რა აჩვენა „ოცნების“ შიდაპარტიულმა კვლევებმა _ "მეორე ტურიც დემოკრატიული პროცესის ნაწილია"

მთავარი თემა

რა აჩვენა „ოცნების“ შიდაპარტიულმა კვლევებმა _ "მეორე ტურიც დემოკრატიული პროცესის ნაწილია"

2017 ოქტ 20 20:09:20

„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევებით, უმრავლეს მუნიციპალიტეტში მეორე ტური ჩატარდება.

პარტიაში კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე არ საუბრობენ, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ამავე კვლევებით „ქართულ ოცნებას“ საკრებულოების დაკომპლექტებაც გაუჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია:

„რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, პირველ ტურში გავიმარჯვოთ ყველგან, თუმცა, მეორე ტურიც არჩევნების და დემოკრატიული პროცესის ნაწილია“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებში, ასევე, ჩანს, რომ კამპანიის ჩატარების შემდეგ ,მათი კანდიდატების რეიტინგი გაიზარდა:

ჩვენი კამპანია წარმატებული და განსაკუთრებული იყო თბილისში, სადაც კახი კალაძემ თბილისელებს „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ შესახებ საკუთარი ხედვა და პროგრამა წარუდგინა. მოსახლეობასთან ორასამდე შეხვედრა ჩავატარეთ, მონაწილეობა მივიღეთ ყველა სატელევიზიო დებატში, შევხვდით პროფესიულ წრეებს და წარვადგინეთ ქალაქის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, _ აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

ოპოზიციური კანდიდატების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თბილისს წინ მეორე ტური ელოდება და „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, ამ აზრს შეეგუოს.

საპირისპიროს ამტკიცებს არჩილ თალაკვაძე, რომლის თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს:

„ჩვენს ხელთ არსებული კვლევებით, “ქართულ ოცნებას” აქვს ორჯერ მაღალი რეიტინგი, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოების მხრიდან გააჩნია სრულიად საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დამაჯერებლად მოიგოს ამ არჩევნებში“, _ ამბობს თალაკვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ანალოგიურ მოწოდებას აკეთებენ „ევროპულ საქართველოშიც“ _ პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა _ ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა“:

აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, მობრძანდით არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიამ გაიმარჯვოს და ვიღაც გახდეს ქალაქის მერი ან გამგებელი. მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველო ვითარდება,“ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც აღნიშნავენ,  რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ:

"ხვალ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გააათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე.

ძვირფასო პედაგოგებო, საბავშვო ბაღის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას“, _ განაცხადა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

ოპოზიციის ამ განცხადებებს „ქართულ ოცნებაში“ დემაგოგიად აფასებენ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა“ და ასეთივე იქნება ხვალინდელი დღე:

ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს იმ ადამიანებს, ვისაც სურს ანდოს საჯარო ინტერესები საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში. პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა ძლიერი განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ისაუბრა ხელისუფლების მზადყოფნაზე, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები და მოუწოდა თანამოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ არჩევანი.

დარღვევები, რომელზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ან ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს. რაც მთავარია, კანდიდატების და პროგრამების წარდგენა, მედიასთან ურთიერთობა და გაშუქება, მოსახლეობასთან შეხვედრები, ოფისების დაქირავება და კამპანიის წარმართვა, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი იყო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...