როდის გაკეთდება გზა ჭაჭიეთში და მოგვარდება უწყლობის პრობლემა

მთავარი თემა

როდის გაკეთდება გზა ჭაჭიეთში და მოგვარდება უწყლობის პრობლემა

27 აგვ. 2020, 15:08:47

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში, მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლეზე, სოფელი ჭაჭიეთი მდებარეობს. მოსახლეობა, დაახლოებით, 200-230 სულია, მცხოვრებლების ნაწილი სოფელში მუდმივად არ ცხოვრობს, მუდმივ მცხოვრებლებს კი უგზოობა და წყლის არასათანადო მიწოდება დისკომფორტს უქმნის.

მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რაიონულ ცენტრთან დასაკავშირებლად ხიდისთავში უნდა ჩავიდნენ და იქ დაელოდონ ტრანსპორტს _ ჭაჭიეთის მცხოვრებლებს კი ტრანსპორტი მხოლოდ კვირას, აგრარული ბაზრობის დღეს ემსახურება.

სოფელს არ აქვს არც საკუთარი საბავშვო ბაღი, არც  _ სკოლა და არც _ სავაჭრო ცენტრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ჟანა ნაკაშიძე გვეუბნება, რომ ჭაჭიეთი სხვა სოფლებთან შედარებით "წინ დგას", რადგან დღემდე არსებობს სოფლები სადაც არც წყალია და არც _ გაზია.

იგი აღნიშნავს, რომ, რაც კეთდება, დასაფასებელია:

"ძველ დროს თუ გავიხსენებთ, შედარებით, უკეთესი ვითარებაა. სხვა სოფლებთან შედარებით ჩვენი სოფელი გაცილებით წინ დგას _ გაზი გვაქვს, წყალიც, მაშინ, როდესაც არსებობს სოფლები, სადაც არც ერთი არ აქვთ. ბათუმში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემი მეუღლე აქაურია, აქაურობა ძალიან უყვარს და სოფელთან შეხება სულ გვქონდა. როდესაც დავფუძნდით, მაშინვე ჭა გავაკეთეთ და ეზოში საკუთარი წყალი გვაქვს.

ადამიანების ნაწილს წინ გოდრით ოქროც რომ დაუდგა, რაღაც მაინც უნდათ კიდევ! ასეც არაა", _ ამბობს ნაკაშიძე.

ქალბატონი ჟანა საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის ახლო ურთიერთობასა და კეთილ დამოკიდებულებაზე.

"ჩვენი კუთხე ისეთია, ერთი ოჯახივით ვართ, რამდენიმე თვით სახლიდან რომ წავიდე და ყველაფერი ღია დავტოვო, არაფერი გამიფუჭდება. ყველა ერთმანეთს მხარში უდგას", _ გვეუბნება ქალბატონი.

სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, გია, რომელიც გვარს არ გვეუბნება, ამბობს, რომ, უმეტესად მანქანით გადაადგილდება და გზაზე კარგ ავტომობილს სიარული არ უჭირს, მოსახლეობა კი, ვისაც წყალი არ აქვს, იმარაგებს.

მისი თქმით, სოფელში ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ, ამიტომ უმეტესობა ან საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ ან ბათუმში:


"მე ჩემი საკუთარი წყალი მაქვს ეზოში. ვისაც არ აქვს ასე წყალი და გრაფიკზეა დამოკიდებული, აგროვებს. სოფელში დასაქმების საშუალება არ არის, ამიტომ ყველა საზღვარგარეთ ან ბათუმშია სამუშაოდ წასული. სოფელი იცლება. ძირითადად, ხანდაზმულები არიან დარჩენილები", _ ამბობს ის.

