პროტესტი ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ ურთიერთდაპირისპირებით დასრულდა _ ეკოლოგიის დაცვა თუ პირადი ინტერესები

მთავარი თემა

პროტესტი ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ ურთიერთდაპირისპირებით დასრულდა _ ეკოლოგიის დაცვა თუ პირადი ინტერესები

28 ივნ. 2018, 13:35:25

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შპს “NEW ROAD“-მა ასფალტ-ბეტონის ქარხანა რამდენიმე ხნის წინ დადგა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა ექსპლუატაციაში ჯერ არ გაშვებულა, დვაბზუს მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი მის დადგმას დაუშვებლად მიიჩნევს. მათ შორის არის, სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ინგა დუმბაძე.

დუმბაძემ ამ თემაზე არა ერთი საჯარო განცხადება გააკეთა, მოსახლეობის ნაწილის ხელმოწერით გააგზავნა წერილები სხვადასხვა უწყებებში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რძის ნაწარმში შეინიშნება მაზუთის სუნი, დაშრა ჭები, არის გაუსაძლისი ხმაური და მტვერი“.

წერილების გაგზავნასთან ერთად, დუმბაძემ სოციალურ ქსელში პოსტებიც გაავრცელა და მასზე, სხვადასხვა უწყებებთან და თანამდებობის პირებთან ერთად, „გურია ნიუსის“ მონიშნა:

„ვიგრძენი ვალდებულება ჩემი და ჩემი თანასოფლელების პოზიცია გაგაცნოთ ასფალტის საწარმოს შესაძლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
არც ერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი არ არის წინააღმდეგი ამ მასშტაბის ინვესტიციის და ხალხის დასაქმების. მით უმეტეს, ინგა დუმბაძე, რომელიც წლებია, ვმუშაობ რეგიონულ პროექტებზე და პირდაპირ ინვესტიციებზე“, _ აღნიშნულია 23 ივნისს გამოქვეყნებულ გზავნილში, რომელშიც დუმბაძე ასევე წერს, რომ „რამდენიმე წარმატებული პროექტის ასე ვთქვათ ბიძგის მიმცემი და გამახორციელებელია“:

არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მსგავსი ტიპის საწარმოს ფუნქციონირება ამ ზონაში. ჩვენ გვინდა პროგრესი! პროგრესი აღარ გვექნება, როცა ტურისტული კომპანიები, ინდივიდუალური ვიზიტორები შეწყვეტენ მიმოსვლას იმ ზონებში, რომლებმაც წარმატებულად დაიწყეს პოზიციონირება, როგორც გურული გასტრონომიის ტურიზმი. აღარ გვექნება პროგრესი, როცა კანტიკუნტად, ფასეულობად შემორჩენილი საგვარეულო მამულები გამოიკეტება“, _ წერს ინგა დუმბაძე.

იგი ასევე მიმართავს მის მეგობრებს „როგორც საკანომდებლო ისე აღმასრულებელ ორგანოებში“, რომლებსაც მისივე თქმით „თემის სიმძიმის არცოდნა“ შეატყო:

„ძალიან კარგად მესმის, რომ ამ მასშტაბის საწარმო ნებისმიერი რეგიონისთვის არის სახარბიელო შემოსავლების ზრდის კუთხით, მაგრამ შესაბამისი სტატუსის მქონე ზონაში. ინვესტიცია არის ღირებული და საჭირო რაიონისთვის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მიყენებული ზარალი იქნება მინიმალური. ამ შემთხვევაში მოგებაზე შეუძლებელია ვისაუბროთ, როდესაც საქმე ეხება სამი დიდი სოფლის მოსახლეობის ჯამრთელობას, ეკოლოგიას და ტურიზმს. არ იფიქროთ, რომ პრინციპის საკითხია. ვთქვით და დავამთავრეთ. უმძიმესია, როცა ყოველდღიურად გაქვს შეხება სტრესთან: გაუსაძლისი ხმაური, მტვერი, სუნი. ამ ფონზე ვერც ინვესტორი იფუნქციონირებს და ვერ მოსახლეობა შეეგუება შექმნილ მდგომარეობას.

ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, თუ ჩემი გადაჭარბებული ემოციურობით შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ მე არ მქონდა უფლება, არ დამეფიქსირებინა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, რადგან საუბარია ათასწლოვანი სოფლების ისტორიაზე, ჯამრთელობაზე, ეკოლოგიაზე. ნუთუ მოგება კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანია?! ნუთუ მთელი პასუხიმგებლობა ციფრებით გამოიხატება? იმედს ვიტოვებ. რომ გაგაჩნიათ სოციალური ვალდებულება და შეარჩევთ ისეთ ვარიანტს, რომელიც თავიდან აგაცილებთ ამ უმძიმესი კომფლიქტის შედეგებს“, _ წერდა დუ8მბაძე 23 ივნისს.

ამ გზავნილიდან მეორე დღეს „გურია ნიუსი“ დვაბზუს მიმდებარე სოფლებს ეწვია.

„გარემოს დეგრადაცია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სწორედ ჯანსაღი გარემო, ჟანგბადით სავსე ატმოსფერო, საკმარისი მზის შუქი და სუფთა წყალი არის ის აუცილებელი ფაქტორი, რაზედაც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. გურიაში, ჩემს სოფელში, სადაც ზაფხულის დღეების გატარება დიდი სიამოვნებაა, აპირებენ გახსნან ასფალტის ქარხანა, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ადამიანის ჯამრთელობას.

ქარხანა მნიშვნელოვნად დააზიანებს ეკოსისტემას, გარემოს, მწვანე ბუნებას, ცოცხალ არსებებს, რითიც ცნობილია გურია.

გარემო მოიწამლება შემდეგი ნივთიერებებით: ნახშირწყალბადებით, გოგირდის დიოქსიდით, ნახშირბადის მონოქსიდით, აზოტის ოქსიდებითა და ნახშირბადის მურით, რომლებიც უხილავია და სუნი არ აქვს, ეს ნივთიერებები იტრიალებს ჩვენს ირგვლივ, მოხდება ჩვენს სასუნთქ გზებში და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ასფალტის ქარხნის ამოქმედების შედეგად მოხდება: ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, გარემოს დაბინძურება ხმაურით, ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკვდილო შედეგების მქონე საწარმოო ნარჩენების წარმოქმნა წარმოების ადგილზე. ასფალტის ქარხნის 7-წლიანი მუშაობის შედეგად დაბინძურებული მიწის აღდგენა საჭიროებს 30 წელზე მეტ დროს.

თუ როგორი ძლიერები ვართ გურულები, ამას სულ მალე გაიგებთ, როცა მოხდება ამ ქარხნის მოშორება იმ ტერიტორიიდან, სადაც ვცხოვრობთ ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, რომლებსაც სიცოცხლისთვის გვჭირდება ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მარადმწვანე ბუნება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას სოფელ ბაღდათში მცხოვრებმა ირაკლი სიამაშვილმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, ლალი ბასილაშვილის თქმით, წლების წინ, მელექედურის და დვაბზუს საზღვარზე იყო ზუსტად ასეთი ქარხანა, რომლის ფუნქციონირებას ცუდი შედეგები მოჰყვა:

„მდინარეს მოყვებოდა მკვდარი თევზები, გაწყდა ფუტკრები და ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა სიმსივნით. კომუნისტების პერიოდში ვინ მოგცემდა მაგის საშუალებას, რომ დამატებით კვლევები ჩატარებულიყო. მახსოვს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ქარხნის ყოფილმა წარმომადგენელმა თავი ასე იმართლა ჩვენთან შეხვედრის დროს: ქვიშას აღების დროს პატარა თევზები ნადგურდებაო. ძვლივს აღვადგინეთ ფუტკარი, ისეთი თაფლია გერმანიაში და თურქეთში გადის, დაიწმინდა წყალი, ეკოლგიურად სუფთა გახდა გარემო და რატომ უნდა დავუბრუნდეთ ძველ პრობლემებს და დროს?“ _ ამბობს ლალი ბასილაშვილი.

