ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

მთავარი თემა

ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

2017 თებ 21 14:00:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე საქმის განხილვა დაასრულა და 7 მარტს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.  

ცნობისთვის, საქმე ეხება მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაშია. 

დღეს, დამასრულებელ სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მტკიცებულები გამოიკვლია.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მერაბ ლომიძე - მომხსენებელი, თავმჯდომარე, თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე) სხდომაზე იმსჯელა მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით  უახლესი ცნობები მოისმინა.

კერძოდ, როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობითი ინფორმაციით, სამინისტრო დავის მხარეებთან მორიგებას ყველა მხარის ინტერესების დაცვისა და უფლების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს.

ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ  მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან კონტაქტის არარსებობა გიორგი პაპუაშვილთან.

მისივე განმარტებით, როლანდ ბლადაძე და გიორგი პაპუაშვილი იზიარებენ იმ აზრს, რომ მორიგება შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირებისა და კომუნიკაციის შემთხვევაში. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკვე მიმართა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

როგორც სასამართლომ განმარტა, საქმეზე მორიგების დამტკიცება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება იქნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე სასამართლოს წარუდგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიც, რომელიც სამინისტრომ  მოამზადა და რომლის ფარგლებშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეზე მორიგება უნდა მომხდარიყო, თუმცა მთავრობის განკრაგულების პროექტის იმპლემენტაცია, იმის გამო, რომ სამინისტროს არ გააჩნია კონტაქტი გიორგი პაპუაშვილთან, არ განხორციელებულა.

სასამართლოს სხდომას პირველად ესწრებოდა ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახის წევრები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას როლანდ ბლადაძემ განაცხადა, გააჩნია პოზიტიური მოლოდინი, რომ სახელმწიფო მორიგების მიმართულებით საქმიან ნაბიჯს გადადგამს და სამართლიანობა ქონების დაბრუნებით დასრულდება.

მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილთან არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გააჩნია და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის, შვილების ინტერესების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საქმეში ყველა მხარის ინტერესების დაცვას. როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის თქმით კი, სასამართლოს გააჩნია ყველა უტყუარი მტკიცებულება, საიდანაც დასტურდება, რომ ქონება ნამდვილად მის ოჯახს ეკუთვნის.

 „მიხეილ სააკაშვილმა ჩემი ოჯახი ქუჩაში დატოვა. მქონდა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში მთავრობა წართმეულ სახლს დამიბრუნებდა და აღდგებოდა სამართლიანობა. თვითონ მაქვს კვირიკაშვილის ნათქვამი მოსმენილი, რომ ჩემს ქვეყანაში აღარ იქნება ატირებული ადამიანები და ქონებაჩამორთმეული ხალხი.

ეკონომიკის სამინისტრო ამ დავაში მხარეა. ძალიან სულმდაბლად მოიქცნენ; პაპუაშვილთან გარიგებაში არიან. ძალიან შეუფერებელია სამინისტროს იურისტის გამონათქვამები, რაც დღეს პროცესზე მოვისმინე. ისინი ამართლებენ სისტემურ დანაშაულებებს. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, თქვენ დღეს ხართ სახელმწიფო და თქვენ გაქვთ ვალდებულება დამიბრუნოთ ჩემი სახლი. მინდა მივმართო სასამართლოს, რომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება და არ დატოვოს ადამიანის ღირსება და უფლება შეურაცხყოფილი“, _ განაცხადა მარინა ესელიძემ. „გურია ნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ მას დღემდე საკუთარ ქუჩაზე გავლაც კი აკრძალული აქვს.

„დღეს როცა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე პაპუაშვილის ადვოკატმაც თქვა,  რომ გიორგი პაპუაშვილს ვერ ეცოდინებოდა 2007 წელს, ქონება ჩვენთვის რომ იყო წართმეული, არის ტყუილი. მანამდეც მიდიოდა დავები, მემუქრებოდნენ, რომ სამი შვილის დედა უბედურებას გადავეყრებოდი. იმ ქუჩაზე, ახლა სადაც პაპუაშვილი ცხოვრობს, გავლაც კი აკრძალული მაქვს. რომელ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ?

