"შარაშენიძეს აღდგომამდე ველოდებით ბაზარში _ "გადაგდება" არ იყოს!"

მთავარი თემა

"შარაშენიძეს აღდგომამდე ველოდებით ბაზარში _ "გადაგდება" არ იყოს!"

2018 მარ 26 23:19:02

ოზურგეთში, აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, ერთ ახალ, კაპიტალურ შენობაზე, რომელიც ორიოდე წლის წინ ააგეს, აბრაა გაკრული, წარწერით: "ფრინველებით და ცხოველებით სავაჭრო". შენობის წინ, ღია სივრცეში, შინაური ფრინველებით მოვაჭრე ქალბატონები კარგ ამინდში ყოველთვის გარეთ ვაჭრობენ _ გალიებით გამოყვანილია შინაური ფრინველები, კურდღლები, გოჭები, ციკნები.

მოვაჭრე ქალბატონები "გურია ნიუსთან" საუბრობენ დღევანდელ გასაჭირზე. როგორც თვითონ ამბობენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოუთვალეს, რომ აღნიშნული შენობა 15 აპრილამდე უნდა დაცალონ.

მათი თქმით, როცა ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე იყო, მისი ინიციატივით აშენდა ახალი შენობა, სადაც საღამოს, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, გალიები და სხვა საჭირო ნივთები შიგ შეაქვთ. ასევე, აქ ამწყვდევდნენ იმ ფრინველებს თუ ცხოველებს, რომლის გაყიდვაც ვერ მოასწრეს და მომდევნო დღეებისთვის გაჰყავთ ბაზარზე. მათ ეჭვი აქვთ, რომ შენობა, რომელიც სპეციალურად მათთვის გაკეთდა, ახლა ვიღაცისთვის უნდათ.

_ ეტყობა, დაადგეს თვალი. აბა, რატომ უნდა გამოვიდეთ, ან სად წავიდეთ? როცა წვიმს, შიგ შევდივართ. თუ აქედან გამოგვყარეს, რა ვქნათ? ცუდ ამინდში როგორ ვივაჭროთ? შემოღობილში ვიყავით ადრე და სიორიძემ ეს კი გააკეთა ლამაზად, _ ამბობენ ისინი.

ქეთევან რუსეიშვილი, ფრინველებით მოვაჭრე: _ არასდროს არავისთვის მიმიცია ხმა. მერის არჩევნებზე შარაშენიძეს დავუჭირე მხარი და ახლა ასე იქცევა! რამდენ რამეს დაგვპირდა არჩევნების წინ და ახლა გვითვლის, რომ ეს შენობა დავცალოთ. სიორიძემ პირდაპირ გვითხრა, აქედან ადექითო. ეს მოტყუებით მოდის, შეგვპირდა და ახლა უნდა "გადაგვაგდოს?!" არსად წავალთ! მოვიდეს აქ და დაგველაპარაკოს. აღდგომამდე ველოდებით ბაზარში _ "გადაგდება" არ იყოს, ასე გადაეცით. სამუშაო რომ იყოს, ამ ქათმის სკლინტში რა გვინდა? ასე უთხარით ზუსტად.

ნელი ჟღენტი, მოვაჭრე: _ ჩვენ ყველა მაგის გვერდით დავდექით და ახლა ამ შენობიდან რომ გვყრიან გარეთ, სად წავიდეთ? 15 აპრილამდე დაცალეთო, გვითხრეს. თურმე, აქ ვიღაცეებს სუნი აწუხებთ. ჩვენ ყოველ საღამოს ვასუფთავებთ და ისე მივდივართ. თუ უკეთესად უნდა იყოს, კეთილმოაწყონ თითონ. ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. ბაზარია აქ და სუნი იქნება. სუნი ყველგან იქნება, თუ არ დაასუფთავე...

მაყვალა ახვლედიანი, მოვაჭრე: _ 18 წელია, რაც ამ ბაზარში ქათმებს ვყიდი. ვწვალობ. სამუშაო რომ იყოს, რა მინდა აქ? ახლა მოვიდნენ და გვითხრეს, იქეთ მხარეს ბახრამოვები ცხოვრობენ და სუნი აწუხებთო. სანამ აქ ააშენებდა სიორიძე ამ შენობას, ზუსტად მაგ მოსახლეობის სახლებში ვტოვებდით ჩვენს ფრინველებს თუ გოჭებს და ფულს ვიხდიდით. მაშინ არ ჰქონდა სუნი? ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვალაგებთ. ცოცხს ეძებს ვინმე თუ საპონს და ვედროს? სად უნდა წავიდეთ? გვეუბნებიან, რომ ივაჭრეთ დღისით და საღამოს თუ ვერ გაყიდით, სახლში წაიყვანეთ ეს ფრინველები, აქ არ დატოვოთო. როგორი მოსახერხებელია ეს?

ვიკა იმედაშვილი, მოვაჭრე: _ აუცილებლად მოვიდეს აღდგომამდე პატივცემული მერი და დაგვეხმაროს. ჩვენ პრეტენზიული ხალხი არ ვარ _ გვიჭირს და ვწვალობთ, რომ პურის ფული მაინც ვიშოვოთ. გვერდში რომ დავუდექით, ყველაფერი რომ შეგვპირდა, ახლა "პანღური"?! გაგვცეს პასუხი!

ნუნუ სიხარულიძე, მოვაჭრე: _ ეს შენობა ბეგი სიორიძემ აგვიშენა. მე მაგ კაცის უკმაყოფილო  არ ვიყავი. გვითხრა, საღამოს შენობაში შეინახეთ თქვენი ქონება, დღისით კი გარეთ ივაჭრეთო. ერთ დღეში გაიყიდება, ეს ყველაფერი? ძალით ნუ გაგვიჭირვებენ და დაგველაპარაკონ წესიერად. საინტერესოა, სად უნდა წავიდეთ 15 აპრილის შემდეგ?

ფრინველებით მოვაჭრე ქალბატონები ამბობენ იმასაც, რომ ბაზარში წელს ქათმის ნაკლებობაა, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელებული იყო ქათმის ჭირი და დღეისთვის კარგი დედალი 25 ლარი ღირს, ინდაურის ფასი კი 40 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის.

_ მიუხედავად სიმცირისა, ფრინველებია თუ გოჭები, მაინც არ იყიდება. ხალხში ფული არ არის. ჩვენ, ყველა, აქ 15-20 წელია, ვმუშაობთ. ასეთი გასაჭირი კარგა ხანია, არ ყოფილა, _ ამბობენ ისინი.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და აღნიშნულის შესახებ პასუხი მოითხოვა:

"მე მზად ვარ, ვითანამშრომლო ამ ადამიანებთან. აუცილებლად შევხვდები მათ და როგორც სჭირდებათ, ისე გადავწყვეტთ ყველაფერს. მზად ვარ, დავეხმარო", _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის ეს კომენტარი მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა მგელაძემ მოგვაწოდა.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...