"რესპუბლიკელებიდან" _ "ოცნებაში"

gurianews.com

მთავარი თემა

"რესპუბლიკელებიდან" _ "ოცნებაში"

2017 აგვ 24 21:55:49

"რესპუბლიკური პარტიის" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა ჯიქიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.

_ ჩოხატაურში, "რესპუბლიკური პარტიის" უკანასკნელი მოჰიკანი ვიყავი და პარტიას ვტოვებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიქიამ.

პარტიასთან ერთად, მას საკრებულოს ფრაქციის _ "რესპუბლიკელების" დატოვებაც მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქცია, რომელსაც თავად ჯიქია ხელმძღვანელობდა და სადაც ყოველთვიურად 1 500 ლარს (პლუს, საწვავი და სატელეფონო ხარჯი) იღებდა, იშლება.

კითხვაზე, რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე და იყო თუ არა ამის მიზეზი ხელფასის შენარჩუნება, გვპასუხობს, რომ _ არა.

_ ბატონო გოჩა, "ქართულ ოცნებაში" ახლა რატომ გადადიხართ?

_ "ოცნებაში" მე თავში ვიდექი. მინდა, რომ "ოცნება" ოცნება იყოს, ისეთი, როგორიც ადრე და როგორსაც ხალხს ვპირდებოდით.  რამდენიმე თვის წინაც მკითხეთ ამაზე და მაშინაც გიპასუხეთ _  იყო პასუხისმგებლობა, პროცედურები, იყო ფრაქცია და აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამის მიზეზი კი ის არის, უკვე უნდა დასახელდნენ კანდიდატები, თორემ ბოლომდე მივიყვანდი ფრაქციის მუშაობას.

_ "რესპუბლიკელების" დატოვების კონკრეტული მიზეზი გაქვთ?

_ პარტიამ "გადაამლაშა" _ ისინი იმ ადამიანებს დაუდგნენ გვერდით, რომლებიც მე მებრძოდნენ, მდევნიდნენ, უსამართლოდ მომექცნენ. პარტიულადაც დაიშალა, თუმცა, ჩემთვის ბოლო წერტილი უგულავებთან და ბოკერიებთან ერთად მიტინგებზე გამოსვლა და სამართლის მოთხოვნა იყო. ამას ისიც დაემატა, რომ არამართლმადიდებლური მიდგომები აქვთ. მე კი ქრისტიანულად, ეკლესიურად ვცხოვრობ.

_ და, ეს ახლა გაგახსენდათ?

_ არა, უბრალოდ, ბევრი პრეტენზია დამიგროვდა ამ ბოლოს.

_ "ოცნებასთან", რომელმაც ის პროკურორი დააწინაურა, რომელმაც თქვენ, ოპოზიციაში ყოფნის დროს, ტროტილი ჩაგიდოთ, პრეტენზია აღარ გაქვთ?

_ პროკურორთანაც პრეტენზია მაქვს, მოსამართლესთანაც და იმ პოლიციელებთან,  რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მაშინ... "ოცნებასთან" მაქვს  პრეტენზიები, როგორ არ მაქვს და ეგ რომ მაქვს, ზუსტად მაგიტომ ვაპირებ, რომ ვიყო იქ და იქიდან შევქმნა....

_  რას შეცვლით "ოცნებაში"?

_ მე ბოლომდე ვიბრძოლებ.

_ პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად?

_ არა, ეგ რა შუაშია?!

_ რომ საკრებულოში მოხვდეთ, რადგან, ალბათ, ფიქრობთ, რომ "რესპუბლიკელ" ჯიქიას მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს...

_  ასე არ არის. უნდა სოფელს, რომ ვიყო წარმომადგენელი? ვიქნები. არ უნდათ? არ ვიქნები. ისეთი დაბნეული არ ვარ, რომ დავიკარგო, თუკი საკრებულოში ვერ მოვხვდები.

_ თქვით, რომ "რესპუბლიკელების" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი თქვენი ლიდერების ბოკერიასთან და უგულავასთან ერთად აქციაზე დგომაა. "ოცნებაში"  რომ მიდიხართ,  ნაცმოძრაობიდან "გადაპორტირებული" მომავალი თანაპარტიელები,  რომლებიც 2012 წელს გიპირისპირდებოდნენ, მინიმუმ, დისკომფორტს არ შეგიქმნიან?

_  რომ იქნებიან, ზუსტად შიგნიდან ვეტყვი.

_ და ახლა აღარ უნდა თქვათ?

_ ახლაც ვამბობ.

_ იტყვით, რომ მაგალითად აკაკი ყაჭეიშვილი _ ადამიანი, რომელიც 2012 წელს გამგეობის შენობაში "ნაციონალების" მაისურით დადიოდა და ამის დაფიქსირების მცდელობისას ლამის კამერა დაგვიმტვრია, "ოცნებას" კანდიდატად არ უნდა ჰყავდეს?

_ აკაკი რომ "ნაციონალების" წევრი იყო, ამაზე ადრეც მისაუბრია. გასაგებია, რომ ეს ადამიანები იმ პარტიას ედგნენ გვერდში, რომელსაც დამნაშავე პარტია ჰქვია, მაგრამ მე პირადად აკაკისთან პრეტენზია არ მაქვს. კადრები კი ნამდვილად არ მახსოვს და არც ეს ფაქტი.

