შემოქმედელთა პროტესტი ჰესის მშენებლებს

მთავარი თემა

შემოქმედელთა პროტესტი ჰესის მშენებლებს

2019 ივნ 10 12:37:30

8 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ _ ისინი მდინარე ბჟუჟზე მცირე ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, რომლის პროექტის პრეზენტაციასაც "ბჟუჟაჰესის" მფლობელი ბეჟუაშვილის კომპანიის წარმომადგენლები გეგმავდნენ.

შემოქმედელთა ერთიანობის დასტური, როგორც თავად გვითხრეს, იყო ადმინისტრაციული შენობის ფასადზე გამოკრული ბანერი: "სოფელი არ დაუშვებს კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას", რომელიც იქვე გამყარებული იყო ილიას შეგონებით: "ვაი იმ ქვეყანას, სადაც "მე" ხშირია და "ჩვენ" _ იშვიათი".

შემოქმედის მცხოვრებთა დიდი ნაწილი საპროტესტოდ იყო მომზადებული სოფელში ახალი მიკროჰესის მშენებელთა წინააღმდეგ, რომლებიც აქ პროექტის პრეზენტაციის მოტივით მივიდნენ და მოსმენა ითხოვეს, რათა კარგად გაეგოთ ადგილობრივებს, რომ მათთვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრებდნენ.

 "მხოლოდ შემოქმედის ინტერესებიდან გამომდინარე!" _ გაისმა ულტიმატუმი დარბაზიდან, როცა პროექტის დირექტორი გიორგი მარგებლიძე პრეზენტაციისთვის მოემზადა და საუბრის დაწყება სცადა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ სთხოვა დარბაზში შეკრებილთ, რომ მოესმინათ, რაზე იყო საუბარი და მერე, რამდენიც სურდათ, იმდენი კითხვა დაესვათ:

_ თქვენი ნების წინააღმდეგ არავინ წავა. ჯერ მოვუსმინოთ. მეც ერთი თქვენგანი ვარ დღეს, _ უთხრა მან შემოქმედელებს.

გიორგი მარგებლიძემ ვიდეომასალის მეშვეობით სცადა, ადგილობრივებისთვის აეხსნა, თუ როგორი შედეგიანია მცირე ჰესები ავსტრიაში და ქვეყანა არის ძლიერი, რომ ჰესის მშენებლობა ბუნების და ადგილობრივთა დაზარალების ხარჯზე არ მოხდება:

_ აქ ჩვენ არ მოვსულვართ ბულდოზერებით. გავერკვეთ, რა ზიანს და რა სარგებელს მოგვიტანს და მერე ერთად გადავწყვიტოთ, _ თქვა მან. თუმცა, დარბაზში მყოფებმა მეტის გაგრძელება აღარ ისურვეს.

"გადმოფრინდი შვეიცარიიდან შემოქმედში და მიხვდი, სად ხარ", "ეუფ, ბულდოზერით არ მოსულა, უკვე დაწერილი პროექტით მოვიდა, რომლის შედგენა არავისთვის უკითხავთ", "შენ 800 ევროს გიხდის ბეჟუაშვილი და ჩვენ სული გინდათ ამოგვხადოთ", "შემოქმედი ყარაჯალა ხომ არ გგონიათ თქვენ?!" "აქ არის ერთი ბჟუჟაჰესი და მეორე ჰესი არ აშენდება", "ნუ გვაბოლებ, ბიძიკო!" _ ისმოდა დარბაზიდან.

_ "ბჟუჟაჰესი" ახლა წყალს ითვლის, _ თავისი არგუმენტებიდან ერთ-ერთი მოიყვანა მარგებლიძემ და სცადა პრეზენტაციის გაგრძელება.

_ ფულს არ ითვლის, ფულს?! _ წამოხტნენ დარბაზში.

