პირველი წარმატებული მუსიკალური ფესტივალი ბახმაროში

მთავარი თემა

პირველი წარმატებული მუსიკალური ფესტივალი ბახმაროში

23 აგვ. 2018, 08:50:05

19 აგვისტოს კურორტმა ბახმარომ პირველ თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლა _ "ბახმარო SunSet Fest" ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდა და მას 3 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო _ მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომლის თქმით, ეს წამოწყება მისასალმებელია და ის აუცილებლად ტრადიციული უნდა გახდეს.

ფესტივალი 19 აგვისტოს, 17:00 საათზე დაიწყო და 20 აგვისტოს დილამდე გაგრძელდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN. ფესტივალზე მოსული სტუმრები დაპირებულ სიურპრიზს _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილ გურულ DJ REMBO-ს აღფრთოვანებით შეხვდნენ.

ფესტივალი ჩატარდა სახელმწიფო პროგრამა "Check in Georgia" ფარგლებში. ევროკავშირის პროექტის _ "მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მხარდაჭერით; ორგანიზებას და ჩატარება უზრუნველყო "ა(ა)იპ "Post- ალიონმა".

"რა ყოფილა გურია!" _ ბახმაროში, თანამედროვე მუსიკის ფესტივლით აღმოჩენილ გურიაზე, უკვე ბევრი საუბრობს. ფესტივალი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული პროექტის "მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულია.

ფესტივალმა დაადასტურა, რომ ახალი იდეების ადგილობრივ ინციატივებად ეფექტურად გარდაქმნას, ტურიზმის სფეროს, ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია შეუძლია.

ჩვენი აზრით, ეს პროექტი თავისი არსით მარტივად შესაძლებელია მოდიფიცირდეს და გავრცელდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე. ეს უკვე დიდი წარმატებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესანიშნავად ორგანიზებული ფესტივალი ტრადიციული გახდება და ამ დღესასწაულის მონაწილეები ადგილობრივებთან ერთად, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც გახდებიან", _ თქვა პროექტის _ "მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" დირექტორმა ნანა თავდუმაძემ.

"მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებულ 35 პროექტს შორის, თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი" ბახმარო SunSet Fest" მოვლენად იქცა. იგი  უდაოდ წარმატებული პროექტია, შესანიშნავად ორგანიზებული, სიურპრიზებით სავსე და რაც მთავარია, ახალგაზრდებისთვის საინტერესო.

ფესტივალი უკვე გასცდა მცირემასშტაბიანი პროექტის ფარგლებს; დაგვანახა, რომ მდიდარი ტურისტული პოტენციალი გვაქვს და მსგავსი პროექტებით შევძლებთ მის სრულად ათვისებასა და გამოყენებას. ის, რომ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება და კიდევ უფრო მონაწილეობითი გახდება, უკვე დიდი შედეგია, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, გამახორციელებელ გუნდს", _ გვითხრა პროექტის კოორდინატორმა მინდია სალუქვაძემ.

ფესტივლის მედია პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: მედია სახლი "გურია ნიუსი" და "კლიპარტი". ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული გურიაში მცხოვრები ახალგაზრდები მოხალისეები.

ფესტივლის გენერალური სპონსორი იყო "წყალი მარგებელი"; სპონსორები: კომპანია "ზედაზენი"; შპს "პალადა"; "საქენერგო რემონტი"; შპს "NEW ROAD"; "ორბი ჯგუფი", "ოზურგეთლუდი", "ვასაძის პური"; "My family", სასტუმრო "ბახმარო"; "ნატურალ თი კომპანი", "ჩვენი მარკეტი", რესტორანი "ქალაქური", რესტორანი "ფიროსმანი",  სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა"; მხარდამჭერები: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება, ენერგო პრო ჯორჯია, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; "ლიდერფუდი"; TBC ბანკი; ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭანუყვაძე; ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე, ბიზმესმენი გია ცეცხლაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "Post- ალიონი" დახმარებისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოს, სამმართველოს უფროსს კახა მურადაშვილს; ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურაბ მუჯირიშვილს, მის მოადგილეს არჩილ ახალკაცს, პოლიციის თანამშრომლებს: გიორგი მახარაძეს და დავით ირემაძეს; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს დავით გუდავაძეს; ბექა გამდლიშვილს, ბაკურ შარაშიძეს; აკაკი ყაჭეიშვილს, ლაშა თოლორდავას, კლოდი მდინარაძეს, საკრებულოს აპარატს _ დოდო მეგრელიშვილს, სვეტა ოგანესიანს, ნაზი ბერძენიშვილს, მარიტა მგალობლიშვილს, ირაკლი სიხარულიძეს, ბესო გიორგაძეს, ჯუბა ბერძენიშვილს, ლალი ასამბაძეს, ლიკა ძნელაძეს, ლანა პაიჭაძეს.

მადლობას ვუხდით გაწეული დახმარებისთვის ნატალია ხომერიკს, ხათუნა სურგულაძეს, ჯაბა და ნიკა სოროზანაშვილებს, დათო ჩხიკვაძეს, მამუკა ჯინჭარაძეს, ბუტა ოსიძეს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?