თანამშრომლები ისტორიული მუზეუმის შენობის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარი თემა

თანამშრომლები ისტორიული მუზეუმის შენობის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ

2018 სექ 17 13:25:08

ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე გმირ ოზურგეთელთა ბიუსტების საპატიო ადგილზე დადგმის ინიციატივით გამოდის და ამასთან დაკავშირებით მის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"XX საუკუნის 80-იანი წლებიდან, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში დიდი წვლილის შეტანისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდებამინიჭებული: კ. ლესელიძის, პ. ჩანჩიბაძის, ვ. კვაჭანტირაძის, ვ. ლესელიძის, ს. ჩხაიძის, ე. ტუღუშის, ნ. დუმბაძის ბიუსტები, რომელთა დემონტაჟი გახორციელდა 2012 წლის იანვარში. მას შემდეგ ბიუსტები, დაცვის მიზნით, შემოტანილი იქნა ისტორიული მუზეუმის შენობის მარჯვენა ფლიგელში, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის გადაცემული აღნიშნული ფლიგელის რეაბილიტაცია, ბიუსტები გადმოტანილი იქნა შენობის მარცხენა ფლიგელის ფოიეში. ვიმედოვნებთ, რომ გმირ ოზურგეთელთა ბიუსტებს საპატიო ადგილს მიუჩენენ იმ სკვერში, სადაც დგას ფაშიზმზე გამარჯვების ობელისკი და გმირთა უკვდავსაყოფად ანთია მარადიული ცეცხლი..." _ წერს გოგა ტრაპაიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ასეთია:

"კ. ლესელიძის, პ. ჩანჩიბაძის, ვ. კვაჭანტირაძის, ვ. ლესელიძის, ს. ჩხაიძის, ე. ტუღუშის, ნ. დუმბაძის ბიუსტები, ისტორიული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ინახება. 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ, რამდენად შესაძლებელი იქნება ძეგლების განთავსება ფაშიზმზე გამარჯვების ობელისკთან".

გოგა ტრაპაიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ლალი კილაძის ვიდეო მიმართვა მოჰყვა, რომელიც, ასევე, მუზეუმის თანამშრომელია:

 "იხსნება ფოლკლორის ცენტრი, ძალიან კარგი საქმეა, დიდებული რემონტი გაკეთდა, რეაბილიტაცია მოხდა და უახლოეს დროში ელოდებიან გახსნას. ყველას გვიხარია ეს ფაქტი, მაგრამ რა ხდება გვერდზე? მუზეუმის შენობას სჭირდება რემონტი. ფოლკლორის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა მუზეუმის შენობა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია; ცნობილი ექსპონატები, რომლითაც სახელი აქვს განთქმული ოზურგეთს, თანდათანობით ფუჭდება და დროულად მიხედვა ესაჭიროება. ფოტოებსაც ეტყობა, როგორ ანადგურებს ნესტი. ვიცით, რომ იგეგმება ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ დროულად უნდა მოხდეს მისი მოგვარება".

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების თქმით, მუზეუმის შენობის წინა და გვერდით მხარეს მიწაა ასაღები, რათა პირველი სართული სრულად გამოჩნდეს. მათი თქმით, მიწა ანესტიანებს მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებულ ექსპონატებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუზეუმში გასახორციელებელ სარემონტო სამუშაოების შესახებ ამბობენ, რომ გამოცხადდება ტენდერი და მოხდება შენობის რეკონსტრუქცია:

"ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს "გეო ანალიტიკის" მიერ მიმდინარეობს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება შენობის სრული რეკონსტრუქცია". 




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...