სამდღიანი სტიქიის შედეგები და ზარალი, რომელიც უკვე აღწევს 10 მილიონს

gurianews.com

მთავარი თემა

სამდღიანი სტიქიის შედეგები და ზარალი, რომელიც უკვე აღწევს 10 მილიონს

2017 ოქტ 18 13:35:46

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის და ძლიერი ქარის  შედეგად გურიაში დაზიანდა და წაღებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ხიდები და მილ-ხიდები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განვითარდა მეწყრული პროცესები.

ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში. სამტრედია-ჩოხატაურის გზაზე, საჯავახოს მონაკვეთზე, 16 ოქტომბერს 3 ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. ამავე დღეს შეფერხებები იყო ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სადაც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა სრულად დაფარა.

მეწყერული პროცესები განვითარდა ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში. ყველაზე რთული მდგომარეობა სურებსა და ზოტში იყო.

16 ოქტომბერს, სურებში მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყდა. გზის გაწმენდა იმავე საღამოს მოხერხდა, თუმცა სურებში მეწყრული პროცესები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც ამ კვირაში გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ.

სტიქიამ სერიოზული პრობლემები შემქნა სოფელ ზოტშიც 16-17 ოქტომბერს მეწყერი რამდენჯერმე განვითარდა, რის გამოც ზოტი გარესამყაროს მოწყდა.

ადიდებულმა გუბაზეულმა ხუთი ხიდი წაიღო ნაბეღლავსა და ხევში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა შიდა საუბნო გზები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

სოფელ ბუკისციხეში, ერთი წლის წინ გაკეთებული გზა ისევ ჩავარდა.

წყალი შევიდა რამდენიმე თვის წინ გახსნილ ხიდისთავის საბავშვო ბაღში; სოფელ ნაბეღლავში 2015 წელს გაკეთებული ჯებირი წყალმა მოხეთქა და კალანდაძეების საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნა. ქვენობანში 5 ჰექტარზე მეტი საყანე ფართობი დაიტბორა.

დაიტბორა დაბა ჩოხატაურის გზები, წყლის სადგური, რის გამოც ჩოხატაურს ორი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, წითელმთის მონაკვეთზე ადიდებულიმა მდინარე ბჟუჟმა  საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. ცხემლისხიდში, მდინარე ნატანებმა  ნაპირსამაგრი გაბიონი მოარღვია. ჭარბი ნალექიანობის გამო, მდინარეების აჭის წყლისა და ბჟუჟის კალაპოტებში წყლის დონის მატებამ ვეღარ უზრუნველყო ჩამდინარე პატარა მდინარეების ნაკადის მიღება, რის გამოც მცირე ხნით ქალაქ ოზურგეთში მოძრაობა შეფერხდა.  გზები დაზიანდა ლანჩხუთის თითქმის ყველა სოფელში. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და  საყანე ფართობები. დაზიანებულია და წაღებულია ხიდები. განვითარდა მეწყერული პროცესები ლანჩხუთის სოფლებში: აკეთში, აცანაში, ნიგვზიანში, მამათსა და ნინოშვილში. ლანჩხუთში ქარმა  დაახლოებით 40 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. სოფელ  სუფსაში დაიბტორა საბავშვო ბაღისა და სკოლის პირველი სართულები.

რთული მდგომარეობა შეიქმნა ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფელი ჭინათი მთლიანად მოწყდა სოფლის ადმინისტრაციულ  ცენტრს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ალეკო ჩხაიძის კაპიტალური შენობა მთლიანად დაანგრია; ჯიჯიეშვილების უბანში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზა მწყობრიდან გამოვიდა. სოფელში არაერთ ადგილას  დაზიანებულია მილხიდები, სოფლის შიდა გზები.

ჯიჯიეშვილების უბანში ჩამოწოლილ მეწყერს  ერთ-ერთ დაზარალებული თორნიკე ჯიჯიეშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით აქ მცხოვრები 11 ოჯახი ამ ტერიტორიაზე გახორციელებულმა  გამაგრებითი სამუშაოების მილიონ-ნახევრიანმა პროექტმა უფრო დააზარალა და უარეს დღეში ჩააგდო.

ამ პროექტით მხოლოდ სოფლის ცენტრი გამაგრდა შედარებით, მოსახლეობა კი განწირული დარჩა. აჰა, შედეგიც სახეზეა“, _ ამბობს დაზარალებული თორნიკე ჯიჯიეშვილი.

სტიქიამ ასევე სრულად წაიღო ოზურგეთი-აკეთის დამაკავშირებელი გზა.

ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით 10 მილიონს აღწევს.

 


ნახვა: 608


 ახალი ამბები
  • ,,როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ მაძღარი ხარ, ცოტა უცნაურია“ _ სოსო ცინცაძეექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ პარლამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცინცაძე აცხადებს, გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი იმ მაუწყებლის შესანახად, რომლის არსებობა საზოგადოებისთვის  უმნიშვნელოა. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩუმად რომ გაუქმდეს, ვერავინ გაიგებს, რომ აღარ არსებობს. მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს სარეკლამო ბაზარი, ხალხმა იცის, რომ ტელევიზია 50  მილიონი ლარით ფინანსდება და კიდევ აძლევენ დამატებით მილიონებს და თანაც საიდან? ისევ ჩვენი ჯიბეებიდან.  საზოგადოებრივ მაუწყებელს  CNN -თან შედარებით 4-ჯერ მეტი შტატი აქვს. პირველმა არხმა 80 მანქანა შეიძინა ახლა და CNN- ს საერთოდ არ ჰყავს მანქანები, იქ ბიუჯეტის ფულით მანქანებს არ ყიდულობენ. ეს ფული პირველი არხის დირექტორს არ სჭირდება, მთავარია, თანხა არ წაიღონ კერძო ტელევიზიებმა. შემთხვევითი კი არ იყო ნინო ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მწვავე საუბარი. ვისაც უჭირს, ის გრძნობს მეტ საშიშროებას. უცნაურია, როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ შენ მაძღარი ხარ. პარლამენტის თავმჯდომარე ამ როლში გამოდის და ამბობს, თანაც ჩხუბით, ბრაზით _ ინტრიგანი ხარ, რადგან ამბობ, რომ გშიაო. ვინ იცის უკეთესად ვის შია, კობახიძემ თუ წვრილმა მედიასაშუალებებმა? კობახიძემ უკეთ იცის რა დღეშია დღეს მედია?  რა ელით მათ ამ კანონის მიღებით? ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტშიც დარღვეულია ერთიანობა  და გუშინ კობერიძე პირდაპირ ამბობდა, რომ ახალი ფული კი არა იმ 50 მილიონს რაში ხარჯავს მაღლაფერიძე ესეც გასაკვირიაო“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციების მიუხადავად, პარლამენტში ვეტოს დაძლევას პროგნოზირებენ. მედიაორგანიზაციები კი პარლამენტის წევრებს მიუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უფლებამოსილებების გაზრდა კერძო მედიასაშუალებებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ... ...
  • ფშაველი -აბანო- ომალოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს-მ "გურია ნიუსთან" განაცხადა, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლათბილისში კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ამ დროისთვის ნაპოვნია და ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და ავტომანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა ... ...
  • რატომ დაიბარეს გუბერნატორები პარლამენტშიჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების ... ...
  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალათბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

ინდური „კომფორტი“

ცნობილია, რომ ინგლისელთა მმართველობის დროიდან...

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...