შემთხვევით შემხვდა გიორგი პაპუაშვილის ცოლი ქუჩაში, ზუსტად სამი მეტრის მოშორებით ვიდექი.  ვიცოდი, რომ მათთან ახლოს მივლა კანონით არ შემეძლო და არც მივახლოებივარ. უბრალოდ ვკითხე,  6 წელია ჩემს სახლში ცხოვრობ და რამდენ ხანს აპირებ ცხოვრებას-თქო. ამის მოწმეც მყავს. რომ წამოვედი, მოუგლეჯია ტანზე ტანსაცმელი, შევარდნილა იქვე, გამოუძახებია პატრული და უთქვამს, რომ მე გავაკეთე ეს ყველაფერი... გამომიძახეს პოლიციის განყოფილებაში, დამაწერინეს განცხადება და ჩემს ქუჩაზე გავლა ამიკრძალეს. ეს იყო 2013 წელს“, _ აღნიშნა ესელიძემ და დასძინა, რომ მას საქმის სამართლიანად დასრულების იმედი აქვს.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვას 5 თვე მოანდომა. საქმეზე რამდენჯერმე შეიცვალნენ მოსამართლეები. პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა. სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლემ, გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდან  მოსამართლე მირანდა ერემაძე მონაწილეობდა, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეს მოსამართლეც შეიცვალა.

თუმცა, 13 იანვრის სხდომაზე არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობის აცილების თაობაზე. ამავე სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც ბლადაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქმნის უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ 2004-2007 წლებში, სახელმწიფომ არავითარი კანონისმიერი ღონისძიება არ განახორციელა სადავო ქონების გასხვისებისგან თავშეკავების თაობაზე, რითაც დაირღვა ქონების პრივატიზების მაშინდელი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

ამასთან, პალატამ 31 იანვრის სხდომაზე დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელსაც ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიდოდა. როგორც ბლადაძის ინტერესების დამცველი არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა მოხდეს.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უკანონო გადაწყვეტლება მიიღო. 2016 წლის 24 ოქტომბერს, დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარიც შეიტანეს.

ამჟამად, გარდა იმისა, რომ  როლანდ ბლადაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის თავიდან განხილვაში დაბრუნებას ითხოვს, მისი სასარჩელო მოთხოვნაა,  ბათილად ცნონ 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავენ, „სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება“.

„გურია ნიუსმა“ პროცესზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გიორგი პაპუაშვილის ადვოკატსაც სთხოვა; თუმცა, გოჩა გოგიშვილმა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ამაზე „გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ჩვენს მიერ, 2017 წლის 23 იანვარს სამინისტროსთვის გაგზავნილ კითხვებზე „გურია ნიუსმა“ მხოლოდ ეს პასუხი მიიღო : "დებატებში შესვლა სამინისტროს არ უნდა“.  

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ სხდომაზე "გურია ნიუსს" მოსამართლეთა კოლეგიამ ფოტოგადღების უფლება არ მისცა.

როგორც კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლე მერაბ ლომიძემ განმარტა, როდესაც პროცესს იღებს ტელევიზიის ჟურნალისტი,  ფოტოდაგაღების დაშვებისას  პროცესის ხელი შეეშლება. მიუხედავად იმისა, რომ "გურია ნიუსმა" კანონით დადგენილ ვადაში, პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე წარადგინა განცხადება მოსამართლის სახელზე და ითხოვა ფოტოგააღება, მოსამართლემ ამის უფლება არ მოგვცა.

მერაბ ლომიძემ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლი გამოიყენა, რომელიც სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას ეხება. კანონში არ არის აღნიშნული, თუ პროცესის ვიდეოჩაწერას ახორციელებს ერთი მედიასაშუალება, სხვა მასობრივი საშუალების წარმომადგენელს/წარმომადგენლებს არ აქვს ფოტოგადაღების უფლება. მოსამართლემ კი, კანონი სწორედ ასე განმატა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე, არცერთ სასამართლო სხდომაზე, მათ შორის სააპელაციო სასამართლოშიც, ფოტოგადაღების უფლება არ შეგვზღუდვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბლააძე- პაპუაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 7 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება.




