რა ქონებას ფლობს გიორგი კვირიკაშვილი და ვინ აჩუქა მის შვილებს 10000-10000 ლარი

gurianews.com

მთავარი თემა

რა ქონებას ფლობს გიორგი კვირიკაშვილი და ვინ აჩუქა მის შვილებს 10000-10000 ლარი

2017 მაი 12 18:48:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მიმდინარე წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მთავრობის მეთაური  217,31 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 433,00 კვ.მ მიწის ფართობს ფლობს თბილისში, სხვიტარიძის  #25-ში.

დეკლარაციის თანახმად, სახლში 80 000 ლარია გადახდილი.

გიორგი კვირიკაშვილი 34.00 კვ.მ. ფართის ბინა ფლობს  თბილისში, სამგორის რაიონში, რომელშიც 10 000 ლარია გადახდილი.

ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრს 100000 ლარი დაუჯდა აგარაკის აშენება დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში.  ამავე სოფელში 3475 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად მთავრობის მეთაურმა 36 500 ლარი გადაიხადა.

აგარაკი საჯარო რეესტრში 2016 წელს არის რეგისტრირებული.

დეკლარაციის შევსების დროს გიორგი კვირიკაშვილს „ბანკი ქართუს“ სახელფასო ანგარიშზე 2094,17 ლარი ჰქონდა; „თი ბი სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 20.95 დოლარი; ბანკის ქართუს მიმდინარე ანგარიშებზე _ 15.52 დოლარი, 3,84 ევრო და 3,49 ლარი.

მისი მეუღლის ანგარიშზე კი, რომელიც „ქართუშია“ გახსნილი  304,65 ლარი და 25200 დოლარი იყო.

პრემიერის ქალიშვილის, ნინო კვირიკაშვილის ანგარიშზე, დეკლარაციის შევსების დროს „თი ბი სი“  ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1243.96 ლარი იყო;  ანაბარზე 31.80 ლარი, საქართველოს ბანკის მიდინარე ანგარიშებზე კი 9589, 50 ლარი და 19.98 ევრო.

დეკლარაციის შევსების დროს გიორგი კვირიკაშვილის შვილებს ნაღდი ფულიც ჰქონდათ: ნინო კვირიკაშვილს 5000 ლარი, ხოლო  გიორგი კვირიკაშვილს_  7000 ლარი.

დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს, პრემიერის შვილებმა ნინომ და გიორგიმ 10000-10000 ლარი საჩუქრად პაპისგან მიიღეს.

რაც შეეხება კრედიტებს  _ პრემიერს 173500 დოლარის იპოთეკური კრედიტი  2015 წელს „ქართუ“ ბანკიდან აქვს გამოტანილი და გასულ წელს 20507 დოლარი გადაიხადა. მის მეუღლეს, მაია ცინაძეს  48 800 დოლარის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომელიც 2015  წელს არის აღებული ბანკიდან და გასულ წელს დაასრულა, ამისთვის კი 53023,54 დოლარი გადაიხადა.

გასულ წელს, მაია ცინაძემ 118800 დოლარის შემოსავალი მიიღო:

_ „ნასყიდობა. ხელშეკრულება საკუთრების უფლების დათმობაზე“ _ ასეა განმარტებული დეკლარაციაში პრემიერის მეუღლის ექვსნიშნა შემოსავალი.

მთავრობის მეთაურმა გასულ წელს  შვილის, გიორგი კვირიკაშვილის სწავლისთვის 3233 ლარი გადაიხადა, მისმა მეუღლემ კი ნიკოლოზ კვირიკაშვილის სწავლის საფასური _  3000 ლარი დაფარა.

პრემიერ-მინისტრის ქალიშვილმა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო ოფიცერია, ხელმოწერის ბონუსად 12 5000 ლარი და სწავლის გრანტი _  2343,75 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხელფასის სახით 51369 ლარი მიიღო; მისმა მეუღლემ აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორად მუშაობის დროს _ იანვრიდან სექტემბრამდე  4900 ლარი, ხოლო ოქტომბრიდან დეკემბრამდე, უკვე როგორც აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა _ 6916 ლარი.



