ცხოვრება მძიმე სამუშაო პირობებით და წარმატებული ქალები

მთავარი თემა

ცხოვრება მძიმე სამუშაო პირობებით და წარმატებული ქალები

25 ივნ. 2018, 10:48:13

ეს დაბა ნასაკირალის ცენტრია _ ძველი, საბჭოთადროინდელი შენობების დიდი ნაწილი დანგრეული ან დანგრევის პირასაა. ქართლის დედა, რომელიც, სავარაუდოდ, ხმლით  მტრებს უნდა დახვდეს, ამ ნანგრევების ფონზე, ომახიანად ვეღარ გამოიყურება და ბავშვების გართობის არცთუ უსაფრთხო ატრიბუტადაა  ქცეული.

ასე გამოიყურება ნასაკირალის საავადმყოფოს შენობა

ეს კი ნასაკირალის ამბულატორიის ინტერიერია, სადაც პაციენტების მიღება და სამედიცინო პერსონალის ყოფნა სიცოცხლისათვის სახიფათოა

არადა, ნასაკირალი, რომელიც ქალაქ ოზურგეთიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული, გურიის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ისტორიული ადგილია; ადრე, ტყით დაფარული ტერიტორია ფირალების თავშესაფარი და გურული ჯანყის ეპიცენტი, 1929 წლიდან საბჭოთა მეურნეობად, თერმული წყლების წყალობით კი _ კურორტად გადაიქცა. სწორედ ამ მეურნეობაში სამუშაოდ, ინტერნაციონალური მუშახელი ჩამოასახლეს - პოლონელები, ჩინელები, გერმანელები, აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში მუშაობდნენ.

გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, დაბა ნასაკირალში ხულოს რაიონიდან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ჩოხატაურის მაღალმთიანი სოფელ ზოტიდან რამდენიმე კომლი კომპაქტურად დასახლდა. ზვიად გამსახურდიას მმართველობის წლებში, ნასაკირალში, აგრეთვე ჩამოასახლეს შუა აზიაში მცხოვრები რეპატრირებული მესხები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ნასაკირალში სამიათასამდე მოსახლეა, უმრავლესობა - ქალები. მოსახლეობის 99% მუსლიმია. მუსლიმ თემებში ტრადიციულად შობადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დაბა მიგრაციულია, მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის მოზარდები, სამუშაოს ქალაქებში ან მეზობელ თურქეთში ეძებენ.

ამ სკოლის მოსწავლეთა მშობლების 37.6%-ის შემოსავლები საარსებო მინიმუმზე დაბალია, ხოლო ამ ოჯახების 8.8%-ს სწორედ ის არასრულწლოვნები ინახავენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრებიან

კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ 2015 წელს ჩაატარა, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). საზღვრის გადაკვეთისას, მათ 15%-ს არ აქვს მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

ამავე კვლევის მიხედვით, სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე, აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული. გამოკითხულ რესპონდენტთა  77%-ის ოჯახში დედა დიასახლისია; ყოველი მეორე გამოკითხულის ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც _ უმუშევარია (30% შემთხვევაში _ 1, ხოლო 20% შემთხვევაში - 2 და მეტი).

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში მარი ჩხიკვიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიგრაცია სამწუხარო რეალობაა და  სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გადინება:

_ ხორციელდება სხვადასხვა პროექტები. მათ შორისაააწარმოე საქართველოში“, სტარტაფების დაფინანსება. საგადასახად კოდექსშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. სწორედ ასეთი ქმედითი ნაბიჯები შეუწყობს ხელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, _ ამბობს მარი ჩხიკვიშვილი.

 დაბა ნასაკირალში მცხოვრები ქალების უმეტესობა კი “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი და ხალხის საჭიროებებს მორგებული პროექტები უნდა განახორციელოს. თან, რაც მთავარია, პირველ რიგში, ქალებს უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენი ერთ- ერთი რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გაუმჟღავნებლობას გვთხოვს, წუხს, რომ თუ მოზარდი ბიჭები თურქეთში მძიმე ფიზიკური მუშაობით ჯანმრთელობას იუარესებენ (ბევრ მათგანს ხერხემლის პრობლემა აქვს), გოგონების დიდი ნაწილი ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნით, უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას კარგავს:

_ ადრეულ ასაკში უხდებათ შვილების გაჩენა, მრავალსულიანი ოჯახების მოვლა, კარმიდამოს, საქონლის, საყოლის მოვლა.... უმაღლესი განათლება კი არა, ბევრს პროფესიაც არ აქვს და რომც ჰქონდეს, სად უნდა იმუშაოს?! ძალიან ცოტა ახერხებს, თვითრეალიზება შეძლოს და საკუთარი საქმე წამოიწყოს, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ასეთი - დაბა ნასაკირალში მცხოვრები წარმატებული ქალების შესახებ მოგვეთხრო მკითხველისთვის და დაბის ცენტრში მათი ვინაობა მოვიკითხეთ.

ზაფხულის სიცხეში, “ბირჟაზე“, მამაკაცები პოლიტიკაზე მსჯელობენ

როცა ჩვენი ფოტოამბავის გმირს ვეძებდით, მზია ირემაძის სამკერვალო ატელიე მიგვასწავლეს. ატელიე პროექტის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა. სწორედ აქ შევხვდით ნათია დავლაძეს. ნათია წარმოშობით ადიგენელია. 16 წლის ასაკში, ნასაკირალში შექმნა ოჯახი და ახლა სამი შვილის დედაა. ადრეულად ოჯახის შექმნის გამო, სწავლა ვეღარ გააგრძელა.

