რატომ დაუშვა სასამართლომ მტკიცებულებად პროკურატურის „გამზადებული ჩვენება“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე

მთავარი თემა

რატომ დაუშვა სასამართლომ მტკიცებულებად პროკურატურის „გამზადებული ჩვენება“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე

2017 მარ 21 23:01:20

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 წლის წინ მომხდარი, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. პირველი პროცესი აღნიშნულ საქმეზე დღეს ჩატარდა. საქმეს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია მაუჩარ პანაძის თავმჯდომარეობით განიხილავს.

საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვით, 2004 წლის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს, მთავარი პროკურატურა ასაჩივრებს. 

ასლან ბეჟანიძე ხელახალი გამოძიების ფარგლებში, 12 წლის შემდეგ, საქმეში ახლადგამოჩენილი მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული. 9 თვის შემდეგ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით დარახველიძის განაჩენის საფუძველზე ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოცხადების დღესვე „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, რასაც ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.

განაჩენის გამოტანიდან 3 თვის შემდეგ, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. პირველივე სხდომაზე, დღეს, პროკურატურამ სასამართლოს იმ ჩვენების მტკიცებულებად დაშვება სთხოვა, რომელიც 2015 წელს მოიპოვეს, თუმცა, ამის შემდეგ მოწმის მოძებნა ვერ მოხერხდა. კერძოდ, საქმე ეხება მოწმე დავით კაპანაძეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, 2004 წელს, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ფაქტს პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე შეესწრო და სავარაუდო დამნაშავეც დაინახა.

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებდა, დავით კაპანაძე მნიშვნელოვანი მოწმეა, ამიტომ მისი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა, სასამართლოში უნდა გამოქვეყნებულიყო. პროკურორი ამბობს, რომ მოწმე მაწანწალა ცხოვრებას ეწევა, ამიტომ მისი მოძებნა ვერ მოხერხდა, რის გამოც, სასამართლოში მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ იყო. პროკურორის ეს მოსაზრება მოსამართლე დავით დარახველიძემ არ გაითვალისწინა და განაჩენში აღნიშნა, რომ დავით კაპანაძის ჩვენება არ იქნა გამოქვეყნებული შემდეგ გარემოებათა გამო:

„თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი ჩვენების გამოქვეყნება დასაშვებია თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა. პირველ ორ შემთხვევაში, საქმე შედარებით მარტივია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლოა იმსჯელოს კონკრეტული ჩვენების გამოქვეყნებაზე, ხოლო რაც შეეხება მოწმის ადგილსამყოფელის დადგენას, ანდა გონივრული შესაძლებლობის ამოწურვას, აქ სახელმწიფო ბრალდებამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, მითითებული საფუძვლების აღმოსაფხვრელად, იმ უზარმაზარი რესურსის და ბუნებრივი უპირატესობის გათვალისწინებით, რაც გააჩნია დაცვის მხარესთან მიმართებით. საცხოვრებელ სახლებში (მამის და ბებიის) მოწმის გადამოწმება ბუნებრივია უშედეგო იქნებოდა დავით კაპანაძის ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ხოლო თბილისის ერთ-ერთ უბანში რამდენჯერმე გამოცხადება და იქ გადამოწმება ნამდვილად არ წამოადგენს საკმარის საფუძველს, ჩვენების გამოსაქვეყნებლად, მით უფრო მაშინ, როდესაც მოწმე ნინო ქარცივაძე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ სამგორის რაიონში შეხვდა დავით კაპანაძეს. ასევე, უნდა მომხდარიყო იმ დროს არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინება. შესაძლოა ის (დავით კაპანაძე) რომელიმე თავშესაფარშიც კი ყოფილიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრნციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სასამართლოს სხდომაზე დაიკითხოს მოწმე, რომელიც ბრალდებულს ამხელს“, _ აღნიშნულია მოსამართლის დასაბურთებულ განაჩენში.

თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც 2016 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე დავით კაპანაძის ჩვენების გამოქვეყნებას ითხოვდა და სააპელაციო სასამართლოს დღესაც ამ ჩვენების გამოქვეყნების დასაშვებობას სთხოვდა.

2016 წლის 7-8 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი დარახველიძის მიერ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მიმართა როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს და თბილისში არსებულ მუნიციპალურ თავშესაფარს კითხვით, იმყოფებოდა თუ არა მათ ბაზაში დავით კაპანაძე.

მოგვიანებით, პროკურატურისთვის გაგზავნის წერილებში ნათქვამია, რომ დავით კაპანაძე არ არის გარდაცვლილ პირთა ბაზაში, არც მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პასუხები მთავარ პროკურატურას მას შემდეგ აქვს მიღებული, რაც მოსამართლე დარახველიძემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

პროკურორი ამირან გულუაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში და დღესაც აცხადებდა, რომ კაპანაძის მოსაძებნად პროკურატურამ ყველა ღონეს მიმართა.

კერძოდ, მისი თქმით, დავით კაპანაძის ადგილსამყოფელის დასადგენად, 2016 წლის 21, 22, 26, 28, 29, 30 ნოემბერს, დათვალიერდა მიცკევიჩის ქუჩა, ასევე მოხდა გასაუბრება ამ ქუჩაზე მცხოვრებ პირებთან, თუმცა, დავით კაპანაძის ადგილსამყოფელის დადგენა, ან მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, რომ დავით კაპანაძეს არ აქვს პირადობის მოწმობა, ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება და პროკურატურას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მისი გამოკითხვის დამადასტურებელი რაიმე ფოტო-ვიდეო მტკიცებულება.

დღესვე, სასამართლოს დაცვის მხარემ წარმოუდგინა საკუთარი არგუმენტები, რის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო  პროკურატურის შუამდგომლობა და არ გამოქვეყნებულიყო მოწმე კაპანაძის ჩვენება. კერძოდ, დაცვის მხარის აზრით, პროკურატურამ მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა მოსპო, გარდა ამისა, არ იყო ამოწურული ყველა შესაძლოა ზომა, რომ დავით კაპანაძე მოეძებნათ.

ასლან ბეჟანიძის ადვოკატის,  ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, „დავით კაპანაძის მოძებნისა და სასამართლოში მოყვანის შემთხვევაში ის იტყოდა სიმართლეს, როგორ მოაწერინეს გამზადებულ ჩვენებაზე ხელი. ამიტომ არ აწყობდა პროკურატურას მისი სასამართლოში წარდგენა“, _ აღნიშნა კაკაბაძემ.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია 6 წუთის განმავლობაში მსჯელობდა უნდა დაეკმაყოფილებინათ თუ არა შუამდგომლობა. საბოლოოდ, კოლეგიის გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ განმარტა, რომ დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი ძირითადი დეტალი: 1. არსებობს თუ არა მტკიცებულების გამოკვლევის საფუძველი და 2. გამოკვლეულ მტკიცებულებას გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო. მოსამართლის განმარტებითვე, დავით კაპანაძის ჩვენება უნდა გამოიკვლიონ. ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ სასამართლო ამ გამოკვლეულ მტკიცებულებაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი და  აცხადებს, რომ არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

„ბრალდების მხარემ შეგნებულად არ მოიყვანა ეს პირი სასამართლოში დასაკითხად. ყველა პირი, რომელიც სასამართლოში მოვიდა, თიერთგამომრიცხავი , ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს და დაენგრათ თავზე  სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ ეს რომ არ მომხდარიყო კაპანაძის შემთხვევშიც, პროკურატურა იმას კი არ  შეეცადა, რომ სასამართლოში მოეყვანა პირი და შეჯიბრებითობის პრინციპით სასამართლოში დაკითხულიყო, არამედ, გამოექვეყნებინათ მათ მიერ გამოძიებაში შეთხზული აბსურდული ჩვენება. თუმცა, სხვა პირები უკვე დაკითხულბი არიან სასამართლოში და ამ პირის ჩვენების გამოქვეყნებული ოქმი ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ბრალდების მხარე ბევრს ვერაფერს მიაღწევს ამ ოქმის გამოქვეყნებით. უფრო მეტად დაისუსტებს საკუთარ პოზიციებს და მეტ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება საკუთარ მტკიცებულებებთან, რომელიც სასამართლოში გამოვიკვლიეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ გამამართლებელი განაჩენი დარჩება ძალაში“, _ აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

