რას „შეეწირა“ სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი და იცის თუ არა ეს მინისტრმა

მთავარი თემა

რას „შეეწირა“ სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი და იცის თუ არა ეს მინისტრმა

2019 ივნ 24 14:54:48

ახლახან,  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„გურია ნიუსთან“ საუბარისას შეწირულმა თქვა, რომ საკუთარი სურვილით წავიდა.

საზოგადოებაში კი მუდამ, ასეთი დანიშვნა-გათავისუფლებების დროს ისმის კითხვები _   „თუ კარგი იყო, ასე უცებ რატომ ატოვებინებენ თანამდებობას? თუ ცუდი იყო და რაიმე დააშავა, პასუხისმგებლობას რატომ არ აკისრებენ?“

საკადრო პოლიტიკას თავისი დაუწერელი კანონებიც ახლავს, თუმცა, საქართველოს მაგალითზე, ძირითადად, ეს არის,  კლანური ჭიდილის  გამოძახილი ან  შეუგუებლობა  ინდივიდთან, რომელიც თამაშის წესებს არ ემორჩილება, არ „ისვრება“.

რა მოხდა კონკრეტულ   შემთხვევაში,  რამაც საზოგადოების საკმაო დაინტერესება გამოიწვია და დღეს ოზურგეთში აქტიურად სვამენ კითხვას _ ხომ არ ეხება ეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებას და ზოგადად, „ფაროსანას პროგრამას?“

გავრცელებული აზრი, რომ რაკი საქართველოში 53 მილიონი იყო გასულ წელს  გამოყოფილი ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის,  შეწირული ან წესიერია და შეეწირა მაფიოზურ ორომტრიალს ან კორუფციაში ჩაეფლო და დაატოვებინეს თანამდებობა. თუ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ მინიშნება მაინც უნდა ყოფილიყო, _ ამბობენ აქ.

სეს-ის  გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული გასული წლიდან „ფაროსანას პროგრამასაც“ ხელმძღვანელობდა. ამ გაზაფხულზე კი  ის პროგრამიდან „ჩახსნეს“. პროგრამის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ანუ სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსის მოადგილედ დანიშნეს გოჩა ჯობავა. ის სხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი კადრია.

 ვიდრე ჯობავასა და შესაწამლი მანქანების მძღოლების დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებდეთ, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეწირულის გათავისუფლების მიზეზი გახდა, ცოტა ადრიდან უნდა დავიწყოთ.

გასულ წელს „ფაროსანას“ პროგრამა სეს-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ხელმძღვანელობდა.  რეგიონში თბილისიდან გამოგზავნილი იყო სამი პირი: თემურ გაბრიჩიძე, თემურ ცქიტიშვილი და გიორგი მირზიკაშვილი და თითოეული,  გურიის სამი  მუნიციპალიტეტის თითოეული  ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა.  როცა ფაროსანას საწინაღმდეგო შეწამვლა დაიწყო,  პირველი და მეორე შეწამვლის შემდეგ, საზოგადოებაში  მკვეთრი უკმაყოფილება იყო და ღიად საუბრობდნენ, რომ  ცხელი ნისლის  შესხურებამ  ხალხს  ბაღ-ბოსტანი უფრო გაუნადგურა, ვიდრე ფაროსანამ. მეორე და მესამე წამლობა კი ბევრად უკეთესი და შედეგიანი გამოდგა.

 „გურია ნიუსი“, ხშირად აშუქებდა ბრძოლის ღონისძიებებს, ხალხის შენიშვნებზე ვცდილობდით, სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას. 

გასულ წელს ხალხში ღიად იყო  გავრცელებული  ინფორმაცია, რომ ხდებოდა შესაწამლ პრეპარატ  „დეციზის“  და დიზელის საწვავის „მოტეხვა“.

„გაგვიფუჭეს  ყველაფერი, წყალში  ურევენ ცოტა „სალიარკას“,   წამალს კიდევ უფრო ცოტას და რის ხარისხი ექნება წამლობას?“ _ მუდმივად ისმოდა ხალხში. თუმცა, ამ ყველაფერს, ძირითადად, ხალხის გაღიზიანებას მიაწერდნენ. 

