"სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!"

მთავარი თემა

"სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!"

22 თებ. 2021, 11:12:44

ლანჩხუთის ცენტრში, გზის ის მონაკვეთი, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება, აქ მომხდარი ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ პრობლემად იქცა.

მოსახლეობის თქმით, მათ თვეებია, "მსხვერპლის შიშის მოლოდინის რეჟიმში"  უხდებათ ცხოვრება.

მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღის წინ მოხდა _ მთავარი მაგისტრალიდან ავტობანის გადასახვევის კვეთაზე ავტობანით ბათუმისკენ მიმავალმა "ტოიოტა პრიუსმა"  პირდაპირ "გააჭრა"  და "ოპელ კორსას"  დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ავტომობილი პირველი საჯარო სკოლის ეზოს კუთხესთან აღმოჩნდა, მეორე კი _ კვირკველიას ქუჩაზე შევარდა, ნაგვის ურნას შეეჯახა და სკოლასთან მდებარე სანიაღვრე არხში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ამ ფაქტს ლანჩხუთელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"კიდევ კარგი, სკოლის საათები არ იყო და ბავშვები არ იმყოფებოდნენ. ეს რა გააკეთეს, რა უბედურებაა?! ეს უკვე მერამდენე ავარიაა და სანამ საშინელება არ მოხდება, მანამ არ მიაქცევენ ყურადღებას?

გახსნის დღიდან არა ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ზოგი მანქანა ისე დაიმტვრა, ჯართში ჩასაბარებლად თუ გამოდგება, მარა ამას ვინ ამბობს, მთავარია, ადამიანები გადარჩნენ. მაინცდამაინც ადამიანი უნდა შეეწიროს, ვინმემ ყურად რომ იღოს ეს პრობლემა?! კიდევ კარგი დღის საათებში არ მოხდა _ მანდ ხომ მშობლები და ბავშვები დგანან. აქ მომხდარი ავარიებიდან სასწაულებრივადაა გადარჩენილი ბევრი. "ზებრაზე"  დაეჯახა მანქანა სკოლიდან გამომავალ ბავშვს, საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც სკოლის მხრიდან უწევთ ჩამოსვლა, "ავერსის"  კლინიკაც აქვეა, მოკლედ სრული ქაოსია, ასეთი საშიში საავარიო ადგილი არსად არ არის. არც შუქნიშანია და არც რაიმე დამაბრკოლებელი" , _ ამბობენ ლანჩხუთელები.

ის, რომ ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის გახსნით სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა გაიზარდა და შეუფერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველყოფაც მოხდა, ამაზე მოქალაქეები არ დაობენ. მათი უკმაყოფილება გზის იმ მონაკვეთს უკავშირდება, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება. ეს გზა, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლისა და "ავერსის"  კლინიკის მიმდებარედ ამოდის და მოსახლეობის თქმით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველია.

მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, პირველი საჯარო სკოლის შენობასთან შუქნიშნის დადგმაა აუცილებელი. თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, შუქნიშანი საცობს წარმოქმნის და კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოსავალი ე. წ. "წრიულის"  გაკეთებაა: "არ არის აქ საჭირო შუქნიშანი, საცობი იქნება. ერთი წრიული რომ გააკეთონ, საკმარისია, კომფორტულია უფრო და უსაფრთხო" .

ზოგადად კი, ლანჩხუთში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსასვლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო.

"ვის მოაფიქრდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას გაეკეთებინა ეს?! ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ და შემდეგ ამოეყვანათ ეს გზა. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, მაგრამ ეს პრობლემა დროზე უნდა მოგვარდეს. სკოლასთან ახლოს ეს შეიძლებოდა, ან კლინიკასთან, სადაც სულ სასწრაფოები მოძრაობს?! შვილებს გულის კანკალით ვუშვებთ სკოლაში. საქმე ბავშვებს ეხება და რაიმე რომ მოხდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?!

ხელმოწერები შევაგროვეთ, სკოლას გადავეცით. სკოლამაც მიმართა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. მოვიწვიოთ ჟურნალისტები და აქცია გავმართოთ. სანამ ადამიანი არ დაიღუპება, მანამ არაფერი არ უნდა ქნან?! მსხვერპლის შიშის მოლოდინის რეჟიმი როდის უნდა დასრულდეს?"  _ გზის ზემოთ ნახსენებ მონაკვეთთან დაკავშირებით ლანჩხუთელები სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ.

საგულისხმოა, რომ გზის იმ მონაკვეთზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლითაც ლანჩხუთში ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება, არახალია და გახსნის დღიდან აქ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის გულისწყრომის ობიექტი. აქედან გამომდინარე, თავის დროზე "გურია ნიუსი"  საკითხთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც დაუკავშირდა. როგორც მაშინ უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნული პრობლემის თაობაზე მათ არაფერი სმენიათ და ისიც დაგვიკონკრეტეს, რომ დეპარტამენტის ფუნქციაში არ შედის შუქნიშნების დაყენება _ ამის თაობაზე მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელმძღვანელობას უნდა მიმართონ:

"მომატებული ავტოსაგზაო შემთხვევები პირდაპირ კავშირშია გაუმჯობესებულ გზის საფართან, ამიტომ მათი თავიდან აცილებისთვის საჭიროა ყველა დაემორჩილოს დაწესებულ საგზაო წესებს. თუკი მოსახვევში არ შემოვლენ გადამეტებული სიჩქარით და დადგენილ წესებს დაემორჩილებიან, ავარიის შემთხვევებიც არ იქნება. საგზაო დეპარტამენტი კომპეტენციაში არ შედის შუქნიშნების დაყენება _ ამის თაობაზე მოქალაქეებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიმართონ.

პროექტის მიხედვით რაც იყო გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ყველაფერი შესრულებულია, თუ დამატებით რაიმე არის საჭირო, წერილი უნდა გამოაგზავნონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გზების დეპარტამენტში. შესაბამისი სამსახური ადგილზე შეისწავლის საკითხს და ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება დამატებით", _ გვითხრეს მაშინ გზების დეპარტამენტში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "გურია ნიუსმა"  საკითხის გარკვევა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლევან ჩხაიძესთან სცადა, რომლის თქმითაც, მოსახლეობის მოთხოვნა შუქნიშნის დაყენების თაობაზე ვერ იქნება დაკმაყოფილებული:

"ამ საკითხზე ჩვენ მივმართეთ შესაბამის უწყებას, თუმცა, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ფიზიკურად არ ხდება შუქნიშნის დაყენება. უბრალოდ, პერიფერიულ გზაზე შეზღუდვაა დაწესებული სათანადო საგზაო ნიშნით, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანა გაატაროს და შემდეგ გავიდეს. აღმაშენებლის ქუჩა ამ ეტაპზე არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და ამიტომაც ვერ დგება შუქნიშანი" , _ გვითხრა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

როგორც ჩანს, "შიშის რეჟიმში"  ცხოვრება ქალაქის მოსახლეობას მანამ მოუწევს, სანამ ავტომაგისტრალის ლანჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთი არ გაიხსნება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ჯერ დაწყებული არაა. როგორც ამბობენ, მოკლე ხანში დაიწყება და დიდი ალბათობით ორ წელიწადში დასრულდება.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...