რა ღონისძიებებია დასახული გომისმთაზე არსებული უმწვავესი პრობლემების მოსაგვარელად

მთავარი თემა

რა ღონისძიებებია დასახული გომისმთაზე არსებული უმწვავესი პრობლემების მოსაგვარელად

28 აგვ. 2019, 15:48:10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე დღეისთვის უკიდურესად მწვავე, უკონტროლო მდგომარეობაა შექმნილი _ აქ კურორტის სტატუსის მინიჭებიდან დღემდე, ყოველგვარი კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე გრძელდება ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთების უკანონო მიტაცება და თვითნებური მშენებლობები (ძირითადად სააგარაკე სახლები შენდება).

მოქალაქეებს თვითნებურად გაჰყავთ გზები და აწყობენ სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს _ ცხოველთა სადგომებს, საპირფარეშოებს, სამუშაო ინვენტარის შესანახი სათავსოებს. ასევე,  ხდება მიწების ათვისება ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ორგანიზაციის მიზნით.

არავინ არაფრად დაგიდევთ მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობის აკრძალვის სხვადასხვა ფორმას და წესს, სადამსჯელო ღონისძიებების და სანქციების გატარება კი სერიოზულ გართულებებთან არის დაკავშირებული.

საქმე იმაშია, რომ კურორტ გომისმთის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მიტაცება და უნებართვო მშენებლობები რამდენიმე ათეული წლებია გრძელდება. ბოლომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, დღეისთვის კურორტის ტერიტორიაზე 800-მდე მოქალაქე ფლობს უნებართვოდ აშენებულ, შესაბამისად დაურეგისტრირებელ სააგარაკე სახლებს და მიზნობრივი დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობებს.

რაც ყველაზე მიუღებელია, კურორტ გომისმთაზე დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის მეტნაკლებად მოწესრიგების ღონისძიებების გახორციელებას ხელს უშლის კურორტ გომისმთის პროექტის სახით არსებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დაუმტკიცებლობა იმის გამო, რომ შესაბამისი უწყების მიერ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა აღნიშნული კურორტისთვის დასახლების რომელიმე კატეგორიის სტატუსის მინიჭება.

თემა ძალზე, მწვავე და აქტუალურია, რაც მოქალაქეთა დიდ ინტერესს იწვევს.

ჩვენ ვესაუბრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ლავრენტი ბიგვავას, რომელიც ამბობს, რომ კომისიამ, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-სთან ერთად, შეისწავლა კურორტ გომისმთაზე არსებული მდგომარეობა, მოახდინა მოკვლეული ფაქტობრივი შედეგების ანალიზი და ერთობლივ სხდომაზე მიიღეს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებები.

_ ბატონო ლავრენტი, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციის გავრცელებამ იმის თაობაზე, რომ კურორტზე არსებული მშენებარე სახლების ის კატეგორია, რომელთა 30%-ია აშენებული, არ შეეხებიან.

_ ეს ინფორმაცია არ არის სწორი და ზუსტი _ ჩვენ არაფერი დაგვიკანონებია. სარეკომენდაციო მიმართვა გავაკეთეთ, რომლის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან კურორტ გომისმთის ტერიტორიაზე არ დაუშვას უნებართვო მშენებლობებისა და ფიზიკური პირების მიერ მშენებლობის მიზნით ადგილების მონიშვნის არც ერთი ფაქტი. ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. დროის უმოკლეს პერიოდში კი დაასრულოს, კონკრეტულად ეს რიცხვი 2019 წლის 15 აგვისტომდე იყო, უნებართვოდ აშენებული სააგარაკე სახლების და სხვა ნაგებობების (ქონების), აგრეთვე, მშენებლობის პროცესში მყოფი სააგარაკე სახლების (შესრულებული სამუშაოების 30% და მეტი ოდენობით) ინვენტარიზაცია და მოახდინოს მიღებული შედეგების სისტემატიზაცია კურორტის უბნების, აშენების წლებისა და ნაგებობების ტიპების მიხედვით.

_ და მოახდინეს? უკვე აგვისტოს ბოლო რიცხვებია...

_ სამწუხაროდ, ეს რთული პროცესია, ხელს უამინდობაც უშლით, არის წვიმებიც, ხშირად ნისლია. მუშაობა დაწყებულია და გრძელდება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მერიამ შეძლოს კურორტზე შექმნილი ფაქტობრივად უმართავი პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და იქ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაარეგულიროს. შეიმუშაოს და აღნიშნული დანიშნულების დოკუმენტი აუცილებლობის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ასევე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს კურორტ გომისმთის დასახლების რომელიმე კატეგორიის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისად, აღნიშნული კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების მიმდინარე პროცესების დაჩქარება.

_ გურიის სამხარეო ადმინისტრაციას რა მოთხოვნა წარუდგინეთ?

_ სამხარეო ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას აღმოუჩინოს სათანადო დახმარება (მეთოდური, საკონსულტაციო) ზემდგომ ორგანოებთან კურორტ გომისმთასთან დაკავშირებული უმწვავესი პრობლემების მოგვარებისთვის, _ გვითხრა ბიგვავამ.




 ახალი ამბები
  • შსს-ს განცხადება შპს „ონლაინ მეჯიქ“-ის დალუქვასთან დაკავშირებითმიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქ“-ში, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები. კერძოდ,მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით. აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს "ონლაინ მეჯიქ"-ის ე.წ. "რეფორმერი ფიტნესის" ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას. ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ... ...
  • ირიშკა ქავჟარაძე გურამ რჩეულიშვილის კონკურსის გამარჯვებულიაახლახან, გამოვლინდა გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - "ზამთარი მოდის" - გამარჯვებულები. კონკურსი წელს მესამედ ჩატარდა, რომელიც მხოლოდ სტუდენტთა მონაწილეობისთვის იყო განსაზღვრული. კონკურსში  ოზურგეთელმა ირიშკა ქავჟარაძემ  მეორე ადგილი დაიმსახურა ლექსით: „ფიფქები მატარებელში“. რჩეულიშვილის  კონკურსი მაღალი დონისაა და აქ გამარჯვება გამორჩეულ  ნიჭს  და შესაძლებლობებს მოითხოვს.  ახლა, როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, დაჯილდოება არ გაიმართება. რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სოციალური ქსელით. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, კონკურსის ორგანიზატორები და გამომცემლობების წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. ირიშკა ქავჟარაძემ გასულ წელს დაამთავრა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა და რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  საზოგადოება დიდი ხანია, კარგად იცნობს უნიჭიერეს გოგონას, რომლის პოეტური კალამი „საზღვრებს  გადასცდა ფრენით“ და მას დიდ მომავალს უწინასწრამეტყველებენ. „გურია ნიუსი“ კვლავ მრავალ წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ნიჭიერ ... ...
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 33 წლის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...