ნათია თვლის, რომ გაუმართლა _ ბებიასგან და დედისგან კერვა ისწავლა, რაც მხოლოდ ოჯახში კი არა, სამსახურის შოვნაშიც გამოადგა

_ ორი ქალი ვმუშობთ; ხშირად, იმდენი საქმე გვაქვს, რომ მთელი კვირა გვყოფნის, _ ამბობს ნათია. აქ მოსულ მომხმარებელს მყურდო გარემო, ქსოვილების ფართო არჩევანი და რაც მთავარია, კეთილგანწყობილება უნდა დავახვედროთ, _ ამბობს ნათია. ექვსსულიან ოჯახში, რომელიც სამი ბავშვის, დედამთილ-მამამთილისა და თავად ნათიასგან შედგება, ის ერთადერთი დასაქმებულია.

ატელიეში სტუმრობა ნასაკირალელ ქალბატონებს ძალიან უყვართ

სანამ ნათიას ვსტუმრობდით, სხვა წარმატებული ქალებიც გავიცანით; მაკა გორგაძე კეთილმოწყობილი მაღაზიის მეპატრონეა. როგორც მაკა ამბობს, მისი ოჯახი შრომისმოყვარეობამ და ცოლ-ქმრის ურთიერთხელშეწყობამ გადაარჩინა:

 - წარმატების მისაღწევად 24-საათიანი შრომა დაგვჭირდა; მე და ჩემი მეუღლე მიწაზე ვშრომობდით, საღამოობით კი საცხობში ვმუშაობდი, ნამცხვარს ვაცხობდი. გაგვიმართლა, რომ აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს; თან, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაფერს ერთმანეთის მხარში დგომით და ხელშეწყობით მივაღწიეთ.

ატელიეში სტუმრობისას, კიდევ ერთი წარმატებული ქალი - მარიამ ანთაძეც გავიცანით

მარიამ ანთაძემ საკუთარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სუპერმარკეტი გახნა.  უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გარდა, მას დაბაში სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობაც ადარდებს:

_ მე თვითდასაქმება შევძელი _ გავხსენი მაღაზია, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე და ყველა ვერც შეძლებს; ამიტომ, აქაურების უმეტესობა თურქეთში მძიმე სამუშაოს ასრულებს, რომ თავი გაიტანოს წლიდან წლამდე. ადამიანებს სჭირდებათ განათლების მიღება და შემდგომ - სამუშაოს შოვნა. ამისთვის კი სამუშაო ადგილების შექმნაა აუცილებელი. ძალიან მაწუხებს, რომ ჩვენთან ამბულატორიის შენობა საშინელ დღეშია. პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ამ პრობლემის მოგვარება შეგვპირდა; ვუცდით, როდის შეასრულებს დანაპირებს,  _  ამბობს მარიამ ანთაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწე დაბა ნასაკირალში ქალია; ჩვენთან საუბარში ნინო ირემაძე ამბობს, რომ ქალთა პრობლემები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქმნიან ოჯახებს და განათლების მიღებას ვერ ახერხებენ, მისთვისაც მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანის მხარდამჭერი იქნება.

83 წლის ომერ მგელაძე ჩვენს კითხვას, რამდენად ემხრობა ადრეულ ასაკში ქორწინებას, იუმორით პასუხობს

 ბატონი ომერი ამბობს, რომ ოჯახი 15 წლის ასაკში შექმნა. ქორწინებისას, მისი მეუღლეც თხუთმეტი წლის იყო.

_ პრეტენზია რომ ჰქონდა, გამომყვებოდა?! ოჯახის შექმნას სირთულეები მოჰყვება _ ხან წაიჩხუბებ, ხან შერიგდები, ასეთია ცხოვრება. ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ, მეუღლე არაჩვეულებრივი ქალი იყო...  4 შვილი გვყავს, 22 შვილიშვილი, 25 შვილისშვილის შვილი და 4 კიდევ _ მათი შვილი. ხომ ნაყოფიერად გვიმუშავია, ხომ არ მიძინია?! _ ამბობს ომერ მგელაძე.

დაბა ნასაკირალის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ცეცხლაძის თქმით, ბოლო წლებში, იმ გოგონების რაოდენობა, რომლებიც სკოლას ამთავრებენ და უმაღლესი განათლების მისაღებად გამოცდებს აბარებენ, იზრდება:

_ 2016 წელს 6 გოგონა გახდა სტუდენტი. 2017 წელს _ 9 გოგონა, ხოლო წელს 8 გოგონა ემზადება გამოცდებისთვის და დარწმუნებული ვარ, უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებიან.

"ნაადრევი ქორწინებების რაოდენობა მცირდება, რადგან გოგონებს სურთ განათლებას უფრო მეტი დრო დაუთმონ. იყო წლები, როდესაც გოგონებიდან უმაღლეს განათლებას არავინ იღებდა, მაგრამ ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა", _ ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორის ნათქვამს ადასტურებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწე დაბა ნასაკირალში ნინო ირემაძე:

"ვინც თხოვდება, ოჯახიდან ნამდვილად არ ექმნება რამე პრობლემა სწავლის გაგრძელების კუთხით, მაგრამ გადაწყვეტილებას აქ გოგონები იღებენ. ბოლო პერიოდში, უფრო მეტი მსურველია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლება მიიღოს",  _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრისას ნინო ირემაძე.




 ახალი ამბები
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...