ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის გამგეობაში და “ვენოკი“ საკრებულოს მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას

gurianews.com

მთავარი თემა

ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის გამგეობაში და “ვენოკი“ საკრებულოს მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას

მაისი 18
18:26:21 2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, დღეს სიტყვიერი შეურაცხყოფების, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამის მიზეზი გახლდათ, ის რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატებმა, ფრაქციების “თავმჯდომარეებმა“ , საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ მხარი ერთხმად დაუჭირეს მთავრობის ინიციატივას, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე განმარტავდნენ,  გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტი ექნებათ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებული ჯამი და ასევე, დემოკრატიას არ ექმნება საფრთხე. მათი მიერ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ერთი შინაარსის იყო.

დავით დარჩია საკრებულოს თავმჯდომარე: “მე, პირადად, მხარს ვუჭერ იდეას  გაერთიანების შესახებ, გაერთიანდება ორი მუნიციპალიტეტი რომელსაც დაერქმევა მერია, ხელმძვანელს აირჩევს მოსახლეობა და იქნება გაერთიანებული მუნიციპალიტეტის, ოზურგეთის  მერი. ახალი ბიუჯეტი იქნება უცვლელი და იქნება დღეს არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ჯამი, არ იქნება ერთი თეთრიც განსხვავება“.

დიმიტრი კვერღელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: “შეერთების შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ დაემუქრება ბიუჯეტს და რაც ყველაზე მთავარია,  რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი, როცა გადაიხედება ტრასნფერის ფორმულა, ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას, რომელიც მესმის ისეთი ადამიანებისგან, ვინც გუშინ და გუშინწინ ხელისუფლებაში იყვნენ.  სირცხვილია, როცა გამოდიან ვითომ მაღალი დონის ექსპერტები და საუბრობენ, რომ თურმე 5 მილიონის დასაზოგად კეთდება ეს, ამ პროექტზე მხარდაჭერით მეტი პრობლემა მოგვარდება, აბსოლუტურად გათვიცნობიერბული ვარ და ვუჭერ მხარს“.

გოჩა კილაძე, ფრაქცია“ ქართული ოცნება“ თავმჯდომარე :  “მინდა მოგახსენოთ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა განხილული იქნა ფრაქციის მიერ და ვფიქრობთ, რომ ხალხის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული, დემოკრატიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და სრული მხარდაჭერა გვაქვს აღნიშნული ინიციატივის მიმართ“.

ბონდო ღლონტი, ფრაქცია “ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი“: “მხარს ვუჭერთ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას“.

ალიკა გოგოძე, ფრაქცია “ჩვენ ოზურგეთი“: “ ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პროექტს“.

თეიმურაზ ბურჭულაძე, „კოალიცია ქართული ოცნება-კონსერვატორები“:  „მხარს ვუჭერთ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას“.

მმართველი გუნდის შემდეგ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა:

დავით მჟავანაძე, “ნაციონალური მოძრაობა“: “ეს არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და მავნებლური გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ, ერთადერთი რეფორმა იყო , თქვენი ხელსუფლების ყოფნის დროს, როცა ჩაატარეთ ეს თვითმმართველობის რეფორმა, თურმე ეს ყოფილა პროექტი და არა რეფორმა, რომელიც უკვე მიუღებელი აღმოჩნდა, გააუქმეთ ა(ა)იპ-იები, სადაც თანამშრომლებს ყავის სმაში ვუხდით ხელფასს“.

ლადო ვადაჭკორია,  „რესპუბლიკური პარტია: “მხარს არ ვუჭერთ ამ პროექტს“

მიხელი გოგოტიშვილი, “ ევროპული საქართველო“_ “ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამ პროექტს, დავფიქრდეთ კიდევ, რაც უფრო ახლოა ხალხთან თვითმმართველობა უკეთესად იჭრება პრობლემები, ნუ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას“.

საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა, ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მმართველი გუნდის წევრები განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიმართავდნენ.

თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს ოზურგეთში არსებულმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა: ლევან მჟავანაძემ, თამაზ ტრაპაიძემ, ზვიად ერაძემ, გრიგოლ მახარაძემ, რომლებმაც საკრებულოს დეპუტატებს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდეს, პროტესტი გამოხატეს მთავრობის ინიციატივის მიმართ  და საკრებულოს წევრებს სთხოვეს, არ მიეღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

საკრებულოს სხდომაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძემ:

“თქვენ თუ ამ გადაწყვეტილებით  მხარს დაუჭერთ მთავრობის ინიციატივას, ხაზს გადაუსვამთ თქვენს მოღვაწეობას, ფაქტობრივად, ამბობთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთეთ. ხელისუფლებაში მყოფ პირებს აქვთ სერიოზული ბოღმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აშენებდა თვითმართველობას საქართველოში. ეს საკითხები გაირკვევა, ურემიც გადაბრუნდება და მერე  გამოჩნდება გზა და   დამერწმუნეთ, რომ ყველას შეგრცხვებათ თქვენი საქციელის გამო!  თქვენ, ადრე ყველას  პატარა ბიძინებს გეძახდნენ. რაც თქვენ გადმოგეგზავნათ, ეს არ არის საბოლოოდ შეთანხმებული ვერსია, ამას ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება, ნუ დაასწრებთ მოვლენებს, გაქვთ 20-დღიანი ვადა და ჩაატარეთ კონსულტაციები მოსახლეობასთან, გამოიყენეთ მექანიზმები“, _ თქვა კიღურაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გააღიზიანა და  მათ არაკვალიფიციურები უწოდა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის რეპლიკები არ ცხრებოდა, მათ დიმიტრი კვერღელიძეს შეურაცხყოფის მიყენებისთვის მადლობაც გადაუხადეს:

