უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, რომელიც ლანჩხუთის ხელისუფლებისთვის "არაფერი ისეთი არაა"

gurianews.com

მთავარი თემა

უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, რომელიც ლანჩხუთის ხელისუფლებისთვის "არაფერი ისეთი არაა"

2018 მარ 8 10:38:43

2015 წლის 2 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 412 810 ლარი იყო.

ტენდერში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ყველაზე დაბალი ფასით _ 358 887 ლარი, შპს "გილმარი 2"-მა გაიმარჯვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ კომპანიის ხელმძღვანელთან, გურამ კარტოზიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 22 ივნისს გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, ბაზის რეაბილიტაცია 2015 წლის 12 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, მასში ცვლილება ორჯერ შეიტანეს, პროექტში კორექტირებაც მოხდა და საბოლოოდ, 7 დეკემბერს ჩაიბარეს.

თუმცა, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებიდან ოთხ თვეში იმდენი ხარვეზი გამოვლინდა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა:

"ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ზედამხედველი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება განახორციელოს მშენებლობის ყველა ეტაპზე.

ამასთანავე, მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა.

ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია სამუშაოთა მოცულობები,  ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის.  შესაბამისად, ზედამხედველსა და ექსპერტიზას არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

2017 წლის 28 ივნისს, აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ობიექტის ადგილი დაათვალიერა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს "გილმარი 2" ის" მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა. კერძოდ, დაზიანებულია ფასადი, კედლები, იატაკი, ჭერი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს სამუშაოს მიღებიდან მე-5 წელს, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან ოთხ თვეში დაზიანდა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპალიტეტმა ორჯერ

მიმართა მიმწოდებელს, რომელმაც სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა.

მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელს სრულად არ განუხორციელებია არსებული დაზიანებების აღმოფხვრა,  მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებიათ, შენობის ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების გამოსწორების მიზნით.

შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილია 354.3 ათასი ლარი ისეთ სამუშაოებში, რომელიც დაზიანებულია და

საჭიროებს დამატებითი სამუშაოების შესრულებას", _ ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც ამ დრომდე არ შესულა პროკურატურაში და პასუხი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არავის უგია.

უფრო მეტიც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბაზაზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 20 000 ლარი გამოყვეს:

_ ყველაფერი მშენებლის ბრალი არ არის. იქ დაზიანებულია ონკანები, უნიტაზები და სწორედ ასეთი ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყო 20 000 ლარი, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

მისივე თქმით, "გილმარი 2"-ის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია უკვე შედგა და ის ხარვეზებიც გამოსწორდება, რომლებიც კომპანიის ბრალია.

ლანჩხუთის მერს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და რატომ არ ითხოვენ პასუხს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო:

_ ორჯერ გავაგზავნეთ წერილი კომპანიაში და უკან დაბრუნდა. როგორც ჩანს, მისამართი შეუცვალეს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ კომუნიკაცია შედგა, კომპანიის ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული და ყველა ხარვეზი გამოსწორდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 000 ლარის ხარჯვა ბაზაზე მას შემდეგ დაიწყება, რაც ახალშექმნილი კომისია კონკრეტული პირების ბრალეულობას დაადგენს და გამოარკვევს, ვინ რა გააფუჭა ახალგარემონტებულ ბაზაზე.

_ პასუხს აგებს ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, _ გვითხრა სარიშვილმა.

_ ბატონო ალეკო, როცა ბაზა გარემონტა და ჩაბარდა, საკრებულოს დეპუტატი იყავით და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდით, იმდროინდელი გამგეობის მუშაობის ზედამხედველობა თქვენი მოვალეობა იყო და არ გრძნობთ პასუხისმგებლობას?

_ მე, როგორც კი გავიგე ამის შესახებ, რეაგირება მოვახდინე. ყველა აგებს პასუხს. მერწმუნეთ, რეაგირების გარეშე ეს საკითხი არ დარჩება, _ ამბობს სარიშვილი, რომლის თანამშრომლებად ის პირები დღესაც მუშაობენ, რომლებიც მიღება-ჩაბარების დოკუმენტს ხელს აწერენ.

