"ტუსაღივით ვცხოვრობ, "ფანერკით" აჭედილ ფანჯრებში!"

მთავარი თემა

"ტუსაღივით ვცხოვრობ, "ფანერკით" აჭედილ ფანჯრებში!"

16 ივლ. 2020, 12:41:51

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მოსაზღვრე, დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულის ერთ -ერთ უბანს, "დვაბზუს ნასაკირალს" პირობითად უწოდებენ. აქ 62 კომლი ცხოვრობს, რომელიც ნასაკირალში მცხოვრები, აჭარის რეგიონიდან ჩამოსახლებული ოჯახების ნათესავები თუ განაყოფები არიან.

ახლახან, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია "ნაციონალ" და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის დავამ _ დავა შეეხებოდა სხდომაზე დავით დარჩიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმ ადამიანებისთვის დახმარების მიცემის თაობაზე,  ვინც 2019 წელს საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ.

ასეთი პირებისთვის სამასი ლარით დახმარება "ნაციონალმა" დეპუტატებმა მოიწონეს, თუმცა, ბესო ქათამაძემ არა ერთხელ გაიმეორა, რომ მოსახლეობას უჭირს სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება, მთავრობა კი, უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს მათ და ამ პროცესს ამარტივებდეს.

იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სინამდვილეს, მოხდა თუ არა იმ პირთა სრული რეგისტრაცია, ვინც 2019 წელს უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, "გურია ნიუსი" ეწვია აღნიშნულ დასახლებას _ ე. წ. "დვაბზუს ნასაკირალს". ამავე დროს, ნასაკირალის ცალკეულ უბნებში მცხოვრებთა სხვა პრობლემასაც გავეცანით.

"დვაბზუს ნასაკირალში" 62 ოჯახი ცხოვრობს.

"ჩვენ მაგ პროგრამაში დარეგისტრირება არ გვიჭირს _ აქ არა ერთხელ იყვნენ მოსული დეპუტატები _ მარი ჩხიკვიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი. ისინი სახლებში დადიოდნენ და ყველას ეხმარებოდნენ. არ მგონია, ვინმე დაურეგისტრირებელი იყოს ამ დროისთვის. მე, პირადად, არ დავდიოდი თურქეთში სამუშაოდ. თუმცა, იყვნენ წასულები ჩემი ქმარი და მამამთილი. ისინი დარეგისტრირდნენ ამ ქალბატონების დახმარებით", _ გვითხრა აქ მცხოვრებმა ლელა ზოიძემ.

"დვაბზუს ნასაკირალის" მკვიდრმა დარიკო ხარაბაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ, როგორც კი გამოცხადდა რეგისტრაცია, სოფელში დვაბზუს და გაღმა დვაბზუს დეპუტატები, დედა-შვილი, მარიკა ჩხიკვიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი გამოჩნდნენ და ხალხს დარეგისტრირებაში დაეხმარნენ.

"თავად ბესო ქათამაძეც ეხმარებოდა ხალხს დარეგისტრირებაში. ასევე, მე ორი თანაშემწე მყავს და სამივე ერთად, შეუსვენებლად ვმუშაობდით ხალხის დასარეგისტრირებლად. თუ არ გჯერათ, აგერ ხართ, გაიარეთ სოფელში, საკუთარი თვალით ნახეთ, თუ ვინმეს ჩვენ გამო რამე შეფერხება ჰქონდა. პირიქით, სოციალური სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, მაქედან ხალხი აქ არ ჩამოდის, გავიგეთ, რომ აქტიურად ეხმარებითო", _ გვითხრა ნასაკირალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, ოთარ ადაძემ.

"მე, პირადად, არავის დახმარება არ დამჭირვებია _ ადვილად მოვახერხე დარეგისტრირება. ვინც ვერ შეძლო, იყვნენ აქ მოსული მარი ჩხიკვიშვილი, როზეტა სკამკოჩაიშვილი და ყველას დაეხმარნენ", _ გვითხრა აქაურმა ახალგაზრდამ, ირაკლი ხარაბაძემ.

"გასულ წელს არსად ვყოფილვარ და არც დარეგისტრირება დამჭირვებია, ჩემი ოჯახის წევრები კი დარეგისტრირდნენ. არის სხვა პრობლემები. ჩვენს უბანში წყალი არ არის. არც გზა გვაქვს. დაპირება იყო და ახლაც გვპირდებიან, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებენ", _ გვითხრა "დვაბზუს უბნის" მცხოვრებმა ტარიელ ცეცხლაძემ.

