თხილის გადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენელთა და გლეხების ურთიერთპრეტენზიები

მთავარი თემა

თხილის გადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენელთა და გლეხების ურთიერთპრეტენზიები

27 აგვ. 2020, 15:06:50

ოზურგეთში თხილის ფასი ყოველდღე იკლებს. არის დღეები, როცა საერთოდ არ იბარებენ თხილს, თხილის მიმღებ პუნქტებში კი გამუდმებით წუწუნებენ; "შემოიხედეთ, გამოტენილია აქაურობა. არც თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს მიაქვთ და არც სამეგრელოდან შემოსულებს. ვალში ამოვიხრჩობით და ეგაა..."

თუ აქამდე თხილის ჩაბარების მსურველთა უპირობო მოთხოვნა იყო, შეეწყვიტათ თხილის გატეხვა ხარისხის დადგენის მიზნით და ამისთვის სხვა მიდგომა მოეფიქრებინათ, ამჯერად ჭირს გატეხილი და შემოწმებული თხილის ჩაბარებაც.

ოზურგეთში, უმეტესად, თხილის ფასის ყოველდღიური ცვლის გამო, ნედლეულის მიმღები თუ ჩამბარებელი, ხელს თხილის ქარხნებისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ იქიდან მართავენ ყველაფერს, არ იბარებენ ხელსაყრელ ფასად და მათ უნდა მოვკითხოთ:

_ შედით თხილის ქარხნებში. ამ თხილის პუნქტებში გაჭირვებული ხალხი დგას, პურის ფულსაც რომ ძლივს შოულობენ. 8 კაკალი თუ ამოვიდა საღი, ასეთს თუ წაიღებენ. ახლა არც ასეთი მიაქვთ.

გეკითხებით, 7 ცალი რომ არის საღი, ისეთ თხილს რა უყოს გლეხმა? დაგვიობდა საწყობში ამდენი პროდუქცია. თხილის ქარხნებსაც, უმეტესად, ნისიად მიაქვთ აქედან თხილი და ათ დღეს, ზოგჯერ ორ კვირასაც ვერ მოაქვთ ფული, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" თხილის მიმღებ პუნქტებში.

ჩვენ ვეწვიეთ ოზურგეთში არსებულ თხილის ქარხნებს, რომ მათი მეპატრონეებისგან მოგვესმინა, რა ხდება თხილის ჩაბარება-რეალიზაციასთან დაკავშირებით და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

შპს "ტურალ გრუპის" მმართველი ელხან გულუზადე აზერბაიჯანელია და ის ადგილზე არ იმყოფებოდა. არც "ტურალ გრუპის" ქართველი დირექტორი ლევან მარგალიტაძე დაგვხვდა ქარხანაში. ჩვენ მასთან ტელეფონით ვცადეთ კომუნიკაცია, თუმცა, უშედეგოდ _ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და არც შემდგომ შეგვხმიანებია.

ქარხანაში მყოფმა, რანგით უფრო დაბალი თანამდებობის პირებმა ჩვენთან ვინაობის დასახელება არ ისურვეს და მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ:

_ ვერა და ვერ ისწავლა ხალხმა, რომ თხილი ჩასაბარებლად მოიტანონ ქარხანაში და არა სადღაც-სადღაც, ხის ძირას გახსნილ პუნქტებში. ამ პუნქტების მეპატრონეები ამ მომენტისთვის იმდენად მაღალ ფასს ადებენ თხილს, რომ ჩვენ იძულებული ვართ, დროებით აღარ მივიღოთ. ქარხანა წაგებაზე ვერ იმუშავებს. არ გიჩნდებათ კითხვა, გლეხს ქარხანასთან შუამავალი რატომ უნდა სჭირდებოდეს? მოიტანონ აქ, ცოტათი მეტსაც მიიღებენ, ვიდრე იქ აძლევენ. აქვს ვინმეს შესყიდვის საბუთი? ნედლეულის მიღების შემდეგ გვიხდება მერე აქეთ-იქით სირბილი მაგ საბუთებისთვის. სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია. ყველანაირად ხელს უწყობს მათ და გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან. არ ვიცით, ახლა. იქნებ, იქ იჯარას უხდიან ვინმეს შენობის ფართში, რომელშიც არიან, _ გვითხრეს შპს "ტურალ გრუპში".

_ რომ მოიტანოს ახლა გლეხმა თხილი, გატეხვის შემდეგ ჩაიბარებთ თქვენც და თანხას ხელზე გადაუხდით?

