"წლის სხდომა" _ 4 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოში მუშტი-კრივის გამართვას ცოტა დააკლდა

მთავარი თემა

"წლის სხდომა" _ 4 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოში მუშტი-კრივის გამართვას ცოტა დააკლდა

2019 დეკ 9 12:37:56

 4 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოში 16-დღიანი კამპანიის აღსანიშნავად, დარბაზში მყოფთ ნარინჯისფერ ბაფთებს უკეთებდნენ და ეს ფერი ყველა დეპუტატის მკერდიდან "ანათებდა", წინა პლანზე ჩხუბის სცენა წარმოჩინდა. ამ ნიშნით, სხდომას, თავისუფლად შეიძლება "წლის სხდომაც " ეწოდოს, რადგან, თითქმის, ორჯერ მეტი დრო დაეთმო ჩხუბს და ერთმანეთის ლანძღვას, ვიდრე საკითხების განხილვას.

დარბაზში შესულ პოზიცია-ოპოზიციის დეპუტატებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უცებ დაიწყო და გადაიზარდა ხმამაღალ ყვირილში, ჩხუბსა და ურთიერშეურაცხმყოფელ დაპირისპირებაში.

ჩხუბის მიზეზი გახდა, "ნაციონალი" დეპუტატის, დათო მჟავანაძისადმი "ქართული ოცნების" ქალი დეპუტატების მიერ, წინა დღის ამბების შეხსენება, როცა მან ფეისბუქსივრცეში ქალი დეპუტატები შეურაცხყო.

მჟავანაძე ამბობდა, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ნიუსი გააზიარა თავის გვერდზე, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატის ცენზზე იყო საუბარი, რაც ვერ აპატიეს "ოცნების" დეპუტატებმა.

ხმამაღალი ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა _ დავით მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ერთმანეთი კარგა ხანს ლანძღეს:

_ ჩვეულებრივი გამყიდველი ხარ! კაცმა, რომელმაც ჭაობიდან ამოგათრია, გაყიდე, _ ეუბნებოდა მჟავანაძე ღურჯუმელიძეს.

_ ნაძირალა ხარ, ხულიგანი, უზრდელი, _ პასუხობდა ღურჯუმელიძე.

_ ბიძინას გოშია ხარ, ჩვეულებრივი, _ უკან არ იხევდა მჟავანაძე.

_ მე ვარ გოშია? ხულიგანი ხარ ჩვეულებრივი. კაცმა, რომელმაც სამი მილიარდი შესწირა ჩემს სამშობლოს, არ უნდა მომწონდეს? _ პასუხობდა ღურჯუმელიძე.

ჩხუბი და ერთმანეთის ლანძღვა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა.

როცა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია შემოვიდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი 30 დეპუტატს გააცნო და მოუწოდა ყველას, სამუშაო რეჟიმში მოქცეულიყვნენ, "ნაციონალმა" დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა:

_ ჩვენ, ბატონო დავით, ვტოვებთ საკრებულოს სხდომას. ბიუროს წინა სხდომაზე მოვედით და ცოცხით შეიარაღებული ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დაგვახვედრეთ. დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვეუბნება, დატოვეთ საკრებულოს სხდომაო. მერე მეორე ა(ა)იპ-ის თანამშრომელი მოვიდა და გვეუბნება, "ნაციონალი" ხარ და აქ რა გინდაო. ვერ გავიგე, კერძო საკუთრებაა ეს საკრებულო თუ აიპ-ია? სხდომაა თუ ბარდაგია? გადადით მაშინ ა(ა)იპ-ში და იქ ჩაატარეთ სხდომა. ყოფილი "ნაციონალები" გვეუბნებიან, რატომ ხართ "ნაციონალებიო". თუ შეგიძლიათ, გააკონტროლეთ სხდომა, თუ არ გვაქვს უფლება, მოვიდეთ? _ თქვა ქათამაძემ და მჟავანაძესთან ერთად დარბაზიდან გავიდა.

_ აგონიაში ხართ, ხომ იცით, რომ ეს სიტყვების რახა-რუხია! ხულიგანი ხარ? წადით, მოშორდით! _ ეძახდა ღურჯუმელიძე დარბაზიდან გასულ დეპუტატებს.

 "არაკაცები ხართ და წადით, წადით აქედან!" _ ღურჯუმელიძეს წამოეშველა "ოცნების" დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი.