მისივე თქმით, ქარხანა მისი სახლის წინ მდებარეობს და იქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია:

„ჩემი სახლის წინ ხდება ეს ყველაფერი, დილით ადრე გუგუნის ხმა მაღვიძებს, საღამოს 9 საათამდე გამუდმებით მუშაობენ. მე იმის საშუალება არ მაქვს, ახალი საცხოვრებელი სახლი ვიყიდო და გადავსახლდე“, _ გვითხრა ბასილაშვილმა.

ამავე სოფელში მცხოვრები ქეთი ანდღულაძე ამბობს, რომ ქარხანა სხვა ადგილზე უნდა დაიდგას:

ეს ქარხანა მდებარეობს ჩემი კარმიდამოს ნაკვეთიდან სადღაც ერთ კილომეტრში, სადაც ხეხილი, ვენახი, თხილი მაქვს გაშენებული და ახლა კაკლის გაშენებას ვაპირებ. ამ ადგილას ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და არ გვინდა, რომ ჰაერი დაბინძურდეს. ქარხანა ისეთ ადგილზე უნდა გადაიტანონ, სადაც მოსახლეობა არ არის.

ჩვენ არ გვინდა ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ემუქრება ჩვენს სოფელს. ოთხი სოფლის მოსახლეობა ამას ითხოვს და, აქედან გამომდინარე, ყველა, ვისაც ეხება ეს საკითხი, უნდა დაინტერესდეს“, _ ამბობს ქეთი ანდღულაძე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძესაც შეხვდნენ:

შევხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, მაგრამ არანაირი შედეგი ჯერ არ მოყოლია ამ შეხვედრას. მან მითხრა, რომ, თურმე, მოსახლეობამ უნდა დავამტკიცოთ, ეს ქარხანა აბინძურებს თუ არა გარემოს. ამის დამტკიცება მოსახლეობას გაგვიჭირდება უახლოეს პერიოდში და დროში გაგვეწელება. ყველამ ვიცით, რომ ასფალტის ქარხანა გამოყოფს ექვს მავნებელ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ნიადაგს და ჰავას უქმნის პრობლემას. ამის დამტკიცება ნამდვილად არ არის პრობლემა, მაგრამ დროში გაიწელება და ამ დროს ქარხანა სრულით დატვირთით დაიწყებს მუშაობას და მოსახლეობა დაზარალდება. ამ წუთებში სატესტო რეჟიმში მუშაობს ქარხანა. რამდენჯერმე შევნიშნეთ შავი კვამლი ამოდის, გრუხუნის ხმებიც ხშირად მოდის.

იმასაც გეტყვი, რომ რატომ აპირებენ ამ ქარხნის აშენებას დვაბზუში _ იმ ადგილას, ახლოს არის ქვის სამტვრევი საამქრო და აქედან გამომდინარე მანქანებს შორი მანძილიდან არ მოუწევს სიარული, ნაკლები თანხა დაუჯდება და კომპანია თავის ბიუჯეტზე ფიქრობს.

არ მინდა ხელისუფლებამ ისე გაიგოს, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით მუნიციპალიტეტში მშენებლობებს და ინვესტიციების შემოსვლას, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, ხალხი არ დაზარალდეს. მე პირადად მივესალმები, რაც შეიძლება მეტი ქარხნები იყოს ოზურგეთში, მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ვითხოვთ“, _ გვითხრა ქეთი ანდღულაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სატელეფონო საუბრის ამბობს, რომ “NEW ROAD“ კანონის შესაბამისად მოქმედებს და სანერვიულო არავის არაფერი აქვს:

არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს ტერიტორიაზე. მხოლოდ სატესტო რეჟიმშია ქარხანა. რამდენადაც ვიცი, კომპანიის დოკუმენტაციას მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე სწავლობენ.

ვიცი, რომ მოსახლეობას აქვს განცდა იმისა, რომ ეს იქნება ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნებელი, მაგრამ, ჯერჯერობით არანაირი საშიშროება არ არსებობს მაგის, რადგან ულტრათანამედროვე ქარხანაა და თუ გარემოზე ცუდად ახდენს ზემოქმედებას, ამ შემთხვევაში შესაბამის სამსახურები შეაჩერებენ ქარხნის მუშაობას. ასე, რომ არავის სანერვიულო არ აქვს ამ შემთხვევაში“, _ ამბობს შარაშენიძე.

