"ყველაზე მეტად ცოცხი და ზეთი გაძვირდა" _ ფასების ზრდის თავისებურება ოზურგეთში

მთავარი თემა

"ყველაზე მეტად ცოცხი და ზეთი გაძვირდა" _ ფასების ზრდის თავისებურება ოზურგეთში

1 ოქტ. 2020, 14:47:54

პანდემიის პერიოდს რომ ფასების ზრდა მოჰყვებოდა და მოჰყვა, ეს უჩვეულო ამბად არავის მიაჩნია. თუმცა, მოქალაქეთა უკმაყოფილება გარკვეულ მოსაზრებას შეიცავს, თუ როგორ და რატომ ხდება ფასების მატება, რაც ასე ულმობლად ურტყამს მათ ბიუჯეტს.

_ ფასები რომ არ "გაიქცეს" თავის ჭკუაზე, მთავრობა, აღმასრულებელია თუ საკანონმდებლო, იმთავითვე უნდა იდგეს პრობლემის მოსაგვარებლად. რას ნიშნავს ის, რომ ერთ დღეს, დილიდან რომ ჰქონდათ შაქარი, მოულოდნელად, შუადღისას არსად იყო, დიდ მარკეტებში განსაკუთრებით. უცებ როგორ გაქრა ყველგან?! ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის გაზრდას ელოდებიან და მომდევნო დილით რომ აწეული ფასი დაგვხვდება, იტყვიან, რომ ფასმომატებული შემოიტანეს. რომ შემოიაროთ ახლა მაღაზიები, ყველას ექნება დასაწყობებული, მაგრამ ჩხრეკას ხომ ვერ ჩაატარებ? ელოდებიან მომდევნო დღეს, რომ ერთად გააძვირონ. დღეს თუ აქა-იქ, პატარა მაღაზიებში, ზოგ სასურსათო წერტილში იყიდით 1,70 ლარად ერთ კილოგრამ შაქარს, დიდ მაღაზიებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? _ გვეუბნებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შაქრის გაძვირების გამო.

23 სექტემბრისთვის ოზურგეთში ერთი კილოგრამი შაქარი 1,80 ლარი ღირდა, თუმცა, ყველა მაღაზიაში არ იყო და ხალხი ვარაუდობს, რომ ფასს კიდევ უფრო გაზრდიან:

_ სასურსათო პროდუქტებს შორის ყველაზე ძალიან ზეთი გაძვირდა, საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის კი _ ცოცხი. გასაკვირია, რატომ გაძვირდა ესენი ყველაზე ძალიან? ცოცხი 8 ან ცხრა ლარი ღირს. ერთი ბოთლი ზეთის ფასი კი იწყება 4,20 ლარიდან, როცა ერთ ლიტრს სამ ლარადაც იყიდდი. ახლა სულერთია, რა ხარისხის და დასახელებისაც უნდა იყოს, ერთი ბოთლის ფასი 4 ლარზე მეტია, საშუალოდ კი, 4,50 ლარიდან იწყება. არ გვითხრათ ახლა, ეს ბიზნესიაო. იმდენს კი ვხვდებით, რომ მთავრობაა ვალდებული, წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და არ გაგვიძვირონ არაფერი, პროდუქტები განსაკუთრებით, _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მოქალაქეები: ნინია ოგანოვა, ხათუნა ლომჯარია, მანანა ტყეშელაშვილი, მანანა მახარაძე და სხვები. ისინი წუხან, რომ დილიდან ბაზარში წამოვიდნენ და სირბილში ეხარჯებათ დრო, უფრო "იაფიან მაღაზიის" მისაგნებად, თუმცა, როგორც თქვეს, საბითუმოებშიც მაღალი ფასებია.

თავის მხრივ, დიდ მარკეტებში ამბობენ, რომ არ შეეფერება სიმართლეს ის მოსაზრება, თითქოს ვინმე საწყობში მალავს შაქარს ან სხვა პროდუქტს.

