ყველაზე ღატაკი ოჯახის გასაჭირი _ "არ ვიცი, რა ვაჭამო ბავშვებს"

gurianews.com

მთავარი თემა

ყველაზე ღატაკი ოჯახის გასაჭირი _ "არ ვიცი, რა ვაჭამო ბავშვებს"

2018 თებ 6 15:56:31

მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში ხელფასების მატებაზე მსჯელობენ, ამ ქვეყანაში ადამიანებს შიათ _ არ აქვთ სამსახური,  შემოსავალი და არც იმის იმედი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.

ასეთი ოჯახები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მრავლად მოიძებნება, თუმცა, ძნელია ნახო ჭიხვარიების ოჯახის მსგავსი, სადაც სიღატაკე ჭიშკრიდანვე თვალში საცემია.

ჭიხვარიები სოფელ ერკეთში, შემაღლებულ ადგილზე ცხოვრობენ _ მათთან მისასვლელად ორხიდიანი ავტომობილია საჭირო. ავარიული გზის გავლის შემდეგ, სახელდახელოდ შეჭედილ ჭიშკარს დაინახავთ, ეზოში შესულებს კი პატარა ქოხი დაგვხდებათ, რომელიც, სადაცაა, დაინგრევა.

ე. წ. „სახლში“ სულ ორი ოთახია, რომელიც გარედან, მუნიციპალიტეტის მერიიდან ცოტა ხნის წინ მიღებული თუნუქით სახელდახელოდ არის შეფუთული:

_ ჭერიდან წყალი კი ჩამოგვდის, მაგრამ ვამჯობინე, კედლები შემეფუთა, რადგან ბავშვები არ გამცივებოდა, _ გვეუბნება ნანული ჭიხვარია, რომელსაც საკუთარ გაჭირვებაზე საუბარი ცრემლების გარეშე უჭირს.

ორ ოთახში 7 სული ცხოვრობს _ ქალბატონი ნანული, მისი 22 წლის შვილი, რძალი და 4 შვილიშვილი.

სულ სამი საწოლი უდგათ _ ერთი პირდაპირ ცემენტის იატაკზე, ორი კი მეორე ოთახში, რომელშიც, იატაკზე სადაცაა, ძველი ფიცრები ჩავარდება.
ჭიხვარიების ოჯახში არც მაგიდაა და არც სკამები. ერთადერთი კარადა მეზობელმა აჩუქა, ახლობლისგან ნათხოვარი მაცივარი ცარიელია, ძველი ტელევიზორი კი კარგა ხანია არ მუშაობს.

ამ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 3 თვეა, არ მიუღიათ:

_ დეკემბერში შვილიშვილი შემეძინა და ამის საფუძველზე შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება. ახლა აღდგენილია და თებერვლის ბოლოს უნდა დაგვერიცხოს. ვერ გეტყვით, ეს თვეები როგორ გადავაგორეთ. მეზობელი არ დამრჩა, პურის ფქვილისთვის რომ არ მივსულიყავი. დღეს ერთმა მეზობელმა კონსერვი მომიტანა და სკოლიდან მოსულ ბავშვებს იმას ვაჭმევ, თუმცა, ხვალ რა იქნება, არ ვიცი, _ გვითხრა ნანული ჭიხვარიამ.

მისივე თქმით, ამ დრომდე ელოდებიან მუნიციპალიტეტის მერიიდან ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამებიდან მისაღებ თანხებს:

_ მეოთხე შვილიშვილი რომ შემეძინა, მითხრეს, რომ ჩემი რძალი ერთჯერადად 200 ლარს მიიღებდა და ყოველ თვე 100 ლარს, როგორც მრავალშვილიანი დედა. თუმცა, მესამე თვე დაიწყო და ერთი თეთრიც არ მიგვიღია. ცოტა ხნის წინ, წამლები გამოუწერეს ბავშვს და ვერ ვუყიდეთ _ 38 ლარი არ გვქონდა და ვერ ვიშოვეთ.  ტყეში ვცხოვრობთ, აქედან ჩოხატაურშიც ვერ ჩახვალ. სამსახური არ არის, პენსიამდე ბევრი მიკლია. მეც მრცხვენია _ 51 წლის ქალი ვარ და ყოველდღე სხვასთან ხომ არ მივალ სამათხოვროდ?! თუ რამე საქმე გამოჩნდა, მეზობელს დასჭირდა დახმარება, მივდივარ.

