თემურ ბასილიას საქმეზე პროკურატურის 4 მოწმე და ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები დაიკითხნენ

gurianews.com

მთავარი თემა

თემურ ბასილიას საქმეზე პროკურატურის 4 მოწმე და ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები დაიკითხნენ

2017 ნოე 12 16:19:56

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის პროცესი, მოწმეთა ჩვენებებით, განაახლა. სასამართლომ სხდომაზე მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, მათ შორის სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მათ ჩვენებებით, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მაშინდელი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

 საქმის აღნიშნული ეპიზოდი დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც. ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა დავალება, თემურ ბასილიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, სამხილები მოემზადებინათ. ამასთან, მოწმეებმა ისაუბრეს თემურ ბასილიას და ს.ს. „ინტელექტბანკის“ კავშირებზე და გამორიცხეს თემურ ბასილიას მხრიდან ბანკის საქმიანობის ფარული მხარდაჭერა და მფარველობა, რომელსაც თემურ ბასილიას მაშინდელი პროკურატურა ედავებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებაც სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციებს დაეყრდნო. მოწმეებმა, საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, უპასუხეს სასამართლოს, პროკურატურისა და დაცვის მხარის წარმოამდგენლების შეკითხვებსაც.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 14 სექტემბრის სხდომაზე გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პროკურატურის პოზიციას პროკურორები - გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი. საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე განახლდება, სადაც სასამართლო დარჩენილ ერთი მოწმის ჩვენებას მოისმენს და პალატა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მისაღებად მოემზადება.



 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარესოზურგეთის მუბიციპალიტეტის სოფელ ნატაბებში საზოგადოებრივი ცენტრის ფოიედან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. აღნიშნული იბფორმაცია დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნატანებში ჯონი ღლონტმა. მისი თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. ღლონტის თქმით, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები. "აპარატი დაზიანებულია, თუმცა თანხასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, თანხის დაუდგენელია ... ...
  • ზვიად მამალაძე ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზვიად მამალაძე აირჩიეს. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან მხარი 32-მა  დეპუტატმა დაუჭირა. მამალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა და ეს ღიადაც დაადასტურა, თუმცა, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამართულ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით გუდავაძე წამოაყენეს და აირჩიეს კიდეც. ზვიად მამალაძე წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ... ...
  • ვინ არის საფინანსო კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ძველ ჩვევებს ვერ ღალატობსჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროფესიით გეოლოგი აკაკი ყაჭეიშვილი გახდა. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. ყაჭეიშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სოფელ გოგოლესუბნის გამგებელი იყო, 2014 წელს ამავე სოფელში კენჭი დამოუკიდებლად იყარა და „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მაჟორიტარის მანდატი მმართველი გუნდის სახელით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დროს მედიის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა _ კამერაზე ხელსაც გვიფარებდა, საარჩევნო კამპანიის დროს გამგეობაში „ნაცმოძრაობის“ ატრიბუტიკიანი მაისურით დადიოდა და არც შეურაცხყოფებს ერიდებოდა. როგორც ჩანს, ის ჩვეულებას ახლაც ვერ ღალატობს _ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. არადა, საჯარო სივრცეში, მით უმეტეს საკრებულოს სხდომაზე გადაღების უფლება არათუ ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს საკრებულოს წევრმა, რომელიც თავად არის ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის ... ...
  • სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ელისო ჭიჭინაძე აირჩიესლანჩხუთის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჭიჭინაძე აირჩიეს. ჭიჭინაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 27 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა ... ...
  • ქონების მართვის კომისია ლაშა თოლორდავას ჩააბარესგუთურის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა თოლორდავას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვის კომისიაა ჩააბარეს. მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თოლორდავა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა წინა მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც უნდოდა, თუმცა, მაშინ მისი კანდიდატურა არ გასულა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...

ციტრუსების დიეტა

ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება,...

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...