სად მეფე ერეკლე და სად.... ოსიკო?!

მთავარი თემა

სად მეფე ერეკლე და სად.... ოსიკო?!

2018 მაი 21 12:50:33

გასულ პარასკევს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის შესახებ დადგენილება დაამტკიცეს.

საკითხი სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ წარმოადგინა, რომელმაც საკრებულოს სხდომის წინა დღეს, ბიუროს სხდომაზე, ყოველგვარი მიზეზისა და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ "გურია ნიუსი" "ათას სისულელეს წერს".

ამ განცხადების ავტორ ოსიკოს, რომელიც "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს სულელებად მიიჩნევს ("სისულელეებს" მხოლოდ სულელები წერენ, ოსიკო!) და რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ სისულელეები და ჭკვიანური გამონათქვამები ერთმანეთისგან გაარჩიოს, როგორც აღმოჩნდა, წესიერად კითხვაც არ შეუძლია _ წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილების პროექტის გარკვევით დაწერილ ტექსტს უშეცდომოდ წაიკითხავდა და მონტაჟს დემონტაჟში არ აურევდა.

ის, რომ დემონტაჟს და მონტაჟს შორის დიამეტრალური განსხვავებისთვის საკრებულოს წევრებს ყურადღება არ მიუქცევიათ და ეს თემა "გაატარეს", სხვა საკითხია. ამჯერად მთავარი ისაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკომ, საკრებულოს სხდომის წინა დღეს, ბიუროს სხდომაზე, ამ თემაზე მსჯელობისას, "გურია ნიუსს", მის თანამშრომლებს და რამდენიმე ათას მკითხველს შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ჩვენი გამოცემა ყოველდღე "ათას სისულელეს" წერს! თანაც, ამ დროს "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ მასალებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და საინტერესოა, ვის დაუმტკიცა ოსიკომ ერთგულება ჩვენი ლანძღვით?!

ოფიციალურ ჩანაწერში, რომელიც ბიუროს სხდომაზეა გაკეთებული, გარკვევით ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ოსიკოს პასუხი ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალის გამო მოთხოვა, რომელშიც მერიის ოფიციალური კომენტარი იყო დაფიქსირებული. ამ კომენტარით მერია ცალსახად აცხადებდა, რომ მრავალსართულიანი სახლების მობინადრეების სამართლიანი მოთხოვნის გახორციელებას, რომ მერიას ლიფტები შეეკეთებინა, საკრებულო უშლიდა ხელს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოითხოვა, მერის მოადგილეს განემარტა იყო თუ არა ეს მერიის ოფიციალური პოზიცია. ოსიკომ თქვა, რომ არც მას და არც მერს აღნიშნული მედიასაშუალებისთვის კომენტარი არ მიუცია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. ამ განცხადების შემდეგ ღურჯუმელიძემ ოსიკოს შეახსენა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია (ოსიკო რომ პოლიტიკური თანამდებობის პირია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!! რედ.) და იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მასაც შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონოდა და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა: _ ასეთ შემთხვევაში, მერი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს არ არის მერიის პოზიცია და რომ ამ საკითხზე სხვანაირად ვთანამშრომლობთ.

ღურჯუმელიძის ამ რეპლიკას პოლიტიკოსისთვის საკმაოდ უცნაურად, უადგილოდ და მეტად სულელურად უპასუხა ოსიკომ: _ "გურია ნიუსი" ათას სისულელეს წერს ყოველდღე. გამოსულა როდესმე რომელიმე თქვენგანი?! ერთი დაწერა ამ მედიასაშუალებამ და რა მოხდა?!

"ჭკუასაკითხავმა" ოსიკომ, მისი აზრით, "გურია ნიუსის" მიერ დაწერილი "ათასი სისულელისგან" თუნდაც ერთი, ვერც ბიუროზე და ვერც შემდეგ, ჩვენს ჟურნალისტთან საუბრისას ვერ დაასახელა; მან ვერც ის განმარტა, რა შუაში იყო "გურია ნიუსი" იმ კონკრეტულ შემთხვევაში! სწორედ ამაზეა ნათქვამი: სად მეფე ერეკლე და სად... ოსიკო?!




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის"მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია.  რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში. მერის აზრით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის. 18 იანვარს კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმარება მოჰყვა.   „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...