ასეა ჩემი შვილიც, რომელსაც თურქეთში უნდოდა წასვლა სამუშაოდ, მაგრამ გვითხრეს, თუ წავა, დამხარება შეგიჩერდებათო. ისეთს რას მისცემენ უცხო ქვეყანაში, რომ ოჯახი არჩინოს? ეს დახმარება ცოტა შეღავათს მაინც გვიკეთებს, თუმცა, ამ სამმა თვემ მიწასთან გაგვასწორა. ახლაც, თქვენ რომ გესაუბრებით, მრცხვენია _ სკამსაც ვერ გთავაზობთ დასაჯდომად. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიჩივლე, ვინმეს ვსაყვედურობ. თქვენ თვითონ მომძებნეთ _ სულ არ ვიცოდი, რომ მოდიოდით და ხედავთ, რა დღეში ვართ. უბრალოდ, გამოსავალს ვერ ვხედავთ აქედან, _ ამბობს ნანული ჭიხვარია, რომლის ოჯახი, ოფიციალური მონაცემებით, ჩოხატაურში ყველაზე ღატაკია _ მათი სარეიტინგო ქულა 1 000-ს შეადგენს.

როგორც გავარკვიეთ, გაზი დავალიანების გამო ჩაჭრილი აქვთ:

_ აქ გაზი რომ ამოვიდა, განვადებით შემოვიყვანეთ. სამი თვე ვიხდიდით, მერე ვერ შევძელით და დავალიანების გამო ჩაგვიჭრეს. 400 ლარამდეა დავალიანება და მაგის გადახდის საშუალება კი არა, პურის ფული არ გვაქვს. 4 შვილიშვილს გეფიცებით, არ ვიცი, ხვალ რა უნდა ვაჭამო ბავშვებს. ჩემზე არაფერს ვამბობ, ბავშვები მყავს მშიერი! 2 თვის ბავშვი ძუძუთი კვებაზეა და რძალმა თუ არ ჭამა საჭმელი, ბავშვს რას აჭმევს?! _ საუბრის დროს ცრემლებს ვერ იკავებს ნანული ჭიხვარია.

მისივე თქმით, მის მცირე ეზოში მოსავლის მოყვანაც არ ხერხდება:

_ ამ ტერიტორიაზე სულ წითელი მიწაა და პრაქტიკულად. არაფერი მოდის. 5 წელია, თხილის ნერგებიც კი ვერ გავახარეთ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ყველაზე ღატაკი ოჯახის დიასახლისი.

ჩვენი იქ ყოფნის დროს, სკოლიდან უფროსი შვილიშვილი დაბრუნდა. როგორც გავარკვიეთ, პატარა ბიჭი სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ოცნებობს, რომ სამეცადინო კუთხე და კარგი სასკოლო ნივთები ჰქონდეს:

_ ბავშვებმაც იციან, რომ არაფერი გვაქვს და არც გვთხოვენ. ახალ წელს მთხოვა ერთი პატარა შუშხუნა მეყიდა. ავუხსენი, რატომაც ვერ ვყიდულობდი და არაფერი უთქვამს. მეორე დღეს მითხრა, _ ბებო, არ ინერვიულო, მთავარია ჩემს და-ძმებს საჭმელი ჰქონდეთო. მართალია, პირველ კლასშია, მაგრამ სხვანაირი ბავშვია _ უთქმელად ცდილობს ჩვენი გაჭირვება გაიგოს, _ ამბობს ნანული ჭიხვარია.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ ისარგებლეს ჭიხვარიებმა ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებით და რატომ არ დაერიცხათ მათ კუთვნილი ანაზღაურება, მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ჭიხვარიებმა გამგეობას 12 დეკემბერს მიმართეს:

_ წელი სრულდებოდა და მაშინ ვერ მოვახერხებდით გაცემას. წელს, სოციალური გაცემის წესი შეიცვალა. საკრებულომ კი დაამტკიცა, თუმცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და შესაბამისად ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში _ ამის გამო დაგვიანდა დახმარების გაცემა. რამდენიმე დღეში ერთჯერად 200 ლართან ერთად მიიღებენ მრავალშვილიანობის 100 ლარს. იანვრის თანხაც ჩაერიცხებათ და არაფერი დაეკარგებათ, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ჭიხვარიების მიერ მერიაში შეტანილი ყველა განცხადება სხვა წლებშიც დაკმაყოფილებულია და მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ მაქსიმალურ დახმარებას უწევს.

