"პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით; ზოგს, ყველას ჯვარი ეწეროს და... სასაფლაოზე"


მთავარი თემა

"პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით; ზოგს, ყველას ჯვარი ეწეროს და... სასაფლაოზე"

26 ნოე. 2020, 09:06:16

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდს ეწვია. ჩვენი მიზანია, გავაშუქოთ თითოეული სოფლის პრობლემები; გავიგოთ, რა უჭირს ყველაზე ძალიან სოფლის თითოეულ მცხოვრებს.

ცხემლისხიდში, ისევე, როგორც ყველა სოფელში, მოსახლეობა უმუშევრობაზე საუბრობს. შემდეგ მოდის უწყლობის და უგაზობის პრობლემა, რაც ნაწილობრივაა გადაჭრილი. ცალკეულ უბნებს და ზოგჯერ ერთ თემში შემავალ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს სხვადასხვანაირად მიეწოდებათ წყალი თუ გაზი. უფრო სწორად, ზოგან არის, ზოგან ახლა აკეთებენ, ზოგან კი დაწყებულიც არაა პროექტის გახორციელება.

სოფლის ცენტრში ბლომად ნახავთ მიუსაფარ ძაღლებს და ჩამოხეულ საარჩევნო პლაკატებს.

ცხემლისხიდის ცენტრი _ სოფელში ინტერნეტის კაბელი გაჰყავთ,
ხეებზე კი საარჩევნო პლაკატები ისევაა შემორჩენილი

სოფლის ცენტრში უამრავი მიუსაფარი ძაღლია

ცხემლისხიდელი ბადრი გოგეშვილი ერთ-ერთი პირველია, დანარჩენისგან განსხვავებით, ვინც წინა პლანზე წამოსწია სოფელში ელექტრიკოსის შტატის აუცილებლობა.

900-კომლიან სოფელს, ერთი ელექტრიკოსი არ სჭირდება? თქვით ახლა, აბდლები იყვნენ კომუნისტებიო. მოვკვდი კაცი მუქთად მუშაობით. რამდენი "იზოლენტა" დამიხარჯავს, ვინ მოთვლის. ახალგაზრდას კი ვერ ნახავ, ელექტრიკოსის პროფესია რომ ჰქონდეს. დაწერა ხალხმა განცხადება, მოითხოვეს სოფელში ელექტრიკოსი და გამგებელმა უთხრა, როგორ დაგაკმაყოფილოთ, მაგის შტატი არ არსებობს და ჩვენს ხელფასს ხომ არ გავყოფთო. ვიღაცამ ხომ უნდა იღონოს რაღაც?! ძველები მიდიან, ახლებმა არ იციან. დიდ სოფლებში განსაკუთრებით აუცილებელია ელექტრიკოსის შტატი. ვითომ ტყუილს ვამბობ? _ გვითხრა მან, თან დასძინა, ვინც ამ პროფესიას ფლობს, დასაქმებულიც დარჩება, მისთვისაც მადლია და 900 კომლისთვისაც, მინუს-პლიუსი რომ არ იცის ზოგმა და რაღაცას უჩხიკინებს, სანამ არ "წამარცხდებაო".

ბადრი გოგეშვილი: "კომუნისტების დროს იყო
საჭირო ელექტრიკოსი და ახლა _ არა?!"

ცხემლისხიდის თემში შემავალ სოფელ ბაღდადში, სადაც 370 კომლი ცხოვრობს, ადგილობრივები უგაზობის გამო ბრაზობენ.

_ მაგისტრალი კი შემოიყვანეს სოფელში, მაგრამ ორი წელია, საშველი არ დაადგა ჩართვას. მარტო "ტრუბა" რად გვინდა? არ ვამბობ, რომ არ კეთდება საქმე. თუმცა, დაპირება უფრო მეტია, მერე კი არ ახსოვთ. ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გაზის შემოყვანა. ახლახან. არჩევნების წინაც შეგვპირდნენ. თუმცა უსაზღვროდ ჭიანურდება და ამიტომ ბაღდადის (ცხემლისხიდის თემი) მცხოვრებლები ძალიან გაღიზიანებული ვართ, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა დალი ძიძიშვილმა.

