რატომ მიანიჭეს ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და რა შემთხვევაში შეძლებთ სარგებლის მიღებას

მთავარი თემა

რატომ მიანიჭეს ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და რა შემთხვევაში შეძლებთ სარგებლის მიღებას

2019 მარ 21 14:33:19

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს" _ გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა", _ ეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 18 მარტს გაავრცელა.

კანონით თუ ვიმსჯელებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ბახმაროს მოსახლეობამაც უნდა ისარგებლოს.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ბახმაროს ამ დროისთვის არც მოსახლე ჰყავს და უფრო მეტიც, საჯარო რეესტრში არც დაბის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კანონის თანახმად, ამ საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა იმსჯელოს, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს და სწორედ ამის შემდეგ გატარდეს საჯარო რეესტრში, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დრომდე არ მომხდარა.

ამ ყველაფერთან ერთად არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით მოქალაქეს სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იქ, მინიმუმ, 9 თვე ცხოვრობს, რაც ბახმაროსთან მიმართებაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია _ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე, ჯერ კიდევ რეესტრში გაუტარებელ დასახლებაში ცხოვრება, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმ, 6 თვეა შესაძლებელი.

რატომ მიანიჭეს სტატუსი ბახმაროს რეესტრში რეგისტრაციამდე, გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ იქ არსებული პირობები და რა შანსი აქვს ბახმაროს მცხოვრებლებს კანონით გათვალისწინებული შეღავათების მიღებისა _ ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვცადეთ.

სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი დიდიძის თქმით, ბახმაროს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კანონიდან გამომდინარე მიანიჭეს:

"დღეის მდგომარეობით, ბახმაროს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული. ჩვენ გვქონდა საბჭოს კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი იყო განხილული, დადებითად გადაწყდა და ამის საფუძველზე უკვე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევა ცვლილება და დაემატება ბახმარო, როგორც დასახლება, რომელსაც ექნება მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. როგორც ვხვდები, გავლილი გაქვთ კანონი, რომელშიც წერია, რა შემთხვევაში ხდება მაღალმთიანის სტატუსი მინიჭება და როგორ. ამავე კანონშია ჩამოთვლილი სიმაღლეებიც _ ანუ, 1500 მეტრის ზევით არსებულ დასახლებებს, ჩვენ ავტომატურ რეჟიმში ვანიჭებთ სტატუსს.

ვინაიდან, საქართველოს მთავრობის აქტი, როგორც მახსოვს, იანვარში გამოვიდა და ბახმაროს მიენიჭა დასახლების სტატუსი, ჩვენ კანონის საფუძველზე გაგვიჩნდა ვალდებულება, რომ შესაბამისი რეაგირება მოგვეხდინა. კანონიდან გამომდინარე, გავახორციელეთ რიგი პროცედურები და ახლა ვართ უკვე ფინალურ, დასკვნით ეტაპზე, როცა მთავრობის დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელშიც დაემატება ბახმარო, როგორც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე დასახლება", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გიორგი დიდიძემ.

დიდიძე ამბობს, რომ სტატუსის მინიჭება ყველა პროცედურის გავლით მოხდა.

_ ბატონო გიორგი, ამ ეტაპზე, ბახმაროს დაბის სტატუსიც კი არ აქვს. კანონით, ეს საკითხი ჯერ საკრებულომ უნდა განიხილოს, შემდეგ რეესტრმა გაატაროს. რატომ დაასწარით იურიდიულ პროცესებს?

_ იურიდიულს ვერ დავასწრებდით. თუ ობიექტი არ არსებობს, სტატუსს ვერ მივცემდით. დაბის სტატუსის მინიჭების წესი არსებობს _ ინიცირება იწყება მუნიციპალიტეტიდან, რომელიც მიმართავს ცენტრალურ ხელისუფლებას, შემდეგ ხდება ამ საკითხის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ეს ყველა პროცედურა გავლილია...

_ თუმცა, საჯარო რეესტრში არ არსებობს დასახლება _ დაბა ბახმარო. კოდიც კი არ არის მინიჭებული...

_ ამ ყველაფრის საფუძველი არის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული აქტი, რომლის თანახმადაც, შეიქმნა შესაბამისი დასახლება. რაც შეეხება რეესტრს, მას აქვს ვალდებულება განკარგულებით, რომ ასახოს ეს ინფორმაცია. ტექნიკური კომპონენტია და სამართლებრივ ჩარჩოსთან არ აქვს კავშირი. კარგია, რომ გადაამოწმეთ. ჩვენც გადავამოწმეთ და უახლოეს ხანში იქნება ასახული. თუმცა, რეესტრში არასახვა არ ნიშნავს, რომ სრულფასოვანი დასახლება არ არის.

_ სრულფასოვანი დასახლება ახსენეთ, რომელიც თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ იქ ვინმე უნდა ცხოვრობდეს. ბახმაროს შემთხვევაში კი ასე არ არის. უფრო მეტიც _ იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც თავის დროზე მიმართეს მუნიციპალიტეტს ბახმაროსთვის სტატუსის მინიჭების თხოვნით და იქ დასახლების უფლების მისაღებად, რეესტრი დღემდე ვერ არეგისტრირებს ბახმაროში მცხოვრებლად...