ლანჩხუთის მერი ირწმუნება, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, თუმცა, გაურკვეველი რჩება, რატომ არ იწვევს აკრედიტებულ ექსპერტებს ზიანის შესაფასებლად და რატომ არ უგზავნის საქმეს პროკურატურას.

აღსანიშნავია, "გილმარი 2"-ს წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულს უარყოფენ _ პირმა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელის, გურამ კარტოზიას ტელეფონის ნომერზე გვიპასუხა და მის ძმად _ ზაზად გაგვეცნო, აღნიშნა, რომ დაზიანებები მათი ბრალი არაა და ობიექტი იმ პირებმა გააფუჭეს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ:

_ გურამი იყო ჩასული, ყველაფერზე შეუთანხმდა მერს და საკრებულოს. ჩვენი კომპანიის გასაკეთებელი არაფერია. იქ ვინც ცხოვრობდა, იმათ მოთხოვეთ პასუხი _ ყველაფერი დააზიანეს, გააფუჭეს. ადამიანები კი არა, ველურები იყვნენ და კიდევ ჩვენ გვთხოვთ პასუხს? არაფერი ჩვენი ბრალი არაა. სახურავიდან რომ წყალი ჩამოვიდა, არც ესაა ჩვენი ბრალი _ ხე დაეცა შენობას და იმიტომ გაფუჭდა. ბათქაშიც უყურადღებობის და მოუვლელობის გამო ჩამოვარდა. ჩვენ რა შუაში ვართ? საერთოდ, რა უფლება გაქვთ ჟურნალისტებს, ამაში რომ იხედებით?! ან რა უფლებით ნახულობთ ხელშეკრულებას?! ჩვენ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ საკრებულოს თავმჯდომარესთან. ისინი იყიდიან მასალებს და გურამი მხოლოდ და მხოლოდ ხათრის გამო გამოაგზავნის მუშას და გააკეთებს, _ გაღიზიანება არ დაუმალავს რესპონდენტს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ძმად გაგვეცნო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შეთანხმებას, რომლის შესახებაც კარტოზიამ გვითხრა, ადასტურებს:

_ მე ვიყავი ბაზაზე და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე. საერთოდ, რა შუაშია ეს კომპანია? ძირითადად, ონკანები და უნიტაზებია გაფუჭებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ.

_ ბატონო ბესიკ, სახურავიდან რომ წყალი ჩამოდის, ეს ფეხბურთელების ბრალია?

_ ეგ არაფერი ისეთი არაა.

_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა წაკითხული გაქვთ? იცით, რა წერია იქ ბაზასთან დაკავშირებით?

_ კი, ვიცი, მაგრამ არაფერი ისეთი. მართლა ვერ ვხედავ ამ კომპანიის ბრალეულობას. პირიქით, მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და მუშახელით დაგვეხმარებიან, _ გვითხრა ტაბიძემ, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას თქმით, ბაზაზე სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა:

"მაშინ, როცა ბაზის შესარემონტებლად 20 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, კატეგორიული წინააღმდეგობა გავწიე და ხმაც არ მიმიცია. განცხადებაც გავაკეთე საკრებულოს სხდომაზე და იქვე მოვუწოდე სარიშვილს, რომ კომპანიისთვის მოეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

თუ ეს კომპანია მის ვალდებულებებს არ ასრულებს, პროკურატურას უნდა მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ახალი მერიის მხრიდან ამ თანხის ხარჯვა არამიზნობრივი ხარჯი გამოდის, რაზეც შემდგომში მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ 20 000 ლარი არაფერში ეყოფა. კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან თავის დროზე სამუშაოები ძალიან უხარისხოდაა შესრულებული, მაგრამ პასუხის მომთხოვნი არავინაა. მოქმედი ძველისკენ იშვერს ხელს _ თითქოს მე ვიყავი მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე", _ გვითხრა ასკურავამ, რომლის თქმით, შენობაში არსებული მდგომარეობის ფეხბურთელებისთვის დაბრალება "თავის მართლების უსინდისო მეთოდია".

ასკურავას მსგავსად, პრობლემების ფეხბურთელებისთვის დაბრალებას არასწორად აფასებს საფეხბურთო ბაზის დარაჯი ამირან პატარია.

