რატომ შეისწავლა სახელმწიფო აუდიტმა ა(ა)იპ-ების საქმიანობა


მთავარი თემა

რატომ შეისწავლა სახელმწიფო აუდიტმა ა(ა)იპ-ების საქმიანობა

7 აპრ. 2017, 14:54:49

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით გაკეთდა, ყველა მუნიციპალიტეტებში 2014-2015  წლებში გახორციელებული აუდიტების დასკვნის ერთობლიობაა. ეს დასკვნა ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებსაც ეხება.

იგი  მრავალმხრივია და მასში ბევრ დარღვევაზეა საუბარი. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის დანაშაულის მაღალი რისკის შემცველი 75 ანგარიში სამართალდამცავ ორგანოებშია გადაგზავნილი.

ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს დათმობილი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს:

"მუნიციპალიტეტებს მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად, კოორდინაციის მიზნით, შეუძლიათ დააფუძნონ  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. აღნიშნული ორგანიზაციების ამოცანაა, ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტებს არსებული ამოცანების გადაჭრასა და მიზნების შესრულებაში. აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტებში (ა)იპ-ების დაფუძნებისა და მართვის პროცესები მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებით ხასიათდება," _ ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მუნიციპალიტეტებში იურიდიული პირების დაფუძნებისა და დაფინანსების პროცესი, ბოლო 5 წლის განმავლობაში,  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა.

"2011-2015 წლებში, მუნიციპალიტეტებში დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება ქვეყნის ყველა რეგიონში და წინა წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი 5%-დან 16%-მდე იცვლება," _ აღნიშნავენ აუდიტორები.

რაოდენობრივი თვალსაზრისით ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით კულტურისა და განათლების სფეროს ა(ა)იპ-ები გამოირჩევა _35%; შემდეგ მოდის სპორტი _18%;  დასუფთავება-კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურის სფერო _ 15%,  საბავშვო ბაღები _ 10%.

დაფუძნებაში და მათი შემდგომი ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფულადი რესურსი რომ  იხარჯება, ეს ახალი არავისთვის არ არის. არც ის, რომ მათი შექმნა უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ ფუნქციების დელეგირება ქმნის ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობას. თუმცა, ამის მიუხედავად სიტუაცია არ იცვლება, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერს:

"შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ  ზოგიერთ შემთხვევაში ა(ა)იპ-ების შექმნა არ პასუხობს მთავარ კრიტერიუმს _ დაფუძნების აუცილებლობას და მათი ფუნქციონირება არ იძლევა სათანადო შედეგს. მაგალითად, მუნიციპალიტეტებში იქმნება სხვადასხვა მიზნისა და პროფილის ა(ა)იპ მაშინ, როდესაც უკვე არსებობს სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში  უზრუნველყოფენ შესაბამისი დავალებების შესრულება. მუნიციპალიტეტში იქმნება ისეთი ტიპის ა(ა)იპ-ები, რომელთა ფუნქციები მსგავსია  მუნიციპალიტეტში უკვე არსებული სხვა ა(ა)იპ-ის საქმიანობის მიზნებთან.

დაფუძნებულია ა(ა)იპ-ები, რომელთა ობიექტური საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ასევე, მათი მიზანი

ზოგადია და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად საქმიანობას," _ ვკითხულობთ დასკვნაში.

მართალია, დასკვნაში მუნიციპალიტეტები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გვეუბნებიან, ამ კვლევაში გურიის მუნიციპალიტეტებიც შედის, სადაც იდენტური ა(ა)იპ-ები ფუნქციონირებენ და რომელთა შესახებაც არა ერთხელ დაგვიწერია, მაგალითად, ჩოხატაურში, სპორტის სფეროს სასპორტო სკოლა, სპორტის განვითარების ცენტრი და საფეხბურთო კლუბი "ბახმარო" ემსახურებიან.