ოზურგეთის ბაზარში არსებულ მაღაზიებში მოვაჭრე გამყიდველთა უმეტესობა ამბობს, რომ მხოლოდ შაქარი და ზეთი გაძვირდა. ამბობენ იმასაც, რომ შაქრის ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს _ ბევრი ამას საშემოდგომო მოვლენად თვლის და ამბობს, რომ, როცა ღვინის დაყენების სეზონი იწყება, შაქრის ფასი ყოველ წელს მატულობს.

_ მარტო შაქარი კი არა, ყველაფერი გაძვირდა. ახლახან რომ ჩავედით ბათუმში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქცია ავიღე, ვიანგარიშე და 18%-ია მომატებული. ღმერთმა იცის, გაძვირებული შემოიტანეს თუ იქვე გააძვირეს სასწრაფოდ. რაკი ვირუსი გააქტიურდა, გააქტიურდნენ ადვილად ფულის შოვნის მსურველებიც. ეს რომ ასე ხდება ასეთ დროს, მთავრობამ ჩვენზე კარგად იცის. ამიტომ იქაც საჭიროა ე. წ. რეგულაციები, _ გვეუბნებიან ბაზარში მოქმედი მაღაზიების გამყიდველები.

რაც შეეხება პურსა და პურის ფქვილს, ჯერჯერობით, არ გაზრდილა გამომცხვარი პურის ფასი. პურის ფქვილის ღირებულება კი, გაიზარდა. ერთი 25 კილოგრამიანი ტომარა 32-33 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კი 29 ლარად შეიძლებოდა შეძენა.

ჩვენ არაერთხელ ვცადეთ წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერთან დაკავშირება, თუმცა, მარინა ჩხაიძემ გვითხრა, რომ შეხვედრებზე იმყოფება და სხვა დროს გვიპასუხებდა. ამასობაში კი პურის ფქვილის ფასის კვლავ მატებაზე საუბრობენ.

მოქალაქეებს ყველაზე მეტად სურსათზე ფასების ზრდა აწუხებთ _ კვლავინდებურად ძვირია ხორცი (ერთი კილოგრამი 17 ლარი ღირს), ერთი კილოგრამი ყველის ფასი 9-10 ლარია, ხოლო ერთი ლიტრი რძე 2,50 ლარი ღირს. თუ მოასწრებ და დილით ადრე სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს დახვდებით, შესაძლებელია, ერთი ლარით უფრო იაფად შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. თუმცა იქაც გაწევ-გამოწევაა, რადგან მყიდველ-გადამყიდველებს ცალკე აქვთ ერთმანეთში დავა, "ოპტავოი" ხალხი ვართ და ხელს ნუ გვიშლითო.

ცოცხალი ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთა თქმით, ცოტათი გაიაფდა გოჭის ღირებულება.

_ თუ მაგას გაიაფება ჰქვია, დღეისთვის ცოცხალი წონით, გოჭის ფასი ერთ კილოგრამი ათი ლარია. წინა კვირაში კი 12 ლარი იყო. ახალი ქათამი 15 ლარი ღირს, დედალი 20-25 ლარი. შედარებით იაფია იხვი _ ზრდასრულის ყიდვა 12-14 ლარადაა შესაძლებელი, _ გვითხრეს ბაზრის ტერიტორიაზე საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში, სადაც შინაური ფრინველითა და ცხოველით მოვაჭრეები არიან განთავსებული.

_ ყველა პენსიონერი და ასაკოვანი ხალხი  ვართ. სულ არ გვინდა, აქ ვიდგეთ და ამ სუნსა და ყვირილში ვატარებდეთ სიბერის დღეებს, მაგრამ შეგვიქმნა ვინმემ უკეთესი პირობები? დღევანდელი პენსიით თავის რჩენა ვის შეუძლია? შვილიშვილს თვეში ორჯერ შოკოლადი არ უნდა ვუყიდოთ? ასაკოვან ადამიანს ეს თანხა წამლებში სჭირდება, _ ხელისუფლების მიმართ საყვედურს გამოთქვამენ აქ მომუშავე ქალბატონები.

