წაბლის ხეების ჭრის "ახალი მეთოდი" და მოსალოდნელი ხანძარი ანასეულში

მთავარი თემა

წაბლის ხეების ჭრის "ახალი მეთოდი" და მოსალოდნელი ხანძარი ანასეულში

2019 მარ 8 15:06:14

გაზეთი "გურია ნიუსი" ერთი კვირის წინ წერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ანასეულში, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე, უნიკალური წაბლის ხეების გაჩეხვის შესახებ. ეს ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ მხოლოდ "უვარგისი ტოტების გასხეპად" შეაფასა, ხოლო ფართობის შესახებ, რომელზეც მრავალი წაბლისა და ნაძვის ხეა მოჭრილი და მოთხრილი, თქვა, რომ თავისი ქვრივი ნათესავისაა, რომელსაც ქალბატონი იჯარით ფლობს და მალე თავად გადმოიფორმებს, რადგან ქვრივ ქალს აღარ შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა.

"გურია ნიუსს" ანასეულის და მისი მოსაზღვრე ნარუჯის მცხოვრებლები აწვდიან სარწმუნო ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ ანასეულში, სხვადასხვა ადგილზე კვლავ გრძელდება უნიკალური წაბლის ხეების ჩეხვა, თუმცა, ბრაკონიერების მიერ შერჩეულია "ახალი მეთოდი" _ მრავალწლიან უზარმაზარ ხეებს, რომლებიც ზოგჯერ ორ ან სამ ნაწილად არის განტოტილი, აჭრიან ერთ მხარეს, თითქოსდა, უვარგის ნაწილს "საჭირო გასხეპის" მიზნით. ნარუჯელები შიშობენ, რომ ნაძვების ქარსაფრის ვრცელ ზოლს, რომელიც დეპუტატ ბიგვავას "ქვრივი ნათესავის" საგანგებოდ დამუშავებულ ნაკვეთს გასდევს, გაზაფხულზე კატასტროფა ემუქრება.

_ როცა აღნიშნულ ფართობზე წაბლის და ნაძვის ხეები მოჭრეს, მთელი ნაკაფი მასა ბულდოზერებმა ქარსაფარი ზოლის გასწვრივ, ნაძვებს ძირში მიუყარეს. მოგეხსენებათ, დათბობისთანავე, გაზაფხულზე ბევრგან ჩნდება საეჭვო ხანძრები. ასანთის ერთი ღერის ანთება და მთელ ქარსაფარ ზოლზე ავარდნილი ალი ცაში ავა. აქ ამბავი იქნება, მტრისას _ მთელი დასავლეთ საქართველოს სახანძროს მობილიზებაც ვერ უშველის, რადგან ათეულობით ნაძვის ხის ძირთან სათითაოდ არის გამზადებული საჭიაკოკონე მასალა. ქარიც უფრო კარგად წაგვიღებს და რაც მთავარია, ეს მერე ნარუჯის და ლაითურის მოსახლეობას დაბრალდება, თვითონ კი ნახევრად გადარჩენილ ნაძვებს მოჭრიან, სამასალედ გამოიყენებენ, ახალ ფართობებს კი გამოათავისუფლებენ, ჩვენკენ კი თითს გამოიშვერენ _ "აჭარლები ჭრიანო".

მოიყვანეთ დეპუტატი ბიგვავა, ან ვინც გნებავთ და აქაურობის უსაფრთხოებას მიხედონ. ეს ტონობით ნარჩენი ნაგავი რომ ქარსაფარ ნაძვებს მიაყარეს, ძალიან საეჭვო ამბავია. ამხელა ფართობი რომ პირწმინდად მოაშიშვლეს, მოეყარათ თავი რამდენიმე ადგილას და დაეწვათ, რაღა კილომეტრზე გაჭიმულ ქარსაფარ ზოლს მიახვეტეს? მაგრამ საჭირო დროს უცებ დაწვავენ და იმიტომ ქნეს. "ძაღლი ვინც მოკლა, მანვე გადაათრიოს" _ მერე ნარუჯის მოსახლეობას არ დააბრალონ ქარსაფარი ზოლის გადაწვა, წინასწარ გეუბნებით, _ ამბობენ ნარუჯელები.