სამივე დაწესებულების მუშაობა თითქმის იდენტურია. უფრო მეტიც, სასპორტო სკოლასა და სპორტის განვითარების ცენტრში შტატებიც კი ერთნაირია.

მაგალითად, სელექციონერის შტატი, სამნეო ნაწილის ხელმძღვანელის შტატი, მეთოდისტ-ინსტრუქტორის შტატი. ამ ორივე ა(ა)იპის  დირექტორი, პარალელურად, მწვრთნელებადაც მუშაობს და 600-ლარიან ხელფასზე 200-200 ლარიც ემატებათ.

ჩოხატაურისგან განსხვავებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებაზე 4 ა(ა)იპ ზრუნავს _ საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთის გურია", საფეხბურთო სკოლა გოგონათა და რაგბის გუნდი, საფეხბურთო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი.

ქალაქ ოზურგეთში სპორტული მიმართულების სამი ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს _ რაგბის განვითარების კავშირი, რომლის შენახვაზე გასულ წელს 152 000 ლარი დაიხარჯა, საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" 147 000-ლარიანი ბიუჯეტით და გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი 445 000-ლარიანი ბიუჯეტით.

გურიის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ჩოხატაურში ასეთივე სიტუაციაა ხელოვნების სფეროშიც _ ცალკე ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, ცალკე _ სამხატვრო გალერეა. არადა, წლების მანძილზე ეს ორი ერთ ა(ა)იპ-ში იყო მოქცეული და შესაბამისად, ნაკლები ფულიც იხარჯებოდა.

"აქედან, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ების შექმნასთან დაკავშირებით, არ ამართლებს მიზანს, გაზარდოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტიანობა და საზოგადოებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი," _ აღნიშნავენ აუდიტორები.

ამ ყველაფერს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და გაცემული შრომის ანაზღაურება ემატება.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ა(ა)იპ-ების მიზნების მიღწევას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კომპეტენტური და ოპტიმალურად დაკომპლექტებული ადამიანური რესურსი. დასაქმებულთა რაოდენობა უნდა იყოს ორგანიზაციის მიზნებისა და  მასშტაბის შესაფერისი. შესაბამისად, საშტატო   რიცხოვნობის გაზრდა უნდა ქმნიდეს დამატებით სარგებელს ან აუმჯობესებდეს არსებული მომსახურების ხარისხს. თუმცა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტებში დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაიზარდა ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობაც და შესაბამისად, გაცემული შრომის ანაზღაურება.

"ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით,  იზრდება 8%იდან 24%-ის ფარგლებში, ხოლო გაცემული შრომის ანაზღაურება 18%-იდან 39%-მდე," _ აღნიშნულია დასკვნაში, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რაოდენობა არაგონივრულად  მაღალია.

"აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს შრომითი რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები: ორგანიზაციებში არ არის სათანადოდ განსაზღვრული და გადანაწილებული თანამშრომელთა მოვალეობები, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მათ მიერ შესასრულებელი ფუნქციების დუბლირებას," _ განმარტავენ აუდიტორები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტებმა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ა(ა)იპ-ებში მნიშვნელოვნად გაზარდეს საშტატო რიცხოვნობა ისე, რომ არ არის განმარტებული და დასაბუთებული დასაქმებულთა რაოდენობების ზრდის მიზეზი და აუცილებლობა:

"მუნიციპალიტეტებს არ აქვთ დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ა(ა)იპ-ებში დასაქმებული სამუშაო ძალის გამოყენების შეფასებას, რაციონალური  რაოდენობის განსაზღვრას და არსებული შრომითი რესურსების მაქსიმალურად პროდუქტიულ გამოყენებას," _ წერია დასკვნაში.

 ა(ა)იპ-ების ხარჯების დაფინანსების ძირითად წყაროს (დაახლოებით 80%-ს) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიღებული თანხები წარმოადგენენ.