ოზურგეთის მერი მიიჩნევს, რომ ქარხნის ექსპლუატაციაში გასვლა არავისთვის იქნება საზიანო:

„ვფიქრობ, რომ საზიანო არ უნდა იყოს. ველოდები დასკვნებს შესაბამისი სამსახურებიდან და უწყებიდან. თუ მოსახლეობის ვარაუდები გამართლდა, რა თქმა უნდა, მე მათ ინტერესებს დავექვემდებარები. ისე, მსგავსი ქარხნები ბევრი არსებობს ქალაქში. ჩვენს რეგიონში მთლად სამი ან ოთხი ქარხანაა და ამიტომ სად იყვნენ აქამდე ის ხალხი, ვინც ახლა აღშფოთდა ამ საკითხით?! კიდევ ერთხელ ვამბობ _ ჩვენ თანახმა ვართ, ყველაფერი წესით და კანონის მიხედვით მოხდეს. თუ გამოიკვეთება რაიმე ფაქტები, რომ ეს ქარხანა აზიანებს გარემოს, არ ვიქნებით თანახმა, რომ აშენდეს“, _ ამბობს შარაშენიძე.

შპს “NEW ROAD“-ის გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ასფალტ-ბეტონის ქარხანა ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათ ამის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტაცია აქვთ:

„ეს არის თანამედროვე ტიპის, გერმანული წარმოების ასფალტ-ბეტონის ქარხანა. ჩვენ ხელთ გვაქვს და სამინისტროშიც გავაგზავნეთ გერმანელი ექსპერტების მიერ გაცემული სერთიფიკატი, როგორც გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოებაზე, ასევე, თანამშრომლებზე. ამ სერთიფიკატებით დასტურდება, რომ ეს ქარხანა ეკოლოგიას და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“, _ ამბობს დავით ჟღენტი.

ასფალტ-ბეტონის ქარხნის სამეურნეო სამსახურის უფროსი ზაზა ცხოიძე არ გამორიცხავს, რომ ამ კამპანიის უკან დაინტერესებული პირები იდგნენ:

„ქარხანას მუშაობა ჯერ არ დაუწყია და იმის თქმა, რომ უკვე რაიმე დაზიანდა, აბსურდულია. რაც შეეხება „მაზუთს“, რომელზეც ყურადღებას ამახვილებენ წერილის ხელმომწერი პირები _ არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეს, რადგან ქარხანა არ იყენებს მაზუთს _ ჩვენ ვმუშაობთ გაზზე. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ხმაურს შეეწუხებინა მოსახლეობა, რადგან, როგორც გითხარით, ქარხანა ექსპლუატაციაში ჯერ არ გაშვებულა. ამავე დროს, ის დაახლოებით 500 მეტრითაა დაცილებული დასახლებულ პუნქტთან და ასევე, ძალიან უცნაური ის განცხადებაც, რომ მტვერი დგას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს სამრეწველო ზონაა. აქ ადრეც იყო ქარხნები და ახლაც არის ბეტონიტის ქარხანა. ამ დრომდე არავის პრეტენზია არ ჰქონია და ვვარაუდობთ, რომ ამის უკან ვიღაც დაინტერესებული პირები დგანან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის გაუგებარია, ჯერ ექსპლუატაციაში არგაშვებული ქარხნის ირგვლივ რატომ ატყდა ამხელა სკანდალი და რატომ გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია“, _ ამბობს ზაზა ცხოიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი კანონი _ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც ახლებურად არეგულირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კონკრეტულად კი ასფალტის ქარხნის მოწყობის შემთხვევაში, ახალი კოდექსით, სამინისტრომ, თავდაპირველად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებს, თუ არა პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩატარებას (ანუ, მიიღოს სკრინინგის გადაწყვეტილება):