ჩვენი წყაროს ცნობით,  ერთგვარი „ჩეპე“, რაც მაშინ  შეწირულის ყურს მიწვდა,  იყო დიზელის საწვავის  გადამალვა, ე.წ. „მოტეხვა“.  ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია  პრეპარატი  „დეციზბლუს“ გადამალვის შესახებ, რომლის ერთი ლიტრის  ღირებულება 75 ლარია.  სწორედ ამის გამო წუხდა ხალხი, რომ შეწამვლა უხარისხო იყო და მხოლოდ ბაღჩეულს თუ ხეხილოვნებს აფუჭებდა.   

როცა ჩვენ ვაზუსტებდით ინფორმაციას, რომ შეზავების პროცესში ხომ არ ხდებოდა როგორც წამლის, ისე დიზელის საწვავის მითვისება და ხსნარში წყალის მეტი რაოდენობით შერევა, ანუ რაზეც ხალხში საუბრობდნენ,  ისმოდა პასუხები, რომ  შესაწამლი სპეციალური აგრეგატი ვერ იმუშავებდა, ასევე სპეციალური დოზებით შეზავებული ხსნარის გარეშე და „დაასტუკებდა“. არადა,  როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს აგრეგატი თურმე ჩვეულებრივ წყალსაც  კარგად ასხურებს  სივრცეში. ხმაური მალე მიწყნარდა.  გაბრიჩიძე, ცქიტიშვილი და მირზიკაშვლი დედაქალაქში დააბრუნეს. შემდეგ კი გაბრიჩიძე სეს-ის რეაგირების ჯგუფის უფროსად დანიშნეს. ცქიტიშვილი სპეციალისტად მიავლინეს, მირზიკაშვილი კი სახლში გაუშვეს. 

ჩვენი წყაროსავე ცნობით, შეწირულის ძალისხმევით, მაშინ სეს-მა აუდიტი მოავლინა გურიაში, დაკითხეს მძღოლები და  15-დან ხუთი მძღოლი გაათავისუფლეს. მაშინ ამაზე ხუმრობდნენ კიდეც გურიაში _ ვინც აღიარა დიზელის მოპარვა,  დატოვეს სამსახურში, ვინც არა _ გააგდეს და ნეტა, ყველა ერთად მოპარვას როგორ გაბედავდა თუ ხელმძღვანელი არ იქნებოდა წილშიო? თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ ჭორს უწოდებდნენ და მაგალითად მოჰყავდათ გაბრიჩიძის დაწინაურების ფაქტი,  ჯგუფის  ხელმძღვანელებს რომ ასეთი რამ ჩაედინათ, როგორ დააწინურებდნენო?

როგორც ჩვენი წყარო მაშინ გვეუბნებოდა,  გათავისუფლებულმა  ხუთეულმა არ აღიარა „ჩალიჩი“ და სახლში გაუშვეს.  მთავარი კი, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა,  იყო ის,  რომ მეორე და მესამე შეწამვლის შემდეგ გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიება აღმოჩნდა შედეგიანი და ხალხის კმაყოფილებაც გაცილებით დიდი იყო.

ჩვენი წყაროს ცნობით, გაბრაზებული მძღოლები მაშინ გურიის გუბერნატორთანაც მივიდნენ და ელემენტარული პირობების უქონლობაზე ესაუბრნენ.  პარალელურად, ჩვენი წყარო გვარწმუნებდა, რომ მექანიზაციის ცენტრში, ჯობავასა და შეწირულის კამათს და უკმაყოფილო საუბარს, რაც მძღოლების საქმეს ეხებოდა, ათი ადამიანი მაინც ისმენდა ყოველდღე.  თუმცა,  მაშინ ჩვენ ეს  ნინო შეწირულმა არ დაგვიდასტურა და საუბრისგანაც თავი შეიკავა. 

