"რა მიდგომებია?!" _ მამეშვილი მძიმე "ნაციონალური" წარსულით შარაშენიძის სამსახურში

gurianews.com

მთავარი თემა

"რა მიდგომებია?!" _ მამეშვილი მძიმე "ნაციონალური" წარსულით შარაშენიძის სამსახურში

2017 ნოე 19 14:54:33

უკვე ცნობილია, ვინ იქნება ოზურგეთის ვიცე-მერი _ ამ პოსტს ირაკლი სირაძე დაიკავებს.  ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნებიან კონსტანტინე შარაშენიძის მოადგილეები.

თუმცა, უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი მოადგილე ალეკო მამეშვილი იქნება, რომელიც 2011 -2012 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კონსტანტინე შარაშენიძე გამგებელი გახდა, მიზეზად კი ახალი პოლიტიკური რეალობა დაასახელა.

შარაშენიძე და მამეშვილი ბავშვობის მეგობრები და კლასელები არიან, თუმცა, ურთიერთობა მაშინ დაეძაბათ, როცა მამეშვილი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თანაც, საკმაოდ ხმაურიანად _ მან წასვლის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და შარაშენიძეს ზეწოლაშიც დადო ბრალი.

ამის შემდეგ მამეშვილს პოლიტიკური ტაიმ-აუტი ჰქონდა. „სცენაზე“ გასულ წელს,  პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამოჩნდა და მოგვიანებით, მასთან ერთად „გაქრა“.

ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისევ პოლიტიკურ სცენაზეა და თუ შარაშენიძის გუნდის წევრებს დავუჯერებთ, მერის მოადგილის პოსტის დასაკავებლად ემზადება.

_ არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია ბატონი კოტესგან. მე ვმუშაობ ეკონომიკური და აგრობიზნესის კითხით. თუ დასჭირდება ახალარჩეულ მერს ჩემი გამოცდილება, მე მზად ვარ, რომ მის გვერდით ვიყო, _ამბობს მამეშვილი, რომელიც შარაშენიძესთან წარსულ უთანხმოებას არ უარყოფს:

_ ამ ეტაპზე მივიღე გადაწვეტილება, რომ კოტეს გვერდით ვყოფილიყავი. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, _ აღნიშნავს მამეშვილი, რომლის პოლიტიკური წარსული ბევრ კითხვას ტოვებს.

ყველაზე მძიმე კი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რომელიც მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ოზურგეთში გახორციელდა.

საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელზე, გია ტაკიძეზე, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

მაშინ ბრალდებას მაშინ მხოლოდ ერთი მამხილებელი საბუთი _ ამ საქმის გახსნის მთავარი გმირის, ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის უფროსის, მერაბ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენება დაედო საფუძვლად. ვერავინ იპოვა ის ხელშეკრულება, რომელიც თითქოს ტაკიძემ, გამოძიების მტკიცებით ქრთამის სანაცვლოდ გააფორმა კურდღელაშვილთან. თუმცა, ჟურნალისტებმა სულ ადვილად დაადგინეს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან ხელშეკრულებებს არა გამგებელი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე აფორმებდა. მართალია, მოგვიანებით ტაკიძემ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა, ამ აღიარების დღემდე არავის სჯერა. სამაგიეროდ სჯერათ, რომ ამ ამბიდან ძალიან სუფთად "გამოძვრა" ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეიშვილი, რომელსაც ტაკიძის შესახებ ერთი კარგი სიტყვის თქმაც კი დაენანა.

ლეკო მამეშვილის მუშაობის პერიოდს უკავშირდება უკანონო ბრძანებაც, რის საფუძველზეც ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს.

ამ ბრძანებამ დღის სინათლე მას შემდეგ ნახა, რაც 2012 წლის 12 მარტს, კონტროლის პალატამ მაშინ ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების“ მომხრეები გამგეობის შენობებში დაიბარა და ეგზეკუცია მოაწყო.

იმ დროს ჩოხატაურისა და  ოზურგეთის გამგეობებში ადამიანებს ტანსაცმელსაც კი ხდიდნენ დაკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს კი, შენობაში შესვლა საერთოდ აუკრძალეს.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი „გურია ნიუსმა“ გააპროტესტა, 13 მარტით დათარიღებული ბრძანებაც გამოჩნდა, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილების  საშუალება შეგვიზღუდეს.

ეს ბრძანება ჩვენმა მედიასახლმა სასამართლოში გაასაჩივრა და სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწია მამეშვილს უკანონო ბრძანების გაუქმება.

მას დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს და კითხვაზე, როგორ გაიხსენებდა იმ დღეებს, როცა ცივ ზამთარში, მუხლამდე თოვლში, შენობის გარეთ გვიწევდა ყოფნა და მისი ბრძანებით დაცვა კიბეებზეც არ გვაჩერებდა ასე გვპასუხობს:

_ ეს რა მოსატანია ახლა?! თურმე, მუხლამდე თოვლში  იდექით!  რა მიდგომებია?!  მე ვმუშაობ კერძო სექტორში.  ნებისმიერი საკითხის გასარკვევად შეგიძლიათ მოხვიდეთ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, _ აღნიშნავს მამიშვილი, რომელიც დღე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობასაც უარყოფს.

_ ბატონო ალეკო, თქვენ იყავით “ნაციონალური მოძრაობის“ მხარადმჭერი და იმ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირი. მერის მოადგილის პოსტზე თქვენი დანიშვნა გამოიწვევს თუ არა საზოგადოების უკმაყოფილებას და ხომ არ ფიქრობთ რომ ამით შარაშენიძისა და თქვენი, ანუ ყოფილი “ნაციონალების“ ერთად ყოფნა საბოლოოდ დადასტურდება?

