"შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წამომიდგენია" _ 15 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

მთავარი თემა

"შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წამომიდგენია" _ 15 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2 ივლ. 2020, 17:18:39

ამბავი და კადრები, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, რთული წასაკითხი და სანახავია, თუმცა, მარიამი და მისი ოჯახი, უკვე 13 წელია, ამ რეალობაში იმყოფებიან.

მარიამ ბოლქვაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. გოგონა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. მარიამის ოჯახი 8 წევრისგან შედგება, მათგან 7 _ სოციალური დახმარების მიმღებია. 8-სულიან ოჯახში დასაქმებული არავინაა. მარიამის ბაბუა, ოჯახის უფროსი ავთო ბოლქვაძე ხელოსანია და მას თუ გამოუჩნდება სამუშაო, ისიც ხანდახან.

მარიამს ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება: პამპერსი, ძვირადღირებული წამლები, სტერილური ხელსაწყოები, საკვები, საწმენდი მილები და სხვა. გოგონასთვის 2 თვეში ერთხელ აუცილებელია ტრაქეოსტომის მილის გამოცვლა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დროზე ადრეც. მარიამის გარდა ოჯახში 2 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარებაა.

მარიამის დედა მადონა ენუქიძე "გურია ნიუსთან" თავისი გასაჭირის შესახებ საუბრობს:

"მარიამს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს. ავადმყოფობა თავიდან ასე მკვეთრად გამოხატული არ იყო _ ვიცოდით, რომ პრობლემა ჰქონდა და რაღაც რეციდივი დარჩებოდა. 6 წლამდე ვმკურნალობდით. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შეიძლება ითქვას, არაფერი მიგვიკლია, მაგრამ მერე ვეღარ შევიძელით, _ გვიყვება ახალგაზრდა დედა და ცრემლებს ვერ იკავებს, _ ჩვენი ყველა პრობლემა მარიამთანაა დაკავშირებული. მარიამით იწყება და სრულდება დღე. ერთი წამითაც კი ვერ და არ ვტოვებთ მარტო."


სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს ძალიან უჭირს იმ ხარჯების გაღება, რაც მარიამს სჭირდება. გოგონას სხეული დეფორმირებულია, ცალი ფილტვი ნეკნებით გაიჭყლიტა და სუნთქვა უჭირს. ჟანგბადს კარგავს და მუდმივად სჭირდება სპეციალური აპარატი. ასეთ ყოფას ისიც ემატება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მარიამისთვის ხშირად პამპერსიც კი არ აქვთ:

"ჩერნოვეცკის ფონდმა" მომიტანა ცოტა ხნის წინ პამპერსი. ხშირადაა შემთხვევა, როცა მარიამისთვის პამპერსი არ გვაქვს. ასეთ დროს გულს ვაცლი გამოყენებულ პამპერსს და ჩვარს ვუფენ, სხვა გზა რომ არ მაქვს, რა ვქნა?! ყველაფერი სტერილური გვჭირდება. ცალი ფილტვით სუნთქავს, მარჯვენა ფილტვი აღარ აქვს _ ხერხემლისგან გაჭყლეტილია. ერთი წელია, რაც სულ წევს. ხელში ამყავს ხოლმე და ეგაა სულ მარიამის მოძრაობა.

ქრონიკული ბრონქიტი აქვს. შარშან, ერთ დილას მთლიანად გალურჯდა _ ჰაერის უკმარისობა დაემართა. კატასტროფის მანქანით გადავიყვანეთ თბილისში. 10 დღე ვიწექით "ევექსის" კლინიკაში, შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ძლივს, წამებში მოვასწარით მესამე სართულიდან მეექვსე სართულზე, რეანიმაციაში აყვანა, სადაც შეაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. რეანიმაციაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა _ კომაში ჩავარდა. ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმედს, თითქმის, აღარ გვაძლევდნენ. ღმერთის იმედად ვიყავით მხოლოდ. საავადმყოფოსთან ეკლესია იყო. იქ მღვდელს ვუამბეთ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი მდგომარეობის შესახებ. წაგვყვა საავადმყოფოში და ლოცვები წაუკითხა მარიამს. მართლა სასწაული მოხდა, რასაც არავინ მოელოდა _ მარიამმა თვალი გაახილა, მაგრამ მას შემდეგ ხმა აღარ აქვს. ადრე ტირილის დროს ხმას გამოსცემდა, ახლა ვეღარ. ხედავს, ესმის _ უხარია, ბავშვები რომ მოვლენ მასთან და უცინის", _ ამბობს დედა.

კომიდან გამოსულ მარიამს 2 ოპერაცია გაუკეთდა _ ტრაქეოსტომია და გასტროსტრომია.