ასევე, თავი შეიკავა შეწირულმა ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ინფორმაციის ირგვლივ _ დასვა თუ არა მან წელს საკითხი, რომ ფაროსანას ინტენსიური შეწამვლა ამ სეზონზე  საჭირო არ არის, რადგან მავნებელი წელს ისე მასობრივად აღარ არის, როგორც შარშან იყო.  თუმცა, მავანთ მაინც ხელს აძლევს კვლავ ადრინდელი ინტენსივობით მოხდეს შეწამვლა. გავრცელებული ხმები  და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ძვირადღირებული დეციზბლუ და შეასხურებენ, რასაც ხარისხი არ აქვს, მცენარის ფოთლებს კი წვავს და აჭკნობს. ამიტომ ხშირად ისმის: „წელს სოფელში არ შემოვუშვებთ მაგათ“,  „ეზოსთან არ გავატარებთ“, „შუკებში არ დაგინახოთ“ და ასე შემდეგ.

ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია მექანიზაციის ცენტრში მანქანების ავზების დაკაწვრის შესახებ, როცა პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, მოპარული არაფერი იყო და რა იყო ამ მავნებლური ქმედების მიზეზი,  ბოლომდე ვერავინ გაარკვია.

 „გურია ნიუსი“ მძღოლების საქმესთან დაკავშირებით გოჩა ჯობავას ესაუბრა.

კითხვაზე _ რატომ ჰქონდათ მასთან კომუნიკაციის პრობლემა და ბოლოდროინდელი მოვლენები: შეწირულის წასვლა, გურიის გუბერნატორთან მძღოლების ვიზიტი, რა კავშირში იყო მასთან? _ ჯობავამ ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა.

_ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერაფერზე გიპასუხებთ. ყველანაირ ინფორმაციას  მოიპოვებთ ვებგვერდზე ან მიმართეთ  სამინისტროს პრესსამსახურს.

_ მძღოლებთან თქვენი დაპირისპირების ამბავი ვებგვერდზე წერია? ან პრესსამსახურში გვეტყვიან? თქვენსა და შეწირულს შორის მომხდარ კონფლიქტზეც?

_ ბოდიშს გიხდით, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი, შედით ინტერნეტში და ნახავთ, რა ხდება. (?)

_ და მაინც, მოხდა თუ არა თქვენსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება ელემენტარული პირობების გაუმჯობესების გამო, რაც შეეხებოდა წყალს, სკამების დადგმას, რომ დროებით  ჩამომსხდარიყვნენ.

_ უბრალოდ, სასაცილოა. მე ვინმეს წყალი არ დავალევინე? მათრახიც ხომ არ მეკავა.

_თუ ხართ ადგილზე, რომ მოვიდე?

_რა ვიცი, დღეს შესაძლოა,  არ ვიყო, ხვალ კი ვიყო ჯვარცხმაში, ზეგ _ თხინვალში. ჩვენ, გურულები მაგრები ვართ..

_ თქვენ გურული ხართ?

_მე აჭისწყალელიც ვარ, თხინვალელიც ვარ... ისე, მე, პირადად, ჩემზე შემიძლია გესაუბროთ, სად დავიბადე, ვინ ვარ...

_ გვესაუბრეთ...

_თბილისში დავიბადე, 1976 წელს. დავამთავრე 85-ე სკოლა. მერე საფრანგეთში  დავამთავრე  უნივერსიტეტი და ახლა ვარ აქ... დიდი ბოდიში... ისწავლეთ, იმუშავეთ ბევრი, ბევრი იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი... (?) ჩვენ, ალბათ, გავიცნობთ ერთმანეთს, _ გვითხრა ჯობავამ.

„გურია ნიუსი“  გურიის მხარის გუბერნატორს ესაუბრა სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში  მიმდინარე პროცესების შესახებ და ჰკითხა, ასევე, ნამდვილად იყვნენ თუ არა მასთან უკმაყოფილო მძღოლები.

