თალაკვაძე: "სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს"

მთავარი თემა

თალაკვაძე: "სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს"

2019 აგვ 13 13:30:31

„რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყება საუბარი, ჯერ აუცილებლად უნდა ითქვას, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე.

„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. ვინაიდან, ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამისათვის სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს.

ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე.

შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




 ახალი ამბები
  • HRIDC: პოლიციელებმა, სავარაუდოდ, უფლებამოსილებას გადაამეტეს ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 1 აპრილიდან დამატებით შემოღებულია კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე. საგანგებო მდგომარეობის, მათ შორის - კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევებისათვის განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15000 ლარის ოდენობით. განმეორებით დარღვევის შემთხვევებისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოწერილია მრავალი ჯარიმა. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმის გამოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც შსს-ში, ისე პირდაპირ სასამართლოში, მითითებული ვადის დაცვით. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამდნენ პრეტენზიას მათ მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალაც, სადაც იკვეთება შსს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება და გამოავლინოს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, უზრუნველყოს ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლი, რათა საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღიკვეთოს და არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნებს, რათა შესრულდეს ამ შეზღუდვების მიზანი - მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უკანონოდ არის გამოწერილი ჯარიმები, საგანგებო მდგომარებით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის გამო; ასევე - იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ან/და სხვა უკანონო ... ...
  • გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა- ბრიტანეთის ელჩი„დღეს, ვიგონებთ მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“,_ ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი 9 აპრილის ტრაგეედიდან 31-ე წლისთავს. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ... ...
  • ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც (https://stopcov.ge/ka/Fund) აისახა. კერძოდ, მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. სოციალურ ქსელში ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა და გამოითქვა ვარაუდი, რომ თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. საქართველოს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეტიანს დაუკავშირდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვა ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე ... ...
  • ვანი საკარანტინო სივრცედ არ გამოცხადდება ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მეორე დღეა, ვანში ტარდება. ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები. რაც შეეხება სამეციდინო კლინიკას, სადაც ქალბატონი თავისი ინიციატივით მივიდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში ... ...
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...