სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

22 თებ. 2021, 12:28:47

ეს სახლი ოზურგეთში, შემოქმედის თემში შემავალ პატარა სოფელში _ გონებისკარში დგას, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში კარისყურეს ეძახდნენ. აქ, ამ სახლში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედისაქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე.

1921 წლის თებერვალში წითელი არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი,16 თებერვალს დაინიშნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის რეალურად საბჭოთა საქართველოს მმართველი აღმოჩნდა. მახარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიის შენარჩუნებას საბჭოთა კავშირის და არა ამიერკავკასიის სსრ-ს შემადგენლობაში და ამ პოზიციით დაუპირისპირდა სერგო ორჯონიკიძეს. მახარაძეს ქართულ ნაციონალურ-უკლონიზმში დასდეს ბრალი და იმავე წლის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მის ნაცვლად დანიშნეს ბუდუ მდივანი. მახარაძე ჯერ წავიდა მოსკოვში, ხოლო დაბრუნების შემდეგ იკავებდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობს იკავებდა: იყო ამავდროულად ის იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1921-23 წწ), ცაკ-ის თავმჯდომარე (1922 წ.), ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე. (1929-1930 წწ.). 1929 წლის 1 მარტიდან 1931 წლის 20 თებერვლამდე იყო საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1931 წლიდან მახარაძე გახდა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე დროს 1936 წლამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლამდე, იყო ამ რესპუბლიკის ცაკის ერთ-ერთი თავმჯდომარე. 1938 წლის 10 ივლისიდან 1941 წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

ამ სახლში 1957 წლიდან ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი იყო, 1934-1989 წლამდე მუნიციპალიტეტს მის საპატივცემულოდ მახარაძე ეწოდებოდა, უწოდეს, ხოლო 1958 წლის 21 მარტს, ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, რკინიგზის სადგურის წინ, მისი ძეგლი აღმართეს.

 ორგანიზაცია “Post-ალიონის“ ხელმძღვანელის, “გურია ნიუსის“ გამომცემლის ია მამალაძის თქმით, აუცილებელია შევინარჩუნოთ პოლიტიკური მეხსიერებაც და მასთან დაკავშირებული ძეგლებიც:

_ ეს მოუვლელი და თითქმის დანგრეული სახლი ჩვენი ისტორიის ნაწილია და შესაძლებელია, აქ საინტერესო, ისტორიული მეხსიერებისთვის სასარგებლო ექსპოზიცია განთავსდეს. არჩვეულებრივი ეზო კი საინტერესო ლექციების, სასწავლო კურსების, ადგილობრივი და ტურისტული ტურების ადგილად შეიძლება ვაქციოთ, რომელიც ისტორიული მეხსიერების წიაღში გვამოგზაურებს...ისტორიული მეხსიერება კი აუცილებლად გვჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ასი წლის წინანდელი შეცდომები ისევ არ დავუშვათ. ამისი საშიშროება კი ნამდვილად არსებობს და ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ მაშინდელ და დღევანდელ ვითარებას პარალელურად გავაანალიზებთ _ ახლანდელი პანდემიით და მაშინდელი მსოფლიო ომით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური, სოციალური კრიზისი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მხრიდან “სახალხო აჯანყების“ ინპირირების, შედეგად კი რუსეთის ოკუპაციის საფუძვლად იქცა. სამწუხაროდ, ისტორიას უყვარს გამეორება; ამიტომ, აუცილებელია ისტორიული შენობები, ძეგლები შევინარჩუნოთ და მომავალი თაობებისთვის რეალური ისტორიის კერებად ვაქციოთ,  _ ამბობს ია მამალაძე.




 ახალი ამბები
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუნდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო8 მარტს 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით  მთელი საქართველოს მასშტაბით 10:00 საათზე დაიწყო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად მიმდინარეობს და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება. ოლიმპიადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.  მესამე ტურში გადასულ ყველა მოსწავლეს გადაეცემა სიგელი. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...