_ მძღოლები ნამდვილად იყვნენ ჩემთან. ისინი ითხოვდნენ  ყოფითი პრობლემის მოგვარებას. ეს შეეხებოდა წყალს, ადგილზე სკამების დადგმას. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ისინი გუშინაც იყვნენ ჩემთან. რაც შეეხება ნინო შეწირულს, ის ძალიან კარგი გოგოა, კარგი ხელმძღვანელია და კარგად მუშაობდა.  მისი გათავისუფლების ამბავი ეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც ვიცი, მან თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

_ბატონო ზურაბ, თუ კარგია, კარგად მუშაობდა, რატომ ხდება ასე, რომ ერთ დღესაც მიდის ხელმძღვანელი, უხდიან მადლობას და ვითომც არაფერი მომხდარა... თან ახლა, როცა ფაროსანასთან  ბრძოლის აქტიური პერიოდია...

_ ამაზე  სეს-ში გიპასუხებენ, ალბათ. ვფიქრობ, ნინო შეწირული, თავის სფეროში გააგრძელებს მუშაობას.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სეს-ის აუდიტის სამსახურის უფროსი,  დავით ბეჟაშვილი გურიის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მედიასთან იკონტაქტებდნენ. როგორც წყარო ამბობს, ის იმის გამო განაწყენდა, რომ რეგიონულ სამმართველოში შემოსვლისთანავე ახალი უფროსი და მისი მხლებლები კედელზე გაკრულ დიპლომს ეჯაჯგუნებოდნენ ჩამოსაღებად (რაც მათგან შეუმჩნევლად, პირადად დავინახე. ავტ.).

ჩვენ გვსურდა ამის შესახებ, აგრეთვე, მძღოლების და მანქანების შესახებაც გვეკითხა ბეჟაშვილისთვის, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ერთხელ არ უპასუხა.  შემდეგ სმს შეტყობინებაც გავუგზავნეთ, რაც, ასევე, უპასუხოდ დატოვა. როცა კვლავ ვცადეთ დაკავშირება, გვითხრა, სხვაგან  მოხვდითო და ტელეფონი გაგვითიშა.

ჩვენ ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს დავუკავშირდით, რადგან ის ახლა, როგორც პრესსამსახურში, ქალბატონმა თეა შველიძემ  გვითხრა, საზღვარგარეთ იმყოფება,  რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მისივე თქმით,  ყველა კითხვაზე გვიპასუხებს.

ჩვენ ვესაუბრეთ თეა შველიძეს ყველა იმ  თემაზე, რაზეც დღევანდელ სტატიაში ვსაუბრობთ.  თუმცა, როგორც ჯობავამ გადაგვამისამართა, შველიძემ მძღოლების საკითხზე არაფერი იცოდა.

_ რაც შეეხება გურიის რეგიონულ სამსახურში განვითარებულ მოვლენებს, ნინო შეწირულის გათავისუფლებას, ფაროსანას პროგრამიდან მის ჩამოშორებას და იქ არსებულ შიდა პრობლემებს, რაზეც ახლა მესაუბრებით,  არაფერი ვიცი და ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. თუ რაიმე კანონდარღვევას და დანაშაულს აქვს ადგილი, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. ჩემი კომპეტენცია ეს არ არის. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა რაოდენობის ფართობი შეიწამლა, როგორ მიმდინარეობს ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებები...

კითხვაზე, შესთავაზა თუ არა ზურაბ ჩეკურიშვილმა სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობა ყოფილ უფროსს, კახა თავბერიძეს,  რომელიც აქ ნინო შეწირულის მოსვლამდე მუშაობდა და ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შველიძემ გვითხრა, რომ პირველად ესმის.

_ მე არაფერი ვიცი, პირველად მესმის ამის შესახებ.

რა მანძილი და მსგავსებაა ცნობილ  „ტრაქტორების საქმესა“  და  მანქანების და მძღოლების საქმეს შორის? მით უფრო, როცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ათ წელზე მეტია, იგივე ხალხი მუშაობს სფეროში ან მის სიახლოვეს.  რატომ დააწინაურეს  პირი, რომლის ჯგუფის უფროსად მუშაობისას აუდიტმა მისივე ქვემდებარე თანამშრომლების მიერ  სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა. რას შეეწირა  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის  ნინო შეწირულის თანამდებობა და  იცის თუ არა ყოველივე ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა? _ „გურია ნიუსი“ თემის ირგვლივ მუშაობას განაგრძობს და მასალას მკითხველს მალე მიაწვდის.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...