"თქვენ დედებს შევ..ი ეხლაც და მერეც" _ ახალი თანამშრომლები მომსახურების ცენტრში

gurianews.com

მთავარი თემა

"თქვენ დედებს შევ..ი ეხლაც და მერეც" _ ახალი თანამშრომლები მომსახურების ცენტრში

2018 მარ 15 12:22:28

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია უკვე დასრულდა.

ყველაზე დიდი ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრია", რომელშიც, უფროსის თენგიზ ქუტიძის თქმით, 217 თანამშრომელია.

ანალოგიურ ა(ა)იპ-ს ქალაქ ოზურგეთში, სადაც 158 თანამშრომელი იყო _ ვლადიმერ სალუქვაძე, ხოლო თემთა გაერთიანებაში, სადაც 117 თანამშრომელი იყო  _ შალვა კონჯარია ხელმძღვანელობდნენ. შალვა კონჯარიამ თანამდებობა მალე დატოვა და დღეს ის "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრის" უფროსია, ხოლო ვლადიმერ სალუქვაძე თანამდებობიდან ახლახან გათავისუფლდა. სალუქვაძეს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალაქის კოორდინატორის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა დღეს "ოზურგეთის მომსახურების ცენტრში".

როგორც გავარკვიეთ, ყოფილი თემთა გაერთიანების მომსახურების ცენტრიდან მხოლოდ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს, თუმცა, მისი აღდგენა უკვე მოხდა. ჩამოქვეითდნენ თანამდებობის პირები და ისინი განყოფილებების უფროსების თანაშემწეებად დაინიშნენ.

რაც შეეხება ქალაქის ყოფილი მომსახურების ცენტრს, რომელშიც 158 თანამშრომელი იყო, 58 თანამშრომელი გაათავისუფლეს _ თითქმის ყველა ის პირი, რომლებიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წინა საარჩევნოდ იყვნენ დასაქმებულები და რეალურად სამსახურში არავის უნახავს.

გაერთიანებულ "ოზურგეთის მომსახურების ცენტრს" თენგიზ ქუტიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლოს "ქართუ ჯგუფის" ურეკის ავტოფარეხის უფროსი იყო, მანამდე კი ოზურგეთის ცენტრალური  ავტოსადგურის დირექტორად მუშაობდა წლების განმავლობაში. ქუტიძის მოადგილე დავით ქურიძეა _ იგი წლების განმავლობაში ოზურგეთის რკინიგზის სადგურს ხელმძღვანელობდა და საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

ახალი კადრი, რომელიც "ოზურგეთის მომსახურების ცენტრში" თანამდებობაზე დაინიშნა, ნატანებელი ტიტე ბაქანიძეა _ ის თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურად უჭერდა მხარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლანდელ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს, რაც "დაუფასდა" კიდეც.

კიდევ ერთი ახალი კადრი, რომელსაც დასუფთავების განყოფილება ჩააბარეს, ყოფილი პოლიციელი სიმონ სადრაძეა _ არჩევნებზე ისიც გამოირჩეოდა აქტიურობით და ყოფილი მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერებს ემუქრებოდა კიდეც: "არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ მაიძულეთ _ დღეს სოფელ შემოქმედში შეხვედრებს აწარმოებდა მერობის კანდიდატი კ. შარაშენიძე და ვიღაც გარეწარმა ვიღაც გარეწრის დავალებით 7 საათის შემდეგ წითელმთიდან დაწყებული გომით დამთავრებული, ჩამოგლიჯეს კ. შარაშენიძის პლაკატები. მინდა გითხრათ, თქვენ დედა მოტ....ბო.. ცხენს ვერ მოერიეთ და უნაგირს ერჩით??

მე თქვენ დედებს შევ...ი ეხლაც და 22 ოქტომბერს მერეც _ თუ წაგიჭირეთ, ნატურში შეგისრულებთ... დამალეთ, დედები, თქვე ბოზებო... მაპატიოს საზოგადოებამ ასეთი სტატიისთვის მაგრამ ამათ სხვაგვარად ვერ მივმართავ _ შემსრულებლებს და ზაკაზჩიკებს..........." (სტილი დაცულია. რედ.), _ წერდა სადრაძე გასული წლის 12 ოქტომბერს, წინასაარჩევნოდ.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიმონ სადრაძეს პირობითი სასჯელი აქვს _ მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლით იყო აღძრული საქმე, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. როგორც წყარო ამბობს, სადრაძეს მის სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთი მოქალაქისთვის ხელყუმბარა უჩუქებია. ისიც ადგა და ნივთი პოლიციაში ჩააბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო და სიმონ სადრაძეც პოლიციიდან დაითხოვეს, 5 000-ლარიანი ჯარიმა და 5-წლიანი პირობითი მიესაჯა, რასაც დღემდე იხდის.

ის, რომ პირობითი სასჯელი აქვს, ადასტურებს სიმონ სადრაძე და აღნიშნავს, რომ ის საჯარო მოხელე არ არის და  კანონი არ უზღუდავს, რომ იმუშაოს ა(ა)იპ-ში:

_ შეგიძლიათ მოიკითხოთ _ ეს საჯარო სამსახური არ არის. რას ვშვებოდი არჩევნებზე? ამაზე სალაპარაკოდ ახლა არ მცალია, ისეთ ადგილზე ვარ. როცა გნახავთ, მერე ვისაუბროთ, _ გვითხრა სადრაძემ.

ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორის თენგიზ ქუტიძის თქმით,  აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მხოლოდ 5 ახალი თანამშრომელია.

_ ვლადიმერ სალუქვაძემ უარი თქვა ქალაქ ოზურგეთის კოორდინატორობაზე, ამიტომ ეს თანამდებობა გაუქმდება, _ ამბობს ქუტიძე.

რაც შეეხება განყოფილებებს, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "მომსახურების ცენტრში" სულ 12 განყოფილებაა. ტრანსპორტისა და მექანიზაციის განყოფილებას ჯერ არ ჰყავს ხელმძღვანელი, საფინანსო განყოფილებას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს, მატერიალურ-ტექნიკური განყოფილებას _ არჩილ ჯაფარიძე, დასუფთავების _ სიმონ სადრაძე, გამწვანების _ შალვა მჟავანაძე, კეთილმოწყობის _ ტიტე ჟღენტი, ცხოველების იზოლაციის _ გიორგი მაღლაფერიძე, განათების _ თემურ მესხია, სასაფლაოს მომსახურების _ ზვიად ჭანუყვაძე, მობილჯგუფს _ კახაბერ მალაზონია, მონიტორინგის ჯგუფს _ ჯერჯერობით, თანაშემწე მაია ბელიქანიძე.

როგორც თენგიზ ქუტიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, თანამშრომელი, რომელიც სამსახურში არ ივლის, დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

_ "შიდა სამზარეულოც" დასალაგებელია. ყველაზე რთულად საქმე ტრანსპორტისა და მექანიზაციის განყოფილებაშია _ ტრანსპორტის გამართულობა, საწვავის აღრიცხვა, გაცემა-ჩამოწერა _ ეს საკითხები სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. ცალკე სტრუქტურა ჩამოვაყალიბეთ, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ყველა ტექნიკა, რომელიც ახლა მიმოფანტულია.

რაც შეეხება შინაურ ცხოველებს, რომლებიც ქუჩებში გამოჩნდებიან, მათ პატრონებს აუცილებლად დავაჯარიმებთ _ სხვა გამოსავალი ვერ დავინახეთ, _ ამბობს ქუტიძე.


ნახვა: 1432


 ახალი ამბები
  • ევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელაევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ქუთაისში წარუდგინა. „საზოგადოება არის გახლეჩილი, სამწუხაროდ, საზოგადოება არის დაპირისპირებული. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს და დაარწმუნებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო,“ - განაცხადა ... ...
  • ზაზა სარალიძე: პროკურატურა ისევ ცდილობს მკვლელებს ხელი დააფაროს„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარლგებშიც ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს. „მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მართალია, ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, ვერც ერთის შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მე მეორე შვილიც მყავს, ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, ვის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. წყარო: ... ...
  • პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობით ინტერესდება - ახალი დეტალებიცნობილი ხდება ის დოკუმენტაციაც, რომელიც სამინისტროდან საგამოძიებო უწყებამაც გამოითხოვა. ირკვევა, რომ პროკურატურა იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება. ასევე, საგამოძიებო უწყებას აინტერესებს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველი სრული დოკუმენტაციაც. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან. „საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე. წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია,” - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. წყარო: ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარე დაამტკიცა14 მომხრე ერთი წინააღმდეგი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". თორნიკე რიჟვაძეს მხარი "ქართული ოცნების" 14- მა დეპუტატმა დაუჭირა. რიჟვაძის წინააღმდეგ ხმა უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა, რომელიც "დემოკრატიული მოძრაობის" ... ...
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენმიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაანონსებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში მიკროსაფინანსოების ნაწილი ბაზრიდან გავა, დარჩენილები კი გამხსვილდებიან. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მიკროსაფინანსოების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი, 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. მთავრობის მიერ დაანონსებული რეგულაციებით კი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, 100%-დან 50%-მდე მცირდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ბოლო ორ წელში რეგულატორის მხრიდან საფინანსო სექტორში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად არასაბანკო სექტორზე აისახა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ჭერის 50-%-მდე შემცირება და საზედამხედველო კაპიტალის მილიონამდე გაზრდა არასაბანკო საფინანსო სექტორს ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააგდებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი მომხმარებლებზე აისახება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ შენგელია განცხადებით, სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ბევრ საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურების თვითღირებულება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბანკების. საბანკო სექტორისგან განსხვავებით იაფი ფულის რესურსთან წვდომა მიკროსაფინანსოებს ნაკლებად აქვთ. მისივე განმარტებით, ასოციაცია დაგეგმილი რეგულაციების გადახედვას და 2019 წლის აპრილამდე გადავადებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი

57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია...

საინტერესო ცნობები „ქინდერ სიურპრიზის“ შესახებ

„ქინდერ სიურპრიზი“ - ეს საკონდიტრო...

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...