენებს სასტუმროს, რომლის პროექტი დასამტკიცებლად მერიაში დღეს შეიტანა.

_ ქალბატონო ლელა, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვითხრათ თქვენი ბიზნესსაქმიანობის შესახებ, რაზეც, დარწმუნებული ვარ, ბევრმა არც იცის ჩვენს ქალაქში.

_ ალბათ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე  საჯარო მოხელე გახდა, ჩვენი ოჯახის ბიზნესს მე ვხელმძღვანელობ. გულწრფელად გეტყვით, ბეგი სიორიძის მერობის პერიოდი ჩემი ბიზნესისთვის მხოლოდ შემაფერხებელი იყო და სხვა არაფერი. ეს არ არის მარტივი საქმე, როგორც შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია. ის მოითხოვს უზარმაზარ შრომას, მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველაფერი საბანკო კრედიტით გაქვს შექმნილი და შესაბამისად, იპოთეკით გაქვს დატვირთული მთელი ქონება.

უზარმაზარ რისკთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ეს შენობა, სადაც ახლა საბანკეტო დარბაზი "ელეგანტი" და რესტორანი "ქალაქურია", ვინმეს არ ეგონოს, ასე გამოიყურებოდა წლების წინ (არსებობს შესაბამისი ფოტოები).

ამ ყველაფრის შესაქმნელად ჩვენ ავიღეთ ათწლიანი  საბანკო კრედიტი, რომელსაც უკვე ექვსი წელია ვიხდით. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ციდან არასდროს არაფერი არ ჩამოვარდნილა ჩვენთვის. ყველაფერს, რასაც ბეგი სიორიძის ბიზნესი ერქვა, დაკავშირებული იყო უზარმაზარ რისკთან და ნერვიულობასთან.

ასეთ ურთულეს გზაზე ვმოძრაობთ აგერ მთელი 25 წელია. რისკთან ერთად ღვთის წყალობა უნდა ჰქონდეს ადამიანს აუცილებლად, ისე ვერაფერს მიაღწევ. დარწმუნებული ვარ, როცა სიკეთეს აკეთებ, ღვთის წყალობაც თან დაგყვება. ბევრჯერ შეიძლება გული გეტკინოს იმისთვის, რომ შესაბამისად არ დაგიფასონ (ნებისმიერი ადამიანისთვის გულსატკენია მსგავსი რამ), მაგრამ სიკეთის კეთება ამისთვის არ უნდა მივატოვოთ.

_ ქალბატონო ლელა, თქვენი მეუღლე უკვე რვა თვეა, რაც აღარაა ქალაქის მერი და თუ ერევა თქვენს საქმიანობაში, უფრო სწორად, თუ გეხმარებათ ბიზნესის საქმეებში.

_ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ნამდვილად ძლიერ განიცადა მთელმა ოჯახმა ბეგის წაგება. ენით ვერ გადმოგცემთ ნამდვილად, თუ როგორ უაზროდ შეყვარებულია ის ოზურგეთზე და როგორ დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ქალაქს დამსგავსებოდა. დილაუთენია სახლიდან გასული შინ შუაღამისას ბრუნდებოდა და ამ ხნის მანძილზე ოჯახში სალაპარაკოდაც კი იშვიათად ვხედავდით.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ერევა თუ არა ჩემს საქმიანობაში, ჩვენთვის არასდროს ყოფილა ოჯახში ჩემი და შენი საქმე, ყოველთვის ერთად ვწყვეტდით და ერთად ვიღვწოდით ჩვენი ოჯახის ბიზნესის სწორად წარმართვისათვის. აგერ უკვე ჩვენი შვილიც (ნიკა სიორიძე)ამ სფეროთია დაინტერესებული და გვიმაგრებს მხარს მშობლებს.

დღეისთვის, როცა ჩემი მეუღლე არ გახლავთ საჯარო მოხელე, რა თქმა უნდა, მეხმარება და გვერდით მიდგას და მომავალში, თუკი კვლავ საჯარო მოხელე იქნება (რომლის სურვილი ნამდვილად არ გვაქვს ოჯახის არც ერთ წევრს), მე მისგან დამოუკიდებლად წარვმართავ ჩემს ბიზნესს, რაც, ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის ბოლო წლების მანძილზე.

_ როგორც ვიცი,ახალი პროექტის დაწყებას აპირებთ ოზურგეთში. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რის გაკეთებას აპირებს ლელა თოიძე?

_ არაფერი მაქვს დასამალი. უკვე დაგვიმტკიცა ბანკმა სესხი და უახლოეს დღეებში დავიწყებთ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას. დღეს შევიტანეთ მერიაში პროექტი დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქს სასტუმრო "ნიკალას" სახით.

_ სად იქნება ტერიტორიულად სასტუმრო "ნიკალა"?

სასტუმრო იქნება გურამიშვილის ქუჩაზე, ყოფილი სანეპითსადგურის შენობის ადგილზე. აღნიშნული შენობა შევიძინე, მაგრამ კარგად არ შევამოწმე მისი ვარგისიანობა ყიდვის დროს. აღმოჩნდა, რომ შენობის ნაწილი ამორტიზირებულია და უნდა დაიშალოს. ასე რომ, არსებული შენობის დასაშლელად სერიოზული ხარჯის გაწევა მოგვიწევს. მიუხედავად ამისა, უკვე დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ახლო მომავალში ერთად ვიზეიმებთ ჩვენს ქალაქში ახალი სასტუმროს გახსნას.




 ახალი ამბები
  • გააქვს თუ არა მოსახლეობას განვადებით მაღაზიიდან პურისფქვილი, შაქარი და მაკარონი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.  “გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი... პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა.  ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“. ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს.  როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის. “თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა. ჩვენთვის, ასევე,  ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები,  პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?