კითხვაზე: რა აძლევს ადვოკატს იმის თქმის საფუძველს, რომ „დავით კაპანაძის მოძებნისა და სასამართლოში მოყვანის შემთხვევაში ის იტყოდა სიმართლეს, როგორ მოაწერინეს გამზადებულ ჩვენებაზე ხელი“ და რატომ ფიქრობს რომ ჩვენება პროკურატურას წინასწარ ჰქონდა დაწერილი? _ კაკაბაძე ამბობს:

„ყველა დეტალზე ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არ მოიყვანეს სასამართლოში იმის გამო, რომ მას სურდა ეთქვა სიმართლე, რომ ასლან ბეჟანიძეს არ მოუკლავს დავით ოთხმეზური და მას ძალით მოაწერინეს ხელი აღნიშნულ ჩვენებაზე“, _ აღნიშნავს კაკაბაძე.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის სასამართლოსთან შუამდგომლობის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ თითქოს გამომძიებელი გაესაუბრა პეკინი-მიცკევიჩის ქუჩებზე მომუშავე ადამიანებს და დავით კაპანაძე არცერთ მათგანს ნანახი არ ჰყავდა.

„თუმცა ჩვენ გავესაუბრეთ იგივე პირებს (მათი ხელმოწერებიც არის საქმეში და დგინდება მათი ნამდვილობა) და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ დავით კაპანაძე დღესაც გამოდის აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ  ბრალდების მხარეს რომ ჰქონოდა სურვილი სასამართლოში მოეყვანა დავით კაპანაძე, მოიყვანდა კიდეც. ეს რომ მათ  გაეკეთებინათ, ვიმეორებ, კიდევ უფრო დაენგრეოდათ უსუსური სისხლის სამართლის საქმე“, _ აღნიშნავს ადვოკატი.

რას აცხადებს გარდაცვლილის მამა გიორგი ოთხმეზური, ენდობა თუ არა ის პროკურატურის ვერსიას, იცნობს თუ არა მოწმეებს, რომლებიც მათივე განცხადებით მის შვილთან მეგობრობდნენ, _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ გიორგი ოთხმეზურის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. მას დანით 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელსვე დაიწყო გამოძიება, პროკურატურამ დამნაშავის დაკავება ვერ შეძლო. მხოლოდ 2015 წელს, მას შემდეგ, რაც საქმეში გამოჩნდა მოწმე შოთა შანიძე, რომელიც აცხადებდა, რომ დაინახა ვინ დაჭრა დავით ოთხმეზური, პროკურატურამ განახლებული გამოძიების საფუძველზე ასლან ბეჟანიძე დააკავა. 2016 წლის 27 მარტიდან 20 დეკემბრამდე ბრალდებულმა ასლან ბეჟანიძემ 9 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაჰყო; თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ის უდანაშაულოა, იმ მოწმეთა ჩვენებები, კი, რომლების მის წინააღმდეგ პროცესებზე გამოვიდნენ, არასანდო და არასაკმარისია ბეჟანიძის ბრალეულობის დასამტკიცებლად.

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ 7 თვეა ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს.  ჩვენს მიერ საქმეზე მოპოვებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს შეგიძლიათ უკვე გამოქვეყნებულ სტატიებში გაეცნოთ.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი - არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)

რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა

ექსკლუზივი - 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

„ამ პროცესის მონაწილეები პასუხს აგებთ“ _ გარდაცვლილი პატიმრის ძმა პროკურატურას და მთავრობას მიმართავს

ექსკლუზივი - რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს

რას აცხადებს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა და ვის დასჯას ითხოვს ის

პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან - ნაწილი II




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...