"ყველაფერი კორონას ბრალია?!" _ ჟრიამულს მონატრებული ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკი

მთავარი თემა

"ყველაფერი კორონას ბრალია?!" _ ჟრიამულს მონატრებული ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკი

1 ოქტ. 2020, 14:50:48

ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საუკეთესო თავშეყრის, საინტერესო ღონისძიებების და გართობის ცენტრალური ადგილი იყო.

პანდემიის მსოფლიო პრობლემად გამოცხადების შემდეგ, რიტმი აქაც შეჩერდა, თუმცა, ეს შეჩერება მხოლოდ ვირუსის გამოძახილი არ იყო _ აქტიური მოძრაობა, რატომღაც სრულ უმოქმედობაში გადავიდა ცალკეული მიმართულებების მხრივ.

გასულ წელს, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის მიერ, ოზურგეთში ორი პარკისა და ერთი სკვერის (სამკუთხა პარკი თეატრთან, 9 აპრილის ბაღი პოლიციასთან და კულტურის და დასვენების პარკი, რომელიც მოცულობით ორ ჰექტარ ფართობზეა განთავსებული) რეაბილიტაცია დაანონსდა.

ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ზემოთ აღნიშნული სამივე პარკის რეაბილიტაციისთვის, საუბარი იყო სამი მილიონი ლარის გამოყოფაზე. თუმცა, მოგვიანებით, იმავე ფონდის მიერ, გაიყო ეს პროექტი და მხოლოდ სამკუთხა პარკის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

რაც შეეხება ახალგაზრდობისთვის ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო _ ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკს, აქ უნდა გაკეთებულიყო ატრაქციონები, ამფითეატრი, ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის განსაზღვრული კორპუსი თავიდან უნდა აშენებულიყო.

რა ხდება დღეისთვის? როგორც ოზურგეთელი ახალგაზრდები ამბობენ, მათ იმედი გაუცრუვდათ და, ჯერჯერობით, პასუხის სრულყოფილად გამცემი არავინაა.

კულტურის და დასვენების პარკი დღეისთვის სრულად რეაბილიტაციას საჭიროებს, პირველ რიგში, ეს ეხება განათების ქსელს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სტანდარტულ განათებასთან _ პარკის უმეტესი ნაწილი მუდამ ჩაბნელებულია.

ამფითეატრი პარკში

რაც შეეხება მანქანებს, ატრაქციონებს, ცნობილ მატარებელს _ ყველაფერი მწყობრიდაანაა გამოსული. კერძოდ, ყველამ იცის, რომ ატრაქციონები, ისიც მეორადი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლისას დამონტაჟდა და მერე არ შეცვლილა. დიდი ხანია, შესაკეთებლადაა მატარებელი, ლიანდაგი ჟანგისფერია. ატრაქციონთა ნაწილი რეაბილიტაციას საერთოდ არ ექვემდებარება და ცალკე საკითხია, რომ ის ახლებით უნდა ჩანაცვლდეს.

აქ მხოლოდ მატარებლების ლიანდაგები დარჩა

რაც შეეხება ავტოდრომს, უნდა შეეძინათ ახალი მანქანები _ თითოეულის ღირებულება 250 ევროთი იყო განსაზღვრული.

როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსებული პროექტი, რომლის მიხედვით სამი პარკის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, ფაქტობრივად, გახლიჩა და დღეისთვის მხოლოდ სამკუთხა პარკის გაკეთება დაისახა მიზნად. ტენდერი უკვე ჩატარდა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის გვერდით მდებარე ამ პარკის სარეაბილიტაციო პროცესიც დაწყებულია. თავის მხრივ, ეს მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ გაცილებით ცუდი და საგანგაშოა კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაციის შეჩერება.

ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ 2020 წლის დასაწყისში, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორმა, გიგი მახარაძემ.

"გურია ნიუსთან" საუბრისას გიგი მახარაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მხოლოდ სამკუთხა პარკის რეაბილიტაციის შესახებ მისცეს დაზუსტებული პასუხი:

_ ჩვენ გვითხრეს, რომ დანარჩენ ორ პარკში, მათ შორის, კულტურისა და დასვენების პარკში, რეაბილიტაცია ჯერ არ იწყება და უფრო მეტიც _ ბიუჯეტში ჯერ თანხა არ არის არც გათვალისწინებული და არც მოძიებული. თუ რატომ შეჩერდა ამ პროექტის სრულად გახორციელება, მიზეზი, არსებული სიტუაციაც უნდა იყოს _ პანდემიას ვგულისხმობ. დაზუსტებით არ ვიცი, _ გვითხრა მახარაძემ.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო გამკაცრებული რეგულაციების გარემოს შექმნისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც ვიცით, არსად შეჩერებულა. პირიქით, უდიდესი ინტერესი ღვივდება ყოველდღე მწვანე სივრცეების მიმართ. მათ შექმნასა და განვითარებაზე იწერება და დგება მრავალი პროექტი.

როგორც ოზურგეთის მერიაში ამბობენ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა პროექტის გაყოფა. როგორც მერიაში გვითხრეს, ფაქტობრივად, მათ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არც უკითხავთ, ისე გადაწყვიტეს, გაეყოთ პროექტი, მიზეზად კი პანდემიის პრობლემა დასახელდა.

