რატომ არ ჩაიბარა ბიზნესმენის წერილი მერიის კანცელარიამ _ "მერმა ბაზრის წართმევა დამიანონსა"

gurianews.com

მთავარი თემა

რატომ არ ჩაიბარა ბიზნესმენის წერილი მერიის კანცელარიამ _ "მერმა ბაზრის წართმევა დამიანონსა"

2018 აპრ 19 15:02:37

როგორც „გურია ნიუსს“ ექსკლუზიურად აცნობეს, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიამ ბიზნესმენ ზურაბ გობრონიძის წერილი არ ჩაიბარა, რომლის ადრესატი ოზურგეთის ვიცე მერი ალექსანდრე სურგულაძე იყო.

კანცელარიაში ჩვენი წყარო ამბობს, რომ წერილი უცენზურო სიტყვებს შეიცავდა და მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რეგისტრაციაში არ გატარდა.

ფაქტს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს ზურაბ გობრონიძე:

_ კი, ნამდვილად გავაგზავნე წერილი, რომელიც არც თუ ისე ზრდილობიანი ფორმით იყო დაწერილი და მასში უცენზურო სიტყვებით იყო პასუხი ბატონი ალექსანდრეს წერილზე, _ გვითხრა ზურაბ გობრონიძე.

გობრონიძის თქმით, სურგულაძემ მას წერილი, როგორც შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორს გაუგზავნა და მოსთხოვა, მისთვის წარედგინა შპს-ს მიერ, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მერიიდან იჯარით აღებულ მიწასა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

_ უფრო კონკრეტულად კი, მისივე სიტყვებით რომ გითხრათ, მოითხოვა ჩემს მიერ წარმოებული მასალები და ქვემოიჯარეების შესახებ არსებული ინფორმაცია. წერილის გაუმართაობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სურგულაძეს ისიც ვერ გაურკვევია, შპს-ს დირექტორი ვინ არის. მე იმ კომპანიის დამფუძნებელი ვარ და არა დირექტორი, როგორც ის წერილში მწერს. როგორც ჩანს ვიცემერს სახელმწიფო სამსახური საბავშვო ბაღი ჰგონია და სხვა რა უნდა გამეგზავნა პასუხად, თუ არა ის, რაც გავაგზავნე?! _ ამბობს გობრონიძე.

ბიზნესმენის თქმით, ოზურგეთის ვიცე-მერის წერილი ერთგვარი ზეწოლაა:

_ შპს „სოფლის ნობათს“ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ ოზურგეთის ვიცემერს კომპანიის მიერ წარმოებული მასალები წარუდგინოს. ასევე, მასაც არ აქვს უფლება მოითხოვოს ასეთი ტიპის დოკუმენტაცია. ამ საქმეს ჩვენს ქვეყანაში ასრულებს შესაბამისი მაკონტროლებელი სამსახურები.

შპს „სოფლის ნობათმა“ გაიმარჯვა აუქციონში და მას 35 წლის ვადით იჯარით გადაეცა ბაზარი. აღსანიშნავია, რომ თავისი არსებობის მანძილზე ის პირველად გახდა სახელმწიფოსთვის მომგებიანი და გამარჯვებული კომპანია პირნათლად იხდის ყველანაირ გადასახადს, როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ბიუჯეტში და სრულად შენარჩუნებულია ის პროფილი, როგორითაც ის არსებობდა.

ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული კანონსაწინააღმდეგო კამპანია ბატონი კოტე შარაშენიძის უნაყოფო მცდელობაა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანოს ბაზრის მოვაჭრეები, რომლებსაც უხვად ავსებდა საარჩევნო კამპანიის დროს ცრუ დაპირებებით, თორემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ბაზარი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და მასზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა.

ერთადერთი რაც მან ნამდვილად შეძლო, მოახერხა რამდენიმე მოვაჭრის ანკესზე წამოგება, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ კოტესთან „დაალაგეს“ და გადასახადს არ გადაუხდიან ადმინისტრაციას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მერი და მისი პირველი მოადგილე ბიზნესის ხელშეწყობის მაგივრად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, როგორ „ააბუნტონ“ ბაზრის მოვაჭრეები და ხელი შეუშალონ მეწარმეს თავისი საქმიანობის გახორციელებაში, _ აღნიშნავს გობრონიძე.

მისივე თქმით, კონტანტინე შარაშენიძემ პირად საუბარში მას ბაზრის ჩამორთმევა კარგა ხნის წინ დაუანონსა:

_ მე და ოზურგეთის მერი შევხვდით ერთამენთს და მან პირდაპირ მითხრა, რომ ბაზარს წამართმევდა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ არც მე და არც სხვა პარტნიორები ადგილობრივ არჩევნებში შარაშენიძის მხარდამჭერები არ გახლდით.