"ექიმებმა მითხრეს, მარტივი ოპერაციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, გართულდეს მდგომარეობაო. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ, თუ გინდა შენმა შვილმა იცოცხლოს, ეს უნდა გავუკეთოთო. ჩემს გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია, ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია მარიამის გარეშე, თუმცა, ექიმებს უკვირთ, რაში უდგას ამ ბავშვს სული. გაუკეთეს ოპერაცია, ჩაუდგეს მილები. ასეთი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ, თავიდანვე გამაფრთხილეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. სამი დღე გავატარე რეანიმაციაში ჩემს შვილთან ერთად და ზედმიწევნით შემასწავლეს მისი მოვლა. მარიამს მარტო დატოვება არც ერთი წამით არ შეიძლება. პროცედურები რთულია _ აუცილებელია სტერილურობის დაცვა და ყოველი კვების შემდეგ, მილების კარგად ჩარეცხვა. ბათუმში მალე გაიხსნება ასეთი ბავშვების მოვლისთვის სპეციალურად განკუთვნილი ცენტრი. მესმის, რომ შესაძლოა სამედიცინო თვალსაზრისით, მარიამისთვის იქ ყოფნა უკეთესიც იყოს, მაგრამ შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ყველა დედას ვუსურვებ, ჯანმრთელი შვილები ყავდეთ. ეს უდიდესი ბედნიერებაა! _ გვეუბნება მარიამის დედა.

გოგონას ოპერაციებიდან წელიწადზე მეტი გავიდა უკვე. გოგონას კუჭთან მიერთებულ მილს ვადა 2-წლამდე აქვს, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ მილმა საკვები ან წყალი ვერ გაატაროს და შესაცვლელი მანამდე გახდეს. ყოველ ორ თვეში ერთხელ კი, ხან უფრო ადრეც ტრაქეაში ჩადგმული მილის გამოცვლა სჭირდება, რისთვისაც მარიამის ტრანსპორტირებაა საჭირო.

"ეს რეანიმაციულ განყოფილებაში ხდება და დაგვყავს მარიამი ბათუმში თავისი აპარატურით, რის შეძენაშიც დაგვეხმარა მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობის სამინისტრო. ახლა მარიამისთვის გვაქვს ჟანგბადის და საქაჩი აპარატები. როცა მივდივართ, თან მიგვაქვს. მართალია, დენზეა, მაგრამ 100 მეტრზე მეტი სიგრძის ელექტროსადენი ვიყიდეთ და ამით დავდივართ. ერთხელ ავტობანზე დაგვჭირდა, იქვე რესტორანი იყო და იქიდან გადმოვიყვანეთ _ ამაზე უარს არავინ გვეუბნება.

ასე ვცხოვრობთ ეს თხუთმეტი წელია ჩვენ და მარიამი. ოჯახის მთელი შემოსავალი, პენსია იქნება ეს თუ სოციალური დახმარება, მისკენაა მიმართული", _ გვითხრა ქალბატონმა მადონამ.

მარიამს უმცროსი ძმები ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს, როგორც მათი დედა გვეუბნება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გააჩნია:

"ბავშვს სქოლიოზი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვმკურნალობთ. ვერ შევძელით ქუთაისში გვეტარებინა _ ვერ მივაკელით მარიამს", _ ტირილით გვეუბნება 3 შვილის დედა, რომლის ნატვრა და სურვილები ისევ მარიამთან ტრიალებს და მხოლოდ მას უკავშირდება:

"ჩემი მეუღლის ბაბუის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ. მადლობა ღმერთს, არ გვაწვიმს, ჭერი გვაქვს, მაგრამ მინდა მარიამი ლამაზ გარემოში მყავდეს. ჩვენ კი ისიც ვერ მოვახერხეთ, ელემენტარულად, ან სოციალური დახმარების თანხიდან, ან პენსიიდან იმდენი გადაგვედო, რომ იატაკისთვის _ საღებავი და კედლისთვის შპალერი გვეყიდა", _ გვეუბნება მადონა ენუქიძე, თან მარიამს პროცედურებს უტარებს, რომელიც საყურებლადაც კი ძალიან რთული იყო.

სოფელ ჯვარცხმის დეპუტატი საკრებულოში კლოდი მდინარაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მარიამის ოჯახს მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ეხმარება და მომავალშიც შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ პირველადი მოხმარების საგნები, რაც გოგონასთვისაა აუცილებელი, გადასცეს ოჯახს.

ჩვენ კი, თხოვნით მოგმართავთ თქვენ, ვინც აუღელვებლად ვერ შეძლებთ მარიამისა და მისი ოჯახის ამბის წაკითხვას და მარიამის ფოტოების ნახვას, ერთად ვიზრუნოთ, რომ გავუხანგრძლივოთ დედა-შვილს ერთად ყოფნის შესაძლებლობა.

მარიამის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი

GE57BG0000000161978144

ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 571778221.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...