კიდევ ერთი მოსახლის თქმით, წყალი ხან მოდის, ხან _ არა, წყლის წნევა კი ი

მდენად დაბალია, რომ წყლის გამაცხელებელს ვერ ამუშავებს:

"წყალი ხან წყდება, ხან _ მოდის. ზოგჯერ კარგად მოდის, უმეტესად კი ისე დაბალი წნევა აქვს, რომ გამათბობელი წყალს ან საერთოდ არ ათბობს ან პირიქით, ისე აცხელებს, დაბანა შეუძლებელი ხდება", _ გვეუბნება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

როდის მოგვარდება სოფლად უწყლობის და უგზოობის პრობლემა _ ამ საკითხზე "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ხიდისთავის თემში დავით ვასაძეს ესაუბრა:

"იგეგმება 300 მეტრამდე ბეტონის საფარის დაგება. სადაც არის ახლა დაგებული, იქედან გავაგრძელებთ და ეკლესიამდე ავალთ. ეკლესიის იქეთ ბეტონის საფარის დაგება გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მოიხრეშა გზა. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დადგება დღის წესრიგში დარჩენილი გზის დაბეტონებაც", _ გვითხრა ვასაძემ.

მერის წარმომადგენლის თქმითვე, ხიდისთავსა და ჭაჭიეთში წყლის მაგისტრალის შეცვლა იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ თემს წყლის მიწოდების პრობლემა არ ექნება:

"მეწიეთში არის სათავე ნაგებობა, საიდანაც მიეწოდება წყალი ჭაჭიეთს და თითქმის, ხიდისთავის მთელ თემს. წყალი ხანდახან შეიძლება იყოს გრაფიკით, მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტილია წყლის მაგისტრალების შეცვლა ხიდისთავსა და ჭაჭიეთში. გარდამავალი პროექტია. სავარაუდოდ, წელს დაიწყება, მომავალ წელსაც გაგრძელდება და მაისისთვის ჭაჭიეთს და ხიდისთავს უწყლობის პრობლემა აღარ ექნება", _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში არ დაიხურება საარჩევნო უბანი 8 საათზესაქართველოში საპარლამენტო უბნების დახურვამდე ცოტა დრო რჩება. ცესკოს განცხადებით, ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად რიგში იმყოფებიან ხმის მიცემა 8 საათის შემდეგაც შეეძლებათ. „კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ" - განაცხადეს ... ...
  • კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერმა მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგებიძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები“,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც ელჩი დეგნანი აცხადებს, საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ. „დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”,- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუერთდნენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ. ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ... ...
  • ვინ აანონსებს არჩევნებში გამარჯვებას ხმის მიცემის დასრულებამდესაქართველოში საარჩევნო უბნების დახურვამდე 1 საათზე ცოტა მეტი დრო რჩება. საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის შეწყვეტამდე და იქამდე ვიდრე ეგზიტპოლების შედეგები გასაჯაროვდება, ხელისუფლებაც და გაერთიანებული ოპოზიციაც საკუთარ გამარჯვებას აანონსებს. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. „ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებლი ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში, გავიმარჯვეთ თბილისში. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა გლდანში - "ქართული ოცნება" გადავიდა ძალადობაზე და მე მინდა მოვუწოდო ამ ძალადობის მონაწილეებს - ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ არჩევნებს აგებენ და პროვოკაციებს შეეშვან. მისი თქმით, აუცილებელი არაა მათი ქმედებები ძალადობაში გადაიზარდოს. "მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს მიუხედავად იმისა, რომ აგებენ არჩევნებს, არ არის აუცილებელი ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება, ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. კიდევ ერთხელ, შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად", - თქვა კახა ... ...
  • 17:00 საათზე, საქართველოში ამომრჩევლის აქტივობამ 45.77% შეადგინა7:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 მილიონ 607 530 ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია _ 57.3 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში _ 41.9%", _ განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა“, _ განაცხადა მიქელაძემ. ... ...
  • რამდენი საჩივარია დაფიქსირებულიამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციურ შტაბში, 6.30 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით, 121 დარღვევაა დაფიქსირებული. სავარაუდო დარღვევები სხვადასხვა სახისაა, მათ შორის, კაბინაში ტელეფონით მოსაუბრე ამომრჩევლის შესვლა, ვადაგასული პირადობით ხმის მიცემა, ხელმოწერის გრაფაში სხვისი ხელმოწერა და სხვა. ყველაზე მეტი შესაძლო დარღვევა თბილისში (57), აჭარასა და იმერეთში (15-15) ფიქსირდება. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ჯამში, შესულია 165 საჩივარი, რომლებიც, ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს. _ თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, _ აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა 17 საათზე გამართულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...