რა მდგომარეობაა და რა ჯდება წელს ბახმაროში დასვენება

მთავარი თემა

რა მდგომარეობაა და რა ჯდება წელს ბახმაროში დასვენება

19 ივლ. 2017, 11:30:35

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის დღეს მთავრობაზე, რაც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. გეგმა განსაზღვრავს ბახმაროს კანონზომიერ განვითარებას ყველა იმ კომპონენტით, რაც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად," _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 30 ივნისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

სხდომაზე ბახმაროს ქალაქთმშენებლობითი გეგმას განიხილავეს და აღნიშნეს, რომ იგი კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

სანამ ხელისუფლება მრავალწლიან დაპირებას აასრულებს და ბახმაროს განვითარებას დაიწყებს, „გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა კურორტზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე მდებარეობს და ევროპის ყველაზე მაღალ კურორტად არის დასახელებული.

ბახმაროში მისასვლელი ცენტრალური გზა რეაბილიტაციას საჭიროებს _ გზებზე გაჩენილი ორმოები განსაკუთებით მძღოლებს უშლის ხელს. ისევ მოუწესრიგებელია შიდა გზები, ელექტრო გადამცემი ხაზები და წყალმომარაგება.

წყალი, სიცოცხლისა და ყოფაცხოვრებისთვის აუცილებელი ატრიბუტი, ზოგ ქუჩაზე გრაფიკით მოდის, ზოგან კი საერთოდ არ არის, ამიტომ კურორტზე ასულებს არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ წყაროებზე რიგები დაგვხდებათ.

მიუხედავად ამისა, კურორტი დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, როგორც პროდუქტის, ასევე, დასასვენებელი სახლების საკმაოდ მაღალი ფასების გამო.

ბახმაროში კეთილმოწყობილი კოტეჯის 20 დღით ქირაობა 1500-დან 3000 ლარამდე ჯდება. თუმცა, არის სახლები, რომელიც გაცილებით ძვირად ფასობს და 5 000 ლარადაც კი ქირავდება. ამ ფასს ელექტროენერგიის გადასახადი _ 150 ლარიც ემატება.

შედარებით მოუწესრიგებელი ოთახების ფასები, რომლებსაც საპირფარეშო ეზოში ან მეზობელთან საერთო აქვთ, 450 ლარიდან იწყება და 800 ლარამდე ადის.

ასეთი ბინის ქირაობის შემთხვევაში ელექტროენერგიის საფასური 70 ლარია.

იმ შემთხვევაში თუკი ბახმაროში რამდენიმე დღით ასვლა გსურთ, ოთახები დღიურადაც შეგიძლიათ იქირაოთ _ ერთი საწოლის ფასი 30 ლარიდან 60 ლარამდეა. ამ თანხაში კვება არ შედის.

კურორტზე ერთი სასტუმროა, რომელიც კონკურენციის არარსებობის გამო სრული დატვირთვით მუშაობს და სადაც ფასები ცნობილი ბრენდის სასტუმროებზე ძვირია _ ერთი საწოლი 50 დოლარი და ამ ფასში მხოლოდ დილის შვედური მაგიდა შედის.

_ ევროპის ნებისმიერ კურორტზე უფრო იაფი ჯდება დასვენება, ვიდრე ბახმაროში. ბაზარში ყველაფერს ორმაგი ფასი აქვს. ბინები ძალიან ძვირია. სასტუმროსკენ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახი ვერც გაიხედავს. თანაც ფასების შესაბამისი სიტუაცია ნამდვილად არ არის, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას დამსვენებლები.

მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და კურორტის დაანონსებული განვითარება იმის საფუძველს აძლევდათ, რომ წელს ბახმაროში განსხვავებული სიტუაცია დახვდებოდათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რეალობა არ შეცვლილა.

_ კურორტზე, სადაც ათასობით ადამიანი ისვენებს და რომელსაც მთავრობის ყველა სხდომაზე აპიარებენ, არ არსებობს ბანკი ფილიალი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ბენზინგასამართი სადგური. ქუჩებში პირუტყვი სეირნობს, ვერსად ვერ ნახავთ მოწესრიგებულ საპირფარეშოს, _ გვეუბნებიან დამსვენებლები.

მათივე თქმით, კურორტზე ახალგაზრდებისთვის გასართობი არ არსებობს:

_ 5 წლის წინ გააკეთეს კინოთეატრი და ამ დრომდე უფუნქციოდაა. მოუვლელობისგან ფუჭდება და პატრონი რა ჰყავს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები.

კურორტზე რომ ბევრი პრობლემაა, ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ა(ა)იპ „ბახმაროს“ დირექტორი დავით საჯაია:

_ გეთანხმებით, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ ვცდილობთ მოგვარებას. „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ და მომავლ წელს კურორტი სრულად იქნება გამრიცხველიანებული. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და რამდენიმე დღეში ეს პრობლემაც მოგვარდება, _ გვითხრა საჯაიამ.

მისივე თქმით, დამსვენებლის პრეტენზია ბანკის ფილიალის არარსებობის გამო სამართლიანია, თუმცა, კერძო კომპანიას ისინი ვერაფერს დაავალდებულებენ:

_  ჩვენ ყველა ბანკს მივწერეთ წერილი. გასულ სეზონზე „ლიბერთი ბანკის“ მანქანა კვირაში ორჯერ ამოდიოდა. წელსაც ასე უნდა იყოს, თუმცა, ვეთანხმები მოსახლეობას, რომ ეს საკმარისი არაა. ბენზინგასამართი სადგურის არარსებობაც პრობლემაა, მაგრამ ამაშიც ვერ ჩავერევით. რაც შეეხება კინოთეატრს _ წლების მანძილზე ყველა შესაბამის უწყებას მივწერეთ, თუმცა, ჯერჯერობით ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ, _ ამბობს საჯაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

კურორტის ხელმძღვანელის თქმით, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, წელს კურორტის ტერიტორიაზე მოსეირნე პირუტყვის პრობლემა მოგვარდება:

_ დადგენილების თანახმად, გამოყოფილია ადგილები, სადაც შესაძლებელია საქონლის გაშვება. ეს დადგენილება ასევე გვაძლევს საშუალებას კურორტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ გამოშვებული საქონლის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდეს _ ერთ სულ საქონელზე ჯარიმა 10 ლარია, _ აღნიშნავს საჯაია, რომლის თქმით, ბინებზე ფასების ზრდა მოთხოვნამ განაპირობა.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...