ეს კი მისთვის ყველაზე სერიოზული საბაბია და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუ როგორ დევნის ჩვენი „მეგობარი მერი“ სიორიძის მხარდამჭერებს სამსახურებსა თუ მის გარეთ, _ აღნიშნავს გობრონიძე.

ბიზნესმენი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თუკი ბატონი სურგულაძე შეძლებს და დაადგენს შპს-ს დირექტორის ვინაობას და წერილს სწორ მისამართზე გააგზავნის, პასუხსაც ადეკვატურს მიიღებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“:

_ აქვე მინდა გითხრათ, რომ თუკი ბიზნესზე ზეწოლის ერთი მსგავსი ფაქტი ისევ დაფიქსირდება, აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და იმედია, ისინი მიიღებენ შესაბამის ზომებს, _ აცხადებს გობრონიძე.

ოზურგეთის ვიცემერი ალექსანდრე სურგულაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მერიააში წერილის შესვლის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს:

_ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ წერილი შემოიტანეს და არ ჩაიბარეს. რაც შეეხება ზურაბ გობრონიძეს, შესაძლოა, მოხდა შეცდომა და მე გავაგზავნე წერილი არასწორი დასახელებით. თუ შეცდომაა, აღიარებაც არ არის პრობლემა, _ გვითხრა სურგულაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესზე ზეწოლა არაფერ შუაშია და გობრონიძის „ფანტაზიებზე“ კომენტარის გაკეთება არ სურს:

_ მე მოვთხოვე მუნიციპალიტეტის მოიჯარე შპს-ს ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მას ჰყავს ქვემოიჯარეები, რადგან ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით უნდა იყოს გახორციელებული. მხოლოდ და მხოლოდ ესაა და ცნობადობის დონეზე უნდა მქონდეს ეს ინფორმაცია, _ თქვა სურგულაძემ.

კითხვაზე, მოითხოვა თუ არა მსგავსი ტიპის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სხვა მოიჯარეებიდან, სურგულაძემ თავდაპირველად გვიპასუხა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა, საუბრის ბოლოს გვითხრა, რომ ასეთი შემთხვევები არის, ოღონდ არ ახსოვს, რამდენი და არც ის ახსოვს ვისთან დააგზავნეს წერილები.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე კონტანტინე შარაშენიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ოზურგეთის მერმა ტრადიცია არ დაარღვია და „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

პ.ს. ამ თემამ იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომ "გურია ნიუსმა" მერიის კანცელარიიდან, წყაროს მეშვეობით, გობრონიძის მიერ გაგზავნილი და არჩაბარებული წერილის ასლიც მოიპოვა, რომელსაც მასალას თან ვურთავთ.