რაც შეეხება ლარის და დოლარის კურსს, 26 სექტემბრისთვის, ოზურგეთში, ერთი დოლარის ყიდვა 3,60 ლარი ხოლო გაყიდვა 3, 66 ლარი იყო:

_ დიახ, ძალიან გაუფასურდა ლარი. ვერ ხედავთ? ჩვენ კი არ ვშვებით ამას, ასეთია მოცემულობა. ბანკებში შედით, უფრო ძვირს დაგიფასებენ. ჩვენ ცოტა ნაკლებში ვყიდით. "ზემოთ" ჰკითხეთ, ჩვენ ნუ გვეკითხებით, _ ბაზარში მომუშავეთა მსგავსად, მთავრობისკენ მიგვითითეს ოზურგეთის "სავალუტო ბირჟაზე" დასაქმებულებმა.

ქვეყანაში საკვები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს:

"ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, განსაკუთრებით, ღარიბი მოქალაქეების ჯიბეზე. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი და მგონია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლოსთან ერთად, ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ამ პანდემიის დროს, გაჭირვებული პერიოდში მოითბონ ხელი თვითონ და სხვა მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე", _ განაცხადა სოფო კილაძემ.

ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ _ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რომლებმაც 14.7%-ით მოიმატა. გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.