ქალბატონმა დალიმ ისაუბრა პანდემიის გამო შექმნილ დაბრკოლებებზე. რომ ზოგი კოვიდინფიცირებული არ იცავს რეგულაციებს, მაინც გადის ქუჩაში და ქმნის საფრთხეს:

_ განსაკუთრებით ბავშვები მეცოდებიან. კარგია, რომ ახლა ინტერნეტი შემოდის სოფელში. ხედავთ, გზები როგორაა გადათხრილი, მაგრამ ამას გავუძლებთ. თუმცა, ახლა, როცა სკოლები ონლაინ სწავლებაზეა, ბევრ ბავშვს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. ჩემთან მოდიან და სარგებლობენ "ვაიფაით". რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, ხელთ უვიცი ბავშვები შეგვრჩება. მე არ ვამბობ, რომ პედაგოგები არ მუშაობენ. პირიქით, მაგრამ რა ქნან, თუ ქსელი სუსტია და კომუნიკაცია სათანადო დონეზე არ ხდება? _ გვითხრა მან.


მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთი იქვეა,
ცენტრში ყველგან ნაგავი ყრია

ცხემლისხიდელმა მევლუდ კალანდაძემ პრობლემად და "გვარის ამომგდებად", უმუშევრობა და ამის გამო წარმოშობილი გაჭირვება მიიჩნია:

_ სამი ბიჭი რომ ჰყავს ოჯახს. სამივე დასაოჯახებელია და ერთი სახლის მეტი არ აქვთ, ვინ დაეხმარება? სამუშაო არაა. დრო არ იცდის. ჰოდა, ასე კი დეიქცა ოჯახი და "ამოვარდა გვარი". დაეხმაროს სახელმწიფომ. თან ქვეყნის გაერთიანებაზე იფიქრონ, ისე კი არა, მიშამ რომ ჩააბარა ნახევარი საქართველო. ბიძინამ კიდე ასეთ ოჯახებსაც დაეხმაროს, ძმები რომ ერთ სახლში ცხოვრობენ _ ვიცი, რომ ქველმოქმედია და ასეთი ქველმოქმედებაც არ აწყენს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ მკითხავთ. აქამდე თურქეთში გარბოდნენ სამუშაოდ. ახლა პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით, ზოგს _ სასაფლაოზე, ყველას ჯვარი ეწეროს და... _ გვითხრა მან.

სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, 64 წლის მარტოხელა მამაკაცი, ნოდარ უნგიაძე, როგორც სოფელში გვითხრეს, ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული ადამიანია, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს.

_ ეს კაცი მარტოხელაა და თუ სადმე მადლი და სამართალია, ამას უნდა დაეხმარონ. უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. გამგებელი, შოთა მახარაძე რომ არ ყოფილიყო, ნოდარ უნგიაძე მკვდარი იქნებოდა. სამი წილის წინ, პროსტატის ოპერაცია სასწრაფოდ გაუკეთეს. საავადმყოფო არ იღებდა, ფული არ აქვსო. ბატონმა შოთამ რაც მაშინ ირბინა... მერე ქუთაისში გადაიყვანა და ძლივს გამოკეთდა. შარშან ვიღაცამ შარში გახვია. სთხოვეს, თურქეთში მანქანა გადამაყვანინეო. საჭესთან დაჯდა, როგორც მძღოლი. იქ დაუფიქსირეს, რომ გადავიდა მანქანით და ამის გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება. შესაძლოა, კანონი რაღაცას ითვალისწინებს, მაგრამ, არაფერი არ უნდა იკითხო? დეტალებში არ უნდა გაერკვე? მარტოხელა, ავადმყოფი, უძლური... რა ქნას? _ გვითხრეს აქ.

