პრობლემები ნაგომარში: "არ გვაქვს წყალი, ინგრევა კულტურის სახლის უნიკალური არქიტექტურული შენობა"

მთავარი თემა

პრობლემები ნაგომარში: "არ გვაქვს წყალი, ინგრევა კულტურის სახლის უნიკალური არქიტექტურული შენობა"

19 ნოე. 2020, 13:45:13

სოფელი ნაგომარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ხოლო საბჭოთა ეპოქაში, როგორც მოწინავე კოლმეურნეობით ცნობილი სოფელი, საუკეთესო სოფლების ხუთეულში შედიოდა.

სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული და სამგზავრო ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს.

ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხალხს ფეხით სიარული უწევს, არადა სოფელი მრავალუბნიანია, ცენტრიდან სოფლის ბოლომდე კი ათ კილომეტრამდე მანძილია.

_ მიიჩნევენ, რომ რაკი სოფელში ცენტრალური საქალაქთაშორისო გზა გადის და ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, სარეისო ავტობუსმა მეტი სიხშირით არ უნდა იმოძრაოს. თან, როცა ეს ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის, როცა გაუხარდება და ჩათვლის საჭიროდ, მაშინ დადის. ამიტომ აუცილებელია, გამოიყოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც ექნება გარკვეული მარშრუტი და ივლის დიდი უბნების გავლითაც, რომ ხალხს აღარ მოუხდეთ კილომეტრების ფეხით გავლა, _ ამბობენ ნაგომრის მცხოვრებლები.

დღეისთვის სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, რომელთაგან ადგილობრივები ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად უწყლობას მიიჩნევენ.

სოფელში მხოლოდ ჭებით სარგებლობენ. თუმცა, ბევრგან დამშრალია, რის მიზეზადაც მდინარე სუფსაზე გახსნილ უამრავ კარიერს ასახელებენ.

_ პრობლემას რა გამოლევს? უმუშევრობაზე საუბარი ზედმეტია. დღიურად თუ სადმე იმუშავებს ადამიანი, თორემ მუდმივად დასაქმებული ძალიან ცოტაა. უწყლობა უმთავრესი პრობლემაა.

ყველაზე ძალიან, იცით, რაზე გვტკივა გული? სოფლის ცენტრში უნიკალური შენობა გვქონდა, კულტურის სახლი, სადაც ხუთასამდე მაყურებელი ეტეოდა. დღეს ისე ინგრევა, რომ არავინ არაა პატრონი. ყველაზე ძალიან ეს შენობა მენანება.

რამდენი ფილმია ნაგომარში გადაღებული. უძლიერესი კოლმეურნეობა იყო. ახლა თუ იტყვი, რას ამბობ, კომუნისტები არ ახსენოო, _ გეტყვიან. ამ კულტურის სახლის აშენებისთვის, როგორც გვახსოვს, 70 ათასი მანეთი გამოიყო მაშინ სახელმწიფოსგან, რაც ძალიან დიდი ფული იყო. საუცხოოდაც გააკეთეს. ახალგაზრდობის გუგუნი ისმოდა იქიდან. დღეს ხავსის და ვირთხების საბუდარია, იშლება, ინგრევა. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე და მიუსწროს, რომ გააკეთოსო, _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები დავით დოლიძე.

იგი, ასევე, საუბრობს სამუშაო ადგილების არარსებობაზე.

_ სამუშაო სადაა? მე თავად რომ ვეხმარები სხვას, ხან ფული არ აქვთ, ხან _ პური. უჭირს ხალხს. მეზობლურადაც ვეხმარებით ერთმანეთს, მაგრამ დღიურად რომ მიდიხარ, ასეც უჭირს ხალხს გადახდა.

კომუნისტების დროს იყო წყლის სათავე ნაგებობა, უზარმაზარი აუზი და იქედან მერე მთელი სოფელი მარაგდებოდა. რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დაინგრა ის ნაგებობაც და ახლა ჭაბურღილებს კი გვპირდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, ნახევრად დამშრალი ჭების ამარა ვართ. ბევრი რამ კი კეთდება. გაზი შემოიყვანეს, გზაც გაკეთდა. ვიცი, ყველაფერი ერთად არ იქნება, მაგრამ წყალი უპირველესია! _ განაგრძობს ბატონი დავითი.

ადგილობრივები "გურია ნიუსთან" იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რას სეზონურ სამუშაოებს ახლავს:

_ ხვნა-თესვის დროს უმეტესობას მიწის დასამუშავებლად სამყოფი ფული არ აქვს. ნისიად ახლა არავინ არ მუშაობს. ადრე უფრო ხნავდნენ და თესავდნენ ისე, რომ თხილის მოსავლის აღებამდე გაცლიდნენ თანხის გადახდას. ახლა თხილიც დაავადდა. ძველებურად აღარაა მოსავალი და ტრაქტორისტიც არ მოგყვება დაპირების ამარა. ასევეა შემოდგომაზეც. როგორღაც ვახერხებთ სიმინდის ყანების მოტეხვას, თუმცა, გაჭირვებით. ძალიან გაჭირდა ცხოვრება, _ გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. ბევრი მათგანი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან თვლიან, რომ მათი ნაამბობით შესაძლებელია, ვინმე გაანაწყენონ.

სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ხაზს უსვამენ დასაქმების საკითხს, რაზეც უკვე ხელჩაქნევით საუბრობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები:

_ ჩვენს ახალგაზრდებს არანაირი საშუალება და რესურსი არ აქვთ, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. სახელმწიფო ვერანაირ შესაძლებლობას ვერ უქმნის მათ. განსაკუთრებით იჩაგრებიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც საშუალო სკოლა კი დაამთავრეს, თუმცა, მერე ვერსად ვერ მოიკიდეს ფეხი, რადგან საამისო შრომითი ბაზა არ არსებობს.

გარდა ამისა, არ გვაქვს წყალი. მხოლოდ ჭების ამარაა სოფელი და ისინიც უმეტესად დამშრალია ან შრება.

ტრანსპორტს რაც შეეხება, ამ მხრივაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა _ მიიჩნევენ, რომ რაკი ნაგომარი ქუთაისი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, საჭირო არაა, სოფლის ავტობუსმა მთელი დღის განმავლობაში იაროს. სამარშრუტო ტრანსპორტი მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს დღის განმავლობაში. დილით, ცხრა საათზე მიდის ქალაქში და უკან დღის პირველ საათზე ბრუნდება. ეს შეიძლება? სოფლის ცენტრალური ტრასიდან, ბოლო დასახლებამდე შვიდი კილომეტრია, არის ბევრი უბანი და ხალხს ამ მანძილის ფეხით გავლა უწევს, თან რამდენიმე კილომეტრის, თორემ მცირე მანძილის გავლაზე არავინ წუწუნებს, _ გვეუბნება ნაგომრის მკვიდრი ახალგაზრდა თამარ ონიანი.

მანანა დოლიძე, 21 წლის, ნაგომრის მკვიდრი: "ჩემს სოფელში ბევრნაირი პრობლემაა, თუმცა, ყველაზე უკიდურეს პრობლემად მოსწავლეთათვის ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა მიმაჩნია. მე მყავს უმცროსი სამი და-ძმა, რომელთაც ცნობილი პანდემიის გამო, დღეს ონლაინ რეჟიმში უწევთ სწავლა, თუმცა, ინტერნეტი მათთვის ხელმიუწვდომელია. მე მაქვს ტელეფონზე ინტერნეტი, ჩემს უფროს ძმასაც, თუმცა, შინ ერთად არ ვართ ყოველთვის. არ ვიცი, ამ საქმეს რა ეშველება.

გვინდა, სოფელში იყოს რაიმე გასართობი ცენტრი. განახლდეს ძალიან ლამაზი კულტურის სახლის შენობა, რაზეც მთელი სოფელი ოცნებობს. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სოფლისთვის უწყლობაა. ნახევრად დამშრალი ჭების იმედადაა ხალხი".

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ნაგომრის მცხოვრებთა მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებს ესაუბრა, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით.

კითხვებზე _ რა გეგმები აქვთ სოფელ ნაგომარში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დღემდე რა გაკეთდა, ან რას აპირებენ უახლოეს მომავალში, გვიპასუხა მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ, რომელიც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კურირებს:

"ჩვენთვის ცნობილია არათუ ნაგომრის, ყველა სოფლის პრობლემა. ვიცით ისიც, რომ წყალი ბევრგან უჭირთ და გეტყვით, რომ სულ ახლახან ხუთი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა სხვადასხვა სოფელში.

დაგეგმილია, სოფელ ნაგომარშიც გაკეთდეს წყლის მიწოდება ჭაბურღილის სისტემით, თუმცა, უცებ არ ხერხდება ეს ყველაფერი. ასევე, ვიცით ნაგომრის კულტურის სახლის შესახებ. ნამდვილად მაღალი დონის არქიტექტურაა და ისევე, როგორც სხვა სოფლებში არსებული უნიკალური შენობების, ასევე, ნაგომრის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია. ახლახან სოფელ შრომაში გადაიხურა კულტურის სახლი. რამდენიმე სოფელშია სარეაბილიტაციო ასეთი შენობები და ყველას განახლებას ვაპირებთ. თუმცა, ძალიან შეგვიშალა ხელი პანდემიამ. ძირითადად, ესაა შეფერხების მიზეზი. მიუხედავად რთული ვითარებისა, ჩვენ ამ ყველაფერს მივხედავთ. უცბად კი, როგორც გითხარით, ყველაფერი არ კეთდება", _ გვითხრა თოთიბაძემ.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...
  • დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა. „ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ. ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული. “შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც  არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...