რა ქონებას ფლობს პრემიერობის კანდიდატი, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალებს" 20000 ლარი შესწირა

gurianews.com

მთავარი თემა

რა ქონებას ფლობს პრემიერობის კანდიდატი, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალებს" 20000 ლარი შესწირა

2018 ივნ 15 09:55:43

"ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

2018 წლის მაისში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევის თანახმად, მამუკა ბახტაძის შესახებ გამოკითხულთა 55%-ს არაფერი სმენია; მისი მუშაობა დადებითა 9 %-მა შეაფასა; ხოლო 22%-მა თქვა, რომ ფინანსთა მინისტრის მუშაობა არ მოსწონს.

თუმცა, ბახტაძის მუშაობა ძალიან მოსწონს მმართველ გუნდს:

„ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმები არის, რომ მას აქვს მართვის გამოცდილება, მას აქვს ეკონომიკური განათლება, ძალიან კარგად იცნობს საფინანსო ინსტიტუტების მუშაობას და რაც მთავარია, სწორედ მას ეკუთვნის ინიციატივები, რომელიც საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს ეხებათ და უადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას“, _  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ბახტაძე 35 წლისაა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს; INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

 2005-2006 წლებში მუშაობდა სს "საქართველოს რკინიგზაში", პროექტის მენეჯერად;  2007-2008 წლებში იყო  სასტუმროების ქსელ "რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2010-2012 წლებში _  საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი; 

2013-2017 წლებში სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა

 ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.

როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, მისი, როგორც მინისტრის ანაზღაურებამ 11 151 ლარი შეადგინა.

ბოლო დეკლარაცია მან 2018 წლის 31 მარტს შეავსო და დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს მისმა შრომის ანაზღაურებამ 248 816 ლარი შეადგინა. აქედან, ყველა მეტი თანხა საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას მიიღო _ მისმა ანაზღაურებამ 2017 წლის 1 იანვრიდან 12 ნოემბრამდე 184 151 ლარი შეადგინა. პარალელურად ბახტაძე მუშაობდა  შპს „ჯიარ ტრანზიტში“, სადაც 37465 ლარის შემოსავალი ჰქონდა და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი საქართველოში“, სადაც მისი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურებამ 16048,95 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება პირად საკუთრებაში არსებულ ქონებას _  მამუკა ბახტაძე ფლობს 355,05 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩის #14-ში, რომელიც 2016 წელს ჩუქების სახით აქვს მიღებული.  ამავე მისამართზე არსებული 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისთვის, ასევე, 2016 წელს უჩუქებიათ.

პრემიერობის კანდიდატს დაკონკრეტებული არ აქვს ვისგან მიიღო საჩუქრად საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციის შევსები დროს ბახტაძის „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე  6 ლარი და 2 თეთრი იყო; ამავე ბანკის შემნახველ ანგარიშზე 1 ლარი და 37 თეთრი;

„საქართველოს ბანკის“ სოლო ბართზე 8540,89  ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტო ბარათზე 37 თეთრი; „ვი თი ბი“ ბანკის ანგარიშზე კი, დეკლარაციის შევსების დროს, პრემიერობის კანდიდატს 131,04 ლარი ერიცხებოდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ სახელწმიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 20 000 ლარი აქვს შენაწირი.

ამ დროს ბახტაძე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მფლობელობაშია. ეს ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს და რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის“ ეს შემაბრკოლებელი არაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერობის კანდიდატს „ანციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღია „

 “მე ვერ გეტყვით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. ალბათ გახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის“ ის საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა“, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 


