რა საფრთხეებს შეიცავს ვერეს ხეობაში ცხოვრება და როგორ ებრძვის სახელმწიფო სტიქიას

მთავარი თემა

რა საფრთხეებს შეიცავს ვერეს ხეობაში ცხოვრება და როგორ ებრძვის სახელმწიფო სტიქიას

2017 ივნ 13 14:14:27

საქართველოს დედაქალაქში მომხდარი სტიქიიდან 2 წელი გავიდა, თუმცა, მდინარე ვერეს ხეობა დღესაც სიცოცხლისთვის საშიშ ზონად რჩება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

სააგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ სპეციალისტების მიერ 2 წლის განმავლობაში შემუშავებული კვლევის შედეგების და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

როგორც ბაგრატია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, კვლევის მიხედვით, მდინარე ვერეს ხეობა მაღალი რისკის შემცველ ზონად რჩება, თუმცა მოვლენა, რომელიც 2015 წელს მოხდა, აღარ უნდა განვითარდეს.

„მდინარე ვერეს ხეობა ბუნებრივია არის რთული არეალი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მდინარე ვერეს ხეობაში ის წითელი ზონა აქვს შემოხაზული, სადაც  არის მაღალი საფრთხე სიცოცხლისთვის და იქ მოსახლეობის ცხოვრება არის აკრძალული. ასევე შემოხაზული არის დატბორვის არეალი, სადაც პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად ცხოვრება შესაძლებელია.  კვლევის მიხედვით დღეს ვერეს ხეობა რჩება მაღალი რისკის ზონად თუმცა გვაქვს მუდმივი მონიტორინგი, გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემ, ასევე ჩატარდა მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები და შესაბამისად, სტიქიური მოვლენა, რომელიც განვითარდა 2015 წელს, არ უნდა განვითარდეს,“_ამბობს ბაგრატია.

მისივე თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში მალე ე.წ. ცხოვრების პროექტი აშენდება.

„მდინარე ვერეს ხეობაში მოხდა მდინარის  კალაპოტის გასწორხაზოვნება, შემუშავდა ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე, ეგრეთ წოდებული, ცხოვრების პროექტი, რომელიც ძალი მალე უნდა აშენდეს, რაც ღვარცოფული პროცესების შედეგად გამოწვეული ნატანი მასალის შეკავებას მოახდენს და გვირაბში წყლის დაგუბებ რისკები შემცირდება. დღეს, ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაკეთებ მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე და იმ შემთხვევაში, თუ წყლის დონე მიუახლოვდება კრიტიკულ ნიშნულს, გვაქვს შესაძლებლობა, ვაცნობოთ შესაბამის უწყებებს,“_ ამბობს ბაგრატია.

როგორც მან კვლევის წარდგენისას აღნიშნა, ადრეული შეტყობონების სისტემის გამოცდის კარგი მაგალითი 2017 წლის 10 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც მოსული ნალექის რაოდენობა თბილისში, ივნისში მოსული ნალექების ოპტიმალურ რაოდენობას, 73 მილიმეტრს მიუახლოვდა, თუმცა ადრეული შეტყობინების სისტემის მონაცემების მიხედვით დედაქალაქში სტიქიის საფრთხე არ არსებობდა.

ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ჭითანავას თქმით, ქვეყანას ძალიან რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რის გამოც სტიქიები ხშირია.

„ქვეყნის რელიეფს თავისებურად ძალიან რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რის გამოც სტიქიები ხშირია. ამავე დროს, კლიმატის ცვლილების ფონზე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბევრად უფრო ხშირია სხვადასხვა სტიქიური მოვლენები“,_ამბობს ჭითანავა.

ის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო სისტემების სფეროში ქვეყანას პრობლემები 1990-იანი წლებიდან შეექმნა, თუმცა სხვადასხვა დონორი სახელმწიფოები დაგვეხმარნენ, მაგრამ თანამედროვე ავტომატური დაკვირვების სისტემით მთელი ქვეყნის აღსაჭურვად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„ამ სადამკვირვებლო სისტემების სფეროში ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა ქვეყანაში 1990-იანი წლებიდან გასაგები მიზეზების გამო. ძალი დიდი როლი შეასრულა დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით პირველ რიგში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციამ, ასევე სერიოზულად დაგვეხმარნენ სხვადასხვა დონორი ქვეყნები,  კანადის, ფინეთის პოლონეთის, ჩეხეთის მთავრობები და ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით იყო კლიმატის ადაპტაციის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტი.  ფაქტიურად,  რიონის აუზი მოცულია დღეს თანამედროვე ავტომატური დაკვირვების სისტემებით, თუმცა ქვეყნის მასშტაბით იგივე მდგომარეობა სამწუხაროდ არ გვაქვს ჯერ კიდევ ბევრია საჭირო.

ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სისტემაა. მათ შორის ბოლო პერიოდის წარმატებად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ უკვე ვახორციელებთ ეგრეთ წოდებულ რადარულ დაკვირვებებს, რომლებიც იძლევა სწორედ იმ ტიპის მოვლენების პროგნოზირების საშუალებას, რომელსაც ჰქონდა ადგილი ვერეს ხეობაში 2015 წლის ივნისში.  ჩვენ მოგვცეს ნებართვა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საწარმოთა გაერთიანება დელტას, საგარეო ნავიგაციას, რომლის რადარებთანაც გვაქვს წვდომა და მთლიანად ვფლობთ ინფორმაციას მღვრიე ღრუბელთა ტიპის შესახებ, მათი წყლიანობის შესახებ, გადაადგილების სიჩქარის, მიმართულების შესახებ და  მოკლევადიანი პროგნოზების გაცემა უკვე შესაძლებელია იმის შესახებ, თუ  რა დროსაა მოსალოდნელი წყალდიდობა, წყალმოვარდნები და სხვა ტიპის გეოლოგიური ხასიათის მოვლენები. სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობა არ არის დასავლეთ საქართველოში, ნაწილობრივ ამ ტერიტორიას აშუქებს თურქეთის მეტეოროლოგიური სადგურის რადარი, რომელიც განთავსებულია ქალაქ ტრაპზონში,“_ამბობს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, მდინარე ვერეზე სადამკვირვებლო სისტემის დამონტაჟების მიუხედავად სტიქიის რისკი არსებობს.

 „ვერეს ხეობაში მერიამ შეგვიძინა ავტომატური სადამკვირვებლო საშუალებები რომლებიც დამონტაჟებულია მდინარე ვერეზე და მის შენაკადზე ვაკის ხევში და 5 ერთეული ნალექმზომი დამონტაჟებულია ასევე მდინარე ვერეზე, ერთი არ განეკუთვნება ვერეს აუზს და ალგეთის აუზშია, მანგლისში, მაგრამ ესეც საჭიროა შიდა პროცესებიდან გამომდინარე. რისკები რასაკვირველია მაინც არსებობს, თუმცა იმ დონის და იმ ტიპის ისეთი კომპლექსური მოვლენის განვითარების, რომელიც აღინიშნა 2015 წელს, ვარაუდი და ალბათობა ძალიან მცირეა. ყოველ შემთხვევაში არის საშუალება, რომ ადამიანთა მსხვერპლი მაინც გამოირიცხოს,“_ განაცხადა ჭითანავამ.

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. გარდაიცვალა 21 და უგზოუკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა.  მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.

დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა - წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, კანონიერი საფუძვლის გარეშე სტიქიის ზონაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა. დედაქალაქის მერიის შეთავაზებას საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების მიღების შესახებ 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა ოჯახმა კი უარი განაცხადა. მათ მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ, კი სასამართლოს მიმართეს. ამჟამად საქმეს სასამართლო განიხილავს. 

დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დაზარალებული მოსახლეობა  ოჯახებისა და სულადობის მიხედვით აღწერეს.  მიყენებული ზიანის მიხედვით,  განისაზღვრა კატეგორიები - პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. 

პირველი კატეგორია ამ დროისათვის, თითქმის, სრულად დაკმაყოფილებულია. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს კი სარემონტო სამუშაოები უტარდება. 

შემუშავდა დაზარალებულ პირთა  საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესიც. ამასთან, დადგინდა დაუკანონებელი ფართის მქონე დაზარალებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც, მათთვის  საცხოვრებელი პირობების  გასაუმჯობესებლად. დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები  საოჯახო ნივთების შესაძენადაც მიიღეს. 

თბილისის მერიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთათვის ფულადი დახმარების წესიც შეიმუშავა და 153 პირს ზარალი აუნაზღაურა. 




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...