უკანონო მშენებლობისთვის დასჯის უმაღლესი ზომა... ბანერია?!

მთავარი თემა

უკანონო მშენებლობისთვის დასჯის უმაღლესი ზომა... ბანერია?!

2019 სექ 30 09:40:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთაზე გაჩაღებული უკანონო მშენებლობები გასცდა რეგიონის ფარგლებს და დღეს ამ პრობლემის შესახებ მთელ საქართველოში იციან.

გომისმთის ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჯერ კიდევ 2017 წელს გაკეთდა, რომელიც შემდეგ გაგრძელდა, თუმცა, ჯერ დამტკიცებული არ არის; არ არსებობს არანაირი ელექტრონული ვერსია რომელიმე საკუთრებაზე.

აქ ყველაზე მეტად სამშენებლო საქმიანობის ბუმი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ზაფხულს გაჩაღდა, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკანონო მშენებლობის აღსაკვეთად ე.წ. "რკოლები", უნებართვოდ ჩასობილი პატარა ბოძები, ბულდოზერებით მოთხარეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერია მაშინ იუწყებოდა, უკანონო მშენებლობები ზედამხედველობის სამსახურის მიერ, სპეცტექნიკით იმიტომ შეჩერდა, რომ სხვა გზა არ იყო და დაიწყო სახლების აღწერა. როგორც მერიაში ამბობენ, დღეისთვის 700-მდე სახლია აღწერილი და პროცესი გრძელდება, თუ ამინდი არ შეუშლის ხელს.

გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გომისმთის შესასვლელში გამოაკრა ბანერი, რომელზეც წერია: "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ, კურორტ გომისმთაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გარეშე, არ განახორციელოთ ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის განთავსება/მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობის განმახორციელებელი პირი დაჯარიმდება საქართველოს კანონის, "საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 131 მუხლის, 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, 25 000 ლარის ოდენობით".

ამ მოწოდების შინაარსი იმთავითვე კომიკური განსჯის საგნად უფრო იქცა, ვიდრე სერიოზული დატვირთვის მქონე შეხსენებად, რადგან როგორც ცნობილია, დღეს გომისმთაზე ყველა მშენებლობა უკანონოა, რადგან ბუნებაში არსებობს მშენებლობის ნებართვა და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან არც ერთი საკანონმდებლო აქტი გომისმთასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. საკანონმდებლო აქტში შედის გომისმთის სტატუსის მიღების საკითხიც.

საქართველოს მთავრობას, ჯერ კიდევ აპრილში, გაეგზავნა გომისმთის მიწათსარგებლობის გენგეგმა, სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნასთან ერთად, რის პასუხიც დღემდე არ მოსულა.

როცა დოკუმენტაცია მზად იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თითოეული კვ.მ. ფართობის აუქციონის წესით გაყიდვა, გაკეთდეს პროექტი, გაიცეს მშენებლობის ნებართვა და მესაკუთრემ დაიწყოს მშენებლობა.

ისმის კითხვა: ვის აჯარიმებენ? როცა არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო აქტი, ბუნებრივია, არავის აქვს უფლება, აწარმოოს მშენებლობა. არადა, უკანონო და უნებართვოა მშენებლობა, თუნდაც იქ მხოლოდ ფუნდამენტი იყოს ჩასხმული. ანუ, გომისმთაზე მიმდინარე ყველა მშენებლობა უნებართვოა კანონის არარსებობის გამო. როგორ უნდა დაჯარიმდეს მოქალაქე? იტყვის, ჩემია და დამიწერეთ 25-ათასლარიანი ჯარიმაო? არადა, ირგვლივ ასობით ჩაბეტონებული და ზოგიც მერე მოთხრილი პატარა ბოძია. რამდენი ადამიანი უნდა დააჯარიმო 25 ათასი ლარით? რომც გაბედოს ვინმემ და თქვას, ეს და ეს ნაკვეთი ჩემიაო, ანუ აღიაროს, უნებართვოდ დავიწყე მშენებლობაო, მაინც ვერ დააჯარიმებ, რადგან ბუნებაში არ არსებობს საკანონმდებლო აქტი გომისმთასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გურულები ირონიულად ხუმრობენ: "უკანონო მშენებლობისთვის დასჯის უმაღლესი ზომა... ბანერია?!"

დადასტურებული ინფორმაციით, რომელსაც თვით ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძეც ადასტურებს, ბანერის დადგმის მეორე დღესვე ამოთხარეს ახალი ორმოები საძირკვლის ჩასასხმელად.

"გურია ნიუსი" ამ საკითხზე შუქრი გაბრიჩიძეს ესაუბრა.

_ ბატონო შუქრი, რას ნიშნავს 25-ათასლარიანი ჯარიმა? როგორ აამოქმედებთ ამ კანონს უკანონო სივრცეში, როცა საკანონმდებლო აქტი გომისმთის შესახებ არ არსებობს?

_ ჩვენ ახლა ვახდენთ აღწერას. ამ დროისთვის 700-მდე სახლია აღწერილი. ეს არის ძირითადად, კომუნისტების დროს დადგმული ან მაშინ მიზომილ მიწებზე დადგმული სახლები, ხოლო ვისაც მხოლოდ ფუნდამენტი ჰქონდა ჩასხმული, ასეთი ყველა მოვთხარეთ.