შემოქმედის მკვიდრმა გია მამაკაიშვილმა აკადემიური ჟესტი ირჩია და მშვიდად ესაუბრა სტუმრებს თანასოფლელთა განწყობის შესახებ:

_ ყველამ კარგად ვიცით, მომძლავრებული გლობალური პრობლემების შესახებ. ადრეულ წლებში გვახსოვს, როგორი თოვლიანი ზამთარი იცოდა. ბოლო ათი წელია, მდინარე ბჟუჟის ნაკადი შემცირდა. მთებში თოვლი ნაკლებად ან სულ არ არის, ჭებში წყალი დაშრა ან შრება. ჩვენ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი კი არ ვართ, თუმცა, აქ პრობლემაა _ ბჟუჟი ახლა სოფლისთვის ერთადერთი მაცოცხლებელი ძალაა. დიდი ხანია, სოფელს უამრავი ყოფითი პრობლემა გააჩნია. დიასახლისებს იმის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ წყლის ტუმბოები ჩაკიდონ მდინარეში. ეს საშუალება მაინც უნდა დარჩეს ხალხს, _ თქვა მან.

მარგებლიძემ კვლავ სცადა პასუხის გაცემა და საუბრის გაგრძელება, თუმცა, უშედეგოდ _ სიტყვის თქმა არ აცალეს და ერთხელ თქმული, კვლავ განრისხებით გაიმეორეს:

"ჩოუყვია ჯიბეში ხელი, გადმოუშვია "საროჩქა", მაგას 800 ევროს უხდის თავისი უფროსი და ჩვენ აქ სული უნდა რომ ამოგვხადოს უწყლობით! ფეხს არ დავადგმევინებთ შემოქმედში!" "კარგად გვაბოლებ", _ ყვიროდნენ დარბაზში.

_ ძალიან გთხოვთ, მოვუსმინოთ, დაამთავროს საუბარი და მერე დასვით კითხვები. ისე არ გამიგოთ, რაიმე პოზიციას ვაფიქსირებდე. ხომ უნდა იცოდეთ, რა კეთდება? თქვენი ნების წინააღმდეგ არავინ წავა. მოვუსმინოთ, სტუმარია, ბოლოს და ბოლოს, _ მიმართა დარბაზს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ.

"სტუმარი თუა, წევიყვანოთ რესტორანში. მაი არ გვეშლება ჩვენ!", არ აშენდება, მორჩა და გათავდა!" _ წამოვიდა რეპლიკა დარბაზიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ ჩვენთან საუბარში საკუთარი პოზიცია ასე დააფიქსირა:

"მცირე ჰესების მშენებლობა, მარტო შემოქმედის პრობლემა არაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია და მას ევროპაში გარემოს დამცველები "სისხლიან ჰესებს" ეძახიან. ჩვენი სტუმრები, რომლებიც აქ პრეზენტაციისთვის მოვიდნენ ან თავად არიან შეცდომაში შეყვანილები, ან ხალხი განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. მცირე ჰესებს გააჩნია ალტერნატივა და ის ენერგომოპოვების სხვა წყაროებმა უნდა ჩაანაცვლონ", _ თქვა მგელაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა დავით მამალაძემ შემოქმედელთა პოზიციას სამართლიანი და სახალხო უწოდა"

"ხალხი სამართლიანად წინ აღუდგა მილიონერთა კასტას, რომლებიც კომპანიების, რეჟიმის და ხელისუფლების სახით სულს ხდის მას. სანამ მათი დიქტატი არ დამთავრდება, სულ ასეთი ამბავი იქნება. ენერგეტიკა სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს და ხალხს უნდა ხმარდებოდეს და არა ვიღაც მილიონერებს, რომლებმაც სახელად კომპანიები დაირქვეს და ხალხს ძარცვავენ და ატყუებენ. თუმცა, ნახეთ დღეს, რაც მოხდა. ადვილი არაა ხალხის მოტყუება. ისინი, უბრალოდ, დიდხანს ითმენენ..." _ თქვა მამალაძემ.

პროექტის ავტორმა გიორგი მარგებლიძემ "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:

"რის თქმაც მინდოდა, არ მაცალეს. დამთავრება კი არა, არც დამაწყებინეს. სახლში როცა მივალ, მექნება იმის უკმაყოფილება და განცდა, რომ ჩემი სათქმელი ვერ ვთქვი, ვერ მივიტანე ხალხთან. არ მომცეს ამის საშუალება. მე მინდოდა მეჩვენებინა და მეთქვა, რომ 2012 წლამდე როგორც შენდებოდა, ისე აღარ აშენდება ჰესები.

საბედნიეროდ, დღეს არის ის დრო, როცა ხალხის ნების წინააღმდეგ არავინ მიდის და ვერ მიდის. თუ არ უნდათ, არ აშენდება. მეტი რა გითხრათ?" _ განაცხადა მარგებლიძემ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...