_ რა თქმა უნდა, აბა, რას ვიზამთ?

_ თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს, რომ ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხნებს ნისიად მიაქვთ ტონობით თხილი და თანხას კარგა ხანს ვერ იხდიან...

_ ტყუილია ეგ. მოიტანეთ და ნახავთ, თუ არ გადაგიხდიან, ოღონდ თხილი ხარისხიანი უნდა იყოს, _ გვითხრა ქარხნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

შპს "ტურალ გრუპიდან" ჩვენ გეზი გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ქარხნისკენ ავიღეთ, რომელიც ქართული კომპანიისაა. თუმცა, გზად კვლავ გადავამოწმეთ, რა ხდებოდა მოცემულ მომენტში თხილის მიმღებ პუნქტებში.

როგორც ბოლო სამი დღის განმავლობაში, 21 აგვისტოსაც, ნაკლებად ჩანდნენ თხილის ჩაბარების მსურველები. ხოლო გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე პუნქტების წარმომადგენლებმა გაცხარებით დაიწყეს შიდა დაძაბულობაზე საუბარი, როცა მათთან თხილის ქარხნებიდან მიდიან თხილის წასაღებად:

_ ჩვენ რომ არ ვიღებდეთ თხილს, ესენი გაატყავებენ ხალხს და ერთ ლარად წაიღებენ კილოგრამს. მიუტანეთ და რას გადაგიხდიან, ნახავთ. მუდამ ნისიად მიაქვთ და იმაზეც გვახვეწნინებენ. როგორ ამბობენ ასეთ სიცრუეს? რას ვაძლევთ ძვირად? ამდენი თხილი გვიობდება. ტომრებს შეხედეთ _ არ მიაქვთ. 20 თეთრი თუ გვრჩება ჩვენ. ეს უმუშევრობა მთელი ქვეყნის პრობლემაა, თორემ ამ სოროში ძრომიალი და თხილის ტეხვა გვირჩევნია თუ შინ ყოფნა? _ ყვიროდნენ ისინი.

_ 7 და 8 ცალი იყო საღი ათიდან, რომ მივიტანე ქარხანაში და ლამის მიკროსკოპში გამიტარეს, _ გვითხრა ნიკოლოზ ფოფხაძემ.

აქვე გვითხრეს, რომ ერთი დღის წინ ლიხაურში არსებულ თხილის სატეხ ქარხანაში 30 ტონა თხილი ნისიად წაიღეს. მათი თქმით, რისკზე წავიდა ქარხნის პატრონი, მოასუფთავა მოედანი და დაიბარა, რომ ამჯერად კარგად შემოწმებული, ხარისხიანი თხილი მიიღონ, რაც მხოლოდ გატეხვის საფუძველზე უნდა მოხდეს.

ძირითადად, ყველა განმარტავს, რომ თხილის ხარისხი იმდენად გაუარესდა, თუ აქამდე ხუთ დღეში 5-10 ტონა თხილს იბარებდნენ, ახლა ორ ტონამდე თუ იღებენ.

_ უვარგის თხილს ვატანთ უკან. ხალხმა დაიწყო შარშანდელი უვარგისი ნაყოფის შეგროვება, რომელიც გასულ წელს სათხილეში ჩატოვეს. ეს პროცესი, ალბათ, კარგა ხანს გაგრძელდება. თხილი ხარისხს უნდა ექვემდებარებოდეს, _ ამბობენ მიმღებ პუნქტებში.

კითხვაზე, იმის გამო, რომ მეურნე ხალხი ძალიან გაბრაზებულია, რაში ხედავენ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ისე, რომ თხილის გატეხვა შეწყდეს, მიმღებ პუნქტებში გვითხრეს, რომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს კომპენსაცია:

_ არ უნდა გავტეხოთ და სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა დააწესოს მაშინ. ამ კუთხით უნდა დაეხმაროს, როგორც გლეხს, ისე _ ქარხანას!

"გურია ნიუსს" არც გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე თხილის ქარხნის, "გლობალ ექსპორტის" დირექტორი დახვდა ადგილზე. თუმცა, წარმომადგენელთა თქმით, ერთ კილოგრამ საღ თხილში, როცა ათიდან 8 საღია, რიგით მოქალაქეს 4 ლარს უხდიან. თხილის პუნქტებიდან გატანილ რამდენიმე ტონა პროდუქციაში კი, კილოგრამში 4.20 ლარს იხდიან.

