უკურნებელი სენით დაავადებულის სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახი

მთავარი თემა

უკურნებელი სენით დაავადებულის სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახი

30 აპრ. 2020, 11:35:15

„ვარ ქვენობნის მცხოვრები. მყავს უკურნებელი სენით (პარკინსონით) დაავადებული მეუღლე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება და საკუთარი ხელით ჭამაც კი არ შეუძლია. ღატაკის სტატუსი გვქონდა. მესამე წელია, რაც სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. მას შემდეგ ვწვალობ _ ვის აღარ მივმართე, გურიის გუბერნატორი და ჩვენი დეპუტატი, ნინო წილოსანიც კი ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ. თავდაპირველად ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 38000, გადამოწმების შემდეგ კი 85000-ზე ავიდა. რა ნახეს უკეთესი და გაუმჯობესებული ჩემს ოჯახში, არ ვიცი. ერთადერთი ავადმყოფი მეუღლის პენსია გვაქვს, რომელიც მისი წამლების შესაძენადაც კი არაა საკმარისი. მე და ჩემი შვილი უმუშევრები ვართ. თვიდან-თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს.

გთხოვთ, მოხვიდეთ, ნახოთ და შეაფასოთ, თუ იმ პირობებში ვცხოვრობ, რომ არ მეკუთვნის დახმარება, რატომ ვიღებდი წლების განმავლობაში, ან თუ მეკუთვნის, რატომ მომეხსნა?!

მოდით, გთხოვთ, მე მარტომ სამართალი ვერსად ვიპოვე, იქნებ თქვენი დახმარებით მივაღწიო შედეგს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის“, _ ეს წერილი „გურია ნიუსს“ რამდენიმე ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის მცხოვრებმა ნანული მიქელაძემ მისწერა.

ქალბატონი ნანულის თხოვნა „გურია ნიუსმა“ მაშინვე შეასრულა, თუმცა, ქალბატონი ნანული და მისი ვაჟი სახლში არ დაგვხვდნენ. ოჯახის უნარშეზღუდულ უფროსთან, ვახტანგ მიქელაძესთან კი გასაუბრება ვერ შევძელით.

ცოტა ხნის წინ „გურია ნიუსი“ ისევ იმყოფებოდა მიქელაძეებთან, სადაც მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ოჯახის დიასახლისი თავის წერილში გვიყვებოდა.

1952 წელს დაბადებულ ვახტანგ მიქელაძეს უნარშეზღუდულის პირველი ჯგუფის სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი 11 წელია, ურთულეს მდგომარეობაშია _ ვერ მეტყველებს, უჭირს გადაადგილება, სხეულის ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს და ვერ იმორჩილებს. აქვს თავის, კიდურების და მთელი სხეულის კანკალი, არ შეუძლია საკუთარი ხელით ჭამა, თავის მოვლა, _ ვკითხულობთ ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობის მოკლე ანამნეზში.

„ჭამა კი არა, ჭიქით წყლის დალევაც არ შეუძლია, საწრუპავი მილით სვამს, ისიც სხვისი დახმარებით. საწოლის თავზე თოკი გვაქვს გამობმული, წამოჯდომა რომ მოუნდება, ეჭიდება ამ თოკს და ჩემი დახმარებით წამოჯდება საწოლზე“, _ გვეუბნება ნანული მიქელაძე და გვიყვება თავისი ყოველდღიური მძიმე ყოფის შესახებ. მის მიერ ნათქვამი ყოველი წინადადების შემდეგ, ძნელი დასაჯერებელი ხდება, რომ იმ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, როგორშიც მიქელაძეები იმყოფებიან, სოციალური შემწეობა არ ეძლეოდეს, თუმცა, ფაქტია.

როგორც ნანული მიქელაძე გვიყვება, მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება მოეხსნა, რამდენჯერმე დაწერა განცხადება აღდგენის თაობაზე, თუმცა, შედეგი არ გამოიღო და გაჩერდა.

_ სად არ ვიარე,ხან _ გამგებელთან, ხან _ გუბერნატორთან, დეპუტატთან, ვის არ გავაგებინე ჩვენი გასაჭირის შესახებ. რამდენჯერმე დავწერე განცხადება დახმარების აღდგენის თხოვნით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. ბოლოს დავიღალე ტყვილა სიარულით და გავჩერდი, _ გვეუბნება ცრემლმორეული ქალბატონი.

ნანული მიქელაძე სოციალური დახმარების მოხსნას მის წლებისწინანდელ პოლიტიკურ არჩევანს უკავშირებს.