კვლევის თანახმად, 2011- 2015 წლებში, მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული სუბსიდია, წინა წლებთან შედარებით, 21%-დან 40%-მდე იზრდება.

მართალია, ლანჩხუთის, ოზურგეთის თემთა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა 2 წლის წინ ა(ა)იპებ-ის ოპტიმიზაცია მოახდინეს და ერთი ტიპის დაწესებულებები გააერთიანეს, თუმცა, ეს ხარჯებზე მნიშვნელოვნად არ ასახულა.

მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, 16 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებდა. 2011 წელს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 672 ადამიანს შეადგენდა და მათ სახელფასო ანაზღაურებაზე 1 549 491 ლარი დაიხარჯა; საარჩევნო _ 2012 წელს შტატები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 908 ადამიანი შეადგინა; შესაბამისად, გაიზარდა სახელფასო ანაზღაურებაც _ 2012 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)პ-ების თანამშრომელთა ხელფასებზე 2 401 2891 ლარი დაიხარჯა. 2013 წელს შტატები შემცირდა, თუმცა, 885 თანამშრომლის ხელფასი ბიუჯეტს უფრო მეტი _2 587 158 ლარი დაუჯდა. 2014 წელს კი, თვითმმართველობის არჩევნების წინ დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 975 თანამშრომლის ხელფასისთვის ბიუჯეტიდან 3 341 963 ლარი დაიხარჯა.

არჩევნების შემდეგ, 2015 წელს, ლანჩხუთში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია გახორციელდა და 11 დარჩა _ ჯამში, 521 თანამშრომლით, რომელთა სახელფასო ანაზღაურების ფონდი 2 911 268 ლარი იყო; საარჩევნო _ 2016  წელს კი შტატები ისევ გაიზარდა, თუმცა, სახელფასო ფონდი შემცირდა და 563 თანამშრომლის ხელფასი ბიუჯეტს 2 266 786 ლარი დაუჯდა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა, 18 ა(ა)იპ-ი ექვემდებარებოდა, სადაც ჯამში, დასაქმებული იყო 927 თანამშრომელი. მათ სახელფასო ანაზღაურებაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხუთ თვეში 1 104 000 ლარი დაიხარჯა.

2015 წელს, მერიამ რეორგანიზაცია განახორციელა და 13 ა(ა)იპ-ი დატოვა, სადაც 880 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში 2 793 000 ლარი გახდა.

შემცირება მოხდა 2016 წელსაც და 13 ა(ა)იპ-ში 835 კაცი დარჩა. მათი ხელფასები კი ბიუჯეტს 2 765 000 ლარი დაუჯდა.

ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში, 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, 15 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებდა და ჯამში, 599 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი სახელფასო ანაზღაურება 756 200 ლარს შეადგენდა. 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ა(ა)იპ-ების რაოდენობა არ გაუზრდია, თუმცა, გაიზარდა საშტატო ნუსხა _ 865 ადამიანის ხელფასები 2 225 000 ლარი დაჯდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა 2016, საარჩევნო წელს _ ა(ა)იპ-ების 914 თანამშრომლის ხელფასები 2 694 800 ლარი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაყოფამდე, ოზურგეთში 24 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებდა. თუმცა, მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე, იმავე საქმიანობის გასახორციელებლად, დღეს 28 ა(ა)იპ-ია და შესაბამისად, შტატებიც და სახელფასო ფონდიც გაზრდილია.

რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს _ აქ 2011 წელს, 11 ა(ა)იპ-ში 410 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი სახელფასო ანაზღაურება ბიუჯეტს 990 535 ლარი დაუჯდა; 2012 წელს 12 ა(ა)იპ-ი იყო 437 თანამშრომლით და მათი საერთო სახელფასო ფონდი 998 880 ლარს შეადგენდა; 2013 წელს, ჩოხატაურში კიდევ ერთი ა(ა)იპ-ი დაფუძნდა და ჯამში, 456 თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა ხელფასებზე 1 155 434 ლარი დაიხარჯა; 2014 წელს ა(ა)იპ-ის არა, მაგრამ შტატების მატება მოხდა _ 463 დასაქმებულის ანაზღაურება ბიუჯეტის 1 490 747 ლარი დაუჯდა; შტატების მატება 2015  წელსაც გაგრძელდა და 488 თანამშრომლის ანაზღაურებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 767 877 ლარი მოხმარდა.