მოსახლეობის ვარაუდი და ეჭვები რომ საფუძველს მოკლებული არაა, ადგილზე მისული ადამიანი არც შეეჭვდება. "გურია ნიუსმა" წინა სტუმრობის შემდეგ, ანასეულის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე (ამჯერად ეს ბიგვავას ფართობს არ ეხება. ავტ.) ხელმეორედ ნახა ახლად მოჭრილი წაბლის ხეები, სულ ხუთი ძირი, რაც ჩვენმა ფოტოობიექტივმა დააფიქსირა.

ადგილობრივებმა გვაჩვენეს, ასევე, წლების წინ მოჭრილი ძვირფასი ხეტიტას გადანაჭერი ძირები.

_ ყველა ამ ქმედებაში მაღალჩინოსნები და აქ დასაქმებული რამდენიმე მეცნიერი იყო ჩართული. დაგვეხმარეთ _ რაც დარჩა, ის მაინც არ გაჩეხონ! რას ქვია, საკუთრებაა? იჯარით აღებულ ფართობს მიადგე და წითელ წიგნში შეტანილი საუკუნოვანი ხემცენარეები უმოწყალოდ გაჩეხო, კანონი და ნამუსია? მიწები ხომ დაიტაცეს და ამის გარკვევას დიდი დრო დასჭირდება, თან ან დაგანებებენ ან არა. შეაჩერეთ ასწლოვანი უნიკალური ხეების ჩეხვა, დაგვეხმარეთ, რაც ამათ ნაჯახს გადაურჩა, ის მაინც შეგვანარჩუნებინეთ, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.

"გურია ნიუსს" სანდო წყარომ აცნობა და ადგილებიც მიუთითა ანასეულის ტერიტორიაზე, სადაც 3-4 მეტრზე დახერხილი წაბლის ხის მორები იყო დაწყობილი. ჩვენ ადგილზე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივედით, თუმცა, იქ მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანების საბურავების ნაკვალევი დაგვხვდა, რაზეც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ხუმრობის ხასიათზეც დადგნენ, წაღება დაგასწრესო...

"გურია ნიუსი" წერდა იმის შესახებაც, რომ ანასეულის ტერიტორიაზე ერთ ჰექტრამდე ფართობი, რომელზეც წაბლის ტყეა გაშენებული, მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონის წესით მას შემდეგ გადასცა კერძო მფლობელს, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულომვე უარი თქვა იჯარით გაცემაზე. აღნიშნული ფართობი, სამწუხაროდ, ერთადერთია ანასეულის ტერიტორიაზე, რომელიც პირველყოფილი სახით შემორჩა. ახალი მფლობელის მიზანი, რომ აქ ფუტკრის სკები უნდა დადგას, მოსახლეობაში ეჭვს აჩენს _ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ტყესაც "ბიგვავას ფართობის ბედი ეწევა".

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ რიტორიკული კითხვა დასვა: "დაუშალა ვინმემ ფუტკარს ხესთან მიფრენა?"

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ფაქტები ბოლო დროს წაბლის ხეების უმოწყალო ჩეხვის შესახებ, ახალდაწყებული პროცესი არ არის და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ხდება. 100 ჰა ფართობზე მეტი ტერიტორია _ ჩაის, სუბტროპიკული კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთებით, უნიკალური ხის ჯიშებით სავსე ტყე-პარკი, რომელიც ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან იყო გაშენებული, გაიჩეხა, გაიძარცვა და განადგურდა. ანასეულის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაექვემდებარა ეკონომიკის სამინისტროს, ექსპერიმენტული და სამეურნეო ნაკვეთების ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ეკონომიკის სამინისტრო, როგორც აქაურები ამბობენ, სამწუხაროდ, არავის უთანხმებს ან აგებინებს თავის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებას. ამიტომ შეძლეს გარკვეულმა პირებმა ანასეულის ფაბრიკისა და მთელი ტერიტორიების ერთ ლარად პრივატიზება.

დღეისთვის ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს გარკვეული კონტროლი მოახდინოს ამა თუ იმ ნაკვეთის მდგომარეობაზე, თუმცა, შეწყვეტილია ექსპერიმენტების ციკლი და ის დაკონსერვდა. უმეტესი ექსპერიმენტული ნაკვეთების მდგომარეობა კი ბურუსითაა მოცული, ასევეა სამეურნეო ნაკვეთები.