_ არც "ოცნების" კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატის - ნატო ჩანტლაძის ღამეული შეხვედრები გახსოვთ ნაციონალური მთავრობის გამგებელთან ლელა იმედაშვილთან?

_ ნატოს პირადად არ ვიცნობ. ვიცი, რომ "ოცნებას" მისი კანდიდატურა 2014 წელსაც უნდა დაეყენებინა, თუმცა, დაიბლოკა.

_ მაშინ "გურია ნიუსის" არქივს კარგად გადახედეს...

_ ძალიან ცუდია, რომ კანდიდატი ირჩევა იმით, ვიღაცა ვიღაცას იცნობს, ვიღაცა ვიღაცისთვის კარგია.

_ ბატონო გოჩა, თქვენი დამოკიდებულება მოქმედი გამგებლის, "ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი კუჭავას მიმართაც შეიცვალა? გვახსოვს, საკრებულოს სხდომებზე აკრიტიკებდით _ საკადრო პოლიტიკას, ბიუჯეტის ხარჯვას უწუნებდით...

_ დანაშაულში რომ დავდო ბრალი, ამის უფლება არ მაქვს. ის გამგებელია და გუნდთან ერთად აკეთებდა საქმეს. ბევრი პრეტენზია მქონდა, მაგრამ ყველა ადამიანის მიმართ შეიძლება ასე მოხდეს, მით უმეტეს, თუ საჯარო მოხელეა. მას ყოველთვის უგროვდება პრეტენზიები, რადგან რაც არ უნდა ბევრი საქმე გააკეთო, ხალხს უფრო მეტი უნდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიქიამ.

P. S. როგორც წესი, საარჩევნო სიების და კანდიდატების კონფიგურაციის ჩამოყალიბების წინ, იმ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც მმართველ პარტიას ან მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს უპირისპირდებიან, რადიკალურად იცვლება.  ჩვენ ვეცდებით, ყველა მათგანს ვესაუბროთ და მკითხველს მათი მეტამორფოზის მიზეზი მათივე სიტყვებით გავაცნოთ, თუმცა, ეს სიტყვები წინასწარ ვიცით: "მასეთი არაფერი მითქვამს", "ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ", "პარტიის გადაწყვეტილებას დავემორჩილებით" და ასე შემდეგ.

ეს, გოჩა ჯიქიას ნაკლებად ეხება, მაგრამ არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ: წინასაარჩევნო მეტამორფოზები, სამწუხაროდ, მისაღებია იმ მოკლე პოლიტიკური მეხსიერების მქონე საზოგადოებაში, სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პირველ პირებად გვევლინებიან კოლაბორაციონისტი,  უპრინციპო ადამიანები, რომლებიც სამართლიანობისთვის არასდროს იბრძვიან, შემდეგ კი გამარჯვებული, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ "შენიღბულად", "იატაკქვეშ" მუშაობას უსირცხვილოდ აქეთ აყვედრიან საზოგადოებას და ნებისმიერ ფასად ცდილობენ ისევ პოლიტიკურ ელიტაში ამოყონ თავი.

ისიც "ტრადიციულია", რომ ამგვარი პოლიტიკოსები და მათი მიმდევრები, საკუთარი მედროვეობის გასამართლებლად, მარჯვედ ხმარობენ ფრაზებს: "რა ვქნა, ძმაო, მტისკავენ!" "რა ვქნათ, ზევიდან გვიბრძანეს!" "თუ არ გავრიცხავთ, თავზე გადაგვივლიან!" და იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ მეგობრებს, მათი ახლობლების სიცოცხლესაც კი უქმნიან საფრთხეს. და როცა უკვე წასული ხელისუფლების მიერ გაწირული ეს "ახლობლები" საფრთხეს გადაურჩებიან, მათ ეფიცებიან ერთგულებას და სულაც აღარ ახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი წარსული, მანამ, სანამ ისევ "აქტუალური" არ გახდება თანამდებობის შენარჩუნება!

თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი, "ნაციონალების" დროინდელი გამგებელი, რომელიც დღესაც წამყვან თანამდებობაზეა, ამბობს: "მედროვეებს სად წაუხვალ?!"



 ახალი ამბები
  • არჩევნების დღეს პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადისშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • თავდასხმა თბილისის ცენტრში _ მაღაზიაში ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა თავდასხმა თბილისის ცენტრში _  ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და  მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.  მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.შსს-ს ინფორმაციით,  დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი ქობულეთში გადმოასვენეს (R) აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა, მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენ ქვეყნის მომავალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ - განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლში გაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი. თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს. ... ...
  • "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს (R)"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა. ‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა" _ აღნიშნულია ... ...
  • ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო (R)ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა. პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს. პაპუნა უგრეხელიძემ საგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რესგიტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-199 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. „ეხლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს", - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ. ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა. პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების შესრულების შეფასების მისიის  ფარგლებში იმყოფებოდა.  ვიდეომასალა იხილეთ ლინკზე: https://wetransfer.com/downloads/7c4462e9d02fd17ee4d5f5fdeccdd87d20171018103139/dff92b659ce2249b7bd28f329a5f7e1a20171018103139/655d6c  ... ...

არქივი

ზაფრანი

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...

"ცეკვის სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი...

„მკაცრი“ მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები...

„მახინჯი“ ტუნა

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი...

ელვის პრესლის მანქანა იყიდება

აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა "Cadillac...
კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...