 ახალი ამბები
  • პარამედიკოსების მომზადება დაიწყომაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები გავლენ. საქართველოში პირველად, პარამედიკოსთა მომზადება ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე  დაიწყო. გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად ,,მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სასწრაფო ექიმების და ექთნების მიმართ, ისინი ურთულეს საქმეს ასრულებენ, ხშირად დაუფასებელს, სამწუხაროდ და სწორედ, ამ პროექტის მიზანია მათი ეს დატვირთვა განიმუხტოს და  მიეცეთ საშუალება, უშუალოდ თავიანთი ფუნქცია შესარულონ. რაც შეეხება პარამედიკებს, პროექტის ამოცანა არის, ის რომ მიმართულად გადაუდებელ შეხვედრებზე გავიდნენ, ამისათვის სპეციალურად მომზადებული ბრიგადები, რომლებიც არ გავლენ სხვა ტიპის გამოძახებაზე“, _ განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა  პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს ... ...
  • ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვესხულოში, დღეს დილით მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველ არხს ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო. პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს"ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილების მიზანი ნაკლები ბიოროკრატიული ხარჯი უნდა იყოს და არა - დაწესებულებისთვის ქვემდებარეობის შეცვლით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2017 წლის ივნისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის თაობაზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნდა და სააგენტოს მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების ხარჯთეფექტურობის საკითხს დასვა.  ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო ინფორმაცია, 2014, 2015 და 2016 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ და მათი მიზნობრიობა, ასევე, სააგენტოს მხრიდან გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების საკითხი, სააგენტოს კვლევითი საქმიანობა, ურთიერთობების ხარისხი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა,  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. ჰყავს 24 თანამშრომელი, რომელის აღმასრულებელ რგოლში გვხდება თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სამსახურის უფროსები, მთავარი მრჩევლები, წამყვანი სპეციალისტები. სააგენტო 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 5 330 000 ლარით, 2016 წელს - 5 600 000 ლარით, 2015 წელს - 4 200 000 ლარით, ხოლო 2014 წელს - 2 322 200 ლარით.  „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯვითმა ნაწილმა 2014-2016 წლებში, 12 122 000 ლარი შეადგინა, აქედან სხვადასხვა რელიგიური თემების მიმართ გაიცა 9 450 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2 672 000 ლარი მოხმარდა სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლის შრომით ანაზღაურებას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 23 747 ლარი, პრემიამ 2 950 ლარი,  დანამატმა კი - 15 000 ლარი,  2015 წლის თანამდებობრივმა სარგომ - 35 400 ლარს, პრემიამ - 2 360 ლარი, ხოლო დანამატმა - 27 300 ლარს. რაც შეეხება 2016 წელს, თანამდებობრივი სარგომ შეადგენა - 35 400 ლარი, პრემიამ 2 950, ხოლო დანამატმა 34 100 ლარი. ორგანიზაციამ შეისწავლა თავმჯდომარის მოადგილის შრომითი ანაზღაურების ხარჯები. მოადგილის 2014 წელს თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 18 900 ლარი, პრემიამ - 2 700 ლარი, ხოლო დანამატმა - 10 000 ლარი, 2015 წელს თანამდებობრმა სარგომ შეადგენა - 30 272 ლარი, პრემიამ - 2 160, ხოლო დანამატმა - 13 100 ლარი, 2016 წელს კი თანამდებობრივი სარგო წარმოადგენდა 3 214 ლარს, ხოლო დანამატი 1 100 ლარს.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, შრომით ანაზღაურებებზე, 2016 წელს სულ გაიცა 562 217 ლარი, 2015 წელს - 524 395.00 ლარი, 2014 წელს - 310 027.49 ლარი. რაც შეეხება პრემია-დანამატების ოდენობას, 2016 წელს პრემიის სახით გაიცა 59,050 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 191,700 ლარი. 2015 წელს პრემიის სახით გაიცა - 26,240 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 122,450, ხოლო 2014 წელს, პრემია-დანამატმა შეადგინა 89,030 ლარი. ორგანიზაცია, ყოველივე ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზსს მოითხოვს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი გააჩნდა დანამატების გაცემის პროცესს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ... ...
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ... ...
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება იყო, საპარლამენტო კულუარებში უკვე ერთი თვეა, საუბრობენ, თუმცა ახალი ფრააქციების შექმნის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ საღამოს დაადასტურა. მისი თქმით, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია.  სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერმინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის. ასევე, ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც, სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...

რაზე მიგვითითებს ენის ფერი

ჩინელი და ევროპელი ექიმების აზრით,...

ბატაგურის გათავისუფლება

ბატაგური მსოფლიოში ყველაზე იშვიათი _...

„ცხენების შემლოცველი“

33 წლის არგენტინელი მარტინ ტეტა...
კარმიდამო ჩემი

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...