_ თხილის ფასის ვარდნის რამდენიმე მიზეზია ამ დროისთვის მსოფლიოში. ახლა ყველგან შემოსულია ნუში, რომელიც გაცილებით იაფია და ხდება ნუშით თხილის ჩანაცვლება. ასევე, თხილის უხვი მოსავალია თურქეთში. საქმე გააფუჭა თხილის სარჩევი აპარატების მიერ უხარისხო თხილის გადმოყრამ. ყველამ იცის, რომ ეს მოწყობილობა, გარჩევის პროცესში, ზოგ უხარისხო ნაყოფსაც არჩევს და ცალკე ყრის. ხალხი ადგა და ეს ნარჩევი, გადასაყრელი თხილი, ტომრებში კარგ თხილს შეურია. ბევრი აკეთებს ამას და თხილის ფასის ვარდნის გამომწვევ მიზეზებზე თუ მუშაობთ, ჩაუკვირდით ყველა ამ პრობლემას. რკინის ნაჭერი რომ ჩაყვა, თხილის სატეხი მოწყობილობა გაფუჭდა ქარხანაში. წყლით სავსე ბოთლი იდო თხილიან ტომარაში და რომ ამოვიღეთ, მოხუცმა ქალმა გვითხრა, უი, მაქ ჩამიდიაო... რა გითხრათ?! ვცდილობთ, ისედაც ნერვებდაგლეჯილ ადამიანებს თბილად დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რაშია საქმე. დღეს თხილის ქარხნების მეპატრონეთა თუ მიმღები პუნქტების და გლეხების ურთიერპრეტენზიები უკუპროპორციულია. ესაა ძალიან ცუდი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ უხარისხო პროდუქციას აქვს დაბალი ფასი. ძალიან უხარისხოს კი საერთოდ არ ვიბარებთ. ვერავინ გვაიძულებს, თვალახვეულმა, გატეხვის გარეშე მივიღოთ უხარისხო თხილი... ხალხისთვის კი ზურგი მაშინაც არ შეგვიქცევია, როცა "ბნელი" წლები იყო. საწარმო მაშინაც გვქონდა და ვეხმარებოდით ადამიანებს... ბევრს ახსოვს ეს, _ გვითხრა "გლობალ ექსპორტის" ერთ-ერთმა მეწილე ქალბატონმა (რომელიც, ასევე, თავს იკავებს ვინაობის დასახელებისგან. ავტ.) და დასძინა:

_ ორასზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული. რა ვქნათ? ხარისხიანი თხილი უნდა მივიღოთ და ამ ხალხს გადავუხადოთ ხელფასი.

 აქ, ასევე, გვითხრეს, რომ ფასის მატება დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე, თუ რა სახის კონტრაქტს შესთავაზებენ.

გვითხრეს ისიც, რომ ახლა ხარისხიან თხილს უკვე ინახავს ხალხი და ჩაბარებას სექტემბრის ბოლოს დაიწყებენ.

კითხვაზე, როგორი იქნება უახლოეს თვეებში ხარისხიანი თხილის ფასი, ქარხანაში თქვეს, რომ აუცილებლად გაიზრდება და შესაძლოა, წლის ბოლოს, 9 ლარიც იყოს.

22 აგვისტოს, დილის საათებიდან ოზურგეთში თხილის ჩაბარების პროცესი კვლავაც მდორე იყო და რაც მთავარია, ფასის სიჭრელე უფრო თვალშისაცემი გახდა _ ერთი კილოგრამი "გულშიშველას" და "ბერძნულას" ფასი, შესაბამისად, 3-3,40 ლარი და 3,50-3,80 ან ოთხი ლარი იყო.




 ახალი ამბები
  • ნასაკარილის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყებანასაკარილის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყება. მანამდე კი უბნის კომისიის წევრმა დამატებითი ნათურა ჩამოკიდა იმ ადგილას სადაც ბიულეტენების დათვლა ... ...
  • “დაფიქსირდა დარღვევები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე“ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ... ...
  • ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილშიშედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა ... ...
  • ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ- უდუმაშვილი„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიების მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. „საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით. ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ. ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს (R)2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში „ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.“ სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას. რეალური ფაქტები მდგომარეობს შემდეგში: 31 ოქტომბერს 11:25 სთ-ზე ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს. ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...