 ახალი ამბები
  • პლაკატების ტყედ ქცეული ლანჩხუთის პარკილანჩხუთის ცენტრალური პარკი ის ადგილია, სადაც საარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის პლაკატების გამოფენა და შემდეგ მათი განადგურება მიმდინარეობს. მოკლედ, ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში, პარკი პლაკატების ტყეს ემსგავსება, სადაც ერთ ხესაც ვერ მოიძევთ, რომელიმე პარტიის ლიდერისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამოსახულებიანი პლაკატი რომ არ ამშვენებდეს. უნდა ითქვას, რომ ყოველ დილით, ფაქტობრივად, პლაკატების განახლებული გამოფენაა წარმოდგენილი, რადგან პლაკატებთან ბრძოლის ტრადიცია კვლავაც მძლავრობს და სხვადსხვა მეთოდით მიმდინარეობს ბრძოლა სარეკლამო ქაღალდის ნაგლეჯთან. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამა თუ იმ პარტიის დავალებას ასრულებენ და პლაკატებს ხევენ.   ... ...
  • "ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი" _ ჭიჭინაძეხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს თვითონ იბარებენ  მუქარებით  ადამიანებს, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „პირადად ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ,  თუ მისი შვილი არ დატოვებდა  ჩემს საარჩევნო ოლქს.  სწორედ  ეს არის ის ძალადობა, რომელსაც  ყოველდღიურად ახორციელებს „ოცნების“ ხელისუფლება! „ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს, კორონავირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს. რა დააშავეს თუნდაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებმა,  რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, „ოცნების“ ცესკო კი ამ უფლებას ართმევს?!  ე.წ. თავისიანებს კი, ვისაც ასევე უდასტურდებათ ვირუსი,  პირდაპირ ვაცხადებ, მალავენ! თანაც ისე, რომ მათ კონტაქტებსაც კი არ ახმოვანებენ! მოკლედ, პარტიული ნიშნით და უსამართლოდ ხდება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის, _ აცხადებს დავით ... ...
  • "ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არაა" _ თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ავრცელებსთავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის - „მთავარი არხის“ მხრიდან გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმაში ბრალდებული პირი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ეს ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ... ...
  • პატარა გიორგი ბერიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება ეს პატარა, ლამაზი ბიჭი გიორგი ბერიშვილია. გიორგის ერთი წლის წინ თავზე სიმსივნური წანაზარდი დაუფიქსირდა. პატარა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ცხოვრობს. როგორც გიორგის დედა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ექიმების თქმით, მკურნალობის ბოლო ეტაპზე არიან. "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვმკურნალობთ. როგორც ექიმებმა გვითხრეს, სავარაუდოდ, მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვართ", _ გვითხრა გიორგის დედამ მარიამ ვაჩეიშვილმა.   მთელი წლის განმავლობაში მკურნალობის შედეგად ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა და ახლა კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილნი. შესაგროვებელი თანხა კი ბევრი არ არის. იმისთვის, რომ გიორგიმ მკურნალობის ეს ეტაპიც გაიაროს, მხოლოდ 1500 ლარია საჭირო. მოგმართავთ თხოვნით, გამოვიჩინოთ გულისხმიერება _ გიორგის ჯანმრთელობისთვის ყოველი ლარი მნიშვნელოვანია. გიორგის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიში. GE25BG0000000162579635 _ Მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი; GE15TB7679445061100108 _ მიმღები ემზარი ბარამიძე. ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: (598) 417413 _ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "შემდგომ წლებში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილები, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება...გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც "გურია ნიუსმა" თქვენთვის ექსკლუზიურად ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. _ ბატონო არჩილ, სამწუხაროდ, გურიამ, კოვიდ-19-თან დაკავშირებით, "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა; როგორ აპირებს სახელმწიფო შეუმსუბუქოს მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული მძიმე ყოფა? _ ჩვენ გვაქვს გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის გეგმა და სრული კონსოლიდაცია, რომ ყველა რესურსი შედეგიანად გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. ჯანდაცვის სისტემა 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში რამდენიმე ათას შემთხვევაზე ახდენს რეაგირებას; ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების მუშაობა ამ რთულ დღეებში სამაგალითოა. სოციალური დახმარების ღონისძიებები, პირველ რიგში, მივმართეთ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი: 72000-ზე მეტ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა, სახელმწიფო 1200 ლარით დაეხმარა. 