საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას

მთავარი თემა

საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას

2018 ოქტ 11 13:52:56

“თუკი ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის განცხადებები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს დევნასთან და ეს საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ“, _ ეს კომენტარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ „გურია ნიუსთან“ ხაბალაშვილის იმ სკანდალური განცხადების შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურის უფროსს, ოზურგეთის მერი  უკანონობის ჩადენას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

ტრაპაიძე, ასევე მიიჩნევს, რომ  ხაბალაშვილის გარდა, მედიაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მერის მხრიდან, სავარაუდოდ ადგილი აქვს სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის დევნასაც.

მისივე თქმით, თუ ხაბალაშვილი და დუმბაძე საია-ს მიმართავენ, ისინი მათ ყველანაირ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

 აღსანიშნავია, რომ ხაბალაშვილის განცხადებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში უთხრეს, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ამ საკითხზე მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბალაშვილის განცხადებები მედიაში გაჟღერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, უკვე გამოიკითხა ხაბალაშვილი და მიმდინარეობს სხვა პირების გამოკითხვა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი „გურია ნიუსს“ ხელში ჩაუვარდა ის წერილები, რომლებიც ხაბალაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა ოზურგეთის მერს გაუგზავნეს და რომლებიც, მათივე თქმით, შარაშენიძემ რეაგირების გარეშე დატოვა.

წერილებში მერიის სხვადასხვა სამსახურებში არსებული დარღვევებია ჩამოთვლილი და წერილის ავტორები შარაშენიძისგან რეაგირებას ითხოვენ.

მაგალითად ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ  ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელსაც გია მამაკაიშვილი ხელმძღვანელობს 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 1958 წერილი; აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 1222 წერილია, შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 474 წერილი. წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე.

ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ მერიის ადრეული სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს, თეიმურაზ მოქიას არ აქვს სამუშაო გეგმა, არ აქვს გადანაწილებული თანამშრომლებს შორის ფუნქციები; აქვს ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) წერილები;

იგივე პრეტენზია აქვს აუდიტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსთან, თამარ აროშიძესთან; ასევე, იმ დროისთვის განთლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან, რომელიც დღეს  განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

განსხვავებული სიტუაცია არც სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურშია, რომელსაც ლაშა თავაძე ხელმძღვანელობს.

ამ სამსახურში 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 509 წერილი. აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 168 წერილი; შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 101 წერილი. 

წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე

მსგავსი ტიპის დარღვევები ყველა სამსახურშია აღმოჩენილი.

კონსტანტინე შარაშენიძემ რეაგირების გარეშე დატოვა  ინსპექტირებისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსის მარიკა ნაცვალაძის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც წერს, რომ საქმის მოკვლევისას გამოვლინდა საქმის წარმოების განყოფილების უფროსის მაია ინარიძის გადაცდომები, კერძოდ კი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.

თუმცა, როგორც კობა ხაბალაშვილმა გვითხრა, არცერთ წერილს  რეაგირება არ მოჰყოლია.

აუდიტის სამსახურის უფროსი თქმით, შარაშენიძის მთავარი სამიზნე მხოლოდ თამარ დუმბაძეა:

მერი ჩემზე ამის გამო  ახორციელებს ზეწოლას და მაიძულებს უკანონო ქმედებების ჩადენას. მას სურს დავწერო ისეთი დასკვნა, რომლითაც საფუძველი ექნება, დუმბაძე გაათავისუფლოს.

ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინარული წარმოება თამარ დუმბაძეზე, რაც არ შეიძლებაფაქტიურად პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური და მუშაობს ერთი მიმართულებით  _ ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე, _ აღნიშნავს ხაბალაშვილი.

მისივე თქმით, შარაშენიძე მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში  დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

_ ნებისმიერი თათბირი, ნებისმიერი სამსახურეობრივი შეხვედრა  იწყება იმით, რომ სამსახურიდან უნდა გამიშვას, _ ამბობს კობა ხაბალაშვილი.

ჩვენ რამდენიმე დღეა შარაშენიძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ოზურგეთის მერი, რომელიც ჩვენი წყაროს ცნობით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში უნდა დაკითხონ ჟურნალისტებს ემალება _ ის არც სამსახურშია და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სერიოზული ბრალდბეები ისმის.

 ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ მას შემდეგ რაც ხაბალაშვილი მერის მხრიდან დევნასა და შევიწროებაზე ალაპარაკდა, თემით ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძეც დაინტერესდა.

იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთ თანამშრომელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოტივით დავა აქვს მერიასთან, თამარ დუმბაძის და კობა ხაბალაშვილის განცხადებები დროულად უნდა იყოს შესწავლილი.

დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის _ მისი მთავარი ამოცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და ეფექტიანობის შემოწმებაა. ოზურგეთის მერიამ ამომწურავი განმარტება უნდა გააკეთოს, _ აღნიშნა ორშაბათს, „გურია ნიუსთან“ საუბრისას არჩილ თალაკვაძემ, რომლის მოწოდება, როგორც ფაქტები ცხადყოფს ოზურგეთის მერისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონტანტინე შარაშენიძე ამ თემაზე განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.

 

ამავე თემაზე: ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს

„მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს




 ახალი ამბები
  • კვლევა: ადამიანების უმეტესობა ნარკოტიკულ ნივთიერებებს პირველად ზაფხულში სინჯავსადამიანების უმეტესობა ნარკოტიკულ ნივთიერებებს პირველად ზაფხულში სინჯავს. ამის შესახებ საუბარი General Internal Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია. ადამიანები უმეტესად იღებენ შემდეგი სახეობის ნარკოტიკებს: მარიხუანას, კოკაინს, ექსტაზს, ლსდ-ს. როგორც კვლევის ავტორი დოქტორი ჟოზეფ პალამარი ამბობს, ზაფხულს მეტი უსაქმური დრო მოაქვს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, ივენთებზე კი, რაც ზაფხულში ტარდება, დიდია ნარკოტიკების შეთავაზების შანსი. 2017 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 მილიონმა ადამიანმა დაიწყო მარიხუანას და დაახლოებით, მილიონმა კოკაინის, ხოლო 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ლსდ-ს მოხმარება. პალამარის თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ნარკოტიკების მიღება ცხელ სეზონზე, განსაკუთრებით კი, თუ ადამიანი პირველად სინჯავს მას, განსაკუთრებით ... ...
  • პაატა სალია 15:00 საათზე "რუსთავი 2"-ში საგანგებო განცხადებას გააკეთებსდღეს 15:00 საათზე, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 18 ივლისს გადამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით "რუსთავი 2"-ის იურისტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 19 ოქტომბრამდე არ უნდა მომხდარიყო, ვიდრე არ ამოიწურებებოდა კასაციის ვადა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება პაატა სალია და 15:00 საათზე განცხადებას ... ...
  • ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა _ ვოლსკიოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავისი ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსებაში. ერთი კითხვა არ გაგჩენიათ, საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლკის თქმით, ოქრუაშვილის განცხადებებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა დაინტერესდეს. „ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცრუ ჩვეება მისცა იმისთვის, რომ ქალაქის მერი გამხდარიყო, განაცხადა, რომ ათეულობით მილიონ დოლარს ფლობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მოხელე იყო და ქიბარ ხალვაშს მისცა ფული, რათა “რუსთავი2” ეყიდა და თვითონ იყო კულისებს მიღმა. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ... ...
  • შსს-ში ბრიფინგი დაინიშნაშინაგან საქმეთა სამინისტროში 14. 00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. შსს-ში ბრიფინგის თემას არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“რუსთავი2”-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ვინაიდან, წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებები შემაშფოთებელია. “როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა. ჩემთვის პირადად ძალიან შემაშფოთებელი იყო უფრო მეტად ის, რომ ყოფილმა დირექტორმა გვარამიამ თქვა, რომ “რუსთავი 2” და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, რომ ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად, შემაშფოთებელია,როდესაც პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყო იარაღი. მე ვფიქრობ, ამას თქვენი და საზოგადოების მხრიდანაც სათანადო შეფასება სჭირდება. მიუღებელია, რომ მედია და ჟურნალისტური საქმიანობა პოლიტიკური პარტიის იარაღი და მისი პირდაპირი მანიპულაციის საგანი იყოს, რაც დაადასტურა გვარამიამ თავის გამოსვლაში”, - აცხადებს არჩილ ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...