ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან, სადაც სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება

მთავარი თემა

ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან, სადაც სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება

2019 მაი 12 12:42:35

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში ასვლა ნებისმიერ თქვენგანს უკვე შეუძლია.

თოვლიანი გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასულ პარასკევს გაწმინდა და ახლა იქ ასვლა ყველა სახის ტრასპორტით არის შესაძლებელი.

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე კურორტს ჩოხატაურის ცენტრიდან 52 კილომეტრი აშორებს. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.

 ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა; სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები;ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 საათი წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73% _ ეს ბახმაროს კლიმატური პირობებია.

ბახმარო, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალ კურორტად არის დასახელებული სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ნევრასთენიას და  ლიმფადენიტს კურნავს _  აქ სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება.

ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.

ოზურგეთის მაზრის ექიმმა არტემ დავითიანცმა 1893 წელს ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროზე გაგზავნა სამკურნალოდ, იქიდან კი უმეტესობა გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნდა. 1894 წელს თავად დავითიანცი, რომელიც ასევე ტუბერკულოზით იყო დაავადებული, გაემართა ბახმაროზე სამკურნალოდ. მანვე პატარა სახლი ააშენა იქ (ბახმაროს მოედანი, სადაც დავითიანცმა სახლი აიშენა, დღემდე მის სახელს ატარებს).

შემდეგ წელს კი დავითიანცი ფერშლებთან ერთად ავიდა ბახმაროზე და აკვირდებოდა სხვადასხვა სენით შეპყრობილ მოაგარაკეთა მდგომარეობას.

1895 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია . მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან.

1900 წელს ჩამოყალიბდა "ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება ჯანმრთელობა", რომლის ფუნქცია აგარაკის მართვა-გამგეობა და კეთილმოწყობა იყო. შეიქმნა გზის, სასურსათო-საკონტროლო, ტყეებისა და საკურორტო ზონის დაცვის კომისიები, დაიწყო მისასვლელი გზების გაჭრა და სახლების აგების ხელშეწყობის სამუშაოები. გაჩნდა პირველი მაღაზია, რომელიც ვინმე კასიანე ქინქლაძემ გახსნა.

1908-1914 წლებში ყველა დასახლებული უბანში წყაროს წყლები გაიყვანეს.

1899 წელს ბახმაროში სახალხო თეატრი ააშენეს, სადაც მსახიობებად ალექსანდრე, ევგენი, სამსონ წუწუნავები, კოლია ბებურიშვილი და სხვები იყვნენ. დგამდნენ ნაწყვეტებს შილერის "ყაჩაღებიდან" და გოგოლის "რევიზორიდან". 1905 წელს თეატრი დაიწვა. ახალი შენობა 1913 წელს ააგეს. 1913-1917 წლებში ბახმაროში ადიოდა სიმებიანი ორკესტრი კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით.

1923 წელს ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. დაიწყო ბახმაროს პოპულარიზაცია, გამოდიოდა წიგნები, ეწყობოდა სამედიცინო და სამეცნიერო ექსპედიციები. 1932-1933 წლებში პროფესორ გავრილენკოს ხელმძღვანელობით ბახმაროზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანიც იყო ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის პოტენციალის შესწავლა.

1940 წელს გამოსულ წიგნში "მასალები ბახმაროს ისტორიისათვის" ბახმარო ევროპაში ყველაზე მაღალ კურორტად მოიხსენიება: "ბახმარო ყველაზე მაღალი კურორტია არა თუ საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ მთელს ევროპაში. ზღვის დონიდან წმინდა მორიცის სიმაღლეა 1855 მ; აროზასი _ 1.720 მ; დავოსის _ 1.560 მ; ბახმაროსი კი _ 2050 მ."

საავტომობილო გზა ბახმაროს მიმართულებით 1980-იან წლებში გაიჭრა კურორტ ნაბეღლავიდან.

ბახმაროს გასულ წელს დაბის სტატუსი მიენიჭა და მას უკვე ჰყავს მაცხოვრებლებიც.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...