52000-ზე მეტ თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა; 195000 სოციალურად დაუცველ ოჯახს დამატებით 600-ლარიანი დახმარება გადავეცით; ასევე, 600 ლარით დავეხმარეთ 22600 მრავალშვილიან ოჯახს და 40400 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. მიზნობრივად, 200-ლარიანი დახმარება გადავეცით საქართველოში ყველა ბავშვს, ვისმა ოჯახმაც განაცხადი გააკეთა. მიზნობრივი მხარდამჭერი ღონისძიებები პოსტ-კრიზისულ პერიოდშიც გაგრძელდება. კოვიდ19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. _ "მწვანე ზონის" სტატუსი  აღარ აქვს, მაგრამ გურია ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური ზონაა; თქვენი აზრით, როგორია დღეს პოლიტიკური  ვითარება გურიაში?  _ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საზოგადოებას წარუდგინა საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩატარდა ბევრი შეხვედრა სოფლებსა და ქალაქებში. ოპოზიციური პარტიებიც ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს და ხვდებიან თავის მხარდამჭერებს. ადგილზე არიან ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო დამკვირვებლებიც. გურიაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს. _ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ჯგუფებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ, ამომრჩეველს მაღალკონკურენტული, პროფესიონალი, ჯანსაღი პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატები წარუდგინეს? _ პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში ვასილ ჩიგოგიძეა. ვასილ ჩიგოგიძემ იცის გურიის საჭიროებები, საქმიანი ადამიანია, არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული, უყვარს თავისი მხარე და პარლამენტიდან კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს ხალხისთვის. ვფიქრობ, გურიაში ოპოზიციის კანდიდატებს ვასილ ჩიგოგიძე დამაჯერებლად მოუგებს და გაიმარჯვებს. წინასაარჩევნო პერიოდში, გურიაში არაერთი კვირა გავატარე და ოპოზიციური კანდიდატების ერთ ნაწილს პასიური კამპანია აქვს, მეორე ნაწილი კი დეზინფორმაციით არის დაკავებული, თითქოს "ქართული ოცნება" ფარულად მათაც უჭერს მხარს - ეს აბსურდია. "ქართული ოცნების" კანდიდატი გურიაში არის ვასილ ჩიგოგიძე და მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. _ პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესმენები პარლამენტში, ძალიან ხშირად პრობლემას ქმნიან საკუთარი ბიზნესინტერესებიდან, ბიზნესამბიციებიდან გამომდინარე; ასევე, პოლიტიკური "წესრიგის" და კანონების არცოდნის ან მიუღებლობის გამო.... საჭიროა თუ არა, პოლიტიკურმა პარტიამ გააანალიზოს ეს გამოცდილება? თუ საარჩევნო პროცესებში უპირატესობის მისაღწევად, აუცილებელია დავეთანხმოთ გავრცელებულ "თეორიას" _ "არჩევნებს იგებს ფული!" _ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს მოქალაქეთა პოლიტიკურ საქმიანობას. იქნება ფერმერი, ბიზნესმენი თუ ექიმი - ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები. პარლამენტის წევრის ბიზნეს საქმიანობას კანონი მკაფიოდ არეგულირებს და ამას აკონტროლებს როგორც საჯარო სამსახურის ბიურო, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. არჩევნებს პირველ რიგში, იგებს ხალხის ნდობა, გაკეთებული საქმეები, პოზიტიური დღის წესრიგი და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია. _ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მცირე პარტიები, რომლებიც მრავლად არიან პარტიულ ბიულეტენში წარმოდგენილნი, საუბრობენ გარიგებაზე  _ რომ მმართველი პარტია და მსხვილი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე პოზიციების შესანარჩუნებლად ერთმანეთს "ამაგრებს"; დაპირისპირება ფორმალური,- "საგარეოა" და "საშინაოდ" ერთმანეთთან კავშირი სიამტკბილურია....  თუკი პოლიტიკურ  ოპონენტს "დამნაშავეს" უწოდებთ, რატომ არ  სამართლდება? ხომ არ მიანიშნებს ეს ხელისუფლების უღონობაზე? _ ეს არ არის სწორი შეფასება. სიმართლე ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაატარა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დასრულდა და კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით და არსებითად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც პირდაპირ არის პასუხი თქვენს კითხვაზე - არანაირი გარიგება არ სჭირდებათ პარტიებს ერთმანეთთან, ვინაიდან პირობები კონკურენტულია და ყველას, ვისაც აქვს ხალხის რეალური მხარდაჭერა, დამოუკიდებლად შეუძლია ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. რიტორიკულია კითხვაც, თუ დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებდა ნაციონალური მოძრაობა "რატომ არ სამართლდება?" რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების 80-მდე მაღალჩინოსანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სასჯელს იხდის ან მოიხადა, მათი ნაწილი კი მიმალვაშია საზღვარგარეთ და ნახეთ, რომ 2019 და 2020 წელსაც რამდენიმე მათგანის ექსტრადირება მოხდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ოპოზიციური ძალა და წარსულში მძიმე დანაშაულებში მხილებული მისი ლიდერები, პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს და მათი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს. "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებასთან ერთად ეს დესტრუქციული და მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" 2012 და 2016 წლის არჩევნებში დაამარცხა. ახლა ისინი აღარ არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები _ მათ პრობლემა აქვთ საკუთარ წარსულთან. ვიმეორებ, საზოგადოებას აქვს ამ არჩევნებში შესაძლებლობა, რომ მილევად რეჟიმში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან და მისი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს. თქვენ მეკითხებით, რატომ სხედან ერთად მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში? ან კომიტეტის სხდომებზე? ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე? ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებულ არჩევანს და ვისაც არ მოსწონს ოპოზიციაში დესტრუქციული ჯგუფები, არ მოსწონს ის პოლიტიკური ლიდერები, ვინც პარლამენტზე და საკუთარ სახელმწიფოზე ძალადობრივ თავდასხმებს აწყობენ, რასაკვირველია ამ არჩევნებით შეუძლია უარი უთხრას მათ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მშვიდ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმსახურებს და "ქართული ოცნება" არის იმის გარანტია, რომ ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური სისტემა ექნება, რომელიც ქვეყანაში არა დაპირისპირებას, დესტაბილიზაციას და ძალადობას უწყობს ხელს, არამედ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, აგვარებს პრობლემებს და უზრუნველყოფს პროგრესს. _ მოდით, დაპირებების შესახებაც ვისაუბროთ; წინა არჩევნებზე,"ქართული ოცნების" მხრიდან,  გურიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება გაიცა  - განათლების, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების კუთხით...  ბუნებრივია, ზოგი შესრულდა, ზოგიც _ ვერა....ამომრჩეველს განსაკუთრებით შეუსრულებელი დაპირებები ამახსოვრდება. თქვენ, როგორც გურიის, ოზურგეთის მკვიდრს, რომელი აუხდენელი დაპირება გახსოვთ? _ ამ წლების განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით მოქალაქეების მხარდაჭერით. გურიაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალურ ინფრასტრუქტურას _ სკოლებს, ბაღებს, ამბულატორიებს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბაზებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, მაგისტრალურ გზებს, გაზიფიკაციას, სპორტულ მოედნებს. გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები გახორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებითა და დაფინანსებით _ შავი ზღვის სანაპირო ზონამ ახალი ეკონომიკური და კულტურული, ტურისტული და ეკოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა: საკონცერტო ცენტრი "ბლექ სი არენა", სასტუმრო "პარაგრაფი", დენდროლოგიური პარკი, მინიატურების პარკი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გურიას განვითარების ახალ პერსპექტივას აძლევს. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახორციელდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ბიზნეს პროექტები, რომელმაც ახალი სამუშაო ადგილები შექმნა _ ასეთია ორი სამკერვალო ფაბრიკა, თევზის თანამედროვე საწარმოები, მეფრინველეობის ფერმები, მოცვის ახალი პლანტაციები, თხილის და ჩაის თანამედროვე საწარმოები, რამდენიმე სასტუმრო და სხვა. კარგად გვესმის, რომ სიღარიბე კიდევ არა ერთ ოჯახში პრობლემად რჩება და შემდგომ წლებში ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმება, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება. _ "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ დააანონსა, რომ პარლამენტს ისევ გურული თავმჯდომარე ეყოლება _ თქვენი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კოალიციური შეთანხმებების აუცილებლობამდე საქმე არ მივა.... პოლიტიკაში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, როგორია თქვენი ყველაზე პესიმისტური  და ოპტიმისტური პროგნოზი? _ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის საზოგადოების და ჩემი პოლიტიკური გუნდის მადლიერი ვარ. მეამაყება, რომ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ჩვენს მშობლიურ გურიას, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ საზოგადოებას წარმოვადგენდი. სადაც ყველაზე მეტად გამოვადგები ჩემს ქვეყანას, მზად ვარ იქ ვიმუშაო _ თანამდებობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. არ ვიცი, რას ამბობენ პოლიტიკური სინოპტიკოსები, მაგრამ მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს უმრავლესობას პარლამენტში, დააკომპლექტებს მთავრობას და მეორე დღიდანვე განაგრძობს საზოგადოებისთვის საჭირო საქმის კეთებას.    _ "გურია ნიუსი" და ააიპ "Post ალიონი" ახორციელებს პროექტს "ვირჩევ დემოკრატიას!" - #მიეხმარასაქართველოს!" ეს პროექტი იმ ახალგაზრდების დასახმარებლადაა, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში. რას ეტყოდით  მათ? _ ახალგაზრდების ხმა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ ვხსნით ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და პროფესიული განვითარებისთვის. "ქართული ოცნების" ახალ საპარლამენტო გუნდში არაერთი წარმატებული ახალგაზრდა ლიდერია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ახალგაზრდებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...