ჩვენ თავად ნოდარ უნგიაძეს შევხვდით. კითხვაზე, როდის შეუწყვიტეს სოციალური დახმარება და თუ დაწერა განცხადება განმეორებით, ასეთი პასუხი გაგვცა:

_ შარშან შემიჩერეს. ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ კვლავ დავწერო განცხადება. თუმცა, რა ვიცი, მომცემენ? ადამიანს დავეხმარე მანქანის საზღვარზე გადაყვანაში. საჭესთან დაჯექიო... რა მექნა? ადამიანისთვის უარი მეთქვა იმაზე, რითაც დახმარება შემეძლო? რა ვიცოდი, ასეთ შარს თუ მომდებდნენ?! ჯანმრთელობა განახევრებული მაქვს, ვარ მარტოხელა, ჯერ პენსიაც არ მაქვს. 60 ძირი თხილი მაქვს, მეტი არაფერი. ჩალიანში მაქვს საყანე ფართობი, მაგრამ დიდი ხანია, არ დამითესავს. სადაა მაგის საშუალება? _ გვითხრა ნოდარ უნგიაძემ.

 ცხემლისხიდში დიდი ხანია, პრობლემურია უჩხუბის უბნის სამკილომეტრიანი გზა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაზიანებულია. ახლა უჩხუბის მიმართულებით ინტერნეტის ხაზი გაჰყავთ და გზა ორმაგად დაზიანდა. მოსახლეობას დისკომფორტი აქვს გადათხრილი გზის გამო. ასევე ითხოვენ, რომ სამკილომეტრიანი გზის პროექტის გახორციელება დაჩქარდეს.

უჩხუბის უბანში სამკილომეტრიანი გზის მოწყობა
უმნიშვნელოვანესი საქმეა

ადგილობრივი მცხოვრებლები კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გახორციელებულ სამუშაოებზე.

_ ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი კვლავ ამოქმედდა. მილხიდების , სოფელში არსებული მრავალი ხიდის მოაჯირის, აღმართებზე ბეტონის საფარის დაგება, განსაკუთრებით სასაფლაოებთან, ნამდვილად სასიკეთო საქმეა, _ ამბობენ ისინი.

ოთხ ხიდზე მოაჯირები სოფლის პროგრამით გაკეთდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში, შოთა მახარაძე არსებულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობისგან მოვისმინეთ, ვრცელ კომენტარს აკეთებს:

_ შაბათ-კვირასაც რომ სამუშაო დღე მაქვს და ყველა ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილია. ჯერ ბაღდადზე მოგახსენებთ. ცხემლისხიდის თემის ამ სოფელში გაზის შეყვანა დასრულებულია. ყველა ჭიშკართან მიყვანილია. უმთავრესი გაკეთებულია. პანდემიამ ყველგან შექმნა დაბრკოლება. ხომ კარგად იციან, რომ მალე ყველა ოჯახს ექნება? უკვე დაწყებული მაქვს განცხადებების მიღება.

რაც შეეხება უჩხუბის უბნის გზის ვრცელ მონაკვეთს, მართალია, სამკილომეტრიანი მონაკვეთი თავიდან ბოლომდე გასაკეთებელია, თუმცა, აქ ჯერ წყალგაყვანილობის მაგისტრალი უნდა გავიდეს. ეს არის 12-მილიონიანი პროექტი. ნოემბრის ბოლოს იქნება ტენდერი. სათავე ნაგებობა, კომუნისტების დროინდელ ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. მოხდება ადრინდელი ნაგებობის რეაბილიტაცია. საუკეთესო წყალი მოდის აქ. ლამის, ქვესკნელი ამოაქვს. თან ისეთი ცივი და ანკარაა, ძნელად ნახავ უკეთესს. კომუნისტების დროს აქ უზარმაზარი სათავე ნაგებობა იყო. ვინმეს ჭკუა რომ ეხმარა და არ გაეცამტვერებინათ ამხელა კომპლექსი, რა გვიჭირდა? თუმცა, ეს უკვე წარსულია.