დიმიტრი კვერღელიძე: “ერთი არგუმენტი  დამისახელეთ,  რატომ არ უნდა შეერთდეს. რა გაკავშირებთ  ამ არასამთავრობოებს ეს არ მაინტერესებს, არგუმენტი დამისახელეთ, ნუ აყენეთ ჩემს კოლეგებს შეურაცხყოფას, არაკვალიფიციურები ხართ თავიდან ბოლომდე!“

კოკა კიღურაძე: “თვითმმართველობა ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი! ეს არის დასახლების უფლება“.

გრიგოლ მახარაძე: “თქვენთვის, არცერთი  დეპუტატისთვის, ქალაქის ამომრჩეველს მანდატი არ მოუცია, როგორ წყვეტთ ქალაქის საკითხს, როცა ქალაქს არ უმსჯელია ამაზე, მე წარმოვადგენ არასამთავრობოებს“.

“დიმიტრი კვერღელიძე: “არაკვალიფიციური ხარ, ჩვენ ბავშვები არ ვართ, ნუ გვასწავლი ვინ აგვირჩია“, ერთი წუთით განმარტე ვის წარმოადგენთ, ქალაქში ცხოვრობ და აქ კი ნუ ლაპარაკობ, წადი და ქალაქის საკრებულოში ისაუბრე“.

თამაზ ტრაპაიძე:  “ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი მნიშვნელოვანი შეიძლება არც მიუღია დღემდე ამ მოწვევის საკრებულოს, ამიტომ დაფიქრდით“.

ლევან მჟავანაძე:_“ თქვენ დღეს იღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პრინციპულად ჩაატარეთ დღეს საკრებულოს სხდომა, ჯერ ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვტილებას“.

სხდომის ბოლოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განმარტა, თუ რატომ გახდა აუცილებელი ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება:

“განსაკუთრებულად მინდა განვუმარტო საზოგადოებას _ ის, რასაც დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს, არის საზოგადობის საკეთილდღეოდ მიმართული. თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, გიპასუხებთ, რომ აქ არ არის საუბარი ქალაქის გაუქმებაზე, არც მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე. დააკვირდით წერილს,  სწორად ავუხსნათ საზოგადოებას და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები თავიანთ საკეთილდღეოდ იყენებენ და ზოგიც კიდევ თავის საქმიანობისთვის, ვგულისხმობ არასამთავრობოებს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სხვა განვითარების შანსი აღარ ჰქონდა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქალაქი ოზურგეთი თემების გარეშე  ვეღარ განვითარდებოდა“.

სხდომის დასრულების შემდეგ ხმაური და დაპირისპირება გამგეობის შესასვლელში გაგრძელდა.

მოქალაქე ნათია ვაშალომიძემ და ექსპერტმა კოკა კიღურაძემ გადაწყვიტეს პროტესტის სხვა ზომებისთვის მიემართათ _ მათ სამგლოვიარო თაიგულით პატივი მიაგეს საკრებულოს სხდომაზე მხარდაჭერილ ინიციატივას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

არცერთ მათგანს, მათ შორის ენმ-ს ოზურგეთის ლიდერს დავით მჟავანაძეს გამგეობის შესასვლელში მყოფმა დაცვამ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის დასრულების შემდეგ კოკა კიღურაძემ კრიმინალურ პოლიციას მიმართა და ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

“ჩვენს კითხვაზე“ თუ რატომ არ მიეცათ შენობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება საზოგადობის წარმომადგენლებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  დიმიტრი კვერღელიძემ განმარტა, რომ ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა ჩვენი აუდიოჩანაწერიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ აძლევს მითითებას სწორედ  კვერღელიძე პრესსამსახურის წარმომადგენელს, რომ არ თაიგულით, აღნიშნული პირები შეეშვათ შენობაში.