არა ერთი მეცნიერი განმარტავს, რომ ტერიტორიის კერძო მფლობელი არ არის ანგარიშვალდებული მოსახლეობის თუ დაინტერესებული პირის წინაშე, თუმცა, საკითხავია, ვინ როგორ, რა გზის, კანონის როგორი მორგებით ჩაიგდო ხელში უზარმაზარი ფართობები.

_ ეს სამომავლოდ იწვევს გამოუსწორებელ შედეგს და კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო ჩარევა არ მოხდა. მაშინ აგრარული დარგისა და აგრარული მეცნიერების რეაბილიტაციის მიზნით სამეცნიერო კვლევები თუ ექსპერიმენტები ნულიდან იქნება დასაწყები, _ გვეუბნებიან აქ.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაჩქარებულია ანასეულის ტერიტორიების გაყიდვა თუ იჯარით ხელმეორედ გადაცემის პროცესები. ამიტომ ამ ეტაპზე ტერიტორიების კერძო მფლობელების დადგენა რთულდება, მუნიციპალიტეტისა და იუსტიციის სახლის სამსახურების ჩარევის გარეშე.

ანასეულში მიმდინარე პროცესებს შორის უფრო პრობლემატური და მწვავე საკითხების ირგვლივ "გურია ნიუსი" იმ სამსახურების წარმომადგენლებს ესაუბრა, ვისაც ეს ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად ეხება.

შუქრი გაბრიჩიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

 _ მასა, რომელიც ქარსაფარი ზოლის გასწვრივ არის დაყრილი, უნდა გაიტანოს მან, ვინც დაყარა. ჩვენ ველოდებით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურიდან პასუხს, სადაც აღნიშნულის თაობაზე გაგზავნილია მოკვლეული მასალა. შემდეგ ვიმოქმედებთ. გასაგებია, რომ ხანძრის გაჩენის საშიშროება დიდია და ეს საქმე ჩვენი მისახედია. აუცილებლად მოხდება გაწმენდა და დაევალება მას, ვინც ეს მოიმოქმედა.

_ ბატონო შუქრი, "გურია ნიუსმა" ამჯერადაც ნახა ახალმოჭრილი წაბლის ხეები.

_ გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ასეთ ფაქტებზე მივმართავთ გარემოს დაცვის სამსახურს. გარდა ამისა, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, ყოველ კვირაში დადიან მანდ და მე მგონი, რეაგირება ახდენენ.

ვალერიან ჯინჭარაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

_ ანასეულის ტერიტორიაზე წაბლის ხეების მოჭრის შესახებ გეტყვით, რომ დათვალიერებულია და დასურათებულია ტერიტორია, შედგა აქტი და ინფორმაცია და ფოტომასალა ატვირთულია ჩვენს ელექტრონულ ქსელში. ჯერ უნდა მოხდეს ტერიტორიის დადგენა. საჯარო რეესტრში გაგზავნილი გვაქვს წერილი ტერიტორიის დადგენის მიზნით, თუ ვისია ეს ფართობი. შესაძლოა, ნაწილი სახელმწიფოსი აღმოჩნდეს, ნაწილობრივ კი სულაც სხვისი იყოს. როცა რეესტრიდან პასუხს მივიღებთ და ეს მალე მოხდება, შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას და ამის თაობაზე აუცილებლად გაცნობებთ.

რაც შეეხება იჯარით აღებულ ფართობზე უნიკალური ჯიშის ხეების ჭრას, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, იურისტი, სამართალმცოდნე კახა ჩავლეშვილი ასეთ განმარტებას აკეთებს:

_ იჯარით აღებულ ფართობზე, არათუ წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობაზე, არამედ ჩვეულებრივი ხის მოჭრაც არ შეიძლება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. სულერთია, ვინ იქნება ეს მესაკუთრე _ თვითმმართველობის ორგანო, სახელმწიფო თუ კერძო პირი.

"გურია ნიუსი" დაელოდება მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურისა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს რეაგირებას ამ უმწვავეს თემაზე და ინფორმაციას მივაწვდით.




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...