 


ნახვა: 1333


 ახალი ამბები
  • მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია _ შსს-ს კომენტარიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ ... ...
  • "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ "ევროპულ საქართველოს", რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა. ფრაქციის სახელწოდება ასეთია: "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" და მისი თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს წევრი" ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ "ნაციონალი" მამუკა ბარამიძე. ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმაც" მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია ... ...
  • „ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით  ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ,,როდესაც საქართველოს  მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ  შენგენის  ზონასთან  და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად  იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე  პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს  ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა  ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს. ,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა  არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა  ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული  ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ. ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა  შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.  ეს სამუშაო  უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ატყობენ, რომ  წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _  განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი ... ...
  • ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა აღმოაჩინესგორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. „გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ  პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა. ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის ... ...
  • როდის დაიწყება ოზურგეთში სასტუმრო “გურია პალასის“ მშენებლობაქალაქ ოზურგეთში ყოფილი სასტუმრო “გურიას“ მშენებლობა იწყება. როგორც  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ,  კომპანია „გურია პალასმა“  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში შემოიტანა საპროექტო დოკუმენტაცია.  ამ ეტაპზე კი  პროექტის განხილვა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციაში არ იქნება არქიტექტურული და ტექნიკური ხარვეზები, მუნიციპალიტეტის მერია გასცემს მშენებლობის ნებართვას და აღნიშნული კომპანია გააგრძელებს სასტუმრო „გურიას“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, _აღნიშნავენ მერიაში. როგორც პროექტშია აღნიშნული _  სასტუმრო „გურია პალასი“ –თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას, რასაც  დაემატება სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები. პროექტის მიხედვით, ახალ  სასტუმროში  47 ნომერი იქნება, აქედან 3 ლუქსი, რომელსაც მეორე სართულზე ექნება  კვების ბლოკი სამზარეულოთი და დამხმარე სათავსოებით. მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, განთავსდება საკონფერენციო დარბაზი.   სასტუმრო სულ  2 204 კვ.მ.-ს იკავებს. ასევე, პროექტის მიხედვით, შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი  პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოვხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში.  ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გ. ეპისკოპოსის და ი.პეტრიწის ქუჩების  გადაკვეთაზე  მდებარე შპს "სასტუმრო გურია" ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ  2015 წლის 19 აგვისტოს იყიდა. შპს "სასტუმრო გურიას" ბედი დღემდე   გაურკვეველი იყო. ამ ხნის მანძილზე საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო, თუ რატომ არ იწყებოდა მრავალჯერ გაპიარებული სასტუმრო „გურიას“ მშენებლობა. ორ  წელზე მეტი გავიდა და სასტუმროს რეაბილიტაცია, ხელშეკრულებაში გაწერილი ვადების შესაბამისად, არ გახორციელებულა. რის გამოც, კომპანიას ყოველდღიური ჯარიმებიც დაეკისრა, შემდეგ კი მას შეუწყდა ხელშეკრულებაც და ქონება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. “გურია ნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ წერდა. ამ ორი წლის განმავლობაში, სასტუმროს მფლობელ ზურაბ ჩხაიძესა და ქალაქ ოზურგეთის ყოფილ მერს შორის უთანხმოებაც იყო.  გაიმართა არაერთი სასამართლო პროცესიც, რომელიც ზურაბ ჩხაიძის სასარგებლოდ დასრულდა. ახალი სასტუმროს მშენებლობა ოზურგეთში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, _ ამბობენ ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...