როგორც გავარკვიეთ, პროექტი, რომლითაც თეატრის გვერდით მდებარე სამკუთხა პარკი უნდა რეაბილიტირდეს, მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს მოიცავს. კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაციის საკითხი კი კვლავ პრობლემად რჩება, რაც უკვე დროს ვეღარ უძლებს და სასწრაფოდ მოსაგვარებელია.

საკითხის ირგვლივ ვესაუბრეთ ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის" დირექტორს თამარ ნადირიძეს. სამწუხაროდ და ჩვენდა გასაკვირად, მან მოკლე გაგვცა:

_ ამ პროექტის შესახებ, დეპუტატის ბიუროში იკითხეთ, _ გვითხრა ნადირიძემ.

ნადირიძის ამგვარი პასუხის გამო გაკვირვების მიზეზი ისაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოში ყოფნისას, როგორც დეპუტატი, ყოველ საკითხზე ოპოზიციურ აზრებს აფიქსირებდა და არაერთხელ, პროტესტის ნიშნად, ხმაურით დაუტოვებია სხდომა. ჩვენ კი, ჟურნალისტები, ვერ ავუდიოდით მისი კომენტარების, საპროტესტო აზრების მოსმენას და ჩაწერას?! გვიკვირს, რომ ნადირიძე ახლა თითქმის მდუმარედაა და თავად არ სვამს საკითხს ახალგაზრდობის თავშეყრის ამ უპირველესი კერის მწყობრში ჩასაყენებლად!

ზაფხულის განმავლობაში, როცა პანდემიის მიუხედავად, მთელი მსოფლიო მწვანე სივრცეს ეტანებოდა, იმართებოდა ღონისძიებები, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნულ ა(აიპ)-ს, სადაც რამდენიმე ანსამბლი ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან, გაემართა საზაფხულო კონცერტები? საინტერესოა, რაში იღებენ ადამიანები ხელფასებს და რატომ გაჩნდა ახალი ტერმინი _ "ახალგაზრდა პენსიონერები"?

"გურია ნიუსთან" საუბრისას, ბევრი რესპონდენტი, ვინც წუხს პარკის დღევანდელი მდგომარეობის გამო, აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე მყოფმა ყველა პირმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს საკითხის მოსაგვარებლად.

რა მდგომარეობაა დღეს ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში და ასრულებს თუ არა ის თავის ფუნქციას, ნაწილობრივ მაინც?

პარკის ტერიტორია ორ ჰექტარ ფართობს მოიცავს და ამ დროისთვის აქ ყველაზე ცოცხალი თავშეყრის ადგილი ერთია _ "ტენისის მაგიდის" ირგვლივ, სადაც გვიან ღამემდე ერთობიან ახალგაზრდები. უახლოეს წარსულში, ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის მიერ, აქ ეწყობოდა კინოჩვენებები, შემდეგ კი იმართებოდა დისკუსიები ამა თუ იმ კინოფილმის შესახებ. ასევე, ეწყობოდა "ზაფხულის საღამოები" აღნიშნული სამსახურის მიერ, თუმცა, ახლა ეს ყველაფერი შეჩერებულია.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია და ყველა უნდა ჩაერთოს ამ საქმეში _ დაწყებული მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, რათა პარკი არ დაემსგავსოს 90-იანი წლების შავ-თეთრ სამყაროს:

_ რაზეა საუბარი, როცა მატარებელი ექვსი თვეა, შესაკეთებლადაა წაღებული და რა უქნეს, არავინ იცის? ვის რად უნდა ეს უმოქმედო და უფუნქციო რელსები, რომელიც ყოველდღე იჟანგება? მართალია, აქ გაკეთდა წიგნების თარო, არის მწვანე საფარი, მაღალი სეგმენტის ნარგავები, მაგრამ ეს კმარა? აქ უნდა გაკეთდეს თანამედროვე ახალგაზრდული თავშეყრის ადგილი, სადაც სამკითხველოები, ტრენაჟორები, სპორტული ბაქნები, ატრაქციონები იქნება განთავსებული. ეს ჩვენი მოთხოვნაა! ყველაფერი კორონას ბრალი არაა და ნურც დავაბრალებთ, _ გვეუბნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ამჯერად ვინაობას არ ასახელებენ და აპირებენ, უახლოეს მომავალში, ერთად დაგეგმონ შეხვედრა აღნიშნული პრობლემის ირგვლივ, სადაც პერსონალურად ისაუბრებენ კონკრეტულ მწვავე პრობლემებზე და იმედოვნებენ, რომ დააჩქარებენ პარკის რეაბილიტაციის საქმეს.

"გურია ნიუსი" გააგრძელებს ამ მწვავე საკითხის გაშუქებას მანამ, ვიდრე ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია არ მოხდება.




 ახალი ამბები
  • ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროსაშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა. „ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად“, - განაცხადა ადამ ... ...
  • ავტომობილი, რომელსაც 19 წლის გოგო მართავდა, ამოტრიალდა _ არის მსხვერპლიერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად.  როგორც "ინფო რუსთავი" წერს, "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელსაც 19 წლის გოგო მართავდა, მძღოლმა,სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • "დედა-შვილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში არიან"ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოჯახის ნათესავი ესაუბრა: "გოგონას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ვლოცულობთ, რომ გადარჩეს. რაც შეეხება დედას, ის აპარატზეა შეერთებული. უბედურება მოხდა და ფაქტობრივად, ოჯახი განადგურდა”. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ დიმში 25 ოქტომბერს მოხდა _ ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ ... ...
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...