 ახალი ამბები
  • რჩევები კორონავირუსისგან თავდასაცავადსაქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გვირჩევს თუ  როგორ  ავიცილოთ თავიდან კორონავიუსი კორონავირუსის პირველი ნიშნები ვლინდება ყელის მცირე ტკივილით, ყელის სიმშრალით და ცხვირის სიმშრალით, მშრალი ხველა საშიშია სიცივეში, სითბოში სუსტდება, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი თბილი წყალი. ცივისგან შევიკავოთ თავი. შევზღუდოთ ყველა სახის საკვები. გადავიდეთ მონოკვებაზე (მხოლოდ ერთი სახის საკვები, ერთ მიღებაზე). მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ნახშირწყლების მიღება. რეკომენდირებული საკვებია: ნიგოზი, თხილი, გოგრის თესლი, ლობიო, მოხარშული საქონლის ხორცი, სალა, მწვანილი და ყველა საკვები, რომელიც შეიცავს ქლოროფილს. 100%-ით გამორიცხეთ ტკბილი, პური და რძის პროდუქტები. საკვები მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთხელ, შუადღით. დილით გაღვიძებისას დალიეთ 3-4 ჭიქა თბილი წყალი და შემდგომ 1 საათი არაფერი მიიღოთ. სასურველია შიმშილი ყოველ მესამე დღეს. მოერიდეთ ონკანის წყალს. გარეთ ყოფნისას მაქსიმალურად შევეცადოთ რომ არ შევეხოთ საზოგადოებრივ ნივთებს, ძალიან ხშირად დავიბანოთ საპნით ხელები, ტანსაცმელს შეუძლია 6-12 საათი შეინარჩუნოს ვირუსი რომელიც გვაცვია და მოხმარების შემდეგ თუ არ გავრეცხავთ გავფინოთ მზეზე. ეს სიმპტომები გრძელდება 3-4 დღე შემდეგ ვირუსი გადადის ფილტვებში, სადაც 5-6 დღეში ვითარდება პნევმონია მაღალი სიცხით, სუნთქვის გაძნელებით და თითქოს იძირებით წყალში. თავიდანვე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, მანამდე ყელის ტკივილის დროს გამოივლეთ ბეტადინის წყალში განზავებული 10%-იანი ხსნარი. წამლებიდან: არბიდოლი, ინგავირინი, ვიუსიდი და ნიმესილი. აქედან, სიცხის დამწევი მხოლოდ 39 და მეტი სიცხის შემთხვევაში.  არ მიიღოთ საწუწნი საშუალებები. სასურველია გაკეთდეს რინგერის გადასხმები და ინტრავენური ვიტამინოთერაპია.   წყარო: ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველოს დაცული ტერიტორიები წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,“- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. „ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას,“_ აღნიშნა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა დღესვე, მთავრობის სხდომაზე, ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 000 ჰექტარით გაფართოების შესახებ განაცხადა. „ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად,“_ აღნიშნა ... ...
  • ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელები დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს. "გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ - ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ - ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით,"_ აცხადებენ უწყებაში. ... ...
  • რას ამბობს „ფონდი ქართუ“ განულებული სესხების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზესოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საიტი vali.ge გაუქმდა და ჩამოწერილი  სესხების გადახდა მოსახლეობას მოუწევს. აღნიშნულ ინფორმაციას  ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ ეხმაურება და ამბობს რომ არასწორი ინფორმაცია  ვრცელდება. „ვაცხადებთ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს" მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც. შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს" ბაზებში. „ფონდი ქართუ" კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფონდი ქართუ" გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას. აქვე დავძენთ, რომ „ფონდი ქართუს" მიერ სრულად იქნა შეძენილი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საიტს - vali.ge, როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული (მათ შორის მითითებული იყო საიტზეც), ის იფუნქციონირებდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, დაიხურა 2019 წლის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოში“,_ წერია „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ ... ...
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავესთბილისში მოპედის ქურდობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...