“ჩემი აზრით, ვინაიდან მოსახლეობა სადავოს ხდის სწორედ ქარხნის ადგილმდებარეობას, ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, გზშ-ს ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ქარხნის მშენებელი ვალდებული იქნება, განიხილოს ქარხნის განთავსების ალტერნატიული ადგილები და საბოლოოდ შეარჩიოს ისეთი ადგილი, სადაც ქარხნის მშენებლობითა და ოპერირებით, არ მიდგება (ან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი) ზიანი გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, _ გვითხრა გუჯარაიძემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თემაზე კომენტარები „გურია ნიუსმა“ 24 ივნისს ჩაწერა. ამავე დღეს ჩვენ ისიც გავარკვიეთ, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე სწავლობდა კომპანიის დოკუმენტაციას, გარემოზე ზემოქმედების საკითხს და ოზურგეთში ვიზიტსაც გეგმავდა.

სამინისტროს წარმომადგენლები ოზურგეთში გუშინ ჩამოვიდნენ. სოფელ დვაბზუში ქარხნის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობაც მივიდა და როგორც გვითხრეს, ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც სოფელ დვაბზუში ცხოვრობენ, იმ ადამიანებს დაუპირისპირდნენ, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს და ქარხნის მშენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე სხვადასხვა უწყებაში გასაგზავნი წერილები შეადგინეს.

შეხვედრას ინგა დუმბაძე არ დასწრებია, თუმცა, იქ მყოფი მოსახლეობის ნაწილს პრეტენზიები ჰქონდათ მის ქალიშვილთან _ანა ბერძენიშვილთან, რომელიც მათი თქმით, პირადად არის ჩართული ამ პროცესებში.

ადგილობრივებს პრეტენზიები არც ლალი ბასილაშვილის მისამართით დაუმალავთ, რომელიც შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს და უთხრეს, რომ ხელმოწერები ცარიელ ფურცელზე ისე გააკეთებინა მოსახლეობას, რომ წერილის შინაარს არც კი იცნობდნენ.

ლალი ბასილაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ შემთხვევით გაიგო:

"ძალიან დამძიმებული წამოვედი შეხვედრიდან. ერთი რაც გავიგე, ეს არის, რომ ქვეყანამ უნდა შექმნას არასამეწარმეო ზონა, რადგან მოსახლეობის შორის დაპირისპირება არ მოხდეს. ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, სადაც არაფერია და ხომ შეიძლება მსგავსი ადგილების ათვისება?!

შეხვედრაზე რამდენიმე მათგანმა ხელი გაიშვირა მეორე ქარხნისკენ ხელი და ითქვა, რატომ არ ვართ დაინტერესებული ეკოლოგიური საკითხებით.

 აქციაზე უმეტესად იყო დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ისინი სხვას აბა რას იტყოდნენ?!“ _ გვითხრა ბასილაშვილმა.

რაც შეეხება ანა ბერძენიშვილს, იგი მიიჩნევს, რომ „მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია, იმის შესახებ თუ რა საფრთხეებს შეიცავს ასფალტის ქარხანა, რომელიც დასახლებულ პუნქტშია და არა საწარმოო ზონაში“:

გავრცელდა ხმები თანამდებობის პირების მხრიდან, რომ თითქოს ჩვენი ოჯახი ფულს ვითხოვთ _ 20 000 დოლარს. ხელისუფლება გვიპირისპირდება ბინძური აპრობირებული მეთოდებით, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ათეულობით ვართ, ჩვენს წინააღმდეგ კი ჯიბესქელი, ქველმოქმედის სახელქვეშ ამოფარებული ბიზნესი და კორუმპირებული სამწუხაროა, მათ ფანტაზია და გასაქანი მეტი არა აქვთ და მათი საზომით ზომავენ _ 20 000 დოლარს არა, 1 მილიონს ვითხოვთ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ჩვენ არ ვიყიდებით, ეს არის ჩვენი მამაპაპისეული სახლი-კარი, საფლავები და წინაპრები“, _ ამბობს ბერძენიშვილი, რომელსაც თანასოფლელების ნაწილი არ ეთანხმება.