"იცი, რას გეტყვით? გურულების საქმე სტალინმა ვერ გაარჩია და შემოდო თაროზე. რას ამბობს ქათამაძე, თვითონ იცის? _ ნახევრად ხუმრობით დაიწყო ჩვენთან საუბარი ადგილობრივმა ოთარ ირემაძემ, _ გაიარეთ სოფელში და ნახეთ, ბატონო, თუ არ გჯერათ. ორჯერ და სამჯერ მიაკითხეს მაგ ქალბატონებმა დასახმარებლად თითოეულ ოჯახს. მე არ დავდივარ თურქეთში და რად მინდოდა?! რომ დამჭირვებოდა, მეც დამეხმარებოდნენ".

ნასაკირალში მერის წარმომადგენელმა ოთარ ადაძემ უწყლობის პრობლემასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მალე გამოაცხადებს ტენდერს ამის თაობაზე:

"ამ პრობლემის შესახებ ჩვენ უკვე ნაფიქრი გვაქვს. მალე გამოცხადდება ტენდერი. წყლის გამოყვანა უნდა მოხდეს ნასაკირალის წყალსაქაჩიდან. კეთდება რეზერვუარი და ცოტა უნდა დავიცადოთ _ ყველაფერი ერთად არ გაკეთდება", _ გვითხრა მან.

ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში "ფაბრიკის ბინებად" წოდებულ სამსართულიან კორპუსებში, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, ყველგან დაზიანებულია სახურავი.

"დაზიანებას გააჩნია. აქ წვიმის დროს უნდა მოხვიდეთ - როგორც გარეთ, ისე წვიმს ოთახებშიც. სამივე კორპუსის სახურავი ერთნაირ მდგომარეობაშია. მე პირადად თავზე ჩამომექცა ჭერი და ოჯახიანად იქეთა კორპუსში გადავედი, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუ ამას უკეთესობა ჰქვია. მარტო არჩევნების დროს მოდიან. ასე შეიძლება?! სასმელი წყალი, გაზი და შუქი კი გვაქვს. ამ მხრივ სასაყვედურო არაფერია", _ გვითხრა ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებმა, მარინა ხინთიბიძემ.

70 წლის პენსიონერი ანაიდა კუსენკო: "შვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ. მე მარტო ვცხოვრობ. გაჭირვებული ვარ, მაგრამ ჩემზე გაჭირვებულს ვეხმარები, როცა შემიძლია. ნათურაც არ მაქვს ოთახში, სატუსაღო გეგონება. ნახეთ, ყველა ფანჯარაზე "ფანერკაა" აჭედებული. ასე მძინავს. ხანდახან, მგონია, გავიგუდები".

ანასტასია კურიკოვა: "თუ ძალიან არ მიჭირს, არავის ვაწუხებ. ეს სახურავი თუ არ შეიცვალა, აქ გაჩერება არ შეიძლება. ჩამომპალია ჭერი _ მეზობელს თავში დაეცა ჩამოცვენილი ნამტვრევები. 3 მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ. ღმერთმა დაიფაროს და რომ დამენგრეს თავზე ეს ჩამომპალი ჭერი, ვინ გვიშველის?! ახლაც ღმერთი გვიფარავს", _ გვითხრა ქალბატონმა ანსტასიამ და საძინებელში შეგვიყვანა, სადაც 2 წლის პატარას დაზიანებულ ჭერქვეშ ეძინა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ოთარ ადაძემ აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებით გვითხრა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს, არავინ მივიდა მათი პრობლემის გასაცნობად.

"იქ თავად მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე იყო მისული. დაათვალიერა კიდეც, თუმცა, ერთ დღეში არ გადაიხურება. საკმაო სამუშაოა ჩასატარებელი. ვიცი, რომ მერიაში მეორე ეტაპისთვის ელოდებიან სახურავს და ხის მასალას და მალე დაიხურება ეს კორპუსები", _ დაგვაიმედა ადაძემ.




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...
  • ჭიჭინაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გაქცევას აპირებს„ „ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება.  ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს და სადღაც გაქცევას აპირებენ.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ ხალხის ერთჯერადი დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს. მისი თქმითვე, „ოცნებას“ არავინ ყავს გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისიდან განსხვავდება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. მაგრამ „ოცნების მთავრობა“  ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს ფულს ურიგებენ დახმარების სახით.  200-300 ლარიან პაკეტების შეთავაზება,  ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ  კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ! რადგან გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის გამოყრა და დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ  სხვა. რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას! არადა, დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია  და  თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა,  თუ არ იქნება  რეზერვები მიმართული როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“,_ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...