უდიდესი ისტორიის მქონე დაცლილი და მივიწყებული სოფელი

მთავარი თემა

უდიდესი ისტორიის მქონე დაცლილი და მივიწყებული სოფელი

2018 აგვ 26 09:53:47

შუასურები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

სოფელს, ულამაზეს ბუნებასთან ერთად, უმდიდრესი ისტორია კიდევ უფრო საოცარს ხდის...

შუასურები უამრავ ისტორიას ინახავს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ლომისკარელის ეკლესიის შესახებ არსებული ჩანაწერებია.

ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ _ ზაალმა, წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს.

ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა.

შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ ციხეში მოხვედრილა, მერე ჩოხატაურში გადაასვენეს, სადაც 1900-იან წლებში მოიპარეს და გაანადგურეს _ რევოლუციონერმა თენგიზ ჟღენტმა ის რევოლვერით დაცხრილა. სულ მალე ჟღენტი იმავე იარაღით მოუკლავთ.

"ლომისკარელს გარეგნობა მრისხანე ჰქონდა, ეს იყო ჯვარი, რომლის სიმაღლე ერთი არშინი (1 არშინი უდრის 71 სანტიმეტრს), სიგანე ორი მკლავი ჰქონდა. თავიდან ფეხებამდე ვერცხლით იყო მოჭედილი და მკერდსაც სამი დიდი ბრჭყვიალა თვალი უმკობდა. ეცვა წითელი მაუდის პერანგი, რომლის კალთებზეც ორი ჯიბე ჰქონდა მიკერებული შესაწირავის მისართმევად.

რევოლუციის დასაწყისში 5 რევოლუციონერი გლეხი შევიდა ეკლესიაში, გამოიტანეს ხატი ლომისკარელი, დაამტვრიეს, სიმდიდრე აართვეს და ხატი სადღაც გააქრეს", _ წერს თავის მოგონებებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ისიდორე რამიშვილი და ლომისკარელის სასწაულებს იხსენებს: "ოზურგეთის მომრიგებელ სასამართლოში გასარჩევი ყოფილა რაღაც დიდი სადაო საქმე და მოწმედ 50 კაცი ყოფილა გამოწვეული. ამათ დასაფიცებლად სურებიდან ოზურგეთში წამოუსვენებიათ ლომისკარელი, მიუბრძანებიათ სასამართლო დარბაზში და სუფთად გაშლილ ხალიჩაზე დაუსვენებიათ. ხალხი მუხლმოდრეკით და მოკრძალებით ემთხვეოდა ამ ძლიერ ხატს. მაშინ პირველად იყო ჩამოსული პირველი გურული სწავლული ვექილ-იურისტი ეტლია ბებურიშვილი. თუ მოწმეები ლომისკარელის შიშის გამო ყოველივე სიმართლეს იტყოდნენ, მისი კლიენტის საქმე წაგებული იქნებოდა. ხალხის შიშისა და ლომისკარელის ძლიერების გასაქრობად მას სამასხროდ აუღია: "ამ უბრალო რკინის როგორ უნდა ეშინოდეს კაცსაო" და ზედ გადაულაჯებია, მაგრამ მაშინვე ცხვირიდან სისხლი წავარდნია და არ შეწყვეტია მანამ, სანამ ხატის წინ არ დაჩოქებულა და შენდობა არ უთხოვია.

ერთხელ, თურმე, აჭარელი ფირალები შესულან ეკლესიაში, ლომისკარელი გამოუსვენებიათ და წაუყვანიათ. რა წამს მდინარე სუფსაში გაღმა გასასვლელად ფეხი ჩაუდგამთ, იქვე გაშეშებულან და ნაბიჯი ვეღარ გადაუდგამთ. მეორე დღეს ჩვენებურებს ყაჩაღები დაუხოცავთ და ლომისკარელი თავის ადგილზე დაუბრძანებიათ", _ წერს ისიდორე რამიშვილი.

შუასურების ცენტრი

ლომისკარელის ხატის დღესასწაული 23 აპრილს (ახ. სტ. 6 მაისი), გიორგობას აღინიშნებოდა, თუმცა წლებია, შუასურებში ეს ტრადიცია დარღვეულია.

ეკალ-ბარდებით არის დაფარული ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული. იქვე სასაფლაოებია, რომლის დიდ ნაწილს ხავსი ფარავს.

მართალია, ირგვლივ ბევრია სახლია, თუმცა, ყველა მათგანი დაკეტილია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში მიგრაცია დიდია:

_ სამსახური არ არის, არც _ შემოსავალი და ყველა მიდის. აღარავის უნდა გაჩერება. ახალგაზრდები, პრაქტიკულად, აღარ არიან სოფელში, _ აღნიშნავენ შუასურებლები და წუხან, რომ ყოველ წელს იკლებს სოფლის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა.

სოფელში ახალგაზრდები, თითქმის, აღარ არიან

ამ დროისთვის შუასურების საჯარო სკოლაში 15 მოსწავლეა _ სკოლა წელს მხოლოდ ორ პირველკლასელს მიიღებს.

_ მიუხედავად იმისა, რომ სოფელი მთებშია მოქცეული, მაღალმთიანი ზონის სტატუსი არ მიანიჭეს, რადგან შესაბამის სიმაღლეზე არ არისო. არადა, ეს სტატუსი ხალხს დაბრუნების თუ არა, დარჩენის სურვილს მაინც გაუჩენდა, _ გვიყვებიან შუასურებში.

შუასურებში, 150 კომლიდან, მოქმედი მხოლოდ 70-ია

სოფელში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხე-ტყით სარგებლობის აკრძალვაა:

_ პრაქტიკულად, ტყეში ვცხოვრობთ და შეშა ვერ მოგვიჭრია. არაფრის უფლებას არ გვაძლევენ _ ძველ ხეებსაც კი ვერ ვჭრით, საწნახელი რომ გამოვთალოთ, ყავარი გავაკეთოთ, _ აღნიშნავენ ადგილობრივები და ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ სოფლები და იქ მცხოვრები მოსახლეობა მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ:

_ არჩევნები რომ მოახლოვდება, დღე არ გავა, ვინმე არ ამოვიდეს და ამბავი არ იკითხოს. არც დაპირებებს გვაკლებენ. ჩაივლის არჩევნები და ყველას ვავიწყდებით მომავალ არჩევნებამდე, _ გვითხრეს შუასურებელებმა.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...