_ იმ დღიდან, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, არჩევნებში მას ვაძლევდი ხმას, იმიტომ კი არა, რომ მომწონდა ან არ მომწონდა _ სოციალურ დახმარებას ვიღებდი, თანხას მაძლევდნენ და  ჩემს მოვალეობად ჩავთვალე მათი მხარდაჭერა. მანამდე წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვიყავი. ალბათ, ამის გამო ეჭვი შეიტანეს, რომ მათ არ მივცემდი ხმას და მითხრეს, რომ შემოხაზავ, ჯვარი დაუსვიო. გავიკითხე მეზობლებში, მაინტერესებდა, ყველას ასე უთხრეს თუ მე ვიყავი გამონაკლისი _ არავისთვის უთქვამთ ჩემ გარდა. ძალიან რომ ავყვირდი, რას ჰქვია უნდობლობა გამომიცხადეთ-მეთქი, მითხრეს, ვისაც სოციალური დახმარება აქვს, ყველას ასე უთხრესო (?!) _ არ მენდნენ, აინტერესებდათ, მართლა მათ მივეცი ხმა თუ არა.

ქალბატონი ნანული ზუსტად ვერ ასახელებს, რომელი წლის არჩევნებს უკავშირდება მის მიერ მოყოლილი ისტორია. იმის დასახელებისგან კი, ვინ იყვნენ ის პიროვნებები, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენის დანიშვნა მოსთხოვეს, თავი შეიკავა.

„არ მახსოვს ზუსტად რომელი არჩევნები იყო, 3 წლის წინ იყო, არჩევნების შემდეგ მოვიდა სოციალური აგენტი გადამოწმებაზე და მომიხსნეს დახმარება. რაღად მინდა იმის თქმა, ვინ მთხოვდა დამენიშნა ბიულეტენი, წარსული ამბავია, რაც იყო, მაგრამ სოციალურმა სამსახურმა რა ნახა ჩემს ოჯახში ისეთი, რომ ქულა 50000-ით გამეზარდა, ვერ ვხვდები“.

როგორც ქალბატონი ნანული გვიყვება, წვიმისას სახლში სახურავიდან წყალი ჩასდით.

„უბრალო წამოწვიმებაზეც კი ნიაღვარივით ჩამოედინება წყალი. ყველაფერი დაალპო, ჭერიც ჩამოვარდება მალე. ჩვენ კი ჭერის და იატაკის შეცვლის კი არა, იმის საშუალებაც არ გვაქვს, სახურავი ალაგ-ალაგ მაინც შევაკეთოთ. ჩემმა ბიჭმა ახლახან დაიწყო მუშაობა და ამ მდგომარეობამ ისიც შეაჩერა. მე კი სახლიდან ვერ გავდივარ, ჩემი მეუღლის მარტო დატოვება არ შეიძლება _ რამე რომ დაჭირდეს. ამიტომ სახლს ვერ ვშორდები, თორემ იქნებ რამე სამუშაო მეც მენახა და წამლის ფული მაინც არ მქონოდა სადარდებელი, სხვას თუ ვერაფერს გავაკეთებდი. ამ წუთას ჩვენი შემოსავალი მარტო ავადმყოფი მეუღლის პენსიაა“, _ გვეუბნება ქალბატონი ნანული, რომელსაც მეუღლეც ერთვება საუბარში, თუმცა, მისი ნათქვამის გაგება რომ ვერ შევძელით, წყინს, ჩუმდება და ცრემლი მოსდის.

„ასეთ დღეში ვართ მე და ეს, 3-4-ჯერ უნდა გამიმეოროს რამე რომ გამაგებინოს. თუ ვერ გავიგე, იბუტება და ბრაზდება, _ გვეუბნება ნანული მიქელაძე და საკარმიდამო ნაკვეთს გვაჩვენებს.

„ესაა სულ ჩემი ავლადიდება. აქაც ვერაფერი მოგვყავს, ყველაფერი დაჭაობებულია, თხილიც კი ვერ გავაშენეთ ზედ, იმდენად გამოუსადეგარი მიწაა. ვერაფერი მოგვყავს. საინტერესოა, რა აღწერა სოციალურმა აგენტმა, რა დაინახა ისეთი ჩვენს სახლში გაჭირვების გარდა, რომ ღატაკის სტატუსიდან ამხელა ქულით შეაფასეს ჩვენი მდგომარეობა.

როგორც ჩვენთან საუბრისას ოჯახის დიასახლისმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა დახმარების თხოვნით. იმის გასარკვევად, თუ  რა სახის დახმარება გასცა აღნიშნულ ოჯახზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, კითხვით მივმართეთ მერიის პრესსამსახურს, საიდანაც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიქელაძეებს მერიის მხრიდან დახმარება 2-ჯერ გაეწიათ.

„ვახტანგ მიქელაძეს 2019 წელს განცხადება ჰქონდა შემოტანილი მედიკამენტებით დახმარების თაობაზე, რაც დაკმაყოფილებულია. მიქელაძეების ოჯახს მერია ცოტა ხნის წინ საკვები პროდუქტებით დაეხმარა. სხვა სახის დახმარების თხოვნით ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს“, _ გვეუბნებიან მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

„გურია ნიუსი“, ასევე, ესაუბრა მერის წარმომადგენელს სოფელ ქვენობანში დავით კვაჭანტირაძეს.