ნახვა: 779


 ახალი ამბები
  • ორად გაყოფილი სპორტული ცენტრი დახურულ სხდომაზე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდახმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით,  სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო. როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია,  სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ. სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა. „პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე  მანამდეც ვიყავი ინფორმირებული.  ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ. თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან. „სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ. შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც  ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ. ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი ... ...
  • შეკვეთილი კანონი _ ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“11 სექტემბერს ცნობილი გახდა მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს. კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისგან მალულად შემუშავდა და რომლის წარმდგენი პარლამენტში  შს სამინისტროა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საპატრიარქოს მხრიდან წამოსულმა დიდმა საპროტესტო ტალღამ კი კანონპროექტის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და პარლამენტი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დააფიქრა. პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტის შესაძლო გაწვევაზე ირაკლი კობახიძე საუბრობს. ,,მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც კობახიძის განცხადებიდან ხდება ცნობილი, ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ამჟამად ვერ აცნობიერებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტისგან მომდინარე  რისკებს გააანალიზებს. საკითხზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს: _ ბატონო ვაჟა, მმართველი პარტია საერო და სასულიერო პირების მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგ აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან იმ შემთხვევაში გაიწვევს, თუ საზოგადოებას საფრთხეს შეუქნის.  პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს და შემდეგ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რამდენად კანონზომიერია ,,ქართული ოცნების“ ქმედება? _ ახალბედა პოლიტიკოსს, გამოუცდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს  რაღაც არსებითად ნამდვილად ეშლება. საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარეს არ გამოადგება.  კონკრეტული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში იყო გაუაზრებელი და მოუმზადებელი აქტივობა მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. გასაგებად უნდა ითქვას, რომ მთლიანად ეს კანონპროექტი და მარიხუანის კულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა. ფაქტობრივად, ის მართავს ქვეყანას და მისი ნების გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. შეიძლება, ეს კანონი აღარც გამოჩნდეს პარლამენტში, რადგან ივანიშვილი საოცრად პრაგმატული კაცია და ხვდება, რომ საზოგადოება კანონპროექტის მიღებას წინ აღუდგება. ის ბუნდოვანება, რაც ამ კანონპროექტის გაწვევას ახლავს თან, ნიშნავს, რომ მმართველ ძალასა და ივანიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ცალსახად ეშინიათ  პოზიციის დაფიქსირება.  თუ დაინახეს, რომ ეს წინააღმდეგობა შესუსტდა, მაშინ კანონპროექტს დატოვებენ  და გაიტანენ. _ გარდა ბიძინა ივანიშვილისა, როგორ ფიქრობთ, სხვა პიროვნების ინტერესი არ იკვეთება? _ ეს შეიძლება ბევრი ადამიანის ინტერესი იყოს, მაგრამ სადღეისოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა უნდა, თუ ბიძინამ არ დართო ნება, არც ერთი დიდი საქმე და პროექტი არ განხორციელდება“, _ გვითხრა ბერიძემ. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური ... ...
  • ლანჩხუთში მოსახლეობამ გზა გადაკეტალანჩხუთში ოზურგეთი-ლანჩხუთის გზის ნინოშვილის მონაკვეთზე ადგილობრივებს რამდენიმე საათია გზა აქვთ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას  ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაუდევრად შესრულებაში ადანაშაულებს და სოფელში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას ითხოვს. „სახლები გვენგრევა ხალხს თავზე. ზედაპირულად და დაუდევრად აკეთებენ ყველაფერს. ფაქტობრივად, დანგრეულია ეს მთავარი გზა, მაგრამ პატრონი არავინაა. მოვლენ და ისვრიან ცარიელ სიტყვებს. კეთილი ინებონ და დროულად შეუდგნენ ჩვენი პრობლემების მოგვარებას, ტყუილ დაპირებებს ნუ იძლევიან. საქმე აკეთონ წესიერად. მეც ერთ-ერთი ვარ, ვისი სახლიც დანგრევის პირასაა. მითხრეს, უნდა ასახლდეო, არადა, გამაგრებითი სამუშაობი რომ ჩატარდეს, არაფერი მჭირს ასასახლებელი“, _ ამბობს „გურია ნიუსთან საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ოლეგ გოგუაძე. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვითარების შესწავლის მიზნით აქციის მონაწილეებთან იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. "ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია, რომელიც შეისწავლის შექმნილ ვითარებას და შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ ... ...