რაც შეეხება 2016 წელს, ჩოხატაურში კიდევ ერთი ა(ა)იპ-ი დაფუძნდა. ამავე წლის ნოემბრის მონაცემებით, 14 ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა ჯამი 522 ადამიანს შეადგენდა და მათ სახელფასო ანაზღაურებაზე 2 440 008 ლარი დაიხარჯა.

დღეის მდგომარეობით გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში 54 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს და ბოლოს, სამი წლის განმავლობაში, იქ მომუშავეთა ხელფასებზე 26 069 909 ლარი დაიხარჯა!

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც "გურია ნიუსი" ა(აი)ი-პების ხარჯებს სწავლობდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობდა, რომ მარტში რეორგანიზაცია გახორციელდებოდა.

მარტი უკვე დასრულდა, თუმცა, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

_ რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. მაგალითად, სასპორტო სკოლიდან ფეხბურთის ასაკობრივი ჯგუფები გადავიდა ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება, თუმცა, ეს არ არის ხანმოკლე პროცესი შერწყმა-რეორგანიზაციის პროცედურებიდან გამომდინარე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებელმა.

ამ ყველაფრის ფონზე, აუდიტორები აღნიშნავენ, რომ "2011- 2015 წლებში ა(აი)პ-ების მიერ გაწეული ხარჯების 65% მოდის შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 35%-სხვა დანარჩენ ხარჯებზე."

მათივე განმარტებით, სუბსიდიის დაგეგმვისას, მუნიციპალიტეტს საშუალება აქვს მოახდინოს თითოეული მუხლით გასაწევი ხარჯების ანალიზი, მოსალოდნელი შედეგებისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

"გარდა ამისა,  სუბსიდიების ხარჯვაზე წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზი, მუნიციპალიტეტებს აძლევს სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოჩენისა და საქმიანობის შედეგების შეფასების შესაძლებლობას.

აღნიშნული წარმოადგენს ა(ა)იპ-ების საქმიანობის კონტროლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას. საკითხის შესწავლის შედეგად  სუბსიდიების განსაზღვრისა  და მიზანშეწონილობის დადგენის პროცესში მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა: მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ებზე გაცემული სუბსიდიები არ ეფუძნება სათანადო გათვლებს. კერძოდ, სუბსიდია ძირითადად გაცემულია ისე, რომ არ არის გაანგარიშებული კონკრეტულ პროგრამაზე გასაწევი დანახარჯები და მოსალოდნელი შედეგი; სუბსიდიის გაცემისას, არ არის  გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი და კონტროლი მათ შესრულებაზე. მუნიციპალიტეტები არ ფლობენ მექანიზმებს, რაც საშუალებას მისცემთ მოახდინონ ა(ა)იპ-ებზე გაცემული ფულადი რესურსებისა და მიღებული შედეგების შესაბამისობის დადგენა," _ წერია დასკვნაში.