 

 

 

 

 

 

 

 



 ახალი ამბები
  • სახელმწიფოს ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ (59 ჰა) მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში _ "სავალალო შედეგი უნდა დადგეს, რომ რეაგირება მოახდინონ?"ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში გუშინ მოხდა. დაბის ცენტრალურ გზაზე გამოსულმა ცხენების რემამ ჯერ ავტოსაგზაო მოძრაობა შეაფერხა, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ცხენი დაშავდა _ როგორც გვითხრეს, მას ფეხი აქვს მოტეხილი. დაზიანებულია ავტომობილი, რომლის მძღოლმა ცხენების შეჯახების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო. ჩოხატაურელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ცხენებისა და ძროხების ცენტრალურ ქუჩებზე თავისუფლად გადაადგილების გამო ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ავარია მოხდა. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაარეგულირონ და ქუჩაში მოძრაობა, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გახადონ: _ ყველა ნორმალურ ქალაქში არსებობს წესები, დადგენილება, რომ ქუჩებში ცხენებმა და ძროხებმა ასე არ იარონ და საფრთხე არ შექმნან. თუმცა, ჩოხატაურში, სადაც 4 წლის მანძილზე ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ საგზაო ნიშნები დაედგათ და ქუჩები წესიერად დაეხაზათ, როგორც ჩანს ეს არავის ადარდებს. მაინდამაინც სავალალო შედეგი უნდა დადგეს, რომ რეაგირება მოახდინონ?, _ აღნიშნავენ ... ...
  • რა კონსესუსს მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტშიპრეზიდენტი მიესალმება ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებას, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსენსუსის მიღწევას კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მანდატების განაწილების საკითხებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის მდივნის განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ბერლინის კონფერენციიდან გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობენ. ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვების დაწყების პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შევქმნათ კონსენსუსის პრეცენდენტი და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს, გახდეს თანხმობის ... ...
  • ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება (R)ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მერაბ ჭანუყვაძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაბა ლაითურში, სოფელ ბოხვაურსა და დაბა ნარუჯაში მოადგილესთან, ბადრი გობრონიძესთან ერთად გაეცნო. 23 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად, ოზურგეთში 25-მდე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფრასტურქტურული სამუშაოები სხვადასხვა სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. "დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები ყველა სოფელში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მილიონნახევარი ლარი გამოეყო. მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. აღნიშნული თანხით სულ 119 საცხოვრებელი სახლი გადაიხურა, ხოლო სამშენებლო მასალებით 262 ოჯახი დაკმაყოფილდება", _ განაცხადა გამგებელმა.  ... ...
  • რა მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ვენეციის კომისიისგან„ვენეციის კომისიის ექსპერტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბერლინში, კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კითხვები არ დასმულა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან, მისივე განმარტებით, წესი თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კონსესუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებასაც. „კონსესუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კონსტიტუციას, ძირითად კანონს, თუმცა, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური სპექტრი კონსესუსისთვის. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მთავარია, სათანადო დამოკიდებულება გამოავლინოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ასეთ შემთხვევაში, კონსესუსი იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად თავსებადი იქნება სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. თუ ეს მიზანი იქნება მიღწეული, ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ნამდვილად ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას",_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ბონუსის სისტემაზეც გაიმართა. „საერთო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით გრძელდება მსჯელობა, საბოლოო პოზიცია არ არის გამოკვეთილი და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა ვენეციის კომისიის მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი არის სრულ თავსებადობაში სამართლებრივ პრინციპებთან, ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს იყო ჩვენი ამბიციური ხედვა, ეს იყო ჩვენი ამბიციური მიზანი და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული",_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 22-23 მაისს ბერლინში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მსჯელობენ. კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ... ...

არქივი

ზაფრანი

ხელის ორიგინალურად თხოვნა

ვირჯინიის შტატის (აშშ) მცხოვრებმა კორი...

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

თუ უმიზეზოდ გეცვლებათ გუნება-განწყობილება, ადვილად...

"მეჯვარე" დათვი

33 წლის ამერიკელი ნატურალისტის, კეისი...

ვისთვის არის დამახასიათებელი სიზარმაცე

ახალი კვლევის თანახმად, მაღალი IQ-ს...

ყველაზე „საშიში“ მხეცი მსოფლიოში

მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში...
კარმიდამო ჩემი

მკურნალი მარწყვი

ხალხური მედიცინით რეკომენდებულია ხენდრო (მარწყვი)...

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

უამინდობა, ცივი გამჭოლი ქარი და...

ბუნებრივი მკურნალები

სამკურნალო მცენარეებით დაინტერესება უფრო და...

კარტოფილის სამკურნალო თვისებები

 კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

კივის სამკურნალო თვისებები

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი უძველესი...

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია და ვერ გახორციელდება

სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა...

როგორ მოვაწყოთ მოლი და მოვუაროთ მას

კომპაქტურად აღმოცენებული მოლი საოცრად  ნაზ,...

როგორ ვებრძოლოთ ნაცრისფერი ობით გამოწვეულ დაავადებას მცენარეზე

სუბტროპიკული მცენარეების დაავადებებს შორის, როგორც...

გავუხანგრძლივოთ მცენარეს სიცოცხლე

ახლა, გაზაფხულზე, ყველაზე უკეთ არის...

პალმას სერიოზული მავნებელი უტევს

ფინიკის პალმის 15-მდე სახეობა ცნობილია...

სურნელოვანი ოსმანტუსი

მარადმწვანე ოსმანტუსი, საოცრად სურნელოვანი მარადმწვანე...

ნიადაგის ნაირსახეობები და მისი მოხმარების წესი

საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებისას, ხარისხიანი მოსავლის...