_ რაც შეეხებება “ნაციონალებს“, მე არასდროს არ ვყოფილვარ პარტიის  თავმჯდომარე და არც წევრი _ ვიყავი მაღალი თანამდებობის პირი. რაც შეეხება კოტესთან ჩემს ურთიერთობას, ჩემი საქმიანობის გამოცდილებით, თუნდაც, საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს, ვფიქრობ, რომ შემიძლია გვერდში დავუდგე და მზად ვარ ამისთვის, _ განმარტავს მამეშვილი.

ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ  ალეკო მამეშვილი მისი მოადგილე არ იქნება, თუმცა, აღნიშნავს რომ ბავშვობის მეგობართან კოორდინაციაში ყოფნას აპირებს:

_ ალეკოს აქვს არასამთვრობო ორგანიზაცია, რომელთანაც კოორდინაციაში ვიქნებით. იგი  სხვადასხვა პროექტების გახორციელებისა და სოფლის მეურნეობის კუთხით დამიდგება გვერდში, _ გვითხრა შარაშენიძემ.

კიდევ ერთი დეტალი _ მაშინ როცა მთელი საქართველო მიშა სააკაშვილის ნაკლზე მსჯელობდა, ჩვენ დავინტერესდით რა ნაკლი ჰქონდა გურულ ჩინოვნიკებს. ამ კითხვაზე ალეკო მამეშვილმა აღნიშნა, რომ იმდროინდელ გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს ნაკლი არ ჰქონდა.

ერთი სიტყვით, 2012 წელს კაბინეტებში „ანგელოზები იჯდნენ“  და „ერთ-ერთი ანგელოზი“, სავარაუდოდ ისევ დაბრუნდება ხელისუფლებაში.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: მე არა ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ (R)მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია. _ მე არ ვარ თერგდალეული,მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცეებისთვის, ყველასთვის არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდ წილად დამოკიდებული არის იმაზე თუ იმათ როგორ დავუბრუნდებით. როდის დავაბრუნებთ,როგორ დავაბრუნებთ,რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე. ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე როგორც არიან სხვა ევროპის ქვეყნები, ესეც მოვა მაგრამ ეს არის დიდ წილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რათა მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით,- განაცხადა სალომე ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.  „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”, _ აღნიშნა შეხვედრაზე მერაბ ... ...
  • თამრიკო ჭოხონელიძე: "თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო""თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო“-ასე ეხმაურება თამრიკო ჭოხონელიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ის ასახელებს როგორც სკანდალურ ჩანაწერებს, ასევე დავით სარალიძისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. მომღერალმა პარალელი გაავლო 2012 წელთან და აღნიშნა, რომ  მაშინ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გარეთ გამოვიდა და ახლაც ის არის აღშფოთებული იმ მოვლენებით, რაც ქვეყანაში ხდება. „ფაქტი სახეზეა, რომ აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი. ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც თავის დროზე ციხის კადრები აჩვენებს მე პირველი გავედი. აღშფოთებას ვერ ვმალავდი და მოვუწოდებდი დედებს, რომ მოდით აქ და ვისაც შვილები გყავთ ნახეთ რა ხდება  და ა.შ. მერე ზოგი ამბობდა, რომ დადგმულია ...“-განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ და აღნიშნა რომ მაშინ წასასვლელები უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ კიდეც. მომღერალი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა. თამრიკო ჭოხონელიძისგანცხადებით  ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან. „ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ძალიან კარგი, გასცენ პასუხი. მე იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ველოდები მათგან პასუხს. თუმცა  მე ვთვლი, რომ ის გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ არ უნდა ჩაატარონ იმიტომ რომ ეს არ იქნება ნამდვილად ობიექტური, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ დასასჯელები არიან არ დასჯიან,“-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ფონდ „იავნანას“ საქმეს იძიებენ, შეუძლებელია სხვა საქმეებზე ჭეშმარიტება დაადგინოს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. „სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას, პოლიტიკა ხდება უფრო მშვიდი და პრეზიდენტი უფრო მეტად - თქვენი. მას აქვს ძლიერი პირადი ისტორია, დიპლომატიური კავშირები და პოზიტიური დღის წესრიგი,“ _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. როგორც შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია - მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი ... ...
  • „ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ“"საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ., გადასხმა გამიკეთეს და ბოლოს 104-ლარიანი ქვითარი გამომიწერეს. მაინტრესებს რაში?! თან სოციალურად დაუცველი ვარ და ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამას მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა?! ვისთვის როგორ, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის ძალიან ბევრია. როგორ უნდა ღირდეს გადასხმის გაკეთება 104 ლარი ?!“ _ ამბობს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მცხოვრები გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ლანჩხუთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მას ლანჩხუთის რეფერალურმა საავადმყოფომ დააკისრა არაადაეკვატურია სამკურნალო დაწესებულების მხრიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების, მითუმეტეს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლანჩხუთის რეფერალური საავალდმყოფოს ხელმძღვანელს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა. „ეს პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. სხვათა შორის,  თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის ეს პაციენტი ჩვენთან მსგავსი ინტოქსიკაციით და აქედან გამომდინარე, იგი ალკოჰოლდამოკიდებულად ითვლება. კანონის სრული დაცვით მოხდა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კალკულაცია, რამაც, ჯამში, 104 ლარი შეადგინა. ეს პაციენტი არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის სოციალურად დაუცველია,  გადასახდელი თანხის ნახევარს ადგილობრივი მერია გადაიხდის,_  გვითხრა თინიკო ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?