მორიგი ჩხუბის დასრულების შემდეგ, როგორც იქნა, საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელა.
დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის შესახებ დადგენილება.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების მისაღებად.

დეპუტატმა ლელა საჯაიამ თავის გამოსვლაში, რომელიც გენდერულ თემას შეეხებოდა, დეპუტატებს უთხრა, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მნიშვნელოვან თარიღებს მოიცავს.

_ ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ცვლილება დებულებაში. აქვე მინდა, გაგაცნოთ გენდერული საბჭოს წევრთა წინადადება, საბჭოს წევრის, დავით მჟავანაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ის სისტემატურად არღვევს გენდერული საბჭოს კი არა, საკრებულოს წევრის და ღირსეული ადამიანისთვის მნიშვნელოვან უფლებებს. ცდილობს, ბულინგის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს კოლეგებს. აქედან გამომდინარე, საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, მისთვის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. დავით მჟავანაძეს არ ჰქონდა უფლება, დღეს სხდომაზე ნარინჯისფერი ბაფთით ყოფილიყო, _ თქვა საჯაიამ.

_ ამიტომაც მოვხსენი და აი, ხელში მიჭირავს, _ აჩვენა მას ბაფთა დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა.

საკრებულომ მიიღო განკარგულება, დაბა ურეკში, უსახელო ქუჩისთვის "პალმების ქუჩის" სახელის მინიჭების თაობაზე.

თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობისას, "ლეიბორისტი" დეპუტატი, დავით მამალაძე, პალმების ქუჩის სახელის მინიჭების წინააღმდეგი აღმოჩნდა:

_ წინააღმდეგი ვარ, რომ დაბა ურეკში ერთ-ერთ ქუჩას პალმების ქუჩის სახელი ეწოდოს, რადგან არ ჯდება "ქართული ოცნების" და მათი ლიდერის მსოფმხედველობასა და იდეოლოგიაში, _ თქვა მან.

მამალაძის აზრს საკრებულოს წევრთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ შეახსენა მას, რომ ეს ხალხის ინიციატივაა და არ არის ლამაზი პოლიტიკოსისგან ასეთი ლაპარაკი.

_ მსგავსი საკითხების დაყენება არ შეიძლება. ამით ხალხს პასუხობ თავის ინიციატივაზე, _ უთხრა მან დავით მამალაძეს.

_ სამაგიეროდ, შალვა ნათელაშვილის სახელობის ქუჩა დავბლოკოთ მერე, როცა იქნება, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.

_ ვინ მიანიჭებს ნათელაშვილის სახელს? _ შეეხმიანა მას დეპუტატი ლელა საჯაია.

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების საკითხზე.

_ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შედის ქუჩების დამისამართების და სახელდების პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, აქ ჩვენი და მერიის პოზიციები გამიჯნულია. ჩვენ ვახორციელებთ სახელდებას, ნუმერაციას, ხოლო დამისამართების პროცესი და შესაბამისი აღჭურვილობის მომზადება, ფირნიშებზეა საუბარი და ასევე, საგზაო ნიშნებზე, ეს თქვენი პრეროგატივაა. დაუმისამართებელ ქუჩებს ახლავს სერიოზული პრობლემა _ თუ ვინმეს სჭირდება ქონების დარეგისტრირება, ამანათების მიტანა თუ სასწრაფოს გამოძახება, ყველა აწყდება დაბრკოლებას. ჩვენ ვახდენთ დამისამართებას, მაგრამ შემდგომი ეტაპი შეჩერებულია. მერიას ამისთვის ოთხი თვე ჰქონდა ვადა. ეს არის სუფთა ტექნიკური სამუშაო და განსაკუთრებით, ურეკის ზონაშია მძიმე მდგომარეობა. საკითხი რომ მოგვარდეს, უნდა აისახოს ბიუჯეტში. ეს არ არის დიდი ხარჯები. როგორც ვიცი, 22 ლარი ჯდება ერთი ფირნიშის დამზადება. სულ 22 ქუჩაა მოსაწესრიგებელი. თუ ყველას დამისამართება არ ხერხდება კანონთან შესაბამისობაში, მაშინ პრიორიტეტები შევარჩიოთ, დავიწყოთ ფართომასშტაბიანი დამისამართება. არ შეიძლება სასწრაფო დახმარების მანქანა ათ წუთის განმავლობაში დადიოდეს ადმინისტრაციულ ცენტრში და შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდეს ოჯახს. ძალიან გთხოვთ, ეს ბიუჯეტში აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე კომისიას შევთავაზებ, რომ მხარი არ დავუჭიროთ ბიუჯეტს, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ, რომელიც საკრებულოში ამავე დროს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეცაა.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ონლაინკონსულტაციები გაიმართებამასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ონლაინკონსულტაციები გაიმართება, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს. "საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის კონსულტაციებს 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: ონლინე.ნაეც.გე ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: · მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; · ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება; · მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება", _ ვკითხულობთ ... ...
  • ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო _ მამუკა მდინარაძე „ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად. მათი დახმარებით და მათი  რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის",- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, ზუგდიდის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქალაქეების შეკრების ფაქტის შეფასებისას გააკეთა. მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად  დატრენინგებული ადამიანური რესურსი.  „ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის ორგანიზაცია და რასაც გვირჩევენ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები. ამიტომ, თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და  უნდა რამე დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ შესაბამის სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც არიან კარგად დატრენინგებული ადამიანები. ეს მენეჯმენტიც საათივით არის აწყობილი და მოხალისეც კი კარგად არის დატრენინგებული", _ განაცხადა მამუკა ... ...
  • ვიდეოჩანაწერების შექმნა და დაარქივება სახელმწიფო ინსპექტორმა კანონიერად მიიჩნია (R)სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 3 მარტის N გ - 1/100/2020 გადაწყვეტილებით შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების შექმნის, მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება. საქმე ეხება 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საპასუხოდ გასაჯაროებულ ვიდეომასალას.  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. მოცემული დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი კითხვის ნიშნები ჩანაწერის დამზადების კანონიერებასთან დაკავშირებით. ასევე, ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების დაარქივება/შენახვისას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების დარღვევას. ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის, მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით, გააჩნდა საზოგადოებისთვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება.  ამით ინსპექტორის აპარატმა გაიზიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისას სამსახურის მიზანს წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და პირადი ღირსების შელახვის ფასად ახერხებენ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც რეალობაზე მეტად ასახავდა არსებულ ნაკლოვანებებს არნახული მასშტაბით და უმეტეს შემთხვევაში ცდილობდა არარსებული რეალობის წარმოჩენას, საჭიროებდა სამსახურის მხრიდან შესაბამის ქმედებას. სწორედ პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირების კანონიერი ინტერესების, სამსახურის რეპუტაციის დაცვისა და რეალური სურათის ჩვენებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით (რაც გამოწვეულია პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი მდგომარეობით, რადგან პატიმრებზე ძალადობა ქართული საზოგადოებისთვის არის მეტად სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი) მიიღო სამსახურმა ზემოთხსენებული ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების ჩაწერა/დაარქივების და გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩანაწერების ჩაწერა/დაარქივებასთან არსებობდა კითხვის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის მოცემული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და ჩანაწერების როგორც შექმნა, ისე მათი შენახვა და დაარქივება კანონიერად იქნა მიჩნეული. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ოფიციალურად მიეწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, იხილეთ აქ: http://www.sps.gov.ge/images/temp/2020/03/27/a766c47ed8fc2d8c6a7c566c3075f581.pdf  ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალადღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რეგიონის შესასვლელებში ბლოკ -პოსტები განთავსდა. გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ ავტომობილით გადაადგილებას. რაც ილგულისხმობს, რომ ერთ ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის მძღოლი და ორი პირზე მეტის ყოფნა (მგზავრი უკან უნდა ისხდნენ) იკრძალება. პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი ყველგან იყოს დაცული. მკაცრად გაკონტროლდება სატვირთო ავტომობილების გადაადგილებაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია. როგორც ცნობილია გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი. საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი  განიკურნა. ... ...
  • დავითაშვილი: მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს ,,პურის“ (იფქლი დიღომი) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ. „დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის,  პურის მწარმოებელი საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით  ხორციელდება. შპს  „პური“, დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300  ადამიანის შეადგენს. კომპანია „იფქლი"  37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული. საწარმოები აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...