ნახვა: 5195


 ახალი ამბები
  • „ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ“, _ კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებსსაქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის. „დღეს, „ვოლტერ რიდის“ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოვინახულე - მეომარი, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაიჭრა. დიდებული ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი მისია. მან მითხრა: „ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა“. მინდოდა ეს თქვენთვის გამეზიარებინა, შემეხსენებინა, რომ ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ, იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას იცავენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ისეთი გმირებით, როგორიც არის ივერი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ სწორედ ის, რაც ჩვენ ჩვენს საერთო მისიებში ერთ ოჯახად გვაქცევს. ჩვენი მებრძოლები ამაყობენ, რომ მსახურობენ აშშ-ის მებრძოლებთან ერთად. ისინი დაახლოვდნენ და იქცნენ თანამებრძოლებად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში შეტანილი წვლილით ამაყობს საქართველო, რომელმაც ამ კონფლიქტებში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნატოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა. „ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო არსი. დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში, რომელიც ჩვენ 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველომ მოიმკა კონგრესის - თქვენი და თქვენი წინამორბედების ძალისხმევის შედეგები, რომლებმაც კონგრესში ჩამოაყალიბეთ თანამოაზრეთა დიდებული ერთობა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის სახით. თქვენ და თქვენი კოლეგები ჩვენთვის ჩაერიეთ ბევრ კონფლიქტში და წარმომიდგენია, რამდენი პოტენციურად მომაკვდინებელი აფეთქება ჩანასახშივე ჩააქრეთ. ქართველი ხალხის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ამ სახის ჩართულობისთვის და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე. მისი თქმით, რეფორმირების და განვითარების პროცესში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიეს ისეთმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც რეგიონში საუკეთესოა. „ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. მადლობა კონგრესის საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფს! ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვამოძრავებს ერთიანი მუხტი, რომელსაც მივყავართ კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი მომავლისკენ“,_განაცხადა ... ...
  • „არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება“_ კონგრესმენი კონოლისაქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ  აღნიშნა, სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი. “განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის - რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი”, - განაცხადა კონოლიმ. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. “ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო; რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის - რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილეს აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც”, - განაცხადა  ... ...
  • რატომ არ ჩაატარებინა მოსწავლეებს „ბოლო ზარი“ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორმაზუგდიდის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ბოლო ზარის ჩატარების უფლება არ მისცა. როგორც „პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ აცნობა, დოდო ცქვიტაიამ ბავშვები მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ისინი ბოლო პერიოდში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში დღეს საგამოცდო პროცესიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ასევე, ცნობილია, რომ დოდო ცქვიტაია დაახლოებით 25 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორია და მისი მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირებულა, თუმცა მაშინდელი მიზეზი უფრო მძმე და გაურკვეველია. ცქვიტაიამ 15 წლის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ის შეკითხვა არ აპატია, რომელიც ე.წ მოსაკრებელს ეხებოდა. ბავშვების ინტერესი კი დირექტორის მიერ ყოველთვიურად თითოეული ბავშვიდან აღებულ თითო ლარს ეხებოდა, რომელიც თითქოს სკოლის რემონტს ხმარდებოდა.  ... ...
  • მკვლელობა ხორავას ქუჩაზე _ პროკურატურა განცხადებას ავრცელებსხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "გურია ნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები  კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ  ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში. რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი  შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.  მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა  და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა,  ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს  გირაო, ხოლო არასრულწლოვანი  მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა.  ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის  პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე  მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც  დააკმაყოფილა მისი განცხადება", _ აღნიშნულია ... ...
  • „გაძევებას“ სჯობს „დარბაზის დატოვება“ _ოზურგეთის საკრებულო ეთიკის კოდექსს განიხილავს დღეს,  ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს ეთიკის  კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგა NDI-ის თვითმმართველობის პროგრამის რეგიონული კოორდინატორი, ირინე ურუშაძე. მან თქვა, რომ ოზურგეთის საკრებულო ამ კუთხით არის ახალი პარტნიორი, რაც სასიხარულოა და და ეხმარებიან საკითხის ორგანიზებაში. საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის განხილვა სასიამოვნო ფაქტია: _  კოდექსის შექმნის ინიციატორი ფარაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილია, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ჩვენ ხალხის არჩეული ადამიანები ვართ და  ეთიკის კოდექსის პატივისცემა გვმართებს, _თქვა მან. დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა  ხაზი გაუსვა პროექტის განხილვაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა, რადგან ისეთი ვარიანტის მიღება უფრო უპრიანია, რომელიც ყველას მიერ კარგად იქნება მიჩნეული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გამოთქვა  საკუთარი მოსაზრება იმ კუთხით, რომ დეპუტატი შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს ვინმეს, არ უნდა არღვევდეს წესრიგს. პროექტის  განხილვისას უმთავრესი კითხვა რაც დაისვა, იყო ის,  თუ  რას ავალდებულებს კოდექსი დეპუტატს და როგორ უნდა შესრულდეს ის. ბევრი ისაუბრეს რეგლამენტში არსებულ სიტყვაზე,  „გაძევება“, რომლის ჩანაცვლება ამჯობინეს  სიტყვებით _  „დარბაზის დატოვება“. _ „გაძევება“ მართლაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი. აქ რაც წერია მედიასექტორთან თანამშრომლობის კუთხით, თუ ეს მოხდება, მარტო ამისთვის ღირს ამ კოდექსის მიღება, _  თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია: „ახლგაზრდული რესურსცენტრის“ ხელმძღვანელმა, ოთარ რევიშვილმა. ოთარ რევიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ, როცა დეპუტატის მიერ დარბაზის დატოვების  საკითხი დაისმება, იქ არ იქნება მშვიდი სიტუაცია. მთავარია, გამოხატვის უფლება არ დაირღვეს. ეთიკის კოდექსის პროექტის გარშემო,  არაერთი მოსაზრება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა.  იყო სადავო და საკამათო კითხვები და  მოსაზრებები. ყოველივე ამის გამო, მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას  მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების  და  ფრაქციის წარმომადგენლები და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს.  შემდეგ კი, უახლოეს დღეებში, შედგება სამუშაო ჯგუფის ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...