_ მესმის, რასაც ამბობთ, თუმცა, ასე უცებ არ შემიძლია გიპასუხოთ. გასარკვევია, რამდენად სწორად მიმართეს იმ მოქალაქეებმა რეესტრს...

_ ისინი ვერ მიმართავენ, რადგან დაბა არ არის რეგისტრირებული...

_ მიმართონ და გარწმუნებთ, რომ პრობლემა არ იქნება(?!).

_ თუმცა, კანონით ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ ბახმარო საჯარო რეესტრში არ გატარდება, როგორც დაბა და როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული. იმედია, ამ ტექნიკურ მხარეს, როგორც თქვენ უწოდებთ, მალე მოაგვარებთ. მანამდე კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გვაინტერესებს თქვენი პოზიცია _ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი პირს ვერ ექნება, თუ იქ, მინიმუმ, 9 თვე მუდმივად არ იცხოვრებს. ეს ბახმაროსთან მიმართებაში შეუძლებელია, რადგან იქ, მაქსიმუმ, 6 თვე შეიძლება მუდმივად ცხოვრება. დანარჩენ დროს კი დიდი თოვლია _ არც გზაა და არც სხვა სახის კომუნიკაცია... ამ შემთხვევაში რა ხდება?

_ თუ მოქალაქე 9 თვე არ იცხოვრებს მაღალმთიან დასახლებაში, ის სტატუსს ვერ მიიღებს და თუკი აქვს, მოეხსნება. შესაბამისად, ვერ ისარგებლებს იმ შეღავათებით, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

_ ეს რომ ვიცით, ამიტომაც ვსვამთ ამ კითხვას _ ფაქტია, რომ ვერავინ იცხოვრებს 9 თვეს და შესაბამისად, მოქალაქე ვერ ისარგებლებს სიკეთეებით, რომელიც ამ კანონს მრავლად ახლავს. ამიტომაა საინტერესო, რა მნიშვნელობა აქვს ბახმაროსთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას?

_ ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, რომ კანონიდან გამომდინარე გაგვიჩნდა ამის ვალდებულება. შეიქმნა დასახლება, რომელიც 1 500 მეტრზე ზევით მდებარეობს და სტატუსიც უნდა მიგვენიჭებინა.

_ გამოდის, რომ ეს არ არის რიგით მოქალაქეებზე გათვლილი და მხოლოდ ბიზნესს მოერგება?

_ ვერ გავიგე, საით მიგყავთ საუბარი, მაგრამ ერთ რამეს დავაზუსტებ _ ზოგადად, კანონს თუ ავიღებთ, საუბარია მთის განვითარებაზე, მათ შორის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მიმართებაში, ასევე, შესაბამის პირობების შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს განვითარებას. თუ რატომ მოხდა ბახმარო ამ ჩამონათვალში, უკვე გითხარით.

_ ეს რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ხომ შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ რიგითმა მოქალაქეებმაც ისარგებლონ ამ სიკეთეებით?

_ თეორიულად ვისაუბროთ _ ვთქვათ, ცხოვრობს 5 ან 10 ოჯახი, რომელშიც არის 9 პენსიონერი, მათ ექნებათ პენსიაზე დანამატი, თუ ისინი იქ იცხოვრებენ 9 თვის განმავლობაში. შეიძლება იქ შეიქმნას რაღაც საწარმო და ამ შემთხვევაში არის რიგი შეღავათები. ეს კომპლექსურად, საერთო ჯამში, ქმნის გარკვეულ პირობებს, რომ მოქალაქეები მაღალმთიან რეგიონებში იყვნენ დასახლებულები. ეს მხოლოდ ბახმაროს არ ეხება, მაღალმთიანი რეგიონები ბახმაროთი არ იწყება და არ მთავრდება.

_ სხვა რამეს გეკითხებით _ გვაინტერესებს, თუკი მიანიჭეთ ბახმაროს სტატუსი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოქალაქეებმა ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით? არ გიფიქრიათ, რომ, თუნდაც, კანონში შევიდეს ცვლილება და ასეთ გამონაკლის შემთხვევებში, 9 თვის ნაცვლად 6 თვე ცხოვრება იყოს სავალდებულო?

_ კი, როგორ არა. გადაწყვეტილების მიმღები მსჯელობს ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ, იყოს რაიმე ინიციატივა, რომ 9 თვის ვალდებულება შემცირდეს 6 თვემდე, ოღონდ გარკვეულ სიმაღლეებზე, ვთქვათ 2 000 მეტრიდან, სწორედ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც ბუნებრივი კლიმატი ქმნის. მე საჯარო მოხელე ვარ და არ შემიძლია მტკიცებით ფორმაში გითხრათ, მაგრამ, შესაძლებელია, კანონში შევიდეს ცვლილება და ასეთ სიმაღლეზე 9 თვის ვალდებულების ნაცვლად იყოს 6 თვე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დიდიძემ.

P. S. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ბახმაროს, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო ორშაბათს იმსჯელებს და მხარდაჭერის შემთხვევაში, სტატუსის ოფიციალური მინიჭება და შესაბამისად რეესტრშიც გატარება იმ კვირაში მოხდება.




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...