  • ბაქსვუდის სკოლის მოსწავლე ლანჩხუთიდანლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში წარმატებით გამოვიდა, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში ისწავლის. სალომე სახალხო პროექტის „ეტალონის“ გასული  წლის გამარჯვებულია ლანჩხუთში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო ათეულში მოხვდა და ჯილდოდ 1000 ლარი მიიღო. ამ თანხით კი ბავშვობის ოცნება აიხდინა და „მოპედი“ შეიძინა. „სწავლა ძალიან მიყვარს. გამორჩეული საგანი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მათემატიკა მაინც სულ სხვაა. ძალიან გამიხარდა, რომ 21 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი და ამისთვის მადლობა ჩემს პედაგოგებსა და სკოლას“, _ ამბობს სალომე. სალომე ერთადერთი არაა მეორე საჯარო სკოლიდან, ვინ უცხოეთში ისწავლის. მისი თანაკლასელი მარიამ ზენაიშვილი ამერიკაში, ჰავაის კუნძულებზე მდებარე სკოლაში ... ...
  • ცხოვრება განათლების გარეშე: ბაბუამ მითხრა, რომ კარგი ბიჭი შეარჩიეს და უნდა დავქორწინებულიყავი32 წლის ლია ირემაძე  ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ცხოვრობს. მას  მხოლოდ 9 კლასის განათლება აქვს. ამბობს,  სოფელ ბასილეთში, სადაც ის ცხოვრობდა მხოლოდ არასრული განათლების მიღების შესაძლებლობა იყო და შემდეგ, სწავლის გაგრძელებაზე არ უფიქრია. 16 წლის იყო, როცა მშობლებმა გაათხოვეს _ მეუღლეს არ იცნობდა თუმცა უფროსების ნებას დაჰყვა და ოჯახი შექმნა. ყვება, რომ მაშინ პროტესტიც გამოხატვა არ შეეძლო და ამის მიზეზად იმდროინდელ სიტუაციას ასახელებს. იხსენებს, რომ ნიშნობის წინ მხოლოდ მომავალი მეუღლის ფოტო ანახეს: _ ბაბუამ მითხრა, რომ კარგი ბიჭი შეარჩიეს და უნდა დავქორწინებულიყავი. წინააღმდეგობა არ გამიწევია, დავთანმხდი. ფოტო მანახეს და მითხრეს, რომ კარგ ოჯახში მომიწევდა ცხოვრება. მაშინ ასეთი დრო იყო და სხვა გზა არც მქონდა, _ ამბობს ჩვენი რესპოდენტი.  ლია ირემაძის თქმით, სწავლის გაგრძელებაზე საუბარი არც ყოფილა: _ კარგი იქნებოდა მესწავლა, მაგრამ ასე მოხდა. ოჯახი, შვილები როცაა ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. მათ ბევრი რამე სჭირდებათ და მათი გულისთვის ყველაფერს უნდა შეეგუო, _ ამბობს ლია, რომელსაც  შეგუება ბევრ რამესთან მოუწია და ახლაც უწევს _ 22 წლის იყო როცა მეუღლე დაეღუპა და 4 შვილით მარტო დარჩა. მას შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს. თუმცა, დასძენს, რომ ფიზიკური შრომა მეუღლის სიცოცხლეშიც უწევდა: _ ახალგათხოვილი ვიყავი, როცა წალკაში გადავედით საცხოვრებლად. გვითხრეს, რომ იქ უკეთესად ვიქნებოდით. ყველაფერი თითქმის თავიდან დავიწყეთ და როცა შუა გზაზე ვიყავით მეუღლე დამეღუპა. წალკაში ისეთი პირობები არ გვქონდა, რომ თავის გატანა შეგვძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვშრომობდი. ამიტომ, ჩოხატაურში დავბრუნდით, _ აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი, რომლის ცხოვრების ყოველი დღე, მისი თქმით ერთნაირია. დილას ადრიანად _ 6 საათზე იწყებს. უვლის საქონლებს, ამზადებს რძის პროდუქტებს, მუშაობს ბოსტანში, ყანაში. მძიმე ფიზიკური შრომის კვალი ხელებზე კარგად ეტყობა. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან მას ბავშობიდან მხოლოდ შრომა  ასწავლეს. კითხვაზე რას იზამდა მაშინ, თუ ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება ექნებოდა, პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მშობლების სურვილის წინააღმდეგ წასვლას, ალბათ, ვერ გაბედავდა. განათლება არც ლიას დედამთილს, მერი ირემაძეს  მიუღია. ამბობს, რომ ამის სურვილი არასდროს ჰქონია.  გვიყვება, რომ 16 წლის სარძლო კარგი ოჯახისშვილობით აარჩია და მისთვის ეს საკმარისი იყო. კითხვაზე, რატომ არ დაეხმარა რძალს განათლების მიღებაში, გვპასუხობს, რომ მას არ მოუნდომებია: _ ლიას სწავლის სურვილი არასდროს გამოუთქვამს და არც მე შემითავაზებია. არც ჩემი შვილი იყო ნასწავლი და არც მას ჰქონდა სურვილი. დღეს ვფიქრობ, რომ ნასწავლი ადამიანისთვის ცხოვრება უფრო იოლია, მაგრამ ეს თავად უნდა მოინდომონ. დაძალებით არაფერი გამოვა. ჩემს შვილიშვილებს მუდამ ვეუბნები, რომ ისწავლონ, მაგრამ არ უნდათ, არ ინდომებენ და ეს ძალიან მაწუხებს, _ გვითხრა მერი ირემაძემ. აჭარელ რძალ-დედამთილს იმედი აქვთ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები კარგ განათლებას მიიღებენ და  მიწის დამუშავებით და საქონლის მოვლით თავის გატანა არ მოუწევთ. _ სიმართლე გითხრათ, სწავლის სურვილი არც მე მქონია. მაშინ, ამას დიდი მნიშვნელობა არც ენიჭებოდა, თუმცა, დღეს სხვა სიტუაციაა. უსწავლელი ადამიანი არავის სჭირდება. თუ განათლებას არ მიიღებ, თავის გატანა ისეთი მძიმე შრომით მოგიწევს, როგორითაც თითქმის მთელი ცხოვრება გავიარე. დღეს შეძლება არ მაქვს. ჩემს რძალს დიდი დახმარებას ვერ ვუწევ. ვეღარც ბოსტანში ვმუშაობ და ვეღარც ყანაში. რა თქმა უნდა გული მწყდება, რომ ასეა და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა კარგად ისწავლონ. მათი წინაპრების მაგალითი უნდა გაითვალისწინონ და თოხით და ბარით არ უნდა გალიონ ცხოვრება, _ აღნიშნა მერი ირემაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...