წყლის სათავე ნაგებობა კომუნისტებისდროინდელ
ლოკაციაზე უნდა განთავსდეს

ამ პროექტის დასრულების შემდეგ გაკეთდება გზა, რადგან, თუ წყლის გაყვანამდე ასფალტი დაიგო, მერე ხელახლა უნდა დაზიანდეს და ორმაგ ხარჯს რატომ გასწევს ვინმე? ყველგან ასე ხდება _ თუ წყალია გასაკეთებელი, ჯერ მიწისქვეშა სამუშაოები უნდა დასრულდეს, მილების ჩაყრით დაწყებული და მერე დაიგება ასფალტის საფარი... და ეს მალე იქნება.

უამრავი რამ გაკეთდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამით. დაიგო ბეტონის გზა სასაფლაოს მიმართულებით და ახლა მეორე სასაფლაოსთან კეთდება. სკოლის ეზოს კაპიტალური შეღობვა მოხდა და ასევე სოფელში ჩამომავალ მდინარე ნაბჟუარაზე, რომელიც ადიდებისას მდინარეს ჰგავს, ხუთ ადგილზე, ხიდებზე გაკეთდა მოაჯირები. მდინარე ბევრგან კვეთს სოფლის გზებს. უჩხუბის გზის მონაკვეთის გასაკეთებლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსშია. იყვნენ ჩამოსული. 600 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა ნოდარ უნგიაძეს, რაც შემეძლო, ძალისხმევა არ დამიკლია, როცა ავად იყო. სოციალური დახმარება აბსურდული მიზეზით მოუხსნეს, თუმცა, ერთი წელი უნდა შესრულდეს შეწყვეტიდან, რომ კვლავ დაწეროს განცხადება. რა თქმა უნდა, დავაკვალიანებ, _ გვითხრა შოთა მახარაძემ. 




 ახალი ამბები
  • კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებაკობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, _ ამის შესახებ ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განაცხადა. ზაგალიშვილმა ამისმიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. როგორც მერმა განაცხადა, ადგილზე დახმარება უკვე ასამდე ადამიანს გაეწია. „მოგეხსენებათ 11 იანვრიდან, ჯვრის უღელტეხილის კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაკეტილია ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო. ადამიანებს, რომლებიც ყაზბეგის მიმართულებით ჩარჩნენ, გუშინ დავეხმარეთ საკვები პროდუქტებით, დაახლოებით 100-მდე ადამიანია ასეთი, 14 ადამიანი გადავიყვანეთ სასტუმროში. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები კობი - გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ჩართვისთვის. იცით, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერ მოხერხდა ჩართვა, ვინაიდან იყო ძლიერი ქარი. მიმდინარეობს სამუშაოები რომ მოსახლეობა გადავიყვანოთ. რთული სიტუაციაა უღელტეხილზე, შესაბამისად ძნელი იქნება საუბარი, როდის აღდგება მოძრაობა, გააჩნია, თუ შეგვიწყობს მეტეოროლოგიური ვითარება ხელს, თავისთავად დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - განაცხადა ... ...
  • შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ ... ...
  • ზუგდიდში, 22 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა, კვალის დაფარვა კი ხანძრის გაჩენით სცადა42 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ, გვიან ღამით, დამწვარ ბინაში იპოვეს, მოკლულია, ხანძარი კი კვალის დაფარვის მიზნითაა გაჩენილი. გარდაცვლილს ჭრილობები ზურგსა და გულმკერდში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ელექტროგამათბობელი და დაუდევრობით დაჩენილი ხანძარი სახელდებოდა, თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მკვლელობის კვალი აღმოაჩინეს. შსს-მ ცხელ კვალზე 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, "მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილთან ანგარიშსწორების მიზნით სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას. დაკავებული ბრალს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებას ასახელებს.  წყარო: ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბელია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბელი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ღრუბელია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გორში დღისით წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ღრუბლიანი დღე და 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -2 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი ... ...
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....