რატომ დაიწუნა და შეაჩერა სამინისტრომ ბახმაროში ჰესის პროექტი

მთავარი თემა

რატომ დაიწუნა და შეაჩერა სამინისტრომ ბახმაროში ჰესის პროექტი

19 თებ. 2021, 21:54:24

შპსსი-სი--ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორს მიხეილ ნიბლაძეს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილს წერილი მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ ზემოთ აღნიშნულ კომპანიას ჰესის აშენებისთვის სკოპინგის დასკვნის გაცემაზე უარი განუცხადა. წერილი ვრცელია, მაგრამ დეტალურად არის აღწერილი, რის გამო არ მოხდა ამ ეტაპზე შპსსი-სი--ეიჩ ჰაიდრო VI“ მწვანე შუქის ანთება.

 “სამინისტრომ განიხილა თქვენ მიერ, სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით წარმოდგენილი განცხადება, რომელიც ეხება ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. გაცნობებთ, რომ სკოპინგის ანგარიშში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

 _ საპროექტო ტერიტორია ემთხვევა გურიის გეგმარებითი დაცული ტერიტორიის წინასწარ მონახაზს, რაზეც სამინისტროს დელეგირებით მუშაობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა (WWF). შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის განთავსების მიზანშეწონილობა საჭიროებს დასაბუთებას;

 _ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს ჰესის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განთავსების ალტერნატიული ვარიანტების shp ფაილები და გარემოსდაცვითი კუთხით დეტალური დასაბუთება აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის განთავსების უპირატესობის შესახებ;

 _ ვინაიდან ბახმარო წარმოადგენს უნიკალური მიკროკლიმატის მქონე მაღალმთიან საკურორტო ზონას და დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილობრივ კლიმატზე ზემოქმედების საკითხები მნიშვნელოვანია, რაც განხილული უნდა იყოს დოკუმენტში.

სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია (შესაბამისი დასაბუთებით) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად (წყლის დაგუბება, როგორც ჰესის სათავე ნაგებობებთან, ასევე საათობრივი რეგულირების რკინაბეტონის კონსტრუქციის სამარაგო რეზერვუარში) ბახმაროს საკურორტო ზონის მიკროკლიმატზე ზემოქმედების შესახებ. ასევე მოცემული უნდა იყოს სამშენებლო ბანაკის მოწყობისა და მისგან გამომდინარე ზემოქმედების შესახებ და აღნიშნული ზემოქმედების შემცირების კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებები;

 _ ბახმაროს მიკროკლიმატის ჩამოყალიბებას გარკვეულწილად განაპირობებს ადგილობრივი ფლორის წარმომადგენლები, განსაკუთრებით წიწვოვანი ხემცენარეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს წიწვოვან ხე-მცენარეებზე ზემოქმედების საკითხები, მათ შორის ამოღებას დაქვემდებარებული წიწვოვანი ხე-მცენარეების შესახებ ინფორმაცია;

 _ კურორტი ბახმარო განსაკუთრებით დატვირთულია ზაფხულის სეზონზე, შესაბამისად, კურორტამდე მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის „ჩოხატაური-ბახმაროს“ საავტომობილო გზაზე და ბახმაროს ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური გადაადგილება აღინიშნება ზაფხულის სეზონზე. სკოპინგის ანგარიშში შემარბილებელ ღონისძიებებში განხილული უნდა იყოს დატვირთული გზების პირობებში სატრანსპორტო ოპერაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია და წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაბუთებული ალტერნატივები, როგორც ჰესის მშენებლობისათვის საჭირო სატრანსპორტო ნაკადების ზემოქმედების შესახებ, ასევე ექსპლუატაციისას აღნიშნული გზების გამოყენების საჭიროების შესახებ შესაბამისი შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად;

 _ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს ჰესის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად, მოკლე და გრძელვადიანი ზემოქმედებების შეფასების შესახებ ინფორმაცია კურორტ ბახმაროს ბიომრავალფეროვნებაზე;

 _ პროექტით გათვალისწინებულია 4100 მ სიგრძის სადაწნეო მილსადენის მშენებლობა, რაც დაკავშირებულია შესაბამის მონაკვეთზე მდინარის წყლის რეჟიმის ცვლილებასთან. ვინაიდან, პროექტის მიხედვით, გასატარებელი ეკოლოგიური ხარჯი იქნება 0.29 მ /წმ. სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შემცირებული ეკოლოგიური ხარჯის პირობებში ბიომრავალფეროვნებაზე მათ შორის წყლის და წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე ზემოქმედების შესახებ. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს თევზსავალის და თევზამრიდის ეფექტურობა. დარჩენილი წყლის საკმარისობის საკითხი, წყლის ბიომრავალფეროვნების არსებობის უზრუნველყოფის თვალსაზრით შეფასებული იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის მიერ.