 ახალი ამბები
  • ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალაისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა,_ ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი facebook-ზე აქვეყნებს. ,,ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს. პანაშვიდი: 21 იანვარი (ხუთშაბათი), 17:00 საათიდან; გამოსვენება: 22 იანვარი, 14:00 საათი; მისამართი: სიონის საკათედრო ტაძარი (სიონის ქუჩა N°3)" - წერია ... ...
  • Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა (R) საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგნ დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ს აჭარბებს. „მოხარული ვართ, რომ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და ხაზს უსვამს - ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას რამდენად აქტიურად ვუჭერთ მხარს. ამ მხარდაჭერის მტკიცებულება ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის განმავლობაში, თიბისიმ ამ მიმართულებით არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და სოლიდური ფინანსური რესურსიც მოიზიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის შემდეგ, რომლის დროსაც მოვახერხეთ, რომ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით,მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა", - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. Global Finance-ის გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, თიბისის საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - EBRD, ADB, Commerzbank. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. (R) ... ...
  • "თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი არა­თუ პო­ლი­ტი­კურ, არა­მედ პი­როვ­ნულ ლო­გი­კა­საც სცდი­ლე­ბა. ერთი მხრივ, რა­ღა­ცას იპ­რან­ჭე­ბა, მე­ო­რე მხრივ ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. თით­ქოს, ეს არის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მას უნდა უბი­წო­ე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად და­კარ­გვა და ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბა, როცა მას ამა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ელი­საშ­ვი­ლი „ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა და სა­მა­რეს ითხრის“. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ ლო­გი­კუ­რად ჟღერს და მი­სა­ღე­ბიც კია, მისი საქ­ცი­ე­ლი სცდი­ლე­ბა ყო­ველ­გვარ ღირ­სე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი სუ­ბი­ექ­ტი­ვით იქ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და, რა­ღაც ტი­პის თა­მა­შის წე­სე­ბის დაც­ვის იმი­ტა­ცი­ას მა­ინც ახ­დენ­და და მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხა, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი. ფაქ­ტია, რომ მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი რი­ტო­რი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ „ქა­რულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს მის­მა ოპო­ნენ­ტმა, ძა­ლი­ან კარ­გად იგ­რძნოს თავი და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტში იყოს. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა ხომ არ არის ოპო­ზი­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა? არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და ის მე­ხუ­თე­ხა­რის­ხო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ისეთ ის­ტე­რი­კა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მა გა­და­ფა­რა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს, სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლა­პა­რაკს? ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცი­აც გა­საკ­ვი­რია ჩემ­თვის. ისი­ნიც რჩე­ბი­ან ამ პო­ლე­მი­კა­ში. ალე­კო ელი­საშ­ვილს შეს­ვლა თუ უნდა - შე­ვი­დეს, ნუ ოც­ნე­ბობს მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­ლექ­ტი­ურ შეს­ვლა­ზე, თუ უნდა შეს­ვლა, შე­ვი­დეს და ატა­როს ეს ტვირ­თი. მას ხომ მი­აჩ­ნია, რომ მარ­თა­ლია? კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სხვა პარ­ტი­ებს სხვა ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია აქვთ, შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი, მაგ­რამ გა­ა­ნე­ბოს თავი. სხვებ­მაც გა­ა­ნე­ბონ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან სტუ­დი­ებ­ში ჯდო­მას თავი და პო­ლე­მი­კას. ამით ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მეს აკე­თე­ბენ? ოპო­ზი­ცია როცა ამას ვერ ხვდე­ბა, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ ალე­კო ელი­საშ­ვილს „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და და მას მა­ტყუ­ა­რა და ავან­ტი­უ­რის­ტი უწო­და. ხა­ზა­რა­ძემ ელი­საშ­ვილს მო­უ­წო­და, ოპო­ზი­ცი­ის გვერ­დით არ გა­ი­ა­როს და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­ნა­ირ ადა­მი­ანს ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს. წყარო: ... ...
  • გურული მეციტრუსეები: „ერთი ქარხნის აშენება რა გახდა ოზურგეთში?“გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა. _პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ  გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ   „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც  გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ. მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა  იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ. _ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან  აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა,   არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _   გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე,  რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე  არავინ მიგვითითონო“. „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც  დაინტერსებული გურული  მეციტრუსეეები  კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა სშუქცევადი ... ...
  • “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდშიზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ . ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....