_ თუ უნდათ დააბრალონ ფეხბურთელებს, მაგრამ მათი ბრალი რაა _ უხარისხო ონკანები და "დუშები"? ორ თვეში ააშენეს ეს შენობა. სად გინახავთ ორ თვეში ნორმალურად დასრულებული სამუშაო?! 20 წელია აქ ვარ, ბევრი მთავრობა გამოვიცვალე და ბევრი რამ მინახავს. არც პროექტი ვარგა, არც აქ არსებულ რეალობაზეა მორგებული. ფანჯრებიც არ იღება და ნესტი ყველაფერს აფუჭებს.  გარე კედლები  რომ დაბზარულია, რატომაა ფეხბურთელის ბრალი. მივიდა და ფეხი ურტყა? სირცხვილია ამის თქმა. რა უნდათ ამ ფეხბურთელებთან?! ეს ხელოსნების ბრალია, მასალის ბრალია. ეტყობა, მიაკლდათ მასალა და არავინ მიაქცია ყურადღება, თორემ ასე მალე როგორ უნდა დაბზარულიყო კედლები? ან კიდევ, სახურავზე რომ "ტყეა" ამოსული, ეს ფეხბურთელის ბრალია? ყველას ვეჩხუბები ამის გამო. უხარისხოდ გაკეთებული, მოუვლელია ყველაფერი და არც არავინ კითხულობს ამბავს, _  ამბობს ჩვენთან საუბრისას ამირან პატარაია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ხარვეზები აშენებიდან რამდენიმე თვეში გამოვლინდა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე გრიგოლეთში არ ჩასულან:

_ ახლახან მოვიდნენ, მანამდე თვალიც არ მომიკრავს არავისთვის. დღიან-ღამიანად აქ ვარ. სახლიც მე არ მაქვს სხვა და კარი. აქვე, ეზოში ვცხოვრობ, აქაურობას ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. ყველა ვიცი, ვინც აქ მოდის და მიდის, _ აღნიშნავს ბაზის დარაჯი, რომლის ინფორმაციით, წელიწადზე მეტია მისთვის ხელფასიც კი არ გადაუხდიათ:

_ შუქიც კი არ მაქვს. იმ ხუხულაში, სადაც ღამეს ვათევ, თვეებია სანთელი მინთია. ნისიად მომაქვს მაღაზიიდან იმ იმედით, რომ კუთვნილ ხელფასს როდესმე ავიღებ, _ გვითხრა პატარაიამ.

არადა, ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბაზის ჩაბარების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კომუნალურ გადასახადებზე 25 000 ლარამდე დაიხარჯა. ამ უხარისხო შენობის დაცვა და ადმინისტრირება კი ლანჩხუთელებს ორ წელიწადში 18 000 ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წელიწადზე მეტია დარაჯისთვის ხელფასიც არ მიუციათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში _ მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში "გურია ნიუსმა" ჩააყენა და როგორც გულედანმა აღნიშნა, საკითხს დეტალურად შეისწავლიან.