მის ბრალდებებს, ასევე, უარყოფენ კომპანიის წარმომადგენლები და განმარტავენ, რომ საწარმოს ჯერ მუშაობა არ დაუწყია:

„კიდევ ერთხელ ვამბობთ _ ვმუშაობთ სატესტო რეჟიმში. ჯერ ქარხანას მუშაობა არ დაუწყია. ყველაფერს კანონის შესაბამისად ვაკეთებთ. ამ ეტაპზე ქარხანაში 20 ადგილობრივია დასაქმებული და ეს ადამიანები ვინმეს ნათესაობის მიხედვით არ შერჩეულა. ჩვენ ვგეგმათ წარმოების გაფართოებას და შესაბამისად დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ზაზა ცხოიძემ.

 




 ახალი ამბები
  • „ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“ - ახალციხეში 14 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩოცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში, სოფელ მუგარეთში - 14 წლის მოზარდი, რომელიც ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, მდინარეში დაიხრჩო. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა  გიორგი ბლიაძემ დაუდასტურა. „გარდაცვლილი 14 წლის ბიჭია, რომელიც ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“, _  ამბობს ბლიაძე.  მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია ... ...
  • ძვირფასო მგზავრებო! _ აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან. სატახტო ქალაქისა  და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე  მოგიყვებით.  თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი - დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ. მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • ვინ რამდენი ქულა მიიღო ქართულში _ გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდანერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე გამოქვეყნდა. გურია ნიუსი გთავაზობთ, ჩოხატაურელ აბიტურიენტთა ჩვენს ხელთ არსებულ შედეგებს. მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა, მას 8 ქულით ჩამორჩა თავისივე კლასელი ცოტნე გოცაძე. ამ წუთისთვის, ჩვენს ხელთ არსებული სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს, ასეთია:  სამრევლო სკოლა: სალომე ანდღულაძე _ 61 ქულა, ია დოლიძე _ 60 ქულა, ნინი ცინცაბაძე _ 60 ქულა, ელისაბედ სიხარულიძე _ 58 ქულა, ალექსანდრე წეროძე _ 58 ქულა, მარიამ მამალაძე _ 58, ანა უნგიაძე _ 56 ქულა, ელენე ბარამიძე _ 55 ქულა, ქეთევან ჩხიკვაძე _ 54 ქულა, მიხეილ ბერძენიშვილი _ 51 ქულა, ლილიანა ლომინეიშვილი _ 45 ქულა, ნიკა ბედინეიშვილი _ 41 ქულა; ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ანთიძემ 60 ქულა მიიღო, მისმა სკოლელმა მაკა ცენტერაძემ კი _ 46 ქულა; შუა ამაღლება: ნანა სიხარულიძე _ 62; მანანა ანთიძე _ 46; ანა ჩხარტიშვილი _ 44; მარი ყაჭეიშვილი _ 43; დიმიტრი სიხარულიძე _ 38 . ამაღლება:  მარი თავაძე _ 50, ნანა სიხარულიძე _ 49; რაც შეეხება პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შედეგებს, მოწოდებული ინფორმაციით: 1-მა კურსდამთავრებულმა მიიღო 63 ქულა,  3-მა _ 62; 1-მა _ 61; 2-მა _ 59; 2-მა _ 58; 2-მა _ 56; 3-მა _ 54; 3-50; 3-მა _ 40. როგორც პირველი საჯარო სკოლიდან გვატყობინებენ, მათ კურსდამთავრებულებს სახელების და გვარების გასაჯაროება არ სურთ. პ.ს. აღნიშნული მონაცემები რედაქციას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიაწოდა და შეიძლება სრულად არ იყოს წარმოდგენილი იმ აბიტურიენტების სია, რომლებმაც ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მარალი შეფასება ... ...
  • „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა"- ემიგრაციის მუზეუმი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშისაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მზადება მუზეუმის გასახსნელად 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. „რვა წელია რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთ - ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, ბინა, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდო“,_ აცხადებს კეკელიძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით: „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა, მათი ოცნებები და ანდერძი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის ევროპულ ოჯახში მიღებას უკავშირდება. ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება და აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება!“   ... ...
  • სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია შუახნის მამაკაციცოტა ხნის სპეცოპერაცია ჩატარდა ქუთაისში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაკავებულია შუახნის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები ერთ-ერთი შენობიდან გაიტანა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები,ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...