 _ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად ხმაურის წარმომქმნელი წყაროებისა და რეცეპტორების შესახებ. მითითებულია (გვ. 78), რომ „ძირითადი სამუშაოების წარმოების ტერიტორიიდან საცხოვრებელი ზონები დაშორებულია დიდი მანძილით (კურორტ ბახმაროდან დაცილების მანძილი შეადგენს 3.5 კმ-ს), რაც თავისთავად ამცირებს ნეგატიური ზემოქმედებების რისკებს. შესაბამისად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების და ხმაურის გავრცელებასთან დაკავშირებული ზემოქმედების რისკები მინიმალურია.“ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილ ნახაზზე 3.2 „კომუნიკაციების განლაგების სიტუაციური სქემა“ (გვ. 28) ნაჩვენებია, რომ უახლოესი დასახლებული პუნქტი მდებარეობს 1940 მეტრის დაშორებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალების ტრანსპორტირება და სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება მოხდება კურორტ ბახმაროს გავლით, ხოლო დასახლებული პუნქტი სამშენებლო ბანაკიდან დაშორებულია დაახლოებით 600-700 მეტრით, რაც დაკავშირებული იქნება დასახლებულ პუნქტზე ხმაურის გავრცელებასთან და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევასთან. აღნიშნული საკითხი განხილული არ არის (შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებით) სკოპინგის ანგარიშში.

 _ სკოპინგის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასების და მისი აუცილებლობის დასაბუთების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონა გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში;

 _ სკოპინგის ანგარიშში დაზუსტებას საჭიროებს ჰესისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განლაგების ადგილები შესაბამისი Shp ფაილების მითითებით. ამასთან, მნიშვნელოვანია წარმოდგენილ იქნეს თითოეული ინფრასტრუქტურული ობიექტის დაზუსტებული მანძილი კურორტ ბახმაროს დასახლებული პუნქტიდან და ბახმაროს სარეკრეაციო ზონიდან.

 _ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის პოზიცია ,,ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის დადგენილებასთან დაგეგმილი საქმიანობის თავსებადობის შესახებ.

 _ წარმოდგენილი უნდა იქნეს საპროექტო ტერიტორიის სეისმოლოგიური შეფასების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული შეფასებისათვის გამოყენებული ლიტერატურული მონაცემების რუკების და განხორციელებული/განსახორციელებელი კვლევების შესახებ ინფორმაცია;

 _ განხილული უნდა იყოს რეგიონში არსებული და დაგეგმილი ჰესების კუმულაციური ზემოქმედების შეფასების შესახებ ინფორმაცია, როგორც მშენებლობის ეტაპისთვის, ასევე ექსპლუატაციის ფაზაზე, მათ შორის ზედა ბიეფში არსებული ჰესების და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ზემოქმედება, როგორც წყლის რესურსებზე, ასევე წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე.

 _ წარმოდგენილი უნდა იყოს დაზუსტებული ეკოლოგიური ხარჯის ოდენობა (თვეების მიხედვით) და მისი გამოთვლის მეთოდოლოგია.

 _ სკოპინგის ანგარიშში მითითებულია, რომ პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა მისასვლელი გზებისა და სახიდე გადასასვლელების მოწყობა. შესაბამისად, წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ზემოქმედების და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.

 _ მოცემული უნდა იყოს მდინარის რეჟიმის მიხედვით ელექტროენერგიის გამომუშავების შესახებ ინფორმაცია სეზონების შესაბამისად;

 _ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოხდება, თუ არა ჰესისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტებით კურორტ ბახმაროს წყალმომარაგება-კანალიზაციის ქსელის გადაკვეთა;

 _ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის შესაძლო სარგებელი. ასევე, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის.

 _ აღსანიშნავია, რომ კურორტ ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელებულია მესაქონლეობა, აღნიშნულიდან გამომდინარე შეფასებული უნდა იყოს პროექტის განხორციელების შედეგად, მდინარის წყლის საკმარისობა მესაქონლეობისთვის საჭირო წყალმომარაგების საკითხებთან.

_ წარმოდგენილ უნდა იქნეს ბახვი 1 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვეყნის ენერგოსისტემაში ჩართვის სქემა; გთხოვთ, უზრუნველყოთ ყველა ზემოაღნიშნული საკითხის/შენიშვნის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის 2 თვის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს სკოპინგის დასკვნა. ასევე გთხოვთ, უზრუნველყოთ პროექტის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული/დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენა.“ - ასეთია მინისტრის მოადგილის წერილი, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდა (წერილი იბეჭდება მცირე შემოკლებით). წერილის ასლები ასევე გაეგზავნა ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიებს.

"გადავარჩინოთ ბახმარო!“ _ უნიკალურ კურორტზე 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

"ბრძოლა, სამოქალაქო აქტივობა დებს შედეგს" _ ირმა გორდელაძე




 ახალი ამბები
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუნდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო8 მარტს 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით  მთელი საქართველოს მასშტაბით 10:00 საათზე დაიწყო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად მიმდინარეობს და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება. ოლიმპიადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.  მესამე ტურში გადასულ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სიგელი. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...