ნახვა: 427


 ახალი ამბები
  • კაცმა, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი მოუწყო, სავარაუდოდ თავი მოიკლამამაკაცი, რომელმაც თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ეზოში ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  არსებული  ინფორმაციით, დიმიტრი ტატიშვილმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.  როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმიბს. დიმიტრი ტატიშვილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. წყარო: ... ...
  • საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდა - კობახიძე"საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდ", _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. “ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი განცხადება იმ აღელვებიდან გამომდინარე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როცა გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, ჩვენ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ. სულ მცირე ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ იყო ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს საზოგადოებას აუცილებლად დავუმტკიცებთ. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდასაქართველოს ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც ... ...
  • "ინიციატივა უკავშირდებოდა სრულიად დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებას" _ დავითაშვილიკანონპროექტმა,  რომლითაც მარიხუანას კულტივიზაცია მოხდებოდა და მისგან დამზადებული სამედიცინო პრეპარატები ექსპორტზე გავიდოდა, სასულიერო პირებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პროტესტის შედეგად კი ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, კანონპროექტის შესახებ გადაწყვეტილება ფართო დისკუსიის შემდეგ იქნება მიღებული. "საქართველოში როდესაც არსებობს გარკვეული საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი დაინტერესება, ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ ფართო მსჯელობის და განხილვის შემდეგ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს ამასთან დაკავშირებით დისკუსიები, იყოს ფართო განხილვის საგანი, მხოლოდ ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომაც არის ამ ეტაპზე შეჩერებული კანონპროექტი",_განაცხადა დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო კანაფი არ არის ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ხელისუფლების ინიციატივის მიზანი კი სრულიად დაურეგულირებლი სფეროს დარეგულირება იყო. "სამედიცინო კანაფი არ არის ნარკოტიკული საშულება, ამაზე ხშირ შემთხვევაში აღრეულია ხოლმე პოზიციები.  არასოდეს ჩვენს მიერ არ ყოფილა წახალისებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ჩვენი ინიციატივა უკავშირდებოდა სრულიად დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებას, რადგან საკონსტიტუციოსასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სფერო დარჩა დაურეგულირებელი, საჭირო იყო რეგლამენტირება მოხმარების საკმაოდ მკაცრად, ისე, რომ კონკრეტულ სამართალდამცავ სტრუქტურებს მიეცეთ კანონის აღსრულების საშუალება. ეს იყო ჩვენი პოზიცია",_აცხადებს დავითაშვილი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, სამედიცინო კანაფი მედიცინის სფეროა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შესწავლილი, თუმცა, ქვეყნისთვის ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. "სამედიცინო კანაფი  არის მედიცინის სფერო. დარგი, რომელიც დღეს განვითარებადია, ვითარდება, ეს არის ჯერ კიდევ შესასწავლი, ჯერ კიდევ მზარდი ინდუსტრია, რომელიც თავისი განვითარების საბოლოო ეტაპზე არ მისულა.  ამიტომ ბევრ ქვეყანაში ამ  მიმართულებით მიმდინარეობს, როგორც შესწავლა, ისე წარმოება,  განვითარება და ეს არის მზარდი ინდუსტრია მსოფლიოში.  მას ეკონომიკური მნიშვნელობა რა თქმა უნდა გააჩნია, თუმცა, ჩვენთან გადაწყვეტილება მიღებული იქნება ადგილობრივი განხილვების შემდეგ", _ განაცადა ... ...
  • "განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის"მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ანალიტიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავება და მონიტორინგი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა_აღნიშნულ მიზანს ისახავს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის ახალი პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში სთავაზობს მარტივად მიიღოს მისთვის სასურველ გარემოსდაცვით სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პლატფორმა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში. მან ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმიანება. "სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია. ეს არის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს გარემოსდაცვით ინფორმაციას და ხელმისაწვდომს გახდის ამ ინფორმაციას მოსახლეობისთვის. განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის. გააუმჯობესებს პოლიტიკას გარემოსდაცვითი კუთხით, იმიტომ რომ ბევრი მონაცემთა ბაზა ერთ ელექტრონულ სისტემაში იქნება მოქცეული. ეს ეხმიანება პირდაპირ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  რომ ჩვენ უფრო ეფექტიანები ვიყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი სამინისტრო უკვე ამზადებს, სისტემას ნერგავს და მნიშვნელოვნად ეს ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში", _ განაცხადა დავითაშვილმა. როგორც პლატფორმის პრეზენტაციაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ირაკლი ბალანჩივაძემ განაცხადა, პორტალზე ამ დროისთვის 3 თემატიკაა განთავსებული, რასაც განვითარებასთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემები დაემატება. "პორტალზე 3 თემატიკაა განთავსებული. ეს არის კლიმატის ცვლილების თემა, ბიომრავალფეროვნება და გაუდაბნოება. პროექტის განვითარების ფარგლებში აღნიშნულ თემატიკებს სხვა თემატიკები დაემატება და უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამ დროისთვის ინფორმაცია სხვადასხვა სახით არის განთავსებული, სივრცითი და ცხრილური მონაცემები, წინასწარ მომზადებული ანგარიშები სხვადასხვა გრაფიკებითა და ვიზუალიზაციით, ფასიანი ინფორმაცია,  პროექტები და ა.შ.",_განაცხადა ბალანჩივაძემ. ახალი პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ... ...

არქივი

ზაფრანი

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...

სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში

ადამიანი სულ უფრო და უფრო...

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...