_ დაუსჯელად მოუთხარეთ? ხომ გიწერიათ, უკანონო მშენებლობას ვსჯითო?

_ დავიბარეთ. ზოგი მოვიდა, ზოგი _ არა. ვინც მოვიდა, გავაფრთხილეთ, ავუხსენით, რომ ეს არ შეიძლება.

_ რატომ არ დააჯარიმეთ? თუ როგორც საზოგადოებაში ხუმრობენ, "უკანონო მშენებლობის დასჯის უმაღლესი ზომა დაყუდებული ბანერია"?

_ იყო ასეთი ფაქტიც _ როცა აღწერას ვაკეთებდით და გავაფრთხილეთ ყველა, როგორც კი წამოვედით გომისმთიდან, მეორე დილას მაინც დაიწყეს სახლის დასადგმელი ორმოების ამოღება. ძირითადად, აქ მოქმედებს ასეთი ფაქტორი _ მოქალაქეები სარებს ასობენ მოსანიშნად, რომ მიწა სხვამ არ მიიზომოს ან სახლის მშენებლობა არ დაიწყოს. რაც შეეხება კონკრეტულად დაჯარიმებას, ჩვენ ვნახეთ და აღვწერეთ ერთ-ერთ ფერდობზე ექვსი სახლი, სადაც არანაირი დასახლება არასდროს არ ყოფილა. მივეცით მითითება და დრო, რომლის განმავლობაშიც ეს სახლები უნდა დაშალონ. თუ მაინც არ დაიშლიან, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდენთ იდენტიფიცირებას, მერე გადავცემთ აღმასრულებელს, რომ მოხდეს დაშლა და რა თქმა უნდა, დაჯარიმებაც.

_ მწვავე თემაა ადმინისტრაციული საზღვრების საკითხი მეზობელ რეგიონსა და გურიას შორის. ამ მხრივ რა გააკეთეთ? ამბობენ, რომ ძირითადად ქობულეთის და შუახევის მცხოვრებთა მიერ ხდება აქ მშენებლობა ან ადგილების მონიშვნა.

_ კი, ნამდვილად ასეა. ჩვენ ოზურგეთიდან წავიყვანეთ საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები. მათი დახმარებით მოვიკვლიეთ, სად არის ქობულეთს, შუახევსა და ოზურგეთს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრები. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლომდე მოვრჩებით სრულად აღწერას, თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი.

_ ბატონო შუქრი, მოსახლეობას, განსაკუთრებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, აინტერესებთ, როცა ყველაფერი მწყობრში ჩადგება, კანონიერების ფარგლებში, შეეძლებათ თუ არა გომისმთაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ სააგარაკე ნაკვეთი...

_ ეს შემდგომი ეტაპია და ამას ჩემი სამსახური არ წყვეტს. თუმცა, ვფიქრობ, მთავრობა, მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, როცა ამის დრო დადგება, ხალხისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

_ როგორც თქვენ ამბობთ, ატარებთ აღწერას. რას მოიმოქმედებთ, თუ რომელიმე სახლის ან ფუნდამენტის მეპატრონე არ გამოჩნდა ან დაიმალა. რა ელის მის მიერ უნებართვოდ აგებულ კოტეჯს ან სხვა სახის ნაგებობას?

_ ჩვეულებრივად, აღვწერთ, გამოვაკრავთ განცხადებას, რომ მესაკუთრე გამოცხადდეს. თუ არ მოვა, მივიღებთ სახლის დაშლის გადაწყვეტილებას, როგორც უპატრონო ნაგებობისას.

_ დღეისთვის, როგორ არეგულირებთ იმათ საკუთრების უფლებას, ვისაც კომუნისტების პერიოდში ჰქონდათ სახლები ან ნაკვეთები?

_ ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ასეთი ადამიანები, ნებისმიერი სახის საკუთრების დამადასტურებელი საბუთით, თუკი რამ გააჩნიათ კომუნისტების დროს გაცემული, მივიდნენ და მიიტანონ მერის წარმომადგენელთან სოფელ შემოქმედში. იქ ყველას გაარკვევენ, ვინ როგორ მოიქცეს.

ზედამხედველობის სამსახურის გარდა, ჩვენ, გომისმთაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად, ბანერის გამოკვრის თაობაზე, განმარტება ვთხოვეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

 მერიის პრესსამსახურიდან ასეთი შინაარსის წერილი მოგვაწოდეს:

"გამომდინარე იქიდან, რომ გომისმთის ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ წერილით და თანდართული ფოტომასალებით მომართა მერიას, შეაჩეროს მიმდინარე უკანონო მშენებლობები. მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რამდენიმე სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოება.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა, ამიტომ ჯერჯერობით მიწები არ იყიდება."

"გურია ნიუსი" აგრძელებს გომის მთაზე უკანონო მშენებლობის გარშემო ინფორმაციის შეგროვებას, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწოდოთ უახლესი ამბები. ხალხი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის დემონტაჟიც უკანონო ქმედებაა, ისევე, როგორც უკანონო მშენებლობა: "ამიტომ, ჯერ კანონია მისაღები და მერე გადაწყვეტილება", _ ამბობენ საზოგადოებაში.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს ღია საზოგადოების ფონდი საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ პროექტს წარუდგენს, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში განხორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?