კვაჭანტირაძის თქმით, მიქელაძეების ოჯახი მართლაც უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება და მისთვის წარმოუდგენელია, მიქელაძეების ოჯახი სოციალური შემწეობის მიმღები რატომ არ უნდა იყოს.

_ ვახტანგ მიქელაძის ოჯახის გასაჭირის შესახებ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვეხმარებით. დეპუტატის ბიუროც, პირადად ნინო წილოსანიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. მაგათთვის სოციალური დახმარების გაჩერება საშინელებაა. ვიცი მდგომარეობა, როგორცაა. ახლაც გადავეცით დახმარება.

კითხვაზე _ იცის თუ არა რას უკავშირებს მიქელაძეები სოციალური დახმარების შეწყვეტას? _ კვაჭანტირაძე გვპასუხობს, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის.

_ ბატონო დავით, ქალბატონი ნანული ამბობს, რომ ერთ-ერთი არჩევნებისას, მას მოსთხოვეს ბიულეტენის დანიშვნა, რომ დაეზუსტებინათ, ვის მისცემდა ხმას.

_ ნული კი არა, ნულს ქვემოთაა მაგ სიტყვებში სიმართლე. პირველად მესმის და გამორიცხულია. ნამდვილად არ ვიცი, ვის უჭერდა მხარს, ან ახლა ვის აძლევს ხმას. სამი-ოთხი წლის წინ კი არა, ეგ  ნაციონალების დროინდელი მოძველებული მეთოდია. ეს არ არის სიმართლე. გაჭირვებული, განაწყენებული ადამიანის ნათქვამია მხოლოდ! დამერწმუნეთ, მაგას არავინ იკადრებდა, ვახტანგ მიქელაძის ოჯახში მისულიყო და ბიულეტენის დანიშვნა ეთხოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოჯახი ისევ ყოფილიყო შემწეობის მიმღებთა სიაში, _ გვითხრა დავით კვაჭანტირაძემ.

რას შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, უწყებაში გვეუბნებიან, რომ მიქელაძეების ოჯახის გადამოწმებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და ოჯახს კვლავ შეუძლია, მიმართოს განცხადებით სააგენტოს შესაბამის რაიონულ განყოფილებას, რის შემდეგაც შეივსება ახალი დეკლარაცია.

„მთავრობის  N126 დადგენილების შესაბამისად,  სოციალური მომსახურების სააგენტო  ოთხ წელიწადში ერთხელ ამოწმებს  მიმღებ ოჯახს. იმ ოჯახმა, ვინც ვერ მიიღო  სოციალური  შემწეობის მისაღებად საკმარისი ქულა, შეუძლია  განცხადებით  მიმართოს სააგენტოს შესაბამის სამსახურს ქულის  მინიჭებიდან  ერთი წლის შემდეგ და  მოითხოვოს გადამოწმება. ვადამდელი გადამოწმება  კი შესაძლებელია  იმ შემთხვევაში,  თუ  მოხდა ოჯახში რაიმე სახის ცვლილება  (იქნება ეს  მისამართი,  სტატუსი,  ოჯახში წევრთა  რაოდენობა,   ჯგუფის დადგენა,  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გაუარესება-ფორმა  100, სოციალურ-ეკონიმიკური  მდგომარეობის შეცვლა...) შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მოხდება  ქულების  ხელახალი გადამოწმება.

ზოგადად, ქულის მინიჭება ხდება  დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისად  დამუშავების შედეგად. 

რაც შეეხება  ვახტანგ მიქელაძის ოჯახს,  ეს ოჯახი გადამოწმდა 2019 წლის იანვარში და  მიენიჭა სარეიტინგო  82 000 ქულა.  ბოლო გადამოწმებიდან  გასულია  ერთ წელზე მეტი და  ოჯახს შეუძლია, გადამოწმებისთვის განცხადებით მიმართოს  სოციალური მომსახურების,  _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

მიქელაძეების ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს სოციალური აგენტი მათ საცხოვრებელ მდგომარეობას.




 ახალი ამბები
  • ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ოკუპირებულ ცხინვალშიც გაიმართებაოკუპირებულ ცხინვალში 24 ივნისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება, ისევე როგორც მოსკოვში. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, ბიბილოვმა 24 ივნისს წითელ მოედანზე გასამართ აღლუმზე დასწრების მიწვევა მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან. კორონავირუსის პანდემიის გამო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მოსკოვში 9 მაისს ვერ ჩატარდა. კრემლის ლიდერმა აღლუმი 24 ივნისისთვის გადაიტანა. ... ...
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?