სოციალურ ქსელში დაწყებული და ამბიონებზე გაგრძელებული პოლიტიკა _ "ეს სხვებმაც მკითხეს"

მთავარი თემა

სოციალურ ქსელში დაწყებული და ამბიონებზე გაგრძელებული პოლიტიკა _ "ეს სხვებმაც მკითხეს"

2018 ნოე 13 15:03:20

21 სექტემბერს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სამღვდელოებას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია. პატრიარქის ამ მიმართვას  წინ საეკლესიო პირების მხრიდან მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული მკაცრი პოლიტიკური განცხადებები  უძღოდა.

მათ შორის იყო შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსებიც, რომელმაც სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება.

"კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ.

ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ.

თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე სძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო.

მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტადსეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე.

ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება.

ეს არ არის პოლიტიკა _ ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს, ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ.

გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნული იყო მეუფის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 ამის შემდეგ მეუფეს პოლიტიკური განცხადებები საჯაროდ არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც გვითხრეს, ფეისბუქით დაწყებულმა პოლიტიკამ ამბიონებზე გადაინაცვლა.

„გურია ნიუსს“ არა ერთმა წყარომ უთხრა, რომ მღვდლების ნაწილი პირდაპირ ქადაგებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი არ დაეჭირათ.

თუმცა, იყო სხვა შემთხვევებიც _ რამდენიმე ტაძარში მღვდლებმა მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენაც მოუწოდეს.

მღვდლების დიდი ნაწილი საჯარო კომენტარზე არ დაგვთანხმდა, თუმცა, მათი ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ აქვთ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება.

„გურია ნიუსის“ წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ქალაქ ლანჩხუთში მოღვაწე მამა გიორგია (მარშანიშვილი). თავად მამაო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ის ქრისტეს მხარესაა.

_ არავის არ ვუჭერ მხარს. საერთოდ არ მივდივარ არჩევნებზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მამაომ.

კითხვაზე _ იზიარებს თუ არა მეუფე იოსების განცხადებას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება, გვიპასუხა, რომ შემოქმედის ეპარქიის წინამძღვრის განცხადება არ უნახავს და კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

წყაროს თქმით,  მკვეთრად გამოხატავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას შუხუთის ტაძრის წინამძღვარი მამა საბა (ჟღენტი), რომლის წირვებს ხელისუფლების პირველი პირებიც კი ესწრებიან:

_ აგერ, ამ წუთში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვზივარ (საუბარი ჩაწერილია 13 ნოემბერს) და არ ვიცი, რა გითხრათ. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ამის უფლება არ გაქვს. აგვიკრძალეს, რომ  რომელიმე კანდიდატს მხარი დავუჭიროთ.

ჩვენ ეკლესია ვართ და ორივე კანდიდატს თანაბრად ვექცევით.  სადაც ახლა ვარ, ბევრი მღვდელი და მრევლიც იმყოფება და ხმამაღლა ვამბობ, რომ დღეს მსგავსი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, _ გვითხრა მამა საბამ.

_ მამაო, დღევანდელ დღეზე არ არის მხოლოდ საუბარი. როგორც გვითხრეს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად მოუწოდებთ მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ..

_ არა. მე ვუჭერ მხარს ყველას, ვინც საქართველოს საკეთილდღეოდ მოვა.

_ მეუფის ცნობილ განცხადებაზე რას გვეტყვით _ იზიარებთ მის მოწოდებას, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება?

_ ვერაფერს ვერ გეტყვით. მეუფის მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამაზე მას უნდა ესაუბროთ.

_ თქვენთვის მითითება იყო მისი საჯარო განცხადება?

_ ძალიან გთხოვთ! არ ვერევი და ვერ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა მამა საბამ.

მრევლის ინფორმაციით, პოლიტიკურ ორთაბრძოლაში ოპოზიციის მხარე უჭირავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მდებარე  ტაძრის წინამძღვარს მამა ილარიონს (ურუშაძე), რასაც მამაო კატეგორიულად უარყოფს. მისივე თქმით, არ იცნობს მეუფის განცხადებას და მოწოდებას, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება მიუღებელია:

_ მე არ ვერევი პოლიტიკაში და რატომ ამბობენ, არ მესმის. მეც მითხრეს, რომ თითქოს ვაშაძეს ვუჭერ მხარს. ალბათ, იმიტომ, რომ იანეულში, გურამ ჩალაგაშვილის სახლში ვცხოვრობ (გურამ ჩალაგაშვილი „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია). აქ მოდის ის კაცი და ხალხს გონია, რადგან პირველ ტურში იანეული მოიგო, მე ვიმუშავე. გურამს ბევრი სიკეთე აქვს ამ სოფლისთვის გაკეთებული. ეს  სხვებმაც მკითხეს და იგივე ვუთხარი, _ აღნიშნა მამა ილარიონმა.

_ მამაო, თქვით, რომ ამ თემაზე უკვე დაგისვეს შეკითხვა. ვინ დაინტერესდა თქვენი პოლიტიკური შეხედულებით _ ხელისუფლება?

_ არა, სოფელში მკითხეს ბიჭებმა, რატომ მოიგო ჩალაგაშვილმა იანეულიო. მე რა ვიცი, რატომ მოიგო _ კაცი ყველას ეხმარება და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველა ამიტომ დაუდგა მხარში.

_ მამაო, ჩვენ გვახსოვს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი და ორად გაყოფილი ეკლესია. ჩვენ არქივშიც შემონახულია ფაქტები, რომ გურიაში, სამღვდელოების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო... მათ შორის, თქვენც იყავით იმ ადამიანთა რიგში, რომელიც იმდროინდელ ხელისუფლებას უჭერდა მხარს. თუმცა, შემდეგ ხელისუფლებაც შეიცვალა და პოზიციებიც... დღეს რა ხდება? იგივე პერიოდში დავბრუნდით?

_ ჩვენ არც მაშინ ვერეოდით საარჩევნო კამპანიაში და არც ახლა. ხალხს აქვს მისი არჩევანი და რასაც გააკეთებს, ხალხი დაინახავს, _აღნიშნა მამა ილარიონმა.

წყაროს თქმით, ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია მაკვანეთის ტაძრის წინამძღვარი მამა ვახტანგი (თოხაძე). როგორც გვითხრეს, მამა ვახტანგი მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მამაოს თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

_ არც ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და არც გიორგი ვაშაძეს. მიმაჩნია, რომ ორივე ერთმანეთზე უარესია, _ გვითხრა მამა ვახტანგმა.

მისივე თქმით, მისთვის მეუფეს არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერა არ უთხოვია;

_ მე მეუფის განცხადებასაც არ ვიცნობ. ალბათ, მან მისი პირადი მოსაზრება გამოხატა. ჩემთვის არაფერი უთქვამს და სხვა მღვდლებს რა უთხრა, არ ვიცი, _ აღნიშნა მამაომ.

 წყაროს თქმით, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მრევლს მამა თეიმურაზიც (ბურჭულაძე), რომელიც ოზურგეთსა და ჩოხატაურში წირავს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პოლიტიკაში არ ერევა:

_ როდის იყო ეს, სად ნახეს?! საერთოდ არ ვერევი პოლიტიკაში და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერც ამ თემაზე და ვერც მეუფის განცხადებაზე. არანაირი სურვილი არ მაქვს კომენტარის გაკეთების, _ გვითხრა მამა თეიმურაზმა.

რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოზურგეთში, სასულიერო პირების უმრავლესობა ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მრევლს. ტაძრების წინამძღვრების დიდმა ნაწილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ზოგმა ტელეფონი გამოგვირთო, ზოგმა კი კომენტარზე უარი განაცხადა.

ჩვენ ბევრჯერ ვეცადეთ ამ საკითხზე მეუფე იოსებიც კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ეპარქიის წინამძღვარმა „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, ეპასუხა, რამდენად სწორია წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მან მღვდლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაავალა და ამ დავალებაში ისიც შედის, რომ ქადაგების დროსაც კი, მრევლს უნდა მოუწოდონ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ შეიძლება.

ამ გზავნილის და რამდენიმე საათის ლოდინის მიუხედავად, შემოქმედელი მიტროპოლიტი კონტაქტზე არ გამოვიდა.

უნდა ითქვას, რომ ეს გურიისთვის ახალი თემა არ არის. ასე იყო 2012 წელს _ მაშინ, ეპარქიის სასულიერო პირების დიდი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს ღიად უჭერდა.  უფრო მეტიც, „გურია ნიუსმა“ იმ დროს რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა, რომ სასულიერო პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს, მეუფის მიერ დაისაჯნენ კიდეც. უფრო მეტიც _ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელმაც „ქართული ოცნების“ ოფისი აკურთხა, სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსების წინ საჯაროდ გაიკიცხა _ მას უთხრეს, რომ თუკი ამაზე ისაუბრებდა, ჯვარს ახსნიდნენ. ჩვენ მაშინ მეუფე იოსებსაც ვთხოვეთ კომენტარი, რაზეც გვიპასუხა, რომ თუ ამის შესახებ დაიწერებოდა, მამაოს ჯვრის ტარების უფლებას ჩამოართმევდა.

და კიდევ ერთი დეტალი _ ამ ყველაფერს წინ მეუფე იოსების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვაც უძღვოდა _ გურიის სასულიერო წინამძღვარი საარჩევნო კამპანიაშიც კი იყო ჩართული და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ სამწყოს, არათუ ამბიონიდან, სცენიდანაც კი მოუწოდებდა.

თუმცა, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებში აქტიურად არ ჩართულან. იმ მღვდლებისა და დედაობის ნაწილმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, მოქმედ ხელისუფლებასთან დასაახლოებლად გზები გამონახეს და შედეგსაც მიაღწიეს.

თუმცა, ახლა სიტუაცია როგორც ჩანს, შეიცვალა და ფეისბუქით დაწყებული ქადაგება, რომელიც წყაროების თქმით, ამბიონებზე გაგრძელდა, აქტიურ ფაზაშია შესული. 




 ახალი ამბები
  • საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად კაცი დაშავდასამტრედიის სოფელი ტოლებში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 58 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას ... ...
  • 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე _ რატომ ტოვებენ მერები თანამდებობებს? 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან წელიწადნახევარში 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე დარჩა. ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურისა და ხულოს შემდეგ უმაღლესი აღმასრულებელი პირის გარეშე მუშაობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც - 2019 წლის 12 თებერვალს კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. ამავე დღეს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელიც მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს და 7 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში გირაოთი გაათავისუფლეს. ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება კორუფციის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს და ზესტაფონის  მერებთან დაკავშირებული  ცნობები შეკრიბა. ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ახალი მერების არჩევნები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში ჩატარდება. ზუგდიდი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ თანამდებობები 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვეს ისე, რომ საზოგადოებისთვის მიზეზები  არ განუმარტავთ. თუმცა გადადგომას წინ უძღოდა ა(ა)იპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლის დაწყება და 11 სექტემბერს ლაშა გოგიას გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ. 13 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც აღწერილია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ზურაბ კვირკვიას საუბარი ლაშა გოგიასთან და მის მოადგილე გია გულორდავასთან. ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ზუგდიდში დაპირებული ობიექტები აუქციონის წესით ვერ მიიღო მაშინ, როცა საამისოდ მათ ათიათასობით დოლარი გადაუხადა. ჩანაწერში ფიგურირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელიც ჩანაწერის გავრცელებამდე ორი კვირით ადრე თანამდებობაზე შეცვალა ალექსადრე მოწერელიამ. გუბერნატორის  შეცვლა ასევე დაემთხვა სუს-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლის დაწყებას. გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ლაშა გოგიას გამოკითხვისა და კორუფციაზე ეჭვის მიუხედავად, ზუგდიდის ყოფილი მერი „ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ინარჩუნებდა და აქტიურად იყო ჩართული მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბში. ლაშა გოგია და გია გულორდავა 1 ნოემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დამარცხდა: მან ზუგდიდის ოლქში ხმათა 33.9%, ხოლო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 49.1% მიიღო. დაკავების შემდეგ პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამავე საქმეზე 2018 წლის 26 დეკემბერს ბრალი წაუყენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიასაც, თუმცა 27 დეკემბერს გირაო შეეფარდა. 2019 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მარნეული მარნეულის მერის თემურ აბაზოვის წინააღმდეგ საქმეს ამ დრომდე სასამართლო განიხილავს. მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა მისი დაკავება 2018 წლის 13 ივნისს. მარნეულის საკრებულომ გადადგომის შესახებ აბაზოვის განცხადება ცნობად მიმართვიდან 2 დღეში, 14 თებერვალს მიიღო. აბაზოვს პროკურატურა მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელ და არადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში 2018 წლის 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ ბოდიშის მოხდას  და საკუთარი შარდის სახეზე მოსმას მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე თემურ აბაზოვისა და ბიძინა ივანიშვილის გინების გამო. ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ამავე მოქალაქეზე, თემურ აბაზოვთან ერთად, იძალადეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რაგიმ ასკეროვმა, მარნეულის საკრებულოს წევრმა რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.-მ. - მათ ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინათ. საქმეში ფიგურირებს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვიც, რომლის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ძალადობის მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.   თემურ აბაზოვი ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დააკავეს და რამდენიმე თვის განმავლობაში დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, 6 სექტემბერს კი პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო. პატიმრობიდან 6 თვეში თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ჭიათურა პაატა ნადირაძემ ჭიათურის მერის თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. ნადირაძემ გადადგომის მიზეზად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის, ქალაქის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და  ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებისგან მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დაასახელა. გადადგომას წინ უძღოდა ჩხუბი რესტორანში, რომელშიც მონაწილე თანამდებობის პირები ჭიათურის მერიიდან, საკრებულოდან და პოლიციიდან ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დაპირისპირების პროვოცირებაში. ინციდენტის შემდეგ პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში მერის წინააღმდეგ განცხადება შევიდა, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პაატა ნადირაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჭიათურის მერად ამომრჩეველთა ხმების 62.45%-ით აირჩიეს. ხულო 2018 წლის 17 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა, მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც. გადადგომის დროს გოჩა მელაძე „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა ხულოში. გოჩა მელაძემ თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადადგომიდან მალევე დატოვა. ზურაბ პატარაძის წასვლა კი თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მამუკა ბახტაძით შეცვლას უკავშირდება. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოსვლასთან ერთად მედიაში არაერთხელ გავრცელდა ვარაუდები რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირების სავარაუდო შეცვლაზე. საზოგადოებას კითხვები გაუჩინა იმ გარემოებამ, რომ გოჩა მელაძე 17 ოქტომბერს - თანამდებობის დატოვების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, შვებულებაში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ამ დღეს მელაძემ საკრებულოს გადადგომის განცხადებით მიმართა, თუმცა მანამდე პირველ მოადგილედ პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც გოჩა მელაძისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ მერის მოვალეობის შესრულებას ავტომატურად შეუდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ ბერიძემ ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, 16 ოქტომბერს, გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე დატოვა.  გოჩა მელაძე ხულოს მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 59.58%-ით აირჩიეს. ზესტაფონი ამ დრომდე გაურკვეველია ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მიზეზი. მან  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა. კახაბერ მახათაძემდე თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ელგუჯა გვენეტაძემ. ამჟამად მერის მოვალეობას ნუგზარ ფერაძე ასრულებს, რომელიც კახაბერ მახათაძემ თანამდებობიდან წასლამდე მოადგილედ დანიშნა, მანამდე კი ზესტაფონის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდნენ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები. ისინი მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და რამდენჯერმე მერის სამუშაო კაბინეტთან მჯდომარე აქციაც გამართეს. ზესტაფონის ყოფილმა მერმა მმართველ პარტიას 2016-2017 წლებში 90 000 შესწირა, მათ შორის 40 ათასი ლარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომლის პირველივე ტურის შედეგებით მახათაძე ხმათა 54.7%-ით მერად აირჩიეს. ხუთივე მუნიციპალიტეტში ცესკოს ახალი მერების არჩევნების დანიშვნა, კანონმდებლობის თანახმად, 2019 წლის მაისში მოუწევს, რადგან ყოფილ მერებს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდათ. ცესკომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე უნდა დანიშნოს განკარგულებით.  ახლადარჩეული მერების უფლებამოსილება 2021 წლის შემოდგომამდე გასტანს. ... ...
  • მკვლელობა თბილისში _ 40 წლამდე მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლესძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული, გასროლა კი ავტომობილიდან მოხდა.  imedinews-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, ზოგიერთ ამბობს, რომ 9 გასროლა იყო. კაცს ჭრილობა თავის არეში აქვს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა ... ...
  • ოზურგეთში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხი შეფასდებადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან, მერიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან საჯარო დისკუსია გამართა. დისკუსია პროექტის კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების ფარგლებში გაიმართა. “ჩვენი დღევანდელი საჯარო დისკუსიის მიზანს წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ის, რომ გავიგოთ,  საკრებულოსა და მერიის საქმიანობის პროცესში რამდენად არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმი და დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის შეფასება. როგორც აღმოჩნდა, ოზურგეთში საზოგადოება ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში, თუმცა გამოვლინდა კონკრეტული ხარვეზებიც, რომლებზეც, იმედია, მუნიციპალიტეტი მომავალში იმუშავებს და, ჩვენი შეფასებით, ისინი კიდევ უფრო მაღალ ქულებს მიიღებენ -  თქვე მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს IDFI-ის მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილმა. ნინო მერებაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტით (რუსთავი, თელავი და ოზურგეთი) დაინტერესდა IDFI და დეტალურად მოხდება შეისწავლიან, როგორ ფაზაში არის კერძო და საჯარო სექტორების ... ...
  • ძლიერი ქარის შედეგები საქართველოშიძლიერმა ქარმა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ქრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომანქანა, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და  4 სარეკლამო ბილბორდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან. როგორც უწყებაში